Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ი ბ ე რ ი ა

I B E R I A

  • კავკასიის იბერია

  • პირენეის იბერია

სამხრეთ ევროპის, პირინეების, იტალიის, ხმელთაშუა ზღვის კუნძულების პირველადი ავტოქთონური მოსახლეობა იყო იბერიული მოსახლეობა. ამ მოსახლეობას უწოდებენ პროტოიბერებს, მათგან გამომდინარეობს გვიანდელი ევროპული მოსახლეობა.

პროტოიბერიული მოდგმა სახლობდა პირენეების ნახევარკუნძულიდან ხმელთაშუა ზღვის აუზში, ეგეოსის აუზში, ბალკანებზე, თანამედროვე საბერძნეთში, კავკასიაში, ინდოეთის თანამედროვე ტერიტორიაზე, მცირე აზიაში და პალესტინაში. პროტოიბერიულ მოდგმას ჰქონდა მრავალი განშტოება. ენა ამ მოდგმისა, ამ რასსისა იყო ერთი ძირითადი, რომელსაც ჰქონდა მრავალი დიალექტური განშტოება. ისინი იყვნენ მონათესავენი და ვითარდებოდნენ როგორც ურთიერთმონათესავე ენები, კერძოდ, ბასკური, ლუზიტანური, ტურდეტანული, ეტრუსკული, პელაზგური, ქართული, შუმერული და სხვა.

მცირე აზიის მოსახლეობის დიდი ნაწილი მიეკუთვნებოდა ამ მოდგმას და მესხები, ანუ მოსხები, კაბადოკიელები, კოლხები, ტაოხები და სხვანი არიან ამ მოდგმის წარმომადგენლები.

დღესდღეობით შემორჩენილია პირინეულ-იბერიული, ანუ ბასკური და კავკასიურ-იბერიული, ანუ ქართული და მისი მონათესავე ტომები ჩრდილოეთ კავკასიაში. დანარჩენი კი ამჟამად უკვე ასიმილირებულია ინდოევროპული კაცობრიობის მიერ, რომელიც გვიან არის მოსული ევროპის კონტინენტზე, კერძოდ, ძ.წ. მეორე ათასწლეულიდან.

პროტოიბერიული კაცობრიობის, ანუ პალეომედიტერანული, პალეოკავკასიური კაცობრიობის მოღვაწეობის, მისი ზეობის ხანად მიჩნეულია ეპოქა უძველესი დროიდან მესამე ათასწლეულამდე. მესამე ათასწლეულში იწყება დაკნინება ამ რასისა, მისი რიცხობრივი შემცირება და მისი ასიმილირება მოსული ინდოევროპელების მიერ.

კავკასიის იბერია

ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა

ძვ. წ. IV- ახ. წ. V ს. აღმოსავლეთ საქართველოში შეიქმნა დიდი სახელმწიფო იბერია, რომლის ცენტრი მცხეთის მიდამოებში მდებარეობდა.

ძვ. წ. III ს. დასაწყისში იბერიის სამეფოში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ადგილობრივი წარმოშობის პირმა (“მცხეთის მამასახლისების” საგვარეულოს წევრმა) ფარნავაზმა, რომელიც იბერიის მეფეთა ახალი დინასტიის – ფარნავაზიანების – ფუძემდებელი გახდა. ფარნავაზისა და მისი უახლოესი მემკვიდრეების დროს იბერიამ დიდ ძლიერებას მიაღწია და საკმაოდ ვრცელი სახელმწიფო გახდა. ფარნავაზის სახელთანაა დაკავშირებული ქართული ანბანის შექმნაც (ძვ. წ 284).

იბერიის დედაქალაქი მცხეთა მრავალი სხვადასხვა მხრიდან მომავალი გზის გადაკვეთაზე მდებარეობდა. აქ გადიოდა დიდი საერთაშორისო სატრანზიტო-სავაჭრო გზა, რომელიც ინდოეთიდან მოდიოდა და კოლხეთის შავიზღვისპირა ქალაქებისაკენ მიემართებოდა.

 

ძვ. წ. II ს. და I ს. პირველ ნახევარში იბერია დასუსტდა და გაძლიერებულ სომხურ სამეფოებთან ბრძოლაში ზოგი ტერიტორია დაკარგა.

ძვ. წ. 65 იბერია დალაშქრა პომპეუსმა. მიუხედავად ენერგიული წინააღმდეგობისა, იბერიის მეფე არტაგი ბოლოს და ბოლოს დამორჩილდა რომაელებს, მაგრამ მალე განთავისუფლდა და რომსა და იბერიას შორის დამყარდა მოკავშირეობითი ურთიერთობა. ახ.წ. I-II სს-ში იბერია კვლავ გაძლიერდა და ხშირად რომის მეტოქედაც გამოდიოდა ამიერკავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში.

II ს. 30-50-იან წლებში, ფარსმან II-ის დროს, იბერია თავისი ძლიერების მწვერვალზე იყო. ფარსმან II-მ იმპერატორ ანტონინუს პიუსის მიწვევით მოინახულა რომი მეუღლით, ვაჟიშვილითა და დიდი ამალით. რომაელები მოუხიბლავს იბერთა სამხედრო ვარჯიშს. იმპერატორს დედაქალაქში დაუდგამს ცხენზე მჯდომი ფარსმანის ქანდაკება.

ლეგენდის თანახმად ქრისტეს კვართი, რომელიც იერუსალიმიდამ მცხეთელმა ებრაელებმა ელიოზ კარსნელმა და ლონგინოზ მცხეთელმა ჩამოიტანეს, ელიოზის და სიდონიმ გულში ჩაიკრა და სული განუტევა. სიდონია უფლის კვართთან ერთად მცხეთაში დამარხეს.

IV ს. დასაწყისში კვართის ადგილის მოსანახულებლად და იბერიის გასაქრისტიანებლად იერუსალიმიდან ჩამოვიდა წმინდა ნინო – კაბადოკიელი, წმინდა გიორგის ბიძაშვილი. ამ დროს იბერიის მეფე იყო მირიანი, ხოლო დედოფალი – ნანა. წმ ნინომ მოძებნა ის ადგილი, სადაც კვართი იყო ჩამარხული და მის ადგილას მეფე მირიანმა 12 მოციქულის სახელზე ააშენა ტაძარი სვეტიცხოველი.

წმ ნინოს მოღვაწეობის შედეგად იბერიაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.

IV-V საუკუნე იბერიისათვის ხასიათდება რთული საგარეო პოლიტიკური მდგომარეობით. რომთან კავშირმა ვერ დაიცვა იბერია სასანიდების აგრესიისაგან, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა V საუკუნის პირველ ნახევარში, როდესაც სპარსეთმა დაიპყრო იბერიის მეზობელი ქვეყნები – სომხეთი და ალბანეთი და მოადგა აღმოსავლეთ საქართველოს საზღვრებს. ომი ქართველებსა და სპარსელებს შორის დაიწყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია V საუკუნის მეორე ნახევარი, როდესაც იბერიის მეფე იყო ვახტანგ გორგასალი. მეფე ვახტანგ გორგასალი იყო კარგი მებრძოლი, ჭკვიანი და ძლიერი მმართველი. მის პერიოდში იბერია კვლავ გაძლიერდა და შემოიერთა მეზობელი ტერიტორიები. ვახტანგი აწარმოებდა დიდ აღმშენებლობით საქმიანობასაც. მის სახელთანაა დაკავშირებული ქალაქ თბილისის დაარსებაც, რომელიც მანამდე იყო მხოლოდ ციხე-სიმაგრე. სამწუხაროდ, VI საუკუნის დასაწყისში, ვახტანგ გორგასალი მოკლულ იქნა სპარსელების წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

იბერიის დროშა V საუკუნეში

***

პირენეის იბერია

ანტიკური ავტორები იბერიას უწოდებდნენ აგრეთვე პირენეის ნახევარკუნძულის სამხრეთ და აღმოსავლეთ სანაპიროს, ხოლო მოგვიანებით, ამ სახელით მოიხსენიებდნენ მთელ ნახევარკუნძულს. პირენეის ნახევარკუნძული დასახლებული იყო იბერებით, კელტებითა და ჰუნებით.

სტრაბონის მტკიცებით, ეხლანდელი ნავარისა და არაგონის ჩრდილოეთი დასახლებული იყო ბასკებით. მრავალი მეცნიერის აზრით ბასკები არიან კელტიბერიული წარმოშობის. ბასკები დასახლდნენ ამ ტერიტორიებზე უფრო ადრე, ვიდრე სხვა ეთნიკური ჯგუფი. და ბასკური ენა გავრცელებული იყო უფრო დიდ ტერიტორიაზე, ვიდრე ეხლანდელი ბასკების ტერიტორიაა.

ბასკების წარმოშობის საკითხი საბოლოოდ გარკვეული არაა. მეცნიერთა ერთი ნაწილი მხარს უჭერს ბასკების წინაპრების აღმოსავლეთიდან, კერძოდ, კავკასიიდან მიგრაციის თეორიას, რომელსაც უკავშირდება ძველთაგანვე ცნობილი შეხედულება ბასკებისა და ქართველების გენეტიკურ კავშირზე. შეხედულება ქართველთა მონათესავე ხალხის ესპანეთში არსებობის შესახებ შუა საუკუნეების საქართველოშიც არსებულა. გიორგი მთაწმინდელის გადმოცემით, იოანე მთაწმინდელს განუზრახავს ესპანეთში გამგზავრება “ქართველთა ნათესავთა” მოსანახულებლად.

ჰიპოთეზა ბასკებისა და ქართველების გენეტიკური კავშირის შესახებ ემყარება ამ ორი ხალხის ყოფაში დამოწმებულ ეთნოგრაფიულ პარალელებსა და ენათმეცნიერთა (ვ. ჰუმბოლდტი, შუხარდტი, ნ. მარი და სხვა) გამოკვლევებს.

ხანგრძლივე არსებობის მანძილზე ბასკებმა შეძლეს მრავალრიცხოვანი დამპყრობლებისაგან თავის დაცვა და ფაქტობრივი დამოუკიდებლობის შენარჩუნება.

ბასკების ქვეყანა (ბასკურად ეუსკადი) შედგება შვიდი პროვინციიასაგან. ბისკაია, გიპუსკოა, არაბა (ალავა) და ნაფაროა (ნავარა) XVI საუკუნის დასაწყისიდან შედის ესპანეთის შემადგენლობაში, ხოლო ლაპურდი, ნაფაროა ბეჰერეა და ზუბეროა XVI ს-დან – საფრანგეთის შემადგენლობაში.

ბასკები დიდხანს ეწინააღმდეგებოდნენ იძულებითი ესპანიზაციის პოლიტიკას, რამაც განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო XIX საუკუნის ბოლოს. ესპანეთის რევოლუციის წლებში (1931-1939) შეიქმნა ბასკების ავტონომიური რ-ნი, ე.წ. ბასკების ქვეყანა. 1937 წ. ფრანკოს ჯარების მიერ ბასკების ქვეყნის ოკუპაციის შედეგად გაუქმდა ავტონომია. ყველა დაწესებულებაში, გარდა ეკლესიისა, აიკრძალა ბასკური ენა.

ამჟამად, ბასკეთი დაყოფილია სამ პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ერთეულად. ორი მათგანი ბასკეთის ავტონომიური რ-ნი (ბისკაია, გიპუსკოა, არაბა) და ნავარის ავტონომიური რ-ნი ესპანეთის შემადგენლობაშია. საფრანგეთის შემადგენლობაში შემავალ სამ პროვინციას (ლაპურდი, ნაფაროა ბეჰერეა და ზუბეროა) არა აქვს ავტონომია და არის აქვიტინის რეგიონის ნაწილი (დედაქალაქი ბორდო).

ბასკების მთავარი ქალაქი და ნავსადგურია ბილბაო.

ბასკების მეურნეობის უძველესი დარგებია მესაქონლეობა, მიწათმოქმედება, მევენახეობა-მეღვინეობა. მრეწველობის მთავარი დარგებია მეტალურგია, ლითონ-დამუშავება, მანქანათმშენებლობა და გემთმშენებლობა.

2,9 მილიონი ბასკიდან ესპანეთში მხოლოდ 650.000 ლაპარაკობს ბასკურად, საფრანგეთში – 70.000.

რელიგია -კათოლიციზმი.

ბასკები დღესაც განაგრძობენ ეროვნული უფლებებისათვის ბრძოლას.

E-mail: iberiana21@yahoo.com

One Response to “• ი ბ ე რ ი ა”

  1. Marika said

    vaime rogor arian keltebi da iberielebi erti xalxidan ts’amosulebi tu keltebi indo-evropelebi arian da iberielebi ki ara??

    Like

დატოვე კომენტარი