Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● შუმერები

შუმერები

 

შუმერები არიან უძველესი და უპირველესი დედამიწის ცივილიზებული ხალხი, რომლებმაც გაანათლეს კაცობრიობა, ისინი არიან ცივილიზაციის სათავე.

მათ ასწავლეს კაცობრიობას:
წერა-კითხვა, ჯერ ლურსმული  და შემდეგ ანბანური.
ხაზი და ხაზობრივი ცივილიზაცია (გეომეტრია)
რიცხვები – მათი აზრი და შინაარსი (მათემატიკა)
ასტრონომია

კაცობრიობის პირველი ღვთაებათა პანთეონი, სამყაროს ატსრონომიული სალოცავები, რომელთაგანაც ისწავლა ლოცვა დედამიწის ხალხმა.
დიდი  ღმერთის, ერთის, სამყაროს შემოქმედის ხატება, აზრი და შინაარსი.
მზისა და მთვარის კალენდარი წამების სიზუსტით, რა სიზუსტის კალენდარიც თანამედროვე მსოფლიომ არ იცის და არცა აქვს, რომელიც ჩვენ აღვადგინეთ.
ისინი წერენ და იწყებენ სამყაროს და კაცობრიობის ისტორიას:
– “სამყაროს გაჩენა” – აღწერენ პირველად ხმელეთის ამოსვლას პირველქმნილი ოკეანედან დედამიწაზე.
– “წარღვნა”
– “მეორედ მოსვლა”
– “კაცობრიობის ახალი წლის პირველი დღე”.
მსოფლიოს შუმეროლოგებმა ეს ყველაფერი წაიკითხეს შუმერული თიხის წიგნებზე.

შუმერები ისტორიას ცისა და მიწის გაჩენით იწყებენ. გასაოცარია საიდან იცოდნენ ეს ისტორია? რა თვალი უყურებდა მაშინ დედამიწას, როცა ცა და მიწა ნაწილდებოდა? როცა სულ წყლით იყო დაფარული მიწა და ხმელეთი ჯერ არ იყო?
ასევე საოცარია, აუხსნელია, ქართული ასომთავრულის – შუმერების ანბანის შექმნაც, საიდან? როგორ? რისი ნაწილია ანბანში შეფარული ეს უზარმაზარი სიბრძნე – სამყარო!

დედამიწის დაბადების ისტორია და ანბანის შინაარსი ერთი ფუძისანი არიან, ერთ საძირკველზე დგანან. საოცარია ისიც, რომ ამ ორ შემთხვევას  – დედამიწის შექმნის ისტორიას და ანბანს ერთი და იგივე ღვთაებები ჰყავთ.

მსოფლიოს მეცნიერებმა შუმერების გზა-კვალს დედამიწაზე ვერ მიაგნეს და გამოაცხადეს, რომ ენა მკვდარია და ხალხი გადაშენებული. ასე დაასრულა მსოფლიოს უდიდესმა შუმეროლოგიის კოჰორტამ კვლევა შუმერების შესახებ – ფრანსუა ტიურო-დანაუენმა, არნო პიობელმა, ადამ ფოლკენშტეინმა და ფრანსუა ნოას კრამერმა – მიუხედავად მათგან ბრწყინვალედ წაკითხული შუმერული ისტორიისა.
1996 წლის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან დაარსებულმა “მსოფლიო ანბანური კვლევის სამეცნიერო ცენტრი ‘შუმერი” თავისი ახალი მეცნიერული აღმოჩენებით აცხადებს, რომ ენაც ცოცხალია და ხალხიც, რაც დაადასტურა სამყაროსეული შინაარსის მქონე, კაცობრიობის პირველმა საოცრებამ – ანბანმა. რაც ანბანმა გააცხადა ამის გაცხადება არ შეეძლოთ რაც კი მეცნიერები ყოფილან დასაბამიდან დღემდე დედამიწაზე  და ეს ანბანი ქართული ასომთავრული, რომელიც შუმერების ანბანად აცხადებს თავს, რომელიც ოცდათხუთმეტნიშნაა და ოცდათხუთმეტივე ასო ნიშანს შუმერული სახელები ჰქვია, რომელიც შუმერების ყველა ცივილიზაციის სათავეა. ეს კი არ იცის მსოფლიომ.

ესაა ის ანბანი, რომელშიც შეფარულია ყველა ის სიბრძნე, რითაც მოძღვრავდნენ შუმერები მსოფლიოს, ყველა ცივილიზაციის სათავე, სამყაროს ცივილიზაციის პირველი მემკვიდრე დედამიწაზე.
ეს ანბანი კი ქართველი ხალხის დედა ენაა და ეს დედობა კი ამტკიცებს შუმერებისა და ქართველების მამა-შვილობას, ეს შვილები კი დღევანდელი ქართველი ხალხი და საქართველოა – თავისი ენით, ანბანით, მთელი თავისი კულტურული მემკვიდრეობით – პირდაპირი შვილები შუმერებისა.

რადგანაც მსოფლიოს მეცნიერებმა, შუმეროლოგებმა, აღმოსავლეთმცოდნეებმა, სემიტოლოგებმა, ძველი მსოფლიოს ისტორიკოსებმა ვერ მიაგნეს და არ იციან სათავე შუმერების ცივილიზაციისა. მინდა საქართველოში დავაარსო მსოფლიო განათლების ცენტრი, უნივერსიტეტი – მეცნიერებათა აკადემიით, რადგანაც ანბანში ის ცივილიზაციაა, რომელსაც მთელი მსოფლიო უნდა სწავლობდეს და არკვევდეს, ხოლო დედამიწის ამ დაკარგული ისტორიის მიგნება და აღდგენა სულ სხვა გზაზე აყენებს კაცობრიობის აზროვნებასა და ისტორიას!
საუკუნეები ეძებდა მთელი მსოფლიო ამ ცივილიზაციას და ვერ მიაგნეს. დაინტერესებული ხალხი აქ მოვა სასწავლებლად – ძირითადად მეცნიერები.

რაც მთავარია:
ეს აღმოჩენა ქართველი ხალხის მილიონობით – ერთთესლა, ერთსისხლა და ერთხორცა ნათესავებს ნახულობს მცირე აზიაში – ხეთები, კაბადოკიელები, ჭანები, ლაზები, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში –  საფრანგეთიასა და ესპანეთის ბასკები, რელიგიური ომიდან ამოყავს საქართველო, რაც ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გზაკვალია!

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული

 მსოფლიო ანბანური კვლევის სამეცნიერო ცენტრი “სუმერის”

 პრეზიდენტი   ზურაბ ქაფიანიძე

ვიცე-პრეზიდენტი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი

 დოქტორი, პროფესორი  თეიმურაზ მიბჩუანი

 

ქართული ასომთავრული 

 

 

23 Responses to “● შუმერები”

  1. giorgi said

    გამარჯობათ, ღმერთმა გაგაძლიეროთ;
    ძალიან საინტერესოა, უზომოდ მაინტერესებს ეგ ნაშრომი და სად შევიძინო გთხოვთ მითხრათ… რამოდენიმე წიგნის მაღაზიაში ვიყავი, მაგრამ უშედეგოდ, ხელცარიელი გამოვედი…
    მართალია სულ რამოდენიმე თვეა რაც ქართული ანბანით დავინტერესდი და პატარიძის და სხვა შეხედულებები წავიკითხე, თუმცა რაც თქვენს ნაშრომზე გამიგია ეგ უაღრესად საინტერესო იქნება… გთხოვთ მითხრათ, სად შევიძინო ნაშრომი, წინასწარ გიხდით მადლობას.

    • natia said

      მოგესალმებით!!!!
      მაინტერესებს, სად უნდა შევიძინოთ ეს ნაშრომი!!!!!

      • iberiana said

        დიდი და პატარა წიგნები შეგიძლიათ შეიძინოთ კოსტავას 24-ში მდებარე კაფე “ჩირაღდანში”.

        ინგლისური ვარიანტის პირველ ნაწილს შეგიძლიათ გაეცნოთ მისამართზე:

        http://geoalphabet.webs.com/sumer-1.htm

  2. გამარჯობათ, ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა და დიდი იმედებით ველოდები თქვენს წარმატებეს და საერთაშორისო აღიარებას ამ დიდ საქმეში.

  3. Gtxovt Tsikitxot! said

    მთელმა მსოფლიომ რომ გაიგოს ქართულ ანბანზე და მის მსგავსებაზე შუმერულთან, პრობლემები ზუსტად მაშინ გაჩნდება! სომხები დაიწყებენ იმის დადასტურებას,რომ ანბანი მესრობ მაშტოცმა (იმ ვიღაც ცინგლიანმა სომეხმა) შექმნა და საბოლოოდ თავის თავს გაასაღებენ შუმერებად!

    • lizi said

      ჯერ კიდობანი იპოვონ და მერე იბლატაონ :)

    • გორდა said

      ეგ რო დადასტურდეთ მაშინვე ხელფეხი შეეკვრებათ სომხებს და აღიარებენ რომ კორიუნი ტყუოდა მესროპის და ქართული ანბანის კავშირის შესახებ.. ასე რომ იმდეი უნდა ვიქონიოთ რომ ასე იქნება

  4. bachana said

    ქაფიანიძე-მიბჩუანის თეორია ყოველგვარ არგუმნეტაციასაა მოკლებული. ამბობენ,რომ შუმერებს ლურსმულის გარდა ჰქონდათ კიდევ ერთი საიდუმლო ანბანი და ეს იყო ასმოთავრულიო. არცერთ ლურსმულ ტექსტში არაა ამის შEსახებ საუბარი და საიდან მიაგნო ქაფიანიძემ ეს კაცმა არ იცის!!! მიბჩუანს დასახელებული აქვს ორასამდე სვანური სიტყვა,რომელიც ძალიან ჰგავს შუმერულს სიტყვებს,მაგრამ უნდა აღინიშნოს,რომ მათი უმრავლესობა სემანტიკურად განსხვავებულია. სიტყვების მსგავსებით იმის მტკიცება რომ ჩვენ შუმერები ვართ უბრალოდ სისულელეა!

    • lizi said

      ჩვენ უბრალოდ შუმერები კი არ ვართ, ჩვენ შუმი ერი ვართ !

  5. baskonia said

    საქრთველოსთვის დიდი დანაკარგია ზურაბ ქაფიანიძის გარდაცვალება. იგი ნამდვილი ჭეშმარიტი პატრიოტი იყო, მის დაუსრულებელ საქმეს იმედია ვინმე დაასრულებს, ვუცხადებ სამძიმარს მის ოჯახს და მთელ საქართველოს.

  6. ragac ar mgonia rom aq dawerili informacia swori iyos
    amiyom mainteresebs saidan aris aq arsebulki informacia amowerili?

  7. irakli said

    შუმერები ირანსა თუ ერაყში ცხოვრობდნენ

  8. badri said

    მკვლევარი როცა რაღაცას იკვლევს, მან უნდა გაითვალისწინოს სამეცნიელო ნაშრომები , რომელიც ფაქტებზეა დაყრდნობილი და სწორ თანამიმდევრულ მსვლელობას ასახავს როგორც ქრონოლოგიურად ისე თავისებურებების აღწერით. როგორც გინდ პატრიოტი იყოს ადამიანი, სისწორე უფრო მთავარია. ერთი გამოცანით მეორე გამოცანის ამოცნობა წარმოუდგენელია. ქართული ასომთავრულის დაკავშირება პირდაპირ შუმერულ პიქტოგრამებსთან ცოტა უხერხულია. იქნებ თვითონ ქართველთა წინაპრებს (იბერებს და კოლხებს) ჰქონდათ ხატოვანი (პიქტოგრაფიული) დამწერლობის ნიშნები?, რომელიც შეიძლება უძველესი დროის კულტურის ხალხებსთან (მათ შორის შუმერულთან) არსებულ დამწერლობის ნიშნებთანაც კავშირში იყო. ამ ორი ადამიანის პატივისცემის მიუხედავად ძნელია ასეთი გზით სწორი მეცნიერული ვერსის მიღება. ისე როგორც დღევანდელი ხალხური ენით 3700 წლის უკანდელი კრეტული ფესტოს დისკის ამოკითხვა, ყოველგვარი გრამატიკული კანონზომიერების არგათვალისწინება და წინასწარმოფიქრებული ვერსის წარდგენა ქართველი და უცხოელი საზოგადოების წინაშე. პატივისცემით ბ.მ.

  9. levani said

    mogesalmebit, ubralod minda gtxovot rom, roca aset sadavo temebze debt informacias, ase gadachrit nu ityvit rames, es sheidzleba garkveuli mklevarebis mosazreba iyos titqos shemrebi da qartvelebi ertni arian an rame amdagvari, istorias kargad rom gadaxedot, sheidzleba itqvas rom sheudzlebelia nadmvili shumerebi qartul miwa wyalze mosuliyven… garkveuli kavshiri qonda kavkasielebs da shumerebs magram ase gadachrit nu ityvit. mitumetes anbanze? bodishi magram shumerebs anbani sad qondat?

    • iberiana said

      სამწუხაროდ არც ქაფიანიძე და არც მიბჩუანი ცოცხლები არ არიან! მათ მაგივრად პასუხს ჩვენ ვერ გაგცემთ!

    • lizi said

      შუმერები კი არ არიან ქართველების წინაპრები, ქართველები არიან შუმერთა წინაპრები !

  10. teona said

    martla magaria

  11. lizi said

    შუმერები არ მოსულან იბერიაში, ისინი აქედან წავიდნენ და გარკვეული ცოდნა გაიტანეს შუამდინარეთში. მათ მარტო ისტორიით ვერ გამოიკვლევ. რელიგიის და ფილოსოფიის დიდი ცოდნაა საჭირო, რომ გაითავისო, რამდენად დიადი ერის წარმომადგენელი ხარ. ჩვენ უკანასკნელი ცივილიზაციის გამგრძელებლები ვართ. ჩვენში არ ვგულისხმობ დღევანდელ გვარიშვილობას. ქართველი – სულის უმაღლესი რანგია. სული – ღვთაებრივი შემეცნებაა და არა კონკრეტული რელიგიის ატრიბუტი.
    ის, რაც რთულია
    მამით (ნება) დართულია,
    ძით (გზა) მორთულია,
    სულში (წმიდაში) ჩართულია
    და ეს ყველაფერი . . .
    ქ ა რ თ უ ლ ი ა

    • dato said

      გაიხარეთ კაია რომ თქვენნაირი ქართველები შემორჩნენ ამ ბედკრულ საქართველოს, ასე გააგრძელეთ ყველამ და საბოლოოდ დიდ შედეგამდე მიხვალთ და ერთხელ და სამუდამოდ აღიარონ საქართველო და არა ამერიკის და სხვა ქვეყნების 100–200 წლიანი ისტორიით.

  12. Ika said

    შუმერებს ქონდათ ცოდნა სამყაროს პირველ კაცზე; ანუ ადამზე და ნახევარ ღმერთად აცხადებდნენ. ანუ ეს იმას ნიშნავს რომ, ადამ-ევა პირდაპირ შუამრდინარეთში გააჩინდა ღმერთმა. საიდან უნდა ქონოდათ წინააღმდეგ შემთხვევაში ცოდნაა? ანუ ქართველები არსაიდან მოსული ხალხი არ ვართ, არც აფრიკაში არ წარმოშვებულა ადამიანი. და შუმერების გარდა ქართველური ტომები იყვნენ; პელასგები, (საერძნეთის მკვიდრნი ბერძნებიც ამბობენ) ეტრუსკებიც, კოლხებიც კოლხები და ა.შ. რა ცივილიზაცია შექმნეს იბერებმა. ფარაონებიც კავკასიურ გენებს ატარებდნენ, ფარაონების გენს ატარებს ევროპა. ბრიტანელები პირდაპირ წერენ ბრიტანელთა წინაპრები იყვნენ კავკასიელი პიქტებიო, რომელნიც დაიპყრეს მოსულმა კელტებმაო.
    თუმცა გამოჩნდებიან ეხლა პროტესტანები და დაიწყებენ; შუმერები სომხები იყვნენ! ასე და ისეო, ქართულს არ ენათესავებაო და მრავალი. შუმერების ენა პირდაპირ ქართულ ენას ენათესავება და დეშიფრირება ხდება, შუმერული სიტყვებისა. იგივე ”ჰარალე” ქართულად არაფერია, მარა შუმერულად ღვთაების სახელი მგონი.

  13. ia said

    სხვათაშორის, შუმერული მითოლოგია ძალიან გავს პელასგურ მითოლოგიას და ასევე სკანდინავიურ მითოლოგიებსაც. მათაც ქონდათ ცოდნა სამყაროს პირველ ადამიანზე. ძალიან გასახარია რომ ბერძნები რაღაც გაზეთის სტატიაში წერდნენ, რომ კოლხები იყვნენ საბერძნეთის პირველი მკვიდრნიო, სანამ ელინები მოვიდოდნენო. რაც შეეხება სკანდინავიას, მათ არ ესიამოვნათ რომ ვიკინგების შთამომავლები გაუუქმეს მითოლოგიებმა. ეს ნიშნავს რომ კავკასიიდან წასულები არიან პელასგებიც, სკანდინავიელებიც თუმცა ახლა გამოვლენ და დაიწყებენ სომხები ხომ არ ვართ ესეო და ისეო. კი ბატონო! არავის ვუთხრათ და განვავითაროთ მარქსისტების თეორია; რომ ქართველი როგორც ერი ჩამოყალიბდა და შეიქმნა 20 საუკუნეში, მანამ არ არსებობდა. რომ სპარსელები და სხვა დამპყრობლების შთამომავლები ვართ.

  14. ერეკლე საბანაძე said

    ცოტა რთული დასაჯერებელია, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება.

    შუმერები: ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ხალხი პირველი დამწერლობით და ასევე სწრაფი განვითარებით.ისინი წინ იყვნენ ქრონოლოგიურად ეგვიპტეზე და სხვა უძველეს კულტურებამდეც.შუმერები საოცარი სისწრაფით განვითარდნენ იმ დონეზე რასაც შემდეგი ცივილიზაციები ათასობით წელი უნდებოდნენ.მათ იცოდნენ ფიზიკა, მათემატიკა და სხვა მეცნიერებები რასაც განვითარება გვიანდელ საუკუნეებში მოყვა.ისტორიულ თუ სხვა მეცნიერულ ლიტერაურაში მოცემულია რომ კოპერნიკმა დაადგინა მზის გარშემო პლანეტბის მოძრაობის ფაქტი 1543 წელს.მაგრამ შუმერებს ამის შესახებ ინფორმაცია 5000-ზე მეტი წლის წინ ჰქონდათ, რაც მათ კალენდარებში და ნახატებში ჩანს.ისინი ხედავდნენ პლანეტებს და იცოდნენ ჩვენი მზის სისტემის შესახებ.საიდან? არ ჰქონდათ ტელესკოპი არ ჰქონდათ არანაერი გამადიდებელი შუშები მაგრამ ისინი ვარსკვლავებისგან არჩევდნენ პლანეტებს, რომელსაც დღესაც ვერავინ დაინახავთ შეუიარაღებელი თვალით.პირველი ტელესკოპი გალილეო გალილეიმ გააკეთა 1609 წელს.შუმერების ნაწერებში შემორჩენილია ორი პლანეტის შესახებ ინფორმაცია, ესენია-ურანი და ნეპტუნი.შუმერები ასახელებდნენ მათ როგორც ცისფერ და მწვანე ტყუპებად.მათ იცოდნენ ფერიც.ეს ფაქტი კი თანამედროვე მეცნიერებმა მხოლოდ 1986 წელს დაადგინეს კოსმოსური ხომალდების გაშვების შემდეგ რომ ისინი ცისფერი და მწვანე იყო.შუმერების ნაწერებში აღმოჩენილია ისტორია თუ საიდან დაადგინეს ესენი.იქ წერია რომ ეს მათ გადასცა ანუნაკ-იმ.ანუნაკი კი მათ ენაზე იშიფრება როგორც “რაც ციდან დაეშვა”.საოცარია ისიც რომ მათ აქვთ უამრავი ქანდაკებისმაგვარი ფიგურა, სადაც აღბეჭდილია დნმ-ს ფორმა (5000წლის წინანდელი).აქ მარტო ამ უჯრედების დანახვა კი არა ისაა უცნაური რომ მათ რაღაც მაინც იცოდნენ გენეტიკაზე.ეს ფიგურები შინაარსობრივად კავშირში იყო გენთან.დნმ_ს ფორმა კი 20-ე საუკუნეში დაადგინეს.

    ”ციტატა”, დღეს ჩვენ გვასწავლიან წიგნები იკითხეთო.

  15. I would like to have it in English. -can you possibly mail me the data regarding the above reproduced inlay – so similar to the Ur standart, yet not the same?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 76 other followers