Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● ძველი წარწერები

ქართული ასომთავრული 

Georgian Alphabet Asomtavruli 

  

ძ ვ ე ლ ი   წ ა რ წ ე რ ე ბ ი

 

  

 ბესლეთი

 

 

ბესლეთის XII საუკუნის ხიდი სოხუმში, რომელიც თამარ მეფის ეპოქაშია აგებული. ეს ხიდი ძველქართული არქიტექტურის ძეგლია და მასზე შემონახულია ქართული წარწერა. 

 * * * 

  

გოხნარი

 

 

  

Gokhnari, XI

 

სოფელი გოხნარი მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში, მდინარე ბზისწყლის ხეობაში. 

გოხნარი საინტერესო იმითაა – რომ იქ არის დოლმენები – ამ დოლმენების ასაკი რამდენიმე ათასწლეულს სწვდება. 

აქვეა ციკლოპური ნაციხარი განლაგებული სოფლის მახლობლად მდინარე ალგეთის ხეობაში. 

“გოხნარის ლოდოვანი” საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი ციკლოპური კომპლექსია. ეს კომპლექსი შედგება ნაპრალ-გვირაბებისგან, ციხის ნანგრევებისგან, დოლმენებისგან, მენჰირებისგან, ცენტრში აღმართულია დიდი მენჰირი, რომელიც სწორედ თევზს გამოხატავს.
ამ ქვის თევზების კავშირი შუმერთა ენქისთან კარგად არის განხილული წიგნში “ოქროს საწმისი”, რომელიც რამდენიმე წლის წინ გამოვიდა. ამ წიგნის თანახმად, ეს მენჰირები კალმახის კულტს უკავშირდება. ძველად ამ თევზებზე იდო წარწერებიანი სატაძრი ფეტიშები, რომელიც მზეს განასახიერებდა.
 

  

* * * 

   

იშხანი

 

   

 

  

   

სოფელი იშხანი, რომელიც ეპარქიის ცენტრი იყო, მდებარეობს  ტაო-კლარჯეთში, ჭოროხის მარჯვენა შენაკადის, ოლთისისწყლის, მარჯვენა ნაპირას. იგი გაშენებულია ზეგანზე, რომელიც მაღალია და ფართოდ გაშლილი. ითვლება, რომ ეს ადგილები ტაოს საუკეთესო კუთხეა.
იშხნის კათედრალური ტაძარი გრანდიოზული ზომების ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა, რომლის გუმბათი აღმართულია ოთხ თავისუფლად მდგარ მძლავრ სვეტზე. მისი შუა ნაწილი ერთობ წაგრძელებული ფორმისაა, რის გამოც მთელ ნაგებობას ე.თაყაიშვილი ახასიათებს, როგორც “ცენტრალურ-გუმბათიანი ტაძრისა და ერთნავიანი ბაზილიკის გაერთიანებას”. ტაძარი მრავალგზისაა გადაკეთებული, გამშვენებული და მორთული. მისი ხუროთმოძღვრული ფორმებიდან აღსანიშნავია ის, რომ საკურთხეველი ორსართულიანია _ მისი გვერდითი სათავსები, ხოლო პირველი სართულის დონეზე თაღნარია გამართული (იგი ძველი, VII ს.-ის I ნახევრის ნაგებობის ნაშთია.

დღეს არსებული ტაძრის ფორმები XI ს.-შია ჩამოყალიბებული). ტაძრის კედლებზე მაღალი დონის ფრესკული მხატვრობა იყო წარმოდგენილი. დღეს მხატვრობის მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. საგანგებოდ აღსანიშნავია გუმბათის ყელის ცაში გამოსახული ჯვრის ამაღლების კომპოზიცია, რომელიც ქართულ მონუმენტურ ფერწერაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ასეთი ჯვრები არის პარხალში, მანგლისში, ნიკორწმინდაში. . .

თავდაპირველად იშხანში საეპისკოპოსო კათედრა დაუარსებია და ტაძარი აუშენებია VII ს.-ის 20-იან წლებში ერთ-ერთ ადგილობრივ სომეხ ნერსეს. იგი დიდი აღმშენებლობითი უნარით ყოფილა დაჯილდოებული _ გარდა იშხნის ძველი ტაძრისა, მას აუშენებია უკვე საკუთრივ სომხეთში, ეჩმიაძინის მახლობლად ზვარტნოცის ცნობილი მრგვალი ტაძარი, მსგავსი ჩვენი დიდებული ბანის ტაძრისა (ისტორიულ ტაოში) და განუახლებია, აღუდგენია რამდენიმე ძველი ეკლესია.  იგი სომეხთა კათალიკოსიც გამხდარა და ცნობილია ნერსე III შინოღის (`აღმშენებლის”) სახელით. მისი კათალიკოსობის წლებია 641-66125. მაგრამ ნერსე სარწმუნოებით ქალკედონიტი იყო და იგი სომხეთის საკათალიკოსო ტახტიდან გადაუყენებიათ.  არაბი სარდლის მურვან ყრუს შემოსევების შედეგად, VIII ს.-ის 30-იანი წლების მეორე ნახევარში, საქართველოსა და კავკასიის დიდი ნაწილი და, მათ შორის, ტაო-კლარჯეთი აოხრდა29. მიჩნეულია, რომ ამ ლაშქრობას შეეწირა ნერსეს მიერ აშენებული იშხნის ძველი ტაძარიც. იშხნის ახალი ტაძრის აგება და იქ საეპისკოპოსო ცენტრის ხელახალი დაარსება დაკავშირებულია წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფის საბა/საბანის სახელთან. საბა იყო გრიგოლ ხანძთელის დედის დისწული. იგი “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში” მოხსენიებულია, როგორც “იშხნისა მეორედ მაშენებელი და ეპისკოპოსი მისი” (იქვე). საბა გრიგოლს თან ახლდა თითქმის ყველგან, იგი მასთან ცხოვრობდა ხანძთაში,

უკვე გაერთიანებული საქართველოს მეფეების გიორგი I-ისა (1014-1027) და ბაგრატ IV-ის (1027-1072) დროის მოღვაწე ჩანს იშხნელი მთავარეპისკოპოსი ანტონი. ანტონს იშხანში, მის კათედრალურ ტაძარში ფართო სააღმშენებლო სამუშაოები ჩაუტარებია. შეიძლება ითქვას, რომ იშხნის ტაძარი იმ სახით, რა სახითაც იგი დღეს დგას, ცხადია, მთელი და არა დანგრეული, მის დროსაა ჩამოყალიბებული. მის მიერ ჩატარებული სამუშაოების შესახებ ტაძრის კედლებზე მას ორიწარწერა მოუთავსებია. ტაძრის სამხრეთი შესასვლელის არქიტრავზე ამოკვეთილია ვრცელი ასომთავრული წარწერა, რომლის ასოთა კვეთის ღარები ლურჯი საღებავით ყოფილა ამოვლებული _ იგი ამჟამად კარგად არის შენახულ-შემორჩენილი ზოგიერთ ადგილებში. წარწერის სტრიქონები განლაგებულია ნახევარწრიულად, ხოლო
ტექსტის ბოლო სიტყვის დასასრული ასოები ვერტიკალურად და განივად, ისე რომ, მათი განლაგება ჯვარს ქმნის. აშკარაა, რომ წარწერას დეკორატიული დანიშნულებაც ჰქონდა და ტაძრის მორთულობის ელემენტს შეადგენდა. წარწერის ტექსტი შედგება ორი ნაწილისაგან; პირველი ადორაციულია და გიორგი მეფეს განადიდებს: “† იესუ ქრისტე, ადიდე ორთავე შინა ცხორებათა გიორგი მეფე და შვილნი მათნი,
ამენ.” მეორე წარწერა ვრცელია, ტექსტის დასაწყისი შეიცავს ისტორიული ღირებულების ცნობებს: “† სახელითა ღმრთისაჲთა. მე, გლახაკმან ანტონი ეპისკოპოსმან იშხნელმან, განვაახლე ესე კარისა ბჭე წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა სადიდებელად მეფეთა, გიორგი მეფისა და შვილთა მათთა, სალოცველად ბაგრატ კურაპალატისაჲსა, შენდობისათს ცოდვათა ჩუენთაჲსა...”
სამეცნიერო ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობა იყო წარწერის დათარიღების შესახებ, მაგრამ ე.თაყაიშვილმა საბოლოოდ და ეჭვმიუტანლად დაამტკიცა, რომ წარწერაში დასახელებულია მეფეები გიორგი I (1014-1027) და ბაგრატ III (978-1014). ანტონ იშხნელ ეპისკოპოსს ტაძრის სამხრეთის კარიბჭე განუახლებია გიორგი მეფის სიცოცხლეში.   

 

   

*** 

    

დოლისყანა

 

 

 

 

დოლისყანა. მდებარეობს მდ. იმერხევის ხეობაში, მდინარის მარჯვენა მხარეს, სოფელში სახელწოდებით Hammamlë. გიორგი მერჩულის ცნობით, აქ ეკლესია აშენდა წმ. გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის დროს. როგორც ფასადზე განთავსებული სამშენებლო წარწერები გვამცნობს, ეს ტაძარი მეფე სუმბატის მეფობის ხანაშია აშენებული, ე. ი. 954-958 წწ. 

 აქ უკანასკნელ დრომდე მუსულმანური სალოცავი _ ჯამე იყო განთავსებული. 

დოლისყანის ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობის ტაო-კლარჯეთში ფართოდ გავრცელებული ვარიაციაა, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდითა და დამხმარე სათავსებით. ეკლესია აგებულია ზერელედ გათლილი ქვის კვადრებით, ხოლო კონსტრუქციული ნაწილები – კარი, სარკმლების წირთხლები და მთლიანად გუმბათი _ კარგად გათლილი ქვის კვადრებითაა მოპირკეთებული. გუმბათის ყელს როგორც შიგნიდან, ისე გარედან 12-12 თაღისაგან შეკრული თაღნარი ამკობს, რომლებიც ინტერიერში თითო, ხოლო ექსტერიერში შეწყვილებულ პილასტრებს ეყრდნობა. 

სამხრეთ კედელში ჩადგმული ფილა _ მზის საათი _ გასულ წელს გაუჩინარდა. საკურთხევლის ნახევარწრიულ კედელზე საკმაოდ კარგად არის შემონახული კედლის მხატვრობის I რეგისტრი მრავალი წარწერითურთ. 

დოლისყანის ფასადები გამოირჩევა სკულპტურული რელიეფების სიმრავლითა და მრავალფეროვნებით. მათგან გამორჩეულია სამხრეთი მკლავის სარკმელი, ხოლო თავად სარკმლის თავზე ორ ფილაზე ნახევარწრიულად გაშლილია ორსტრიქონიანი ლამაზი ასომთავრული წარწერა: ქრისტე, ადიდე მეფე ჩვენი სუმბატ მზეგრძელობით”. 

 სარკმლის შუა წელზე ორივე მხრივ წარწერებიანი ფიგურული რელიეფებია გამოქანდაკებული: მარცხნივ _ მიქაელ მთავარანგელოზის ფეხზე მდგომი ფიგურაა, მარჯვნივ _ უფრო ფართო ფილაზე _ გაბრიელ მთავარანგელოზი, მის წინ _ ნახევარფიგურა მედალიონში _ გაბრიელ დეკანოზი, რელიეფების ოსტატი, ხოლო მათ ქვემოთ – ურო. მარცხნივ _ ღია ფერის ქვაზე ამოკვეთილია ღმრთისმშობლის მცირე ზომის ხატისებრი გამოსახულება, მარჯვნივ კი _ ექვსქიმიანი ვარსკვლავი _ დავითის ფარი. მთელი ამ სისტემის ზემოთ ჯვრის ორნამენტირებული გამოსახულებაა. 

* * *

ბოლნისის სიონი

 

ბოლნისის სიონი. ბოლნისის ეკლესიის მშენებლობა 479-ს დაწყებულა და დამთავრდებოდა 493-494 წელს. 

ბოლნისის სიონის სამი წარწერა – ქართული წერისა და ენის უძველესი ნიმუშთაგანი. ერთი წარწერა მოთავსებულია აღმოსავლეთ კედელზე, საკურთხეველი სარკმლის თავზე, გარედან, მედალიონში ჩასმული ბოლნური ჯვრის გარშემო, და ასე იკითხება: 

  

“ქრისტე დავით ეპისკოპოსი კრებულითურთ და ამას ეკლესიასა შინა შენდა მიმართ თაჳყანისმცემელნი შეიწყალენ და მშრომელთა ამას ეკლესიასა შინა შეხეწიე ი ი”.  

უკანასკნელი ასოების (ი ი) მნიშვნელობა “იყავნ იყავნ” გაარკვია აკად. კ. კეკელიძემ.  

  

*** 

  

ფშავ-ხევსურეთში და თუშეთში გავრცელებული  ორნამენტები და ფარული ნიშნები, სკრიპტები  

 

 

 

 

 

http://borjgalioni.com

12 Responses to “● ძველი წარწერები”

  1. ჩვენი ეთნოგრაფები რას აკეთებდნენ რომ ეს კრიპტოგრამები გამორჩათ?. დაჭყლეტილი ,,კრუშკაც” არ გამორჩენიათ სალოცავებში და ამხელა ნიშნიანი ქვები გამორჩათ?. საკუთარი კულტურის დამდაბლების და სხვისი (უფროსი ძმის) კულტურის მნიშვნელობაზე საუბარი ბევრი ვიცოდით (ახლაც უფროს ძმაზე მიჰკნავიან, ამ შემთხვევაში ამერიკას). სხვათა შორისაა ,,აკადემიკოსი პროფესორი” (ამდენი პროფესორი და აკადემიკოსი რას მიკეთებს?) ბატ. ზურაბ კიკნაძე როცა საუბრობს მითოლოგიაზე და საკულტო ძეგლებზე, ისეთი შთაბეჭდილება გრჩება რომ წინასწარ მოფიქრებული აზრს უტრიალებს მხოლოდ და ზღაპრებს უწოდებს ქართულ ხალხურ მითოლოგიას. თურმე ,,17 საუკუნისაა ფშავ-ხევსურული ჯვართმსახურება”, ასეთი აზრი დააფიქსირა ტელევიზიით გამოსვლისას. თან პარალელებს ავლებდა ძველ ბერძნულ მითოლოგიასთან და ფშავ-ხევსურულ გადმოცემებთან (კერიაში ხის ამოსვლასთან დაკავშირებით) მსგავსებაზე. ამდენი თავმომწონე დილეტანტი პროფესორები და აკადემიკოსები რაში სასარგებლონია?

    რაც იყო იყო და ახლაც ზოგიერთი ,,მეცნიერი” ამ კრიპტოგრამებს სხვისი კულტურისად მიიჩნევს. არაფერს დაგიდევს ორნამენტიკის არსებობაზე, რომ ზოგადქართულია და კრიპტებთან (ფარულ ნიშნებთან) მსგავსებაშია. თუკი იბერიული დამწერლობა არსებობდა ქართველ-იბერიელებს არ ექნებოდათ დამწერლობის იდეოგრამული ნიშნები?. აქამდე რატომ არავინ შეკრიბა ნიშნები და ერთმანეთს არ შეუდარა, ან იბერიულ დამწერლობას?

    ,,სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს”. აფრიკელი დოგონების მითოლოგია მსოფლიომ იცის და ქართველებს დედაბოძებზე რა გვქონდა გამოსახული არავინ იცის. მთელი (სკნელის) კოსმოსის ამსახველი სიმბოლოები გვქონდა და ,,პროფესორები” სიტყვაკაზმულ მეცნიერებას გვიქადაგებდნენ მხოლოდ. დაახვიეთ უმაღლეს სასწავლებლებიდან ზოგიერთმა ნაკომუნისტარმა მეცნიერებმა. ზოგიერთს ტომები აქვს დაწერილი (ბიბლიოთეკებშია გაპატივებული) ყურით მოკრულ ფაქტებზე და მასზე ხარისხებს იცავდნენ. მადლობა ღმერთს ისეთი სწავლულებიც გვყვანდნენ და გვყანან ქართულ ისტორიას სწორად რომ აღითქვამენ.

    პატივისცემით ბ. მარაისძე, ხელოვნებათმცოდნე.

    • zura said

      დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ პროფესორ ვერა ბარდაველიძის ნაშრომებს გაეცნონ.

  2. სწორად ნათქვამია ოღონდ დაულაგებელი. კრიპტები, იგივე ფარული ნიშნები, სერიოზულად საკვლევია. სამწუხაროდ სპეციალისტები არ გვყვანან. ამდენი პროფესორი შვეიცარიაშიც არ არის!!!!!!!!.

  3. ჩემი აზრით, ხევსურულ კოშკებთან და კრიპტოგრამებთან დაკავშირებით არასწორი წარმოდგენაა ზოგიერთ ეთნოგრაფიულ კვლევებში. მით უმეტეს დღევანდელ ინტერნეტ ფორუმის ზოგიერთ დიალოგებში ცუდი მსჯელობებია, რომელიც ტურისტული (შემთხვევითი გიდების) წარმოდგენების ნაამბობებია.
    ხევსურული კოშკის სტრუქტურა მისი გვირგვინული გადახურვით ბოლოვდება, როგორიც იყო ქართული დარბაზის გადახურვა. სჯობია საკითხს შორიდან შევხედოთ და ისე ვიმსჯელოთ. ინგუშეთ-ჩეჩნეთში (19 საუკუნის რუსული ჩანაწერებით) თავდაპირველი მშენებლები ქართველები იყვნენ. ჩაჩნეთში შემორჩენილია ბამუტის რაიონში ურზე დაბოლოებულ გვარებიანი ქართველური ეთნიკური ჯგუფი. ეს ხალხი ადგილობრივია, არსაიდან არაა მისული. საინტერესოა მათი ქვეგვარების ისტორია, რომელიც არცერთ ეთნოგრაფიულ კვლევებში არ გვხვდება. კრიპტები ჩეჩნეთში პერიფერიულ დონეზეა, მხოლოდ მთიანეთშია როცა საქართველოში სამხრეთ და დასავლეთ რეგიონშიც ფიქსირდება. ასევე უძველეს დიაოხის და ტაო-კლარჯეთის ისტორიულ მიწაზეა შემორჩენილი. ქართველ მკვლევარებს ეს საკითხი სამწუხაროდ გამორჩათ. კრიპტებში (ფარულ ნიშნებში) გხვდება ასომთავრულის მსგავსი ფიგურებიც. ასეთები ჩაჩნეთის არღუნის ხეობის კოშკებზეც არის დამღების სახით, რომელიც სტუმრების დანატოვარია და პატივისცემის ნიშნად ინახავდნენ. ხევსურეთში და თუშეთში კრიპტების კერებია პირდაპირ და სალოცავებში კიდევ რჩება დაუფიქსირებელი, საკრალური ადგილების მორიდების გამო. კოშკის აგებაც მარტო სტრატეგიული ფუნქცია არ იყო, იგი ნაყოფიერების, ბარაქის სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, ისე როგორც თუშეთში დღესაც შემორჩენილ დღეობებში ცოცხალ ,,კოშკს” აქვს. კრიპტების უძველესი კულტურა გადმოსული ჩანს ქართულ ასომთავრულ დამწერლობაშიც. პირიქით ხევსურეთიც უძველესი დროიდან ფხოვლებით (პროტოქართველებით) იყო დასახლებული და არა სხვა ხალხით. არასწორი ინფორმაცია შეიძლება ზოგიერთ ადგილობრივ ხალხშიც იყოს და მისი განვრცობა რა საჭიროა?
    პირაქეთ ხევს.სოფ. ბლოს სალოცავში შემორჩენილი კრიპტოგრამიანი ქვა მტკიცებულებაა, რომ ნიშნები იდეოგრამულია და ქართულია. ფარული ნიშნების სემანტიკის ცოდნა მოსული ჩანს შუასაუკუნეებამდე. ქართული დედაბოძის ასტრალური სიმბოლოების კომპოზიციური დახვეწილი ფიგურები კრიპტებთან მსგავსებაშია, როცა ჩრდილოეთ კავკასიურ დედაბოძებზე ასე დახვეწილი ფიგურების ჯგუფები არაა დაფიქსირებული. ჩვენი კულტურა სხვას რატომ უნდა მივაწეროთ, თუნდაც ჩვენს მონათესავე ენაზე მოსაუბრე ხალხი იყოს. დამწერლობის კულტურა კავკასიაში სამხრეთიდან ავიდა და არა ჩრდილოეთიდან გადმოვიდა. აუცილებელია გეომეტრიულ ორნამენტებს და მის დასახელებებს სერიოზულად შევხედოთ რადგან მსგავსება ჩანს იბერიულ დამწერლობის ნიშნებთანაც მაგ: ბორჯღალა და ბო, დედამიწა და დე, კუვერანი და კუ, შატა (ჯვარი) და ტა. საჭიროა თბილისში შეიქმნას ცენტრი რომელიც ამ საკითხს პროფესიულ დონეზე მიხედავს და სხვადასხვა სპეციალისტების (ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პალეოგრაფი, ხელოვნებათმცოდნე,თეოლოგი,იბეროლოგი)ერთობლივი ცოდნა შეჯერდება, რათა მსოფლიოს წარვუდგინოთ უძველესი ქართული პალეოგრაფიული კულტურის არტეფაქტები. გ.გიგაური

    • iberiana said

      ” ინგუშეთ-ჩეჩნეთში (19 საუკუნის რუსული ჩანაწერებით) თავდაპირველი მშენებლები ქართველები იყვნენ. ჩაჩნეთში შემორჩენილია ბამუტის რაიონში ურზე დაბოლოებულ გვარებიანი ქართველური ეთნიკური ჯგუფი. ეს ხალხი ადგილობრივია, არსაიდან არაა მისული.”

      გეთანხმებით, ერთი შეხედვითაც ჩანს მსგავსება. თუ გაქვთ მასალები ამ საკითხზე, გამოგვიგზავნეთ.

      ამ გვერდზე, ბოლოში არის ძველი კოშკები ინგუშეთში:

      http://iberiana.wordpress.com/caucasus/mujukhoev/

    • irakli said

      ეგენი თვითონ არიან გადასულები საქართველოდან და მაგიტომ 6000 წლის წინათ ან მეტი … დაივიწყეს უბრალოდ აბა ეხუმრები 6000 წელი , თან სახის მგვანება , ენის ძირი …

  4. ჩაჩენ-ინგუშეთში 1986-87 წლებში ვიყავი. ინგუშეთში ციხეებზე ნაკლებადაა ფარული ნიშნები(კრიპტები). იქ სოფელია ,,ბერკინო” გვარად ბერკინოვები ცხოვრობენ და ერთერთი ხალხია ჩრდილო კავკასიაში, რომელთაც ახსოვთ მაღალსართულიანი კოშკების აგების წესი. თავის თავს ქართველებყოფილად მოიხსენიებენ. ჩაჩნეთში სოფ.გველეთში, უთანკალეს, მაისტში, ბამუტში შემდეგი გვარებია: სვიაკაური, სიგაური, გახაური, ფერზაული, მარშაული, გაბადაური, ხაიაური, ქარსამაული. ეს გვარები უძველესია მთელ ჩაჩნეთის ტერიტორიაზე. უმამაცესი ხალხია და თავისი ვაშკაცობა რუსებთან ომშიც გამოიჩინეს. ისე შეგვხვდნენ როგორც ბიძაშვილებს. ქალები პურს რომ აცხობენ ჯვარს სვამენ ზედ (ლაზებივით). საზღვრისპირა ადგილებია. ჩაჩნეთში არის კიდევ ღოდობერიული დიალექტი, მაგრამ უძველესი გვარები შემორჩენილი აღარ აქვთ. კრიპტები თითო-ოროლადაა გაფანტულად, მაგრამ თითქმის ყველა ციხეზეა. სოფ.ხოეში ვნახე სამი სიმბოლო გვერდიგვერდ მხოლოდ. გროზნოში მუზეუმში ინახება საინტერესო ქვა (თუ კიდევ არის) სიმბოლო-კრიპტებიანი და ქართული ასოებიც ჩანს (ასომთავრული ქარაგმულად). განტოტვილი ჯვარი ბევრია ქვაზე ამოკვეთილი და ჩემი აზრით იგი წინაქრისტიანული ჯვარია. ჯვარის მსახურნი იყვნენ ვაინახებიც. საინტერესოა ,,მკვდართა ქალაქის” სამკაულები. ყველა გეომეტრიული ორნამენტებია და ჯვრებია ბევრი, მათ შორის სვასტიკები. ახლა მინდა გადასვლა უკრაინული პასპორტით, ვეძებ თანამგზავრს. გ.გ.(ბორჯღალიონი)

  5. bero said

    xevsuruli soflebis saxelebze da koshkebis formebze zogierti mkvlevari arascor azrs ambobs, titqos toponimika araqartulia. kaxetshi da dasavlet saqartveloshi bevri saxelia araqartuli(raionebis da soflebis saxelebi) da rogor sheidzleba vtqvat ro sxvisi teritoria iyovo.(kaxetis sof.machxaani,tibaani,signagi, ozurgeti da sxva.) eseni axlo warsulshi gavlenis sferos nakvalevebia(saxelebi). asevea xevsurul zogiert soflis saxelebic. KOSHKEBZE CHARDAXEBI TOFIS SHEMOSVLIS PERIODS TITQOS EMTXVEVAO, ESEC ARASWORIA .RADGAN TURQETSHI MINAXIA URARTULI DZVELI CIXEEBI, ROMLEBSAC CHARDAXEBI AQVT SHEMORCHENILI. SATOFUREBI GVIANI PERIODIS ARAA.

  6. ერთიანი კავკასიის იდეა და მასზე მუშაობა ადრევე უნდა დაწყებულიყო. საქართველოში 90-იან წლებში ინტელიგენციას რომ აეღო სახელმწიფოს მართვის სადავეები ხელში, დღეს ასეთ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით. ჩრდილოეთ კავკასიელებმა უნდა გააცნობიერონ ბოლომდე რომ ქართველი არაა მათი მტერი (მოსკოვი რასაც ცდილობს და აღწევს). ჩრდილოეთ კავკასიაში რუსულ დაბოლოებიანი გვარები უნდა შეიცვალოს ეროვნული ენიდან გამომდინარე გვარებით. სკოლებში უნდა დაიწყოს ეთნოგრაფიის სწავლა და საერთო კავკასიური კულტურის გაცნობა-გაერთიანება. კავკასიაში უნდა აღდგეს საერთო კავკასიური კონსტიტუციის (კანონის) შექმნის აუცილებდობის საკითხი და ბოლოს დამტკიცდეს კიდეც.

  7. giorgi said

    კარგი იქნება თუ თბილისში გაიხსნება კავკასიის უნივერსიტეტი, სადაც ეროვნულ ენაზე მიიღებენ უმაღლეს განათლებას და საკუთარი ქვეყნის კულტურაზე დაფასებული წარმოდგენა ექნებათ. ასეთი უმაღლესი სასწავლებელი საერთოდ კავკასიელი ხალხის განათლების მაკოორდინირებელი იქნება. ეს იქნება კავკასიის საერთო მტრისგან თავდაცვის კარგი საშუალება. ჩვენი მტერი დაფანტვას, აღრევას, ურთიერთ გადაკიდებას ცდილობს და ჩვენ არ გვაქვს ერთობლივი თავდაცვითი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი. გ.გ.

  8. Gerry Ameling said

    Pretty superior post. We just discovered a website not to mention wanted towards declare who We have seriously enjoyed reading a website not to mention discussions. Anyways I’ll turn out to be subscribing.

  9. iberia said

    რეებს მიედ_მოედებით,შეიძლება ეგრეა რასაც თქვენ იძახით მაგრამ პირაქეთა ხევსურებს შეეშვით,ჭინჭარაულებს,არაბულებს,გოგოჭურებს,გიგაურებს,წიკლაურებს, და ყველამ თავის თავს მიხედოს,არავინ არ ამბობს რომ ყველა ხევსური ებრაული წარმოშობისაა,პირიქითელები არ არიან ებრაული წარმოშობისა,ეს მხოლოდ პირაქეთელებს ეხება,ქართველ ებრაელთა მთიელი ნაწილის წარმომადგენლები არიან ეს გვარები,და ხევსურეთი ამათი დაარსებულია,გვარებიც აქედან აქვთ გადაღებული თუ ასეა,ჯერ იქიდან უნდა მიხვდე ამას რომ რჯულით ცხოვრობენ,ეს რჯული კი პირაქეთელების ანუ ებრაული წარმოშობის გვარებისაგანაა შემოსული,1800-1900 წელია რაც ხევსურული რჯული არსებობს,ანუ იმ პერიოდიდან როცა ებრაელთა გაფანტვა მოხდა მცხეთიდან,მიზეზი კი ქრისტიანობის შემოსვლა იყო ,ამიტომ ებრაელთა ნაწილი გაერიდა “ურჯულობას”და რჯულის უკეთ დაცვისათვის მთიან ნაწილში ჰპოვა უსაფრთხოება,მაგრამ იქაც მიადგნენ ქრისტიანობის მესვეურები და ძალით დაუდეს ძეგლის დება,მიუხედავად ამისა მაინც რჯული შენარჩუნებული იქნა,ამის მერე თანდათან შეწყდა წინდაცვეთის ტრადიციაც და ბევრი რამ,ვაჟას მამაზე რომაა კიდევ ამბავი მას მიაწერენ ებრაელების დარქმევას ხევსურებსო,დაფიქრდით,ვაჟას მამა დაახლოებით 2 საუკუნის წინ იქნებოდა დაბადებული ან უფრო წინ ,და რატომ არ ენდობიან მის ამ გადმოცემას?ასევე ზოგან წავიკითხე ხევსურული გვარები (პირაქეთელები,მაგანძურები)კივკოზაურები ,ბადრიაულები,ქიჩბარაულები ებრაელები იყვნენო და გუდანის ჯვარს ეწინააღმდეგებოდნენ და ამოწყდნენო,რამხელა აფსურდი უწერია ამის ავტორს,ეს იგი გამოდის რომ კაციშვილი აღარავინ აღარ დარჩენილა ებრაელი ხევსურეთში,ამას ხომ ამბობენ რომ იყვნენო ისიც რაღაცა 2,3 გვარი დაასახელეს სამარცხვინოდ,ეს გვარები თუ ებრაული იყო შეუძლებელია დანარჩენი მაგანძურები ებრაელები არ ყოფილიყვნენ, სამაგანძუროში სამი გვარი შედიოდა ჭინჭარაული,არაბული და გოგოჭური , კივკოზაურები და ბადრიაულები ან ამათი მონათესავე გვარები იყო ან ამათგან გამოყოფილი გვარები,და მერე მოხდა მათი ასიმილაცია ამ გვარებში ანუ გვარები გაერთიანდა და გამსხვილება მოხდა გვარების,ქრისტიანობა როცა გავრცელდა ხევსურეთში ზოგიერთმა გვარმა იძულებით მიიღო ქრისტიანული ადათები ზოგიერთი მხოლოდ,გუდანის ჯვარიც მეფის ხელისუფლების დამსახურებაა,მასში იძულებით ერთიანდება გვარები,ხოლო ზოგიერთი გვარი წინააღმდეგობას უწევს მას,ანუ ზოგი თანხმდება ხევსურეთში ქრისტიანობის შესვლას ზოგი კი სასტიკ წინააღმდეგობას უწევს,იგივე ვარიანტი მოხდა,ისევე როგორც მცხეთაში,ხევსურებზე არავის არაფერი წამოგცდეთ ურჯულო სიტყვა, ურჯულოებს!!!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 73 other followers