Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• აბდალაძე – საქართველო და სომხეთი III

ალექსანდრე აბდალაძე (აბუდალაძე)

საქართველო და სომხეთი

 

მეორე თავი

საქართველო და სომხეთი IV_XI საუკუნეებში

 ზემოთ უკვე ითქვა იმის თაობაზეც, რომ სომხური წაყროების მიხედვით, საქართველოში ქრისტიანობა, თითქოს, სომხეთს, სომხებს, კერძოდ, სომეხთა პირველ ქრისტიან მეფე თრდატს და სომხეთის განმანათლებელ გრიგოლს გაუვრცელებიათ. ამის შესახებ მოთხრობილია V საუკუნის სომეხი მემატიანის, აგათანგელოსის “სომხეთის ისტორიის,” “სომეხთა მოქცევის” სხვადასხვა რედაქციებში. 1 მოვსეს ხორენაცის მიხედვითაც, წმ. ნინო სომხეთის განმანათლებლის, გრიგორის თანაშემწე ყოფილა თითქოს: “ერთი ქალი, სახელად ნუნე (წმ. ნინო _ ა. ა.), [დევნილ] და გაფანტულ წმიდა რიფსიმიანთა ამხანაგთაგანი,2 ილტვოდა და მიაღწია ქარ- თველთა ქვეყანას, მათ დედაქალაქს, მცხეთას. დიდი გულმოდგინების წყალობით მან შეითვისა მკურნალობის ხელოვნება და მრავალი სნეული მოარჩინა, სავსებით [განკურნა] ქართველთა წინამძღოლის, მირიანის (ტენდენციურობის გამო ხორენაცი მირიანს მეფეს არ უწოდებს3 _ ა. ა.) ცოლიც. მაშინ ჰკითხა მას მირიანმა, თუ რა ძალის მეოხებით ჩადის ამგვარ საოცრებებს, [ნუნემ კი] ამაზე ქრისტეს სახარების ქადაგებით უპასუხა; [მირიანი] გატაცებით უსმენდა მას, მერმე [ამის შესახებ] მოუყვა თავის ნახარარებსაც (ერისთავებს – ა. ა.) და ქებაც არ დაუშურებია. მალე მან შეიტყო იმ საკვირველებათა შესახებ, რაც სომხეთში მეფესა და ნახარარებს შეემთხვათ (ნაგულისხმევია მათი გაქრისტიანება – ა. ა.), აგრეთვე სანატრელი ნუნეს ამხანაგების (რიფსიმიანების – ა. ა.) [თავგადასავალი]. განცვიფრებულმა [მირიანმა] უამბო ეს სანატრელ ნუნეს, რომლისგანაც უფრო სარწმუნოდ და დაწვრილებით გაიგო ყოველივე. იმავე ხანებში სანადიროდ წასულ მირიანს ძნელსავალ მთებ- ში გზა დაებნა; მას თვალთ კი არ დაუბნელდა, არამედ ნისლი ჩამოწვა… ამნაირად, მირიანი მოექცა სიბნელეში, რაც გახდა მიზეზი მისთვის სამუდამო სინათლის მინიჭებისა, რამეთუ შეშინებულს მოაგონდა თრდატის შესახებ მოსმენილი ამბავი: როდესაც იმან მოი- 1 იხ. ივ. ჯავახიშვილი, ძველი სომხური საისტორიო მწერლობა, თბ., 1935 წ. 2 სომხეთში მოსული ქრისტიან ქალთა ჯგუფი; წმ. რიფსიმეს თანამოსაგრენი უწამებიათ, შეუვიწროებიათ თრდატ მეფის გაქრისტიანებამდე. 3 მირიანი სომეხთა მეფის ოთხი მხედართმთავრიდან ერთ-ერთი იყოო. 78 წადინა ნადირობა და გზას გაუდგა, ღვთის რისხვა დაატყდა თავს. მირიანმა იფიქრა, რომ მასაც მსგავსი რამ შეემთხვევა და თავზარდაცემული მოჰყვა ლოცვა-ვედრებას, რათა ნისლი გაფანტულიყო და შინ მშვიდობით მისულიყო. [სამაგიეროდ], იგი პირობას დებდა, რომ თაყვანს სცემდა ნუნეს ღმერთს; აუსრულდა მას სურვილი და თვითონაც არ გატეხა სიტყვა. სანატრელმა ნუნემ მოითხოვა სანდო კაცები და გაგზავნა ისინი წმიდა გრიგორთან [იმის გასაგებად], თუ რის გაკეთებას უბრძანებდა მას შემდეგ, რაც ქართველებმა სიამოვნებით შეიწყნარეს სახარება. [ნუნემ] მიიღო ბრძანება, რომ მოესპო კერპები, როგორც ეს თავად [გრიგორმა] ქნა და აღემართა ჯვარი პატიოსანი ჯერ კიდევ მანამდე, სანამ უფალი უწყალობებდა მათ მწყემსს წინამძღვრად. [ნუნემ] დაუყოვნებლივ მოსპო ჭექა-ქუხილის [მომვლინებელი] არამაზდის (არმაზის – ა. ა.) ქანდაკება,1 რომელიც ქალაქისაგან (მცხეთისგან – ა. ა.) განცალკევებით, დიდი მდინარის (მტკვრის – ა. ა.) მეორე მხარეს იდგა2”. მართალია, ხორენაცი წმ. ნინოს სომეხთა განმანათლებელს უმორჩილებს, ისევე, როგორც ქართველთა პირველ ქრისტიან მეფე მირიანს სომხეთის მეფე თრდატს, მაგრამ ნებსით თუ უნებლიეთ მის თხრობაში გამოსჭვივის აზრიც, რომ სომხეთის და იბერიის მეფეები თითქმის ერთდროულად გაქრისტიანებულან. ცხადია, მირიანი მეზობელი სომხეთის მეფის გაქრისტიანებას მაშინვე შეიტყობდა. ამ მხრივ მას ხელს შეუწყობდა ისიც, რომ იბერიის, კერძოდ, ქვემო ქართლის სამხრეთ ნაწილში, სომხეთ-იბერიის საზღვართან სომხებიც ცხოვრობდნენ. როგორც კი გაუგია სომხეთის მეფის გაქრისტიანება, მირიანიც, ხორენაცის სიტყვით, “იმავე ხანებში სანადიროდ” წასულა და გაქრისტიანებულა. რაკი ეს ასეა, მაშასადამე, სომხეთს არ დასჭირვებია ზრუნვა, წლების განმავლობაში საქმიანობა იბერიის გასაქრისტიანებლად. ეს სომხეთისაგან დამოუკიდებლად მოხდა. სომხეთშიც და საქართველოშიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება რომის იმპერიასთან შეთანხმებით მოხდა. იმ პერიოდში სომხეთიც და იბერიაც რომის იმპერატორის უზენაესობას ცნობდნენ და მას შემდეგ, რაც ქრისტიანობამ რომის იმპე-

1 მოვსეს ხორენაცის სომეხთა უზენაეს ღვთაებასთან, არამაზდთან გაუიგივებია ქართველთა უზენაესი ღმერთი არმაზი.

2 მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, 1984, გვ. 170-171.

79

რიაში გაიმარჯვა, იბერიასა და სომხეთშიც გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად. სომხური საისტორიო ტრადიციის, კერძოდ, აგა- თანგელოსის თანახმადაც, თვით სომეხთა განმანათლებელი გრიგორი რომის იმპერიაში, სახელდობრ, ქალაქ კესარიაში აღიზარდა, გაქრისტიანდა და იქვე მოხდა მისი სომეხთა ეპისკოპოსად ხელდასხმაც. ვინაიდან რომის იმპერია გარეულია იბერიასა და სომხეთში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საქმეში, ამ მხრივ სომხეთის როლზე ლაპარაკი იბერიის მიმართ სრულიად უსაფუძვლოა და მხოლოდ სომხური იდეოლოგიის შემქნელებს თუ მოუვიდოდათ თავში აზრად. ლ. ჯანაშიას სიტყვით, “იმ წყაროთა შორის, რომლებიც ქარ- თლის გაქრისტიანებას აღწერენ, უძველესია ბერძნულ-რომაული. ისინი თითქმის მხოლოდ ნახევარი საუკუნით არიან დაცილებული თვით ქართლის მოქცევას. მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ სწორედ ამ უძველეს წყაროებში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ქარ- თლის გაქრისტიანება რითიმე ყოფილიყოს დაკავშირებული სომხე- თის გაქრისტიანებასთან”1. აღსანიშნავია, რომ ბოლნისის სიონის V საუკუნის ქართულ წარწერაში გვხვდება სიტყვა ეკლესია ბერძნული ფორმით. ასევე, წმინდა ბერძნული ვოკატივის (წოდებითის) ფორმა იესუ ქრისტეს სახელისა_იესუს ქრისტუს მხოლოდ ქარ- თულშია გამოყენებული სახელობითში. ეს გარემოებანი “სხვა ნიშნებისა და საბუთების გვერდით გამოდგება იმის საბუთად, რომ ქრისტიანობა საქართველოში ბერძნული წარმოშობისაა და არა სომხურისა.”2 ისიც უნდა ითქვას, რომ IV საუკუნის პირველ ნახევარში, შესაძლოა, ზოგიერთი ქართული მხარე, მაგ., ქვემო ქართლის სამხრე- თი ნაწილი, სომხეთს ჰქონდა მიტაცებული. ამ მხარეებში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად, ცხადია, სომხეთის ხელისუფალთა ნებით, იგივე გრიგოლ განმანათლებლის მონაწილეობით გამოცხადდებოდა. შემდგომში ეს მხარეები საქართველომ უკანვე დაიბრუნა. ამის საფუძველზე სომხური იდეოლოგიის შემქმნელებმა ბუზი სპილოდ აქციეს და მთელი საქართველო სომხეთის წყალობით

1 იხ. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II, თბ., 1973, გვ. 76.

 აღსანიშნავია, რომ ბერძენმა მემატიანემ გელასი კესარიელმა და სხვებმაც ქართველთა გაქრისტიანების, ასევე წმ. ნინოს შესახებ იბერიის მეფის ძის, ბაკურისაგან შეიტყვეს. 2 მ. თარხნიშვილი, წერილები, თბ., 1994, გვ. 307. 80 გაქრისტიანებულად გამოაცხადეს. ლეონ მელიქსეთ-ბეგის და სხვათა თანახმად, ქართული ბიბლიის “უძველესი ვერსიები სომხურიდანაც იყო თარგმნილი”1. ამ ფაქტსაც იშველიებენ იმის დასტურად, თითქოს, ქართველი ერი სომხეთის წყალობით გაქრისტიანდა. როგორც ითქვა, სომხეთი ახერხებდა ქართული მხარეების დაპყრობას, რომლებსაც საქარ- თველო ბრძოლით უკანვე იბრუნებდა. სომხეთისაგან მიტაცებულ ქართულ მხარეებში მცხოვრებ ქართველებს ეცოდინებოდათ სომხური ენაც. გარდა ამისა, საქართველოში ქართველების გვერდით ხომ უძველესი დროიდან, კერძოდ, ქრისტეს შობამდე II საუკუნიდან ცხოვრობდნენ სომხებიც. ამის შედეგადაც ზოგიერთ ქართველს ეცოდინებოდა სომხური ენა. ეს საჭირო იყო ქართული სახელმწიფოსთვისაც, რამეთუ საქართველო-სომხეთის განუწყვეტელი ტერიტორიული დავის ვითარებაში ქართველი ხელისუფალნი სომხური ენის მცოდნე ქართველებს გამოიყენებდნენ მზვერავებად, საქართველოს მიმართ სომხეთის გეგმების დაწვრილებით შესატყობად. რაკი ზოგიერთმა ქართველმა იცოდა სომხური ენა, რაღა გასაკვირია, რომ ქართულ-სომხური ეკლესიების განხეთქილებამდე ბიბლიის ცალკეული ნაწილები ქართულად სომხურიდანაც ეთარგმნათ. სომეხი მემატიანეები, კორიუნი, მოვსეს ხორენაცი და სხვებიც ქართული დამწერლობის შექმნას სომეხთა საეკლესიო მოღვაწეს, მესროპ-მაშტოცს მიაწერენ. ეს აზრი გაბატონებულია სომეხთა შორის დღესაც იმდენად, რომ V კლასის “სომხეთის ისტორიაშიც” კია შეტანილი. უფრო მეტიც, სომხები ცდილობენ ამგვარი ტენდენციური, უსაფუძვლო შეხედულებები მთელ მსოფლიოს მოჰფინონ. ხორენაცის მიხედვით, სომეხთა მეფის, ვრამშაპუჰის დროს (387/88-413/14) სირიელ ეპისკოპოს დანიელს შეუქმნია სომხური ანბანი. იგი გადასცეს სომეხთა ეკლესიის საჭეთმპყრობელს საჰაკს და მის თანამოსაგრე მესროპს (მაშტოცს): “ისინი შეუდგნენ მის შესწავლას, რამდენიმე წელიწადს ბავშვებიც ავარჯიშეს, მაგრამ დარწმუნდნენ, რომ ამ ასოებით შეუძლებელი იყო სომხური ენის ბგერების ზედმიწევნით, დამაკმაყოფილებლად გადმოცემა, ანბანი მწირი გამოდგა”. ამის შემდეგ მესროპ-მაშტოცმა ღმერთის შთაგონებით შექმნაო სომხური დამწერლობა. მაგრამ მესროპ-მაშტოცის მუზა სომხური დამწერლობის შექმნისას როდი დამცხრა-

1 ლ. მელიქსეთ-ბეგი, ძველი სომხური ლიტერატურის ისტორია, თბ., 1941, გვ. 56.

 81

ლა. ერთ მშვენიერ დღესო მესროპ-მაშტოცი “წავიდა ქართველთა ქვეყანაში და მადლის ზეგარდმო მინიჭებით მათაც შეუქმნა ანბანი ვინმე ჯალასთან ერთად, რომელიც ბერძნული და სომხური ენებიდან თარგმნიდა. [მესროპს] ხელს უწყობდნენ იმათი მეფე ბაკური და მოსე ეპისკოპოსი. მან (მესროპმაო _ ა. ა.) შეარჩია ბავშვები, გაჰყო ისინი ორ ჯგუფად და მოძღვრებად დაუტოვა თავისი [ორი] მოწაფეთაგანი, ტერ ხორძენაცი და მუშე ტარონაცი. [ამის შემდეგ] მესროპი გადავიდა ალვანეთში (კავკასიის ალბანეთში _ ა. ა.)… [მესროპმა] მიიხმო ვინმე ბენიამინი, ნიჭიერი მთარგმნელი, რომელიც დაუყოვნებლივ გაუგზავნა მას სიუნიქის ხელისუფალმა, ყმაწვილმა ვასაკმა თავისი ეპისკოპოსის ანანის თანხლებით. მათი შეწევნით [მესროპმა] შექმნა ანბანი გარგარელთა (ალბანელთა _ ა. ა.) ხორხისმიერი, არაკეთილხმოვანი, ბარბაროსული და უხეში ენისათვის…”1 კორიუნის თანახმად, მესროპ- მაშტოცს არ სცოდნია არც ქართული და არც ალბანური ენები. მას ბენიამენისაგან მოუსმენია ალბანური ენის სიტყვები და ასე გამოუგონებია ალბანელთათვის დამწერლობა. ქართული ანბანიც მესროპ-მაშტოცმა ქართული ენის ცოდნის გარეშე შექმნაო.2 აღსანიშნავია, რომ XI საუკუნის სომეხი მემატიანის, სტეფანოს ტარონეცის (ასოღიკის) ცნობით, “დანიელ ასურთა ფილოსოფოსმა სომხურისთვის 29 ასო მოიგონა, ხოლო შვიდი დანაკლისი ასო ნეტარმა მესროპ ტარონელმა ვედრებით ღმერთისაგან მიიღო”- ო. XIII ასწლეულის სომეხი ისტორიკოსის, ვარდან არეველცის თანახმად, “წმინდა მესროპმა სომხური მწიგნობრობა მოაგვარა ძველი დროითგან დანიელ ასურისაგან მოპოვებულ 22 ასოზე” დამყარებით. 3 როგორც ვხედავთ, სომხურივე ცნობებით, მესროპ-მაშტოცს სომხური დამწერლობაც არ შეუქმნია, მას მხოლოდ შეუვსია ის. მით უფრო ეჭვს იწვევს მესროპ-მაშტოცის მიერ ქართული ანბანის გამოგონება. სპეციალისტები დიდი ხანია აღნიშნავენ, რომ დამწერლობის შექმნა რთული ლინგვისტური პროცესია. გამორიცხულია, ვინმემ ამა თუ იმ ენისათვის გამოიგონოს ანბანი, თუ ამ ენის ბუნებას, თავისებურებებს ღრმად არ ჩაწვდა. მესროპ-მაშტოცს კი სრულებით არ ცოდნია ქართული ენა. როგორც კორიუნი და მოვსეს ხო-

1 მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, 1984, გვ. 222-224. 2 იხ. ივ. ჯავახიშვილი, ძველი სომხური საისტორიო მწერლობა, გვ. 155. 3 იხ. იქვე, გვ. 165.

82

 რენაცი აღნიშნავენ, სირიელი ანუ ასური დანიელის მიერ შექმნილი სომხური ანბანი არ ესადაგებოდა სომხური ენის ბუნებას. თუ დანიელმა მართლა შეადგინა სომხური დამწერლობა, საფიქრებელია, მესროპ-მაშტოცმა და სხვა სომხებმა არა მარტო შეავსეს, არამედ გადაამუშავეს კიდეც ის. მით უმეტეს, უვარგისი იქნებოდა ქართული ენის უცოდინარი სომეხის მიერ შექმნილი ქართული ანბანი. ასე რომ, მესროპ-მაშტოცის მიერ ქართული დამწერლობის გამოგონება სომხური ლეგენდაა, ზღაპარია და მეტი არაფერი. ყურადღებას იპყრობს ის გარემოებაც, რომ V საუკუნის მეორე ნახევრის სომეხი მემატიანე, ლაზარ ფარპეცი კორიუნზე დაყრდნობით აღწერს მესროპ-მაშტოცის მიერ სომხური ანბანის შექმნას, მაგრამ არაფერს ამბობს მისგან ქართული დამწერლობის გამოგონების თაობაზე. არადა, ლაზარ ფარპეციც იზიარებს იმ სომხურ პოზიციას, რომლის მიხედვითაც კავკასიაში წამყვანი ერი სომხები უნდა იყვნენ. აქედან გამომდინარე, ლაზარმა თუ იცოდა ცნობა, ჭორი მესროპ- მაშტოცის მიერ ქართული ანბანის გამოგონებაზე, ამას უსა- თუოდ მოათავსებდა თავის “სომხეთის ისტორიაში.” მაშასადამე, სომხური ლეგენდა, ზღაპარი, თითქოს, მესროპ-მაშტოცს შეუქმნია ქართული დამწერლობა, არ არსებობდა V საუკუნეში, იგი გვიანდელი შენათხზია, სომხური იდეოლოგიის მონაპოვარია. ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობის შესახებ მისივე თანადროული, სანდო პირველწყაროები მაინცდამაინც არ მოგვეპოვება. მაგრამ გორგასალი ნამდვილად დიდი მეფე, ხელმწიფე რომ იყო, ამას ადასტურებს ერთი არაპირდაპირი ჩვენებაც. ცნობილია, რომ ამა თუ იმ ქვეყნის პირველ ქრისტიან მეფეს მეტისმეტად განადიდებდნენ ხოლმე. ასე მოხდა ბიზანტიაში, სომხეთშიც და სხვაგანაც. საქართველოში კი მირიანზე მეტად დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ გამეფებული ვახტანგ გორგასალი განადიდეს. ეს არ მოხდებოდა, თუ გორგასალმა სინამდვილეშიც უდიდესი როლი არ შეასრულა საქართველოს ისტორიაში. სომეხი მემატიანე, ვახტანგ გორგასლის თანამედროვე ლაზარ ფარპეცი კი ხან აქებს და ხანაც ლანძღავს ვახტანგ მეფეს. ამის გამო მიზანშეწონილად მიმაჩნია განვიხილო ლაზარ ფარპეცის ცნობები საქართველოს, საქართველო- სომხეთის ურთიერთობების შესახებ. ირანის შაჰს, იეზდიგერდ II-ს (439-457) თავისი ვეზირი მოახსენებდაო: “უწინარეს ყოვლისა სომეხთა დიდი ქვეყანაა საჭირო და სასარგებლო, და მასთან ერთად ქართლი და ალბანეთი… თქვენ

83

თვითონაც იცით და ყოველმა არიელმა (სპარსელმა _ ა. ა.), თუ რაოდენ დიდია და სასარგებლო სომეხთა ქვეყანა. [ამასთან] იგი მახლობელია და მოსაზღვრე კეისრის სამეფოსი (ბიზანტიის იმპერიისა _ ა. ა.) და რჯული და მსახურება ისეთივე აქვს, რადგანაც კეისარს უპყრია მათი სამთავრო. მაგრამ თუ ჩვენს რჯულს მიაჩვევთ, დაუახლოვდებიან მას და შეძლებენ მის ცნობას, აქამდე თუ შემცდარნი იყვნენ, ახლა [სწორ] გზას დაადგებიან, შემდეგ თქვენც შეგიყვარებენ და არიელთა ქვეყანასაც, ხოლო კეისარს, მის რჯულსა და ქვეყანას კი განუდგებიან და განშორდებიან. მაშინ ჩვენთან ეგ ქვეყანა მტკიცე სიყვარულითა და თანხმობით იქნება. ხოლო, როდესაც სომხეთი მტკიცედ იქნება ჩვენი, მაშინ სწორედ ქართლიცა და ალბანეთიც ჩვენი იქნება.”1 როგორც ვხედავთ, სომეხი მემატიანე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სომხეთი დიდი ქვეყანაა, ხოლო იბერია და ალბანეთი სომხეთის დანამატია. სინამდვილეში, იბერია, როგორც უკვე ითქვა, სომხეთის უპირატესობას არ ცნობდა. სპარსეთის იმპერიისთვისაც იბერიას სომხეთზე ნაკლები მნიშვნელობა როდი ჰქონდა. იბერია ხომ კავკასიის ცენტრში მდებარეობდა და ჩვენს ქვეყანაზე დაყრდნობით სპარსეთს შეეძლო თავისი გავლენა გაევრცელებინა ჩრდილო კავკასიაზე, რისი დიდი სურვილიც ჰქონდა. იეზდიგერდ შაჰს წერილი მიუწერია სომხეთის დიდებულებისათვის: “რადგანაც თქვენ სასარგებლო და ჩვენთვის საყვარელი ქვეყანა ხართ, ჩვენ გვნებავს, რომ ჩვენი მართალი და ჭეშმარიტი რჯული2 ისწავლოთ და მიიღოთ… აწ, მოისმინეთ ეს ჩვენი ბრძანება, ნებითა და სიყვარულით თავს იდევით იგი და სხვა რამეს სრულებითაც ნუ გაივლებთ გულში… ხოლო, როდესაც თქვენც ჩვენსავით სცნობთ ჩვენს ჭეშმარიტ რჯულს, ქართლი და ალბანეთი ჩვენი და თქვენი ნების იქით გადასვლას ვერ გაბედავენ”.3 მაშასადამე, სომეხთა აზრით, თუ სომხეთი დამორჩილდებოდა სპარსეთს, დაყვებოდა მის ნებას, სპარსეთი და სომხეთი ერთდროულად იბატონებდნენ იბერიასა და ალბანეთში; სხვანაირად რომ ვთქვათ, დიდი ბატონი სპარსეთი იქნებოდა, მაგრამ იბერიასა და ალბანეთში სპარ-

1 ლ.-ნ. ჯანაშია, ლაზარ ფარპეცის ცნობები საქართველოს შესახებ, თბ., 1962, გვ. 209-210.

2 ნაგულისხმევია მაზდეანობა (იგივე ზოროასტრიზმი, ცეცხლთაყვანისმცემლობა).

3 ლ.-ნ. ჯანაშია, ლაზარ ფარპეცის… გვ. 213.

84

სეთის მიერ მოურავებად დანიშნული სომხებიც იბატონებდნენ. სომხეთს ეს ძალიან სურდა, თუმცა ქრისტიანობას არ თმობდა. ამიერკავკასიელი დიდებულები იძულებული გახდნენ იეზდიგერდ შაჰს ხლებოდნენ სპარსეთში. შაჰი მათგან გამაზდეანებას მოითხოვდა: “მაშინ სამივე ქვეყნის, სომხეთის, ქართლისა და ალბანეთის ყველა ნახარარი (ერისთავი _ ა. ა.) ერთ ადგილას შეიკრიბა, ყოყმანობდა და ბჭობდა, თუ რა საშუალებით და მოფიქრებით მოეძებნათ გამოსავალი ამ საქმიდან. მცირე დღეთა განმავლობაში ბევრი იფიქრეს და იმსჯელეს და დროებით იმ აზრზე შეთანხმდნენ და განმტკიცდნენ, რომ “გადარჩენის არავითარი სხვა ღონე არ გაგვაჩნია იმ მახისაგან, რომელიც დაგვიგო ბოროტმა მონადირე სატანამ და რომელშიც გაგვაბა, გარდა იმისა, რომ დროებით, გარეგნულად თავს ვიდვათ მათი ბრძანება. შემდეგ წავიდეთ ჩვენ- ჩვენ ქვეყანაში და იმიერიდან ან ვიცხოვროთ ქრისტეს ჭეშმარიტი სარწმუნოების მსახურებით, რომელშიც დავიბადეთ ემბაზის განახლებითა და უწმინდესი მოძღვრებით წმინდა გრიგორისა და მისი შვილისა, ან მივატოვოთ ჩვენი ქვეყანა და წავიდეთ”…1 თუ გვიანდელი ჩანართი არაა საგულისხმებელი ბოლო სტრიქონებში, მა- შინ გამოდის, რომ სომხური ლეგენდა, თითქოს, გრიგორი ქარ- თველთა განმანათლებელიც იყო, V საუკუნის დასასრულისთვის უკვე არსებულა. შესაძლოა, ისიც ვიფიქროთ, რომ ლაზარ ფარპეცი ამ შემთხვევაში გულისხმობს ქვემო ქართლის საპიტიახშოს, არშუ- შა პიტიახშის სამფლობელოს. სპარსეთში გაემგზავრაო იმ მომენტში “ქართველთა ქვეყნიდან ბდეშხი(პიტიახში _ ა. ა.) აშუშა და იმ ქვეყნის სხვა” დიდებულები.2 აქცენტი ქვემო ქართლის პიტიახშზეა მიმართული. ქვემო ქართლის ერთი ნაწილი კი, როგორც ზემოთ ითქვა, შესაძლოა, IV საუკუნის პირველ ნახევარში სომხეთს ჰქონდა მიტაცებული და ამ შემთხვევაში ქრისტიანობასაც სახელმწიფო რელიგიად იქ სომხეთი გამოაცხადებდა. მაგრამ რადგან მოტანილ ცნობაში სომხეთის, ქართლისა და ალბანეთის განმანათლებლად გრიგორია გამოცხადებული, აქ მაინც შეიმჩნევა იმის ტენდენცია, იქეთკენ სწრაფვა, რომ სომეხთა განმანათლებლის კულტი მთელს ამიერკავკასიაში დაინერგოს და სომხურ ეკლესიას ქართულ-ალბანური ეკლესიებიც დაექვემდებაროს.

1 იქვე, გვ. 223.

2 იქვე, გვ. 217-218.

85

 ლაზარ ფარპეცის მიხედვით, …“უცბად ქართლის ქვეყანაში მოხდა შფოთი და არეულობა. ვახტანგმა (გორგასალმა _ ა. ა.) მოკლა ურჯულო ბდეშხი ვაზგენი1 მეფე პეროზის (ირანის შაჰის _ ა. ა.) ოცდამეხუთე წელს. ეს გაიგო სომხეთის ქვეყნის ხალხმა… როდესაც მათ გაიგეს ქართლის მეფის აჯანყების შესახებ, მხიარული გულით გაიხარეს, რადგანაც მათ ამბავი მიუვიდათ, ქართლის მეფე ამბობს: “მე ბრძოლას არავის დავანახვებ, იმდენ ჰონს (ჰუნებს _ ა. ა.) გადმოვიყვან, რომ სპარსთა ჯარები წინ ვერ დაუდგნენო.” ქრისტეს მოყვარულნი გამხნევდნენ ამ ამბისაგან და მოელოდნენ თავისთვისაც სარგებლობისა და კეთილმოწყალების პოვნას [ცად] ამაღლებულისაგან…” ერთმანეთში მოითათბირა ზოგიერთმა სომეხმა ნახარარმა: …”ეგ ქართველთა მეფე ვახტანგი მამაცია, ვინ იცის, იქნებ მრავალმოწყალე ღმერთი გადმოხედავს ჩვენს გაჭირვებას, დაგვეხმარება და, ეგების, ქართველებთან ერთად შევძლოთ ცოტათი მაინც მივაყენოთ შრომა სპარსთა”-ო. ასე მოითათბირეს მცირედმა სომეხმა ნახარარებმა, და ეს განზრახვა სხვებსაც გააგებინეს. ვინც კი გაიგო იგი, ყველა ნებითა და მონდომებით შეუერთდა მას, როგორც ღმრთის წინამძღოლობით [მიღებულს]”.2 იმ ხანებში სომხეთის სამეფო აღარ არსებობდა. სპარსეთის იმპერიის ნებითა და, შესაძლოა, სომეხ დიდებულთა ერთი ნაწილის დეცენტრალისტური მისწრაფებების, ქმედებების შედეგადაც სომხეთში მეფობა გაუქმებულ იქნა 428 წელს. სომეხ დიდებულებს ვახტანგ გორგასალთან შეთანხმებული მოქმედება სჭიროდათ იმისათვისაც, რომ მეფის, მეტადრე დიდი მეფის ავტორიტეტი საერთო საქმეს წადგომოდა. სომეხ დიდებულთა შორის ერთ-ერთ გამორჩეულთაგანს, ვაჰან მამიკონიანს3 არ გაუზიარებია ვახტანგ გორგასლის ანტისპარსული აჯანყებით გამხნევებული სომეხი დიდებულების პოზიცია: “შეუერთდე თქვენს გადაწყვეტილებას, რომელიც განგიზრახავთ, და გითხრათ, კარგია ეგ აზრი და იმოქმედეთ-თქო, მაგის თქმა არც შემიძლია და ვერც ვბედავ, რადგანაც კარგად ვიცი არიელთა ძალა და შეუპოვრობა, ხოლო ჰრომთა (ბიზანტიელთა _ ა. ა.) სისუსტე და მატყუვრობა. თქვენც გიცნობთ ჩემი გამოცდილებით, თუ როგორ მიგიციათ ფიცით აღთქმა ჩვენი მამებისთვის და მოგიტყუე- 1 ნაგულისხმევია ქვემო ქართლის პიტიახში ვარსქენი. 2 ლ.-ნ.ჯანაშია, ლაზარ ფარპეცის… გვ. 243-245. 3 მამიკონიანები წარმოშობით ჭანები(ლაზები) იყვნენ, მაგრამ გასომხდნენ. 86 ბიათ. რაც შეეხება იმას, რასაც ამბობთ ქართლის მეფის და ჰონთა შესახებ, [გეტყვით], რომ ცალკე ქართლი სუსტი ქვეყანაა და მხედრობით მცირერიცხოვანი. ჰონთა შესახებ კი, ვინ იცის, დათანხმდებიან მოსვლას, თუ არა ისინი, ვინც აქ არც არიან და არცა ჩანან? მაგრამ ყველაზე მეტად კი თქვენივე თავისა გეშინოდეთ, რადგან ცრუ და არასანდო ხალხი ხართ. მე თუ მკითხავთ და ჩემს სიტყვას აასრულებთ და დაიჯერებთ, თავი გაანებეთ მაგ აზრებს და მხოლოდ ევედრეთ ღმერთს… მოგაძებნინოთ გამოსავალი მაგ საქმეებიდან. მე კი თქვენი ამაო და გამოუსადეგარი განზრახვით ნუ მრჯით”.1 როგორც ვხედავთ, სომეხი მემატიანე ხაზს უსვამს, რომ ვახტანგ გორგასლის დროინდელი ქართლის, იბერიის სამეფო “სუსტი ქვეყანაა და მხედრობითაც მცირერიცხოვანი.” ისე გამოდის, იბერიის ქვეყანა პატარა ყოფილა, თორემ, ცნობილია, რომ ქართველებს ბრძოლის ველზე, კერძოდ, სპარსელთა წინააღმდეგ ომებში ქუდზე კაცი გამოყავდათ და მცირერიცხოვანი ჯარი რად ეყოლებოდა ვახტანგ გორგასალს? ძლიერი და მრავალრიცხოვანი მხედრობის გარეშე გორგასალი ვერც მოიპოვებდა დიდი, გმირი მეფის სახელს, რამეთუ მან ბევრი ომი გადაიხადა ურიცხვი მტრის წინააღმდეგ. ამავე დროს, ლაზარ ფარპეცის მიხედვით, სპარსეთიც კი აღიარებდა, რომ სომხეთი დიდი ქვეყანა იყო, ე.ი. არსებობდა დიდი სომხეთი. ამდენად, სომხებს ბუნებრივად მიაჩნდათ, რომ კავკასიაში წამყვანი სახელმწიფო ყოფილიყო ე. წ. დიდი სომხეთი, ხოლო “სუსტი იბერია” მას დამორჩილებოდა. ქართველები, ცხადია, არ იზიარებდნენ სომეხთა პოზიციას და ეს იწვევდა დაპირისპირებას მათ შორის. საბოლოოდ, ვაჰან მამიკონიანი მაინც დაიყოლიეს და იბერიასთან ერთად სომხეთშიც დაიწყო სპარსეთის საწინააღმდეგო აჯანყება. ლაზარ ფარპეცის სიტყვით, “ზოგიერთი უღმრთო სომეხი ნახარართაგანი” სპარსელთა ერთგული დარჩენილა და მათთან ერთად ებრძოდა ქართველ და სომეხ აჯანყებულებს.2 ქართველთაგან იმ დროს სპარსეთის მომხრე და ერთგული მხოლოდ ვარსქენ პიტიახში ყოფილა და ისიც იომებდა აჯანყებულთა წინააღმდეგ; ამიტომაც მოაკვლევინა ვარსქენი ვახტანგ გორგასალმა. დამხმარე ჯარის მომლოდინე სომხებმა “სასწრაფოდ გაგზავ-

1 ლ.ნ. ჯანაშია, ლაზარ ფარპეცის… გვ. 245-246.

2 ლ.-ნ. ჯანაშია, ლაზარ ფარპეცის… გვ. 246-247.

87

 ნეს დესპანი ქართლის მეფე ვახტანგთან, რათა თავისი დაპირებებისამებრ მიეცა მათთვის ჰონები. ის კი დროის გასაყვანი სიტყვებით აჭიანურებდა თავისი ნათქვამის [ასრულებას]. შემდეგ საიდანღაც შეკრიბა სამასი ჰონი და გამოგზავნა სომხეთში. მაგრამ ჯერ კიდევ ზამთრის ერთი თვეც არ გასულიყო, რომ სასწრაფო მომიზეზებით ისევ თავისთან გაიხმო.” მალე სომხეთშიო “მოაწია დესპანმა ქართლის მეფე ვახტანგისაგან: “ქართლის ქვეყანაში დიდი ჯარი მოვიდა. მე დავინახე, რომ ვერ აღვუდგები წინ და გავეცალე სომხეთის მთებში, ქართლის საზღვრებთან, და თქვენ გელოდებით”-ო. [დესპანს] წერილიც ჰქონდა მოტყუებით [მიწერილი] ვახტანგისაგან: “ჰონთა ჯარს ვუბრძანე მოსულიყო, მაგრამ ჯერ არ მოსულა. მაგრამ სანამ თქვენ მოხვალთ, ისინიც მოაწევენ და იმიერიდან თქვენ, ჩვენ და ჰონები დავღუპავთ მათ. თუმცა მე მგონია, რომ როდესაც ჰონები მოვლენ, ჩვენ სრულებით აღარაფერი მოგვიწევს გასაკეთებლად, ისინი თითონ მოაგვარებენ ამ საქმეს, რადგან უზომო სიმრავლეს ვუბრძანე მოსვლა”-ო… სომეხთა მთელი ჯარი დაუყოვნებლივ მივიდა ქართლის მეფესთან და ცოტა ხნით დაიბანაკა კანგარქის გავარში. იქ ქართლის მეფე ვახტანგი მომაცდუნებელი სიტყვებით ატყუებდა და იყოლიებდა სომეხთა ზორავარ (მხედარმთავარს _ ა. ა.) ვაჰან მამიკონიანსა და სხვა უხუცეს სომეხ ტანუტერებს (დიდებულებს _ ა. ა.)… “ორი დღეცა და ჰონთა ჯარები მოაწევენ”-ო. ხოლო, როდესაც გავიდა ამ ცრუ პაემანის ორი დღე, მაშინ იგი მესამე და მეოთხე დღეზე გადაიტანა, შემდეგ კი მეექვსე და მეშვიდე დღეზეც. მერმე მზვერავები გააგზავნინა ქართველთა და სომეხთა ჯარიდან. როდესაც ისინი ჩავიდნენ ერთ-ერთ ველზე, მან დაანახვა მათ მრავალი ცეცხლის სინათლე და ხის კუნძები ადამიანის მაგვარად შეიარა- ღებული, ალექსანდრე მაკედონელის ეშმაკობის მსგავსად. იგი ისევ ამბობდა: “ჰონთა ჯარი არ ამოდის ჩვენთან მთებში. ისინი ამბობენ, აქ, ამ ველზე ჩამოიყვანე და გვაჩვენე სომხები და ყოველივე შენს სიტყვას ვერწმუნებით, რაც ჩვენთვის გითქვამს და შემოგიფიცავს. მაშინ რის გაკეთებასაც გვიბრძანებ, ყველაფერს შევასრულებთ. თუ არა და, არა გვჯერა, რომ სომხები შენთან ერთად არიან. მაგრამ თუ ნამდვილად დავინახავთ ამას, მაშინ სპარსელები ჩვენ დაგვანებეთ და თავს ნუ შეიწუხებთო. ახლა, თუ თქვენ ამ ველზე არ ჩახვალთ, ხოლო ჰონთა ჯარი მე არ დამიჯერებს და იმ ქვეყნიდან არსაითკენ არ დაიძვრება,” სპარსელთა მხედრობა კი “მიბრუნდება

[88]

და ქართლს ააოხრებს, რა სარგებლობა ექნება ჩემთვის თქვენს აქ მოსვლას?” სომეხთა ჯარი კი, რადგანაც პირობით იყო შეკრული ქართლის მეფესთან, რასაც იგი ეუბნებოდა, მართალი იყო თუ ტყუილი, ყველაფრის ასრულებას ცდილობდა სახარების შიშით”.1 სომეხი მემატიანე სხვა ადგილზეც უწოდებს ვახტანგ გორგასალს ცრუს, სომეხთა მომტყუებელს: …”როდესაც მეორე დღეს ბრძოლის ველზე გავიდნენ, მაშინაც ელაპარაკებოდა და ეუბნებოდა ქართლის მეფე სომეხთა ზორავარ ვაჰანსა და სხვა სომეხ უხუცეს ტანუტერებსა და სეპუჰებს(დიდებულებს _ ა. ა.): “ჩვენთვის უმჯობესი იყო დღეს შევბრძოლებოდით სპარსთა ჯარს, რადგან ჩვენც ვეყოფით მათ და წინ ვერ დაგვიდგებიან. მაგრამ, თუ დღესაც დავიზარებდით, ჰონები მოვიდოდნენ და გამარჯვების სახელსა და ნადავლს ისინი წაიღებდნენ.” იგი აქამდისაც კი განაგრძობდა მოტყუებას ცრუ სიტყვებით. მაშინ სომეხთა ზორავარს ვაჰან მამიკონიანს გული მოუვიდა ქართლის მეფის ცრუ და უხამს სიტყვებზე…

მაგრამ ვაჰან მამიკონიანმა მაინც გააწყო ჯარი საბრძოლო წყობის წესისამებრ. მარჯვენა მხარე მან ჩააბარა ბარშილ ვაჰევუნისა და სატონ გაბელიანს, მარცხენა მხარე მისცა ქართლის მეფე ვახტანგს, ხოლო შუა ნაწილს კი თვითონ ადგენდა ნეტარი არშავირის სამივე ვაჟისა და გნუნთა ნეტარ უფალთან ერთად. ხოლო ნეტარი ასპეტი საჰაკი და ბაბგენ სივნიელი თავის თავისა და ბარშილის შორის დააყენა”.2 ისე გამოდის, რომ სპარსეთის წინააღმდეგ აჯანყების მომწყობი ვახტანგ გორგასალი გადამწყვეტი ბრძოლის ჟამს სომეხთა მხედართმთავრის ნების აღმსრულებელი, მის ხელებში შემყურე ყოფილა. ბრძოლის ველზე უმნიშვნელოვანეს როლს, თურმე, სომეხთა ჯარი ასრულებდა, ხოლო ვახტანგ გორგასლის ლაშქარი მის დანამატს წარმოადგენდა. რა თქმა უნდა, ეს სიცრუეა, სომეხი მემატიანე აკნინებს ვახტანგ მეფეს. თუ გორგასალი არ უფრთხილდებოდა თავის მეფურ ავტორიტეტს, როგორც ეს ლაზარ ფარპეცის თხრობიდან გამოსჭვივის, მაშინ ვახტანგ მეფე ქართველ ერში ვერ დაიმკვიდრებდა გამორჩეული ხელმწიფისა და წმინდანის სახელს. საბოლოოდ, სპარსელთა მრავალრიცხოვანმა ჯარმა დაამარ-

1 ლ.-ნ. ჯანაშია, ლაზარ ფარპეცის… გვ. 248-251. 2 იქვე, გვ. 252-253.

89

 ცხა აჯანყებულნი. ამის გამოო “სომეხთა მთელი ჯარი და მასთან ერთად ქართველთა გამოუსადეგარი ჯარი თავის მეფე ვახტანგთან ერთად დაიშალა და დაიფანტა.”1 ვახტანგ გორგასალი XII საუკუნეში შექმნილი დიდი საქართველოს ერთ-ერთი გამოჩენილი მესა- ძირკვლეა; სომეხი მემატიანე კი ვახტანგ მეფესა და მის ჯარს უვარგისს, გამოუსადეგარს უწოდებს. თუ გორგასალი არ იყო ძლიერი, გამორჩეული მეფე და მის ჯარსაც თავი არ გამოუჩენია ომებ- ში, ვიმეორებ, მაშინ ქართველთა პირველი ქრისტიანი მეფე, მირიანი, რომლის შესახებაც კარგის მეტი არაფერი გვსმენია, რატომ გორგასალზე შედარებით ნაკლებად განადიდეს ჩვენმა წინაპრებმა? ლაზარ ფარპეცის თანახმად, აჯანყების ჩახშობის შემდეგ სპარსელთა სარდალს მოუხსენებია თავისი ქვეყნის შაჰისთვის ვაჰან მამიკონიანისა და სომხების გულადობის ამბები და, ბოლოს, უთქვამს: “სომხეთის ქვეყნის სიდიდე და სარგებლიანობა თქვენც კარგად იცით. მაგრამ ვაჰანი და სხვა წარჩინებულნი, რომელნიც მასთან არიან, დღესაც რომ მშვიდობიანად ყოფილიყვნენ თქვენს სამსახურში,” ამ ამბავსო მე “ნუგეშად ჩავთვლიდი. რადგან, როდესაც სომხები ასეთი ხალხით ჩვენი იქნებოდნენ, ქართლიცა და ალბანეთიც სრულებით ვერ გაბედავდნენ პირი ექციათ ჩვენგან, ან სხვანაირად განეზრახათ რაიმე”.2 ისევ და ისევ მემატიანე ხაზს უსვამს სომხეთის სიდიდეს, სომეხთა გულადობას, ხოლო იბერია, თითქოს, სომხეთის დანამატი ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ იმ ხანებში სომხეთის სამეფო არ არსებობდა, ხოლო იბერიას ჰყავდა დიდი მეფე გორგასალი. მოტანილ ნაწყვეტში ყურადღებას იპყრობს ისიც, რომ სპარსელები აღარ ითხოვენ სომხების გამაზდიანებას, ოღონდ დაგვმორჩილდნენ და, ჯანი გავარდეს, ქრისტიანებად დარჩნენო. ეს შედეგია იმისა, რომ, მართალია, სპარსელებმა ჩაახშვეს ვახტანგ მეფის თავკაცობით მოწყობილი აჯანყება, მაგრამ მაინც იძულებულნი გახდნენ დათმობებზე წასულიყვნენ ამბოხებულ ქარ- თველთა და სომეხთა მიმართ. ლაზარ ფარპეცის მიერ ვაჰან მამიკონიანთან გაგზავნილ წერილში ნათქვამია: “როდესაც ნეტარმა დედაშენმა წაგიყვანათ თქვენ ბდეშხთან, მის კარზე ჩვენც გვასწავლიდნენ.”3 აქ იგულისხმება, რომ დაობლებული ვაჰანი და მისი ძმები ქვემო ქართლის

1 იქვე, გვ. 255-257.

2 იქვე, გვ. 266-267.

3 იქვე, გვ. 267.

90

პიტიახშის არშუშას (ვარსქენ პიტიახშის მამის) კარზე იზრდებოდნენ_ არშუშას მეუღლე ვაჰანის დეიდა იყო. ლაზარ ფარპეციც ვაჰანს და მის ძმებს თან ახლდა და ისიც ქვემო ქართლში იზრდებოდა. ვინაიდან ლაზარი ვაჰანთან დაახლოებული ყოფილა, სწორედ ესეცაა მიზეზი, რომ სომეხი მემატიანე ვახტანგ გორგასლისა და ვაჰან მამიკონიანის ურთიერთობაში ვაჰანის მომხრეობას იჩენს, ტენდენციურად განადიდებს მას. მიუხედავად იმისა, რომ ლაზარ ფარპეცი ქართლში იზრდებოდა, ის, როგორც დავინახეთ, ლანძღავს წმინდანად შერაცხულ ქართველთა მეფე ვახტანგ გორგასალს. ამის მიზეზი, ჩემი აზრით, ისაა, რომ სომხებს არ მოსწონდათ გორგასლის მისწრაფება, გამხდარიყო მთელი კავკასიის თავკაცი. არადა, სპარსეთის იმპერიის წინაღმდეგ ბრძოლა ძალზე ძნელი, შეუძლებელიც კი იქნებოდა, თუ კავკასიელები საერთო ძალისხმევით არ დაიცავდნენ თავს. როგორც უკვე ითქვა, სომხეთის სამეფო იმ დროს არ არსებობდა და ვის უნდა დაერაზმა კავკასიელები, თუ არა ვახტანგ გორგასალს? ეს კი იმას ნიშნავდა, რომ კავკასიაში წამყვანი იქნებოდა იბერიის სამეფო და არა სომხეთი, რაც სომხებისთვის და მათი მემატიანე ლაზარ ფარპეცისთვის მიუღებელი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ ხანებში ძირძველი ქართული მხარე ტაო სომხეთის შემადგენლობაში იყო მოქცეული, მამიკონიანთა სამფლობელოს წარმოადგენდა. ვახტანგ გორგასალს, ცხადია, დაგეგმილი ექნებოდა ტაოს დაბრუნებაც და რომ დასცლოდა, დაიბრუნებდა კიდეც, ყოველ შემთხვევაში, აქტიურად იმოქმედებდა საამისოდ. ვაჰან მამიკონიანისთვის მიუღებელი იყო გორგასლის ეს გეგმა და ამიტომაც არ მოსწონდათ მასა და მის მეხოტბე მემატიანეს, ლაზარ ფარპეცის ვახტანგ მეფე. სომეხ მკვლევართ მიაჩნიათ, რომ ქართული ეკლესია დიდხანს სომხურ ეკლესიას ექვემდებარებოდა. ასე მაგ., ვ. ინგლიზიანის მიხედვით, 506 წლისთვის ქართული ეკლესია სომხური ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებოდა. მსგავსი აზრები გამოთქმულია ნ. აკინიანის და სხვათა ნაშრომებშიც. ამგვარი შეხედულება ზოგიერთ ქართველსაც გასჩენია. 2007 წლის 29 მარტის გაზეთ “ჯორჯიან თაიმსში” დაიბეჭდა გუბაზ სანიკიძის ინტერვიუ, რომელშიც ნათქვამია: 451 წლის ქალკედონის კრების შემდეგო “საქართველო მოხვდა მონოფიზიტურ სამყაროში… სომხური, ქართული და ალბანური ეკლესიები_საეკლესიო ფედერაციას წარმოად

91

გენდა, რომელშიც პირველობა სომხებს ჰქონდათ. ამ ეკლესიათა ცენტრი იყო დვინი.” აღსანიშნავია, რომ სპარსეთის იმპერია ერეოდა როგორც ქართული, ისე სომხური ეკლესიის საქმეებში. სპარსელები დარწმუნდნენ, რომ ვერც ქართველებს და ვერც სომხებს ქრისტიანობაზე უარს ვერ ათქმევინებდნენ, მაზდიანებად ვერ აქცევდნენ. მაშინ სპარსეთის ხელისუფლებამ მიზნად დაისახა, იბერიასა და სომხეთს მიეღოთ ქრისტიანობის ისეთი მიმდინარეობა, რომელიც დაპირისპირებული იქნებოდა ბიზანტიის იმპერიაში აღიარებული ქრისტიანული მიმდინარეობისაგან. ამით სპარსეთს სურდა აღმოეფხვრა ბიზანტიის გავლენა საქართველოსა და სომხეთში. სპარსეთმა რაკი შეძლო 428 წელს სომხეთში მეფობის მოსპობა, ხოლო იბერიის სამეფო ამის შემდეგ მთელი საუკუნის განმავლობაში არსებობდა, სპარსეთისთვის უფრო ადვილი იყო სომხური ეკლესიის მოქცევა თავისი გავლენის ქვეშ, ვიდრე ქართული ეკლესიისა. სომხური ეკლესიაც, თუ გამაზდეანებას არ აიძულებდნენ, გარკვეული მიზეზების გამო, თანდათან თანახმა ხდებოდა სპარსეთის ხელისუფლებას მორიგებოდა. მოვსეს ხორენაცის თანახმად, სომხეთში მეფობის გაუქმების შემდეგ სომხური ეკლესიის საჭეთმპყრობელი საჰაკი სპარსეთში ჩასულა. შაჰმა “მიიხმო საჰაკი ხალხმრავალ სამსჯავროში და უთხრა: “დაიფიცე შენი რჯულის მიხედვით, რომ ერთგულად გვემსახურები ჩვენ, არ გაცდუნებს ბერძენთა ერთმორწმუნეობის სიცრუე და ფიქრად არ გაივლებ ამბოხებას, რათა ამით მიზეზი არ გახდე ჩვენს მიერ სომეხთა ქვეყნის წარწყმედისა, თქვენდამი ჩვენი კე- თილგანწყობილების მტრობით შეცვლისა.” საჰაკს არ მოსწონებია შაჰის ლაპარაკი, კერძოდ, მის მიერ “ერთმორწმუნეობის სიცრუის” ხსენება, მაგრამ მაინც მოუნდომებია, რომ სპარსეთის ხელმწიფეს მისთვის ორი რამ შეესრულებინა. შაჰმაო “ბრძანოს, რომ სომეხ ნახარართა ხარისხთა რიგი მომავალშიც იმგვარადვე დარჩეს, როგორც… იყო აქამდე, სპარსმა მარზპანებმა გაითვალისწინონ ეს და ნუ ექნებათ უფლება თავიანთი სურვილისამებრ მისი შეცვლისა. ამასთანავე… ჭაბუკ გაზავონს, ჰრაჰატის ძეს, დაუბრუნოს სამფლობელო, თუ ძველ ადგილზე არა… სხვა ნახარართა გვერდით მაინც დააყენოს იგი, რომელ ადგილზეც მოისურვებს, ისევე, როგორც იმის ნათესავს, კამსარაკანს ანდა ამატუნის უყვეს, რომელნიც, აღზევებულნი, მამაპაპური ტახტიდან ჩამოაქვეითეს, დაბალ საფეხურ92 ზე განამწესეს; ან იქნებ მიანდოს მას და მის ნაშიერს მეფის (ირანის შაჰის _ ა. ა.) მოხელეობა.” შაჰი “დათანხმდა და ბრძანა, ყოველივე შეესრულებინათ [საჰაკისათვის]. მისი შვილიშვილი ვარდან სტრატელატიც [მეფემ] კვლავ დაადგინა საკუთარი გვარის, მამიკონიანთა უფლად და სომხეთში გაგზავნა.”1 ცხადია, სპარსეთის ხელისუფლებასა და სომხურ ეკლესიას შორის არსებობდა წინააღმდეგობები, დაპირისპირება, მაგრამ იყო მორიგების, გარიგების ცდებიც და ეს ჩანს მოტანილი ამონარიდიდანაც. ერთი სომხური წყაროს ცნობით, VI საუკუნის შუა ხანებში სპარსეთის შაჰმა ძალიან მოუწონა სომხეთის კა- თოლიკოსს, ნერსე მიჯინს ბერძნულ ეკლესიასთან დაპირისპირება: “მეექვსე კრება მოიწვია ნერსე მიჯინმა დვინში და გამოეყო სომხე- თი საბერძნეთსა და იერუსალემში წასვლას, რისთვისაც დიდად აღუთქვა ხოსრომ, სპარსეთის მეფემ, ნერსეს…”2 VII საუკუნის 10-იან წლებში სპარსეთის შაჰმა, ხოსრომ II-მ ეკლესიათა ე.წ. სპარსული კრება მოიწვია. კრებაზე განიხილეს საკითხი სპარსეთის იმპერიის მიერ დაქვემდებარებული ქრისტიანული ქვეყნებისა და ტომების აღმსაარებლობის შესახებ. კრების ზედამხედველობა მინდობილი ჰქონდა სომეხ დიდმოხელეს სმბატ ბაგრატუნის. კრების დადგენილების საფუძველზე ხოსრო II-მ გამოსცა ბრძანება: “ყველა ჩემმა ქვეშევრდომმა ქრისტიანმა უნდა მიიღოს სომხური სარწმუნოება.”3 იგულისხმება მონოფიზიტობა, გვიანდელი ტერმინით რომ ვთქვათ, გრიგორიანობა. ამ ამბავს მოგვითხრობს VII საუკუნის სომეხი მემატიანე სებეოსი. შეიძლება ვინმემ ეჭვიც შეიტანოს სებეოსის ცნობის სისწორეში, მაგრამ აშკარაა, რომ სომხებს, კერძოდ, სებეოსს დიდი სურვილი ჰქონიათ, სომხურ ეკლესიას სპარსეთის დახმარებით დაქვემდებარებოდა ქართული და სხვა ხალხთა ეკლესიებიც. ვახტანგ გორგასალმა თავისი გავლენა რომ გაავრცელა თითქმის მთელს კავკასიაზე, კერძოდ, სომხეთზეც, ამის შედეგად ქარ- თული ეკლესიაც მოინდომებდა პირველობას ამიერკავკასიაში. ყოველ შემთხვევაში, სომხური ეკლესიის თავკაცები დაინახავდნენ, რომ ისინი, სპარსეთის დაუხმარებლად ქართული ეკლესიის დაქვემდებარებას ვერ შეძლებდნენ. არადა, ამისკენ მისწრაფება მათ

1 მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, 1984, გვ. 236-237.

2 იხ. ეპისტოლეთა წიგნი, თბ., 1968, გვ. 064.

3 ისტორია სებეოსისა, ერევანი, 1979, გვ. 151, სომხურ ენაზე.

93

 ჰქონდათ. ისევე, როგორც სომხეთის მეფეები აცხადებდნენ პრეტენზიას მთელი კავკასიის დამორჩილებაზე და ზოგჯერ ამა თუ იმ ქართული მხარის მიტაცებასაც ახერხებდნენ, სომხური ეკლესიაც გეგმავდა ქართულის დაქვემდებარებას.1 მაგრამ გორგასალის დროს იბერიაში მაზდეანურ სამლოცველოთა ადგილზე ქართული საეპისკოპოსოები შეიქმნა, ქართული ეკლესიის საბრძოლო სულისკვე- თება გაძლიერდა და, ცხადია, ის სომხურ ეკლესიას არ ეყმობოდა. პირიქით, ქართული ეკლესია შეეცდებოდა სომხურის პრეტენზიების განქარვებას და თავისი პირველობის წინ წამოწევას. ეს კი იწვევდა სომხური ეკლესიის შემდგომ დაახლოებას სპარსეთის ხელისუფლებასთან. მართალია, VI საუკუნის პირველ ნახევარში სპარსეთმა მეფობა იბერიაშიც მოსპო, მაგრამ VI ასწლეულის დამდეგიდანვე უძველესი დროიდან ქართველთა დედაქალაქი მცხეთა საეკლესიო ქალაქად, ცენტრად გამოცხადდა თბილისის გადედაქალაქების შემდეგ. ამით ქართული ეკლესიის ავტორიტეტი კიდევ უფრო მეტად გაიზრდებოდა.2 აღსანიშნავია, რომ სომეხთა განმანათლებელი გრიგორი პარ- თელად, ე.ი. ირანელად, სპარსელად იწოდება. მართალია, ის ზოგჯერ ბერძენად, რომაელად, კაპადოკიელადაც მიაჩნდათ, მაგრამ საბოლოოდ გრიგორის პართელობას მიენიჭა უპირატესობა. საფიქრებელია, რომ ეს სპარსეთს ხელს აძლევდა და ცდილობდა კიდეც გრიგორის პართელობის აზრის დამკვიდრებას არა მარტო სომხეთში, არამედ საქართველოშიც. თუ მონოფიზიტურ სომხურ ეკლესიას ქართული დაექვემდებარებოდა, ამით, სპარსელთა აზრით, დიოფიზიტური, ქალკედონური ბიზანტიის იმპერიის გავლენა ამიერკავკასიაში ფრიად შემცირდებოდა. ამ მიზნით სასურველი იყო სომეხთა განმანათლებლის, გრიგოლ პართელის კულტი იბერიაშიც დანერგილიყო. ამის გამოც მოხდა ერთხანს წმ. ნინოს ჩრდილში მოქცევა, თორემ VI საუკუნეში იბერიაში წმ. ნინოს კულტის არსებობას ადასტურებს ქართული “მრავალთავის” მასალები, რომელიც გამოიკვლია მ. ვან-ესბროკმა. გრიგორის კულტის იბერიაში გავრ-

1 სომხური ეკლესიის ამგვარი სურვილი გაძლიერდებოდა სომხეთში მეფობის გაუქმების შემდეგ, 428 წლიდან, რამეთუ ამიერიდან სომხური ეკლესიის როლი სომხეთში ძალზე გაიზარდა.

2 ცნობილია, რომ ვახტანგ გორგასლის დროს ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალიაც მოიპოვა.

94

 ცელებას ხელს უწყობდნენ ის ქართველებიც, რომელთა მშობლიური მხარეები გაქრისტიანების დროს სომხეთს ჰქონდა მიტაცებული (მაგ., ქვემო ქართლის ერთი ნაწილი) და შემდგომში იბერიამ დაიბრუნა. ამ მხრივ გასათვალისწინებელია ქალკედონიანი, გვიანდელი ტერმინით რომ ვთქვათ, მართლმადიდებელი სომხების როლიც. ამ აღმსარებლობის სომხები საკმაო რაოდენობით ცხოვრობდნენ ჩვენს ქვეყანაში და ქართულ ეკლესიასთან მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი. ქართველთა საერო თუ სასულიერო ხელისუფლება ქალკედონიანი სომხების გამოყენებით ცდილობდა მონოფიზიტი, გრიგორიანი სომხების მოქცევას მართლმადიდებლობაზე. ამდენად, ქალკედონიან სომხებს საქართველოში არავინ უშლიდა მათი შეხედულებების ქადაგებას, გავრცელებას, კერძოდ, გრიგორის თაყვანისცემას. სომხურმა ეკლესიამ სპარსეთის მხარდაჭერითაც ვერ შეძლო ქართული ეკლესიის დაქვემდებარება (სომხური ეკლესიის დიდ პრეტენზიებზე მეტყველებს არსენ საფარელის ის ცნობაც, სადაც VI ს-ის სომეხთა კათალიკოს ნერსე მიჯინს აშხარაკალი ეწოდება;1 აშხარჰაკალ სომხურად სამყაროს მპყრობელს ნიშნავს. ქართველებმა იცოდნენ, რაზეც ოცნებობდა სომხური ეკლესია). მათ შორის დაპირისპირება თანდათან იზრდებოდა და VII საუკუნის დასაწყისში, დაახლოებით 607 წელს მოხდა განხეთქილება, მაშინ, როდესაც ქართველთა კათოლიკოსი იყო კირიონ I. ამასთან დაკავშირებით სომეხთა კათოლიკოსი აბრაამი თავის სამწყსოსადმი მიმარ- თულ საყოველთაო ეპისტოლეში თანამემამულეებს მოუწოდებდა: ქართველებიო “რადგან არ მოიქცნენ ჭეშმარიტებაზე,” ე. ი. მონოფიზიტობაზე (გრიგორიანობაზე), ჩვენო “ვბრძანეთ ქართველთა შესახებ: სრულიად არ ეზიაროთ მათ არც ლოცვაში, არც ჭამასა და სმაში, არც მეგობრობაში, არც დედამძუძეობაში, არც სალოცავად წასვლით ჯვარში, რომელიც განთქმულია მცხეთის მიდამოში, არც მანგლისის ჯვარში და ნურც ჩვენს ეკლესიაში მიიღებთ მათ, არამედ მათთან ქორწინებისაგანაც სრულიად განეშორეთ, მხოლოდ იყიდეთ და მიჰყიდეთ ვითარცა ურიებს!.. ჩვენ არ დავდუმდებით წვრთნა-დარიგებაში, სანამ ცოცხალი ვართ და ვინც ჩვენ შემდეგ [იქნება], შევევედრებით, რომ მოგვბა-

1 არსენი საფარელი, განყოფისათვის ქართველთა და სომეხთა, ზ. ალექსიძის გამოცემა, თბ., 1980, გვ. 85-86.

95

ძონ და მოაქციონ ისინი სიმართლეზე”1. მართლაც, სომხური ეკლესია ამის შემდეგაც ცდილობდა ქართულის დაქვემდებარებას და ამ მიზნით არაბ დაპყრობთა მხარდაჭერის მოპოვებასაც გეგმავდა. საზოგადოდ, სომხურ-ქართული ეკლესიების განხეთქილებამ უარყოფითი როლი შეასრულა საქართველო-სომხეთის ურთიერთობებში, ამ ორი ხალხის ისტორიაში. ამიერიდან ქართველები და სომხები ერთმანეთს ერეტიკოსებს, მწვალებლებს უწოდებდნენ, რაც კიდევ უფრო მეტად, ვიდრე აქამდე აბრკოლებდა მათ ერთობლივ ბრძოლას საერთო მტრების, დამპყრობლების წინააღმდეგ. ქართულ და სომხურ ეკლესიებს დიდი გავლენა ჰქონდათ თავიანთ ქვეყნებში და მათი დაპირისპირება მრევლზეც გადადიოდა. ვინაიდან სომხური ეკლესია 607 წლის შემდეგაც ქართულის დაქვემდებარებაზე პრეტენზიას აცხადებდა, ქართულ ეკლესიაშიც გაძლიერდა სწრაფვა იქეთკენ, რომ მონოფიზიტი (გრიგორიანი) სომხები, რომელთაც, გარკვეული მიზეზის გამო, ხაჩეცარებსაც უწოდებდნენ, დიოფიზიტობაზე, ქალკედონიანობაზე, მართლმადიდებლობაზე მოექციათ. წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის სიტყვით, “კირიონი რომ არა, ჩვენ ნამდვილად გავსომხდებოდით. დიდი საქმე ქნა ეროვნული თვალსაზრისით, ნამეტანი გონიერი, მაგარი და გამჭრიახი კაცი ყოფილა, როგორც გავს! ჩვენ მას ძეგლი უნდა დავუდგათ2”. არა მგონია, რომ მხოლოდ კირიონმა გადაგვარჩინა ქართველები გასომხებას. თუ ქართველმა ერმა თავისი ეროვნული სახე დღემდე შეინარ- ჩუნა და დიდი კულტურაც შექმნა, ეს ჩვენი წინაპრების თავგანწირული, სისხლისმღვრელი ბრძოლების შედეგია. ქართველი ერი კი თავდაუზოგავად ომობდა, სისხლს ღვრიდა კირიონამდეც და შემდეგაც. მაგრამ აშკარაა ისიც, რომ ხაჩეცარი სომხები, კერძოდ, სომხური ეკლესია ცდილობდნენ საქართველოს გასომხურებას, ქართველების გასომხებას. სხვათა შორის, სომხურმა ეკლესიამ გაასომხურა კავკასიის ალბანეთის ეკლესია. აღსანიშნავია, რომ ალბანური ეკლესიის ცნება, ალბანთა კათალიკოსები XIX საუკუნემდე შემორჩნენ, მაგრამ ე. წ. ალბანურ ეკლესიაში დიდი ხანია ღვთისმსახურება სომხურად სრულდებოდა. XIII ასწლეულის სომეხი მემატიანის, ვარდან არეველცის ცნობაზე დაყრდნობით სომეხი მკვლევარნი მიიჩნევენ, რომ ქარ-

1 ეპისტოლეთა წიგნი, თბ., 1968, გვ. 121-122.

2 იხ. გ. ლომთათიძე, ქართული კულტურის მემატიანე ექვთიმე თაყაიშვილი, თბ., 1990, გვ. 102.

96

 თველი ბაგრატიონები წარმოშობით სომხებია და VIII საუკუნის ბოლოს გადმოვიდნენ სომხეთიდან საქართველოში, სადაც მეფეები გახდნენო. ასეთი თვალსაზრისი წარმოდგენილია, კერძოდ, 1984 წელს ერევანში სომხურ ენაზე გამოქვეყნებულ “სომეხი ხალხის ისტორიის” მრავალტომეულის მეორე ტომში1 და მრავალგან სხვაგანაც. “სომხეთის ისტორიის” V კლასის სახელმძღვანელოშიც ნა- თქვამია, რომ სომეხი ბაგრატუნიების “ერთი შტო დამკვიდრდა საქართველოში და მაღალ მდგომარეობას მიაღწია იმ ქვეყანაში”2. ცნობილია, რომ ბაგრატიონთა უძველეს სამკვიდროს სპერის მხარე წარმოადგენდა. ამის შესახებ გვაუწყებს მოვსეს ხორენაცი3 და ფავსტოს ბუზანდიც (V. 44). სპერი რომ ძირძველი ქართული მხარეა, ამას ადასტურებს ისიც, რომ ქართველები შავ ზღვას სპერის ზღვას ეძახდნენ, ხოლო მდინარე ჭოროხს სპერის მდინარეს.4 შავიზღვისპირა საქართველოში ამ ზღვას უცხო მხარის სახელს რად უწოდებდნენ? ასევე, ჭოროხიც საქართველოში მიედინებოდა. ზოგჯერ სომხები კი იპყრობდნენ ჭოროხის აუზში მდებარე ქარ- თული მიწა-წყლის ნაწილს, მაგრამ მთელი ჭოროხის ხეობა მათ არასდროს მიუტაცებიათ. ჭოროხსაც სპერის მდინარეს თუ სულაც სპერს უწოდებდნენ ქართველები იმიტომ, რომ სპერი ქართული მხარე იყო. მართალია, ქრისტეშობამდე II საუკუნეში სომხებმა დაიპყრეს სპერი, მაგრამ ეს დროებითი მოვლენა იყო. ქართველები იბრძოდნენ მის დასაბრუნებლად და მიზანსაც აღწევდნენ. სპერის სახელწოდებასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ლეჩხუმში მდებარე სოფელი ნასპერიც. ეს ტოპონიმი ეთნიკური სახელიდან მომდინარეობს და სპერის ქართულობაზე მიგვანიშნებს. როგორც უკვე ითქვა, სომხეთის მიერ დაპყრობილი ხალხების, ტომების გასომხება სომხური ეკლესიის გაძლიერებამდე, V-VI საუკუნეებამდე თითქმის არ ხდებოდა. ამ დრომდე არც სპერელი ბაგრატიონები გასომხდებოდნენ. სხვა ამბავია, თუ სპერელ ბაგრატიონთა ნაწილი დამკვიდრდა სომხურ მხარეებში. ამას ხელს შეუწყობდა ის გარემოება, რომ ზოგიერთი ბაგრატიდი ადრევე დაწინაურდა სომხეთის მეფეთა სამსახურში. ბაგრატიონთა დაწი-

1 იხ. ა. აბდალაძე, მიკერძოების სენი ისევ მძვინვარებს, ჟურნალი “მნათობი”, 1988 წ., #9.

2 1998 წ. გამოცემა, გვ. 114-115, სომხურ ენაზე.

3 მოვსეს ხორენაცი, 1984 წ., გვ. 133, 151, 214.

4 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 8, 9, 17, 19, 205.

97

 ნაურება დადასტურებულია იბერიის სამეფოშიც V საუკუნეში. ამ საგვარეულოს წარმომადგენელი ბივრიტიანი ოძრხის, სამცხის ერისთავია ვახტანგ გორგასლის მეფობისას.1 იმ ხანებში იბერიაში ბაგრატიონთა აღზევებას ადასტურებს ბიზანტიის იმპერატორი, ამავე დროს მემატიანე კონსტანტინე პორფიროგენეტი. მემატიანე იმპერატორის ცნობით, ბაგრატიონები იბერიის ხელისუფალნი გამხდარან მისი თხზულების (“იმპერიის მართვის შესახებ”) დაწერამდე, ე. ი. 952 წლამდე 400 თუ 500 წლით ადრე.2 მა- თი შთამომავალნი განაგებდა ქართველთა ქვეყანას კონსტანტინე პორფიროგენეტის დროსაც. მემატიანე იმპერატორის იგივე თხზულებიდან ჩანს, რომ X საუკუნეში იბერიელ ბაგრატიონებსა და ბიზანტიელ ხელისუფალთა შორის სასაზღვრო მხარეების გამო დავა ამტყდარიყო. ბიზანტიის იმპერიაში არ მოსწონდათ ქართველთა სამეფოს გაძლიერება, მისი საზღვრების გაზრდა-გაფართოება. კეისრებს ქართველ ბაგრატიონთა სამფლობელო თავიანთ ვასალურ სახელმწიფოდ მიაჩნდათ და მის მზარდ პრეტენზიებს ვერ ეგუებოდნენ. ამავე დროს, ბიზანტიური დიპლომატია განვითარების უაღრესად მაღალ საფეხურზე იდგა და საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობის ვითარებაში ბიზანტიელებს ისიც გარკვეული ექნებოდათ, თუ დაახლოებით როდის აღზევდნენ იბერიაში ბაგრატიონები. კონსტანტინე პორფიროგენეტი იმასაც იუწყება, რომ იბერები, კურაპალატის იბერები “თავისი თავის განმადიდებელი არიან”. აქ პირველ რიგში სწორედ ქართველ ბაგრატიონთა პრეტენზიებია ნაგულისხმევი. რაკი მემატიანე იმპერატორი ერთგვარ ანტიპათიასაც კი ამჟღავნებს მათ მიმართ (რაც საქართველო-ბიზანტიის ინტერესთა დაპირისპირებითაა გამოწვეული), წარმოუდგენელია პორფიროგენეტს დაეძველებინა ბაგრატიონთა იბერიაში გახელმწიფება, მით უმეტეს, რომ თვითონ ახლად გამომცხვარი დინასტიის წარმომადგენელია. რაც შეეხება ვარდან არეველცის, ის, საზოგადოდ, საქარ- თველო-სომხეთის ურთიერთობის ტენდენციურად ამსახველი მემატიანეა. ვარდანი გამგრძელებელია იმ სომეხ ჟამთააღმწერელთა საქმისა, რომელთა წარმოდგენით კავკასიაში პირველობა ეკუთვნოდათ სომხეთსა და სომხებს და არა საქართველოს. სხვანაირად,

1 იქვე, გვ. 185, 189, 200, 204.

2 გეორგიკა, ტ. IV, ნაკვ. II, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, თბ., 1952, გვ. 259-260.

98

 თითქოს, ისტორიის კანონზომიერება ირღვევოდა. რახან XII საუკუნესა და XIII ასწლეულის პირველ მეოთხედში დიდი საქართველოს სამეფო მთელ კავკასიას მოიცავდა, როგორც ეტყობა, ვარდანსა და მის თანამოაზრეებს ეს ამბავი ეუცხოვებათ, ემცხეთებათ, არ მოსწონთ და ცდილობენ წარმოაჩინონ სომეხთა წვლილი ამ დიდ საქმეში. მოვსეს ხორენაცის თხზულებაში ნათქვამია: “ზოგიერთი, ნაკლებად სანდო ადამიანი თვითნებურად, ჭეშმარიტების უგულვებელყოფით, ამბობს, რომ ბაგრატუნიების… გვარი ჰაიკის ნაშიერია. ამის თაობაზე უნდა გითხრა (მიმართავს ხორენაცი “თავის მეცენატს” – ა. ა.): ამგვარ უგუნურ ხმებს ნუ ირწმუნებ, რამეთუ ისინი უსაფუძვლოა და სრულიად მოკლებული სიმართლეს”.1 როგორც ვხედავთ, სომხეთის ისტორიის მამა, თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტი ხორენაცი გაცხარებული უარყოფს ბაგრატიდთა გვარის სომხურ წარმო- შობას. თუ ის დარწმუნებული არ იყო ბაგრატიდთა არასომხურ წარმოშობაში, ასე გაცხარებით არ შეუტევდა საწინააღმდეგო აზრის მქონე სომხებს. აღსანიშნავია, რომ ქრისტეშობამდე VIII საუკუნეში ურმიის ტბის მიდამოებში არსებობდა მანას სამეფო, რომელიც მოქცეული იყო ურარტუს სახელმწიფოს შემადგენლობაში, მისი ნაწილი გახლდათ. ქრისტეშობამდე VIII ასწლეულშივე მოხსენიებულია მანას მეფე ბაგადატი. მეცნიერები ფიქრობენ, რომ სახელი ბაგრატი, საიდანაც წარმომდგარია გვარი ბაგრატიონი, ბაგადატისგან მომდინარეობს. ასე, რომ ბაგრატიონთა წინაპრები, შესაძლოა, ურარტელები ან მანას სამეფოდანაც იყვნენ. სპერი მოქცეული იყო ურარტუს გავლენის ქვეშ და, დასაშვებია, ბაგრატიონთა გვარის წინაპარი ურარტუდან ან მანას სამეფოდან სპერში გადმოსახლებულიყო. არც ისაა გამორიცხული, რომ ურარტუს სახელმწიფოში დადასტურებული სახელი ბაგადატი სპერშიც შემოსულიყო, რამეთუ სპერი ურარტუს უზენაესობას აღიარებდა ერთხანს. შეიძლება ისიც ვიფიქროთ, რომ ვინაიდან ბაგრატიონები თავის ღვთიურ წარმოშობას ხაზს უსვამდნენ, ისინი ხსენებული მეფე ბაგადატის დინასტიიდან მომდინარეობენ. საყურადღებოა, რომ ძველი სპარსული სიტყვა ბაგადატა “ღვთის მოცემულს”, “ღვთის წყალობას” ნიშნავს2.

1 მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, 1984, გვ. 87.

2 მ. ანდრონიკაშვილი, ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან, თბ., 1966, გვ. 443.

99

 შეიძლება იმის თქმა, რომ სომხები მდ. არაქსის ჩრდილოე- თით დამკვიდრდენ შედარებით გვიან, დაახლოებით ქრისტეშობამდე III-II საუკუნეებში.1 აპოლოდორეს ცნობითაც ხომ ქართველებსა და სომხებს ერთმანეთისგან მდ. არაქსი მიჯნავდათ. ამ დროისათვის ბაგრატიონთა წინაპრები უკვე სპერში სახლობდნენ. ამიერკავკასიაში მოსულ სომხებს ისინი სპერში დახვდნენ. VII ასწლეულის სომეხი მემატიანის, სებეოსის ცნობით, ბაგარატი, ბაგრატიდთა საგვარეულოს ფუძემდებელი, ფარაზიანი ყოფილა. სებეოსი იმასაც გვეუბნება, რომ ბაგარატი ფარნავაზის ძე იყო.2 უდავოა, რომ სებეოსისეული ფარაზიანი იგივე ფარნავაზიანია. ფარნავაზიანთა ქართული დინასტია კი, როგორც ცნობილია, საუკუნეების განმავლობაში მეფობდა იბერიაში. აღსანიშნავია, რომ V ასწლეულის სომეხი მემატიანე, ფავსტოს ბუზანდი (V.15) ქარ- თლის ფარნავაზიანთა დინასტიას ფარავაზიანთა სახელწოდებით იხსენიებს. ფარავაზიანი შუალედური ფორმაა ქართულ ფარნავაზიანსა და სებეოსისეულ ფარაზიანს შორის. მართალია, სებეოსი ფარნავაზს სომხად მიიჩნევს, მაგრამ ეს იმის შედეგია, რომ ეს მემატიანეც სომხური იდეოლოგიის პოზიციებიდან უცქერის იბერიის სამეფოს, ის სომხეთის ნაწილად მიაჩნია თავის მეფეებიანად. მიუხედავად ამისა, სებეოსის “ისტორიაში”, ავტორის უნებურად, გაპარულა ცნობა, არაპირდაპირი ჩვენება, რომ ბაგრატიონთა წინაპრები ქართველებია. ნიკო მარმა გამოთქვა ტენდენციური, მცდარი მოსაზრება, რომ ტაო-კლარჯეთში მხოლოდ სომხები ცხოვრობდნენ. ისინი ქალკედონიტები (მართლმადიდებლები) იყვნენ და რაკი სომხური მონოფიზიტური (გრიგორიანული) ეკლესია მათ უპირისპირდებოდა, ტაო-კლარჯეთის ქალკედონიანი სომხები IX-X საუკუნეებში გაქარ- თველდნენო, რამეთუ ტაო-კლარჯეთი ქართული სახელმწიფოს ფარგლებში მოექცა და აქ ქართული ეკლესიის პოზიციები გაძლიერდაო. 3 ნ. მარის ეს შეხედულება აიტაცეს სომეხმა და მათმა თანამოაზრე უცხოელმა მკვლევარებმაც (ნ. ადონცი, პ. მურადიანი, ვ. არუთინოვა-ფიდანიანი და სხვანი) და არაერთი ცნობილი ქარ-

1 იხ. ა. აბდალაძე, ქვემო ქართლი ძვ. წ. II საუკუნიდან ახ. წ. IV საუკუნემდე, კრებული “დმანისი”, III, თბ., 2001.

2 ისტორია სებეოსისა, 1979, გვ. 51, 54, სომხურ ენაზე.

3 ნ. მარი, კავკასიური კულტურული სამყარო და სომხეთი, ერევანი, 1995, გვ. 209-276, რუსულ ენაზე.

100

 თველი მოღვაწე სომხად გამოაცხადეს.1 მათ სომხად მიიჩნიეს, კერძოდ, გამოჩენილი ქართველი სწავლული და მწერალი ექვთიმე მთაწმინდელი. ზემოთ უკვე ითქვა, რომ სომხები ვერ ახერხებდნენ ქართული მხარეების გასომხებას, ქართველთა განუწყვეტელი ბრძოლა დაკარგული მიწა-წყლის დასაბრუნებლად სომხებს ამის საშუალებას არ აძლევდა. ტაო-კლარჯეთში ცხოვრობდა სომხური მოსახლეობაც, მაგრამ იქ უფრო მეტი ქართველები მკვიდრობდნენ. ამის შესახებ უკვე ვისაუბრე, აქ კი დამატებით ერთ ფაქტსაც მოვიტან. წმინდა ექვთიმე თაყაიშვილი ი. მეგრელიძეს წერდა: “თქვენმა სტატიამ (ფხეს შესახებ) მასიამოვნა, კიდევაც გამოვიყენე. ერთ ფრაგმენტარულ წარწერაში პარხალისა (ტაოში _ ა. ა.) ამოვიკითხე სიტყვა შანიფხე, ესე იგი შანიძის ასული (ქალი)”.2 შანიფხე შანი- ძის ასულს ლაზურად ნიშნავს. მაშასადამე, ტაოში სხვა ქართველებთან ერთად ლაზებიც ცხოვრობდნენ. ამ მხრივ საყურადღებოა ისიც, რომ ტაოს მეფის, დავით კურაპალატის სარდალი იყო გაბრიელ ოჩოპინტრეს ძე. ოჩოპინტრე ნადირთ მფარველ ღვთაებას წარმოადგენდა. ოჩი ლაზურ-მეგრულად ვაცს ქვია. რაც შეეხება ექვთიმე მთაწმინდელს, მამამისს, იოანეს გადაუწყვეტია ქართველთა საძებრად ბიზანტიიდან, ათონის მთიდან ესპანეთში გამგზავრება, იქაური ქართველების გაცნობა. ჩემი შეხედულებით, ისტორიამ არ იცის ისეთი გაქართველებული სომხის არსებობა, რომელიც ქართველობაზე იმ ზომით დადებდა თავს, ისე თავგადაკლული ქართველი გახდებოდა, რომ X საუკუნეში ესპანეთში წავიდოდა იქაურ ქართველთა საძებნელად. ეს გამოწვეულია საქართველო-სომხეთის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების სპეციფიკით. საქმე ისაა, სომხებს სისხლში ჰქონდათ გამჯდარი, რომ კავკასიაში წამყვანი ერი სომხობა უნდა ყოფილიყო და არა ქარ- თველები. ამის გამოც სომხები, სხვადასხვა მიზეზით, თუ ქართველდებოდნენ, ეს ხდებოდა ზედაპირულად, მოჩვენებით და არა მთელი სულითა და გულით. იოანე მთაწმინდელი კი დიდ ქართველთა “ლაშქრის” მშვენებაა. ტაოში თუ გვხვდება სომხური სახელები, ეს ბევრს არაფერს არ ნიშნავს. ქრთველები და სომხები გვერდი-

1 იხ. ს. ჯანაშია, ისტორიული სიმართლის დამახინჯების ერთი მაგალითის შესახებ, თბ., 1947, რუსულ ენაზე; ნ. ლომოური, პეტრიწონის ქართული მონასტრის ისტორიისათვის, თბ., 1981, რუსულ ენაზე; ა. ბოგვერაძის ნაშრომი კრებულში: ამიერკავკასიის ისტორიის პრობლემები, თბ., 1991 წ.

2 ი. მეგრელიძე, ექვთიმე თაყაიშვილი, თბ., 1989, გვ. 365.

101

 გვერდ ცხოვრობდნენ, კათოლიკოს აბრაამის აკრძალვის მიუხედავად, ერთმანეთზეც ქორწინდებოდნენ. ამის შედეგად ქართულში შემოსულა, მაგ., სომხური სახელი თორნიკ (თორნიკეს სახით), სომხებისთვის დაურქმევიათ ქართული გვანცა, ნათელა. 1213 წლის ხნძორექსის სომხურ წარწერაში სომხის სახელია სიტყვა “ქართველი”. ბიზანტიის იმპერია IX-X საუკუნეებში სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს, კერძოდ, ტაოს მიტაცებას ცდილობდა. მიიტაცა კიდეც ეს მხარე XI ს-ის დამდეგს. ბიზანტიას ტაოში ქართველთა პოზიციების გაძლიერება არ აწყობდა. ის არც ტაოელი ქალკედონიანი სომხების გაქართველებას დაუშვებდა, მათ გაბერძნებას ეცდებოდა და მიაღწევდა კიდეც. ისევ იოანე მთაწმინდელს მივუბრუნდეთ. გიორგი მთაწმინდელი მოგვითხრობს: “განიზრახა ნეტარმან მამამან ჩუენმან იოვანე, რაითა აღიღოს ძე თვისი და რავდენნიმე მოწაფენი და ივლტოდის სპანიად (ესპანეთში – ა. ა.)… რამეთუ ასმიოდა, ვითარმედ ქარ- თველნი არმცირედნი ნათესავნი და ერნი მკვიდრ არიან მუნ.1 და ამის პირისათვის წარვიდა ვიდრე ავიდოსამდე, რაითა მიერ პოვოს ნავი, კერძოთა სპანიისათა მიმავალი, და წარვიდეს მუნ”. იქაურ მთავარს იოანესთვის ამის ნება არ მიუცია. როდესაც ბიზანტიის იმპერიის ამ დიდმოხელემ “იხილა მამაი იოვანე დამტკიცებული თვისსავე გულის-სიტყუასა ზედა,” ეს ამბავი საიმპერატორო კარის- თვის უცნობებია. იქედან მოსულა ბრძანება, რომ იოანე და მისი მხლებელნი ქართველთა საძებნელად ესპანეთში არ გაეშვათ.2 ვიმეორებ, ასეთი თავგამოდებული, გულანთებული ქართველი ნასომხრებს შორის არ არსებობდა. იოანე ძალ-ღონეს არ იშურებდა იმისთვისაც, რომ დიდ ქართველ მოღვაწედ აღეზარდა ვაჟიშვილი ექვთიმე, რასაც მიაღწია კიდეც. მის მიერ დაფუძნებულმა ქარ- თველთა მონასტერმა ათონის მთაზე ხომ ქართული კულტურის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. სპარსელთა კვალდაკვალ არაბ დამპყრობთათვისაც შედარებით მისაღები იყო, რომ მათი ქვეშევრდომი ქრისტიანები მონოფიზიტები (გრიგორიანები) ყოფილიყვნენ და არა მართლმადიდებელნი, 3 რამეთუ არაბთა სახელმწიფოსაც სურდა ბიზანტიის იმპერიის

1 იოანე ემყარებოდა იმ ფაქტს, რომ ძველად ესპანეთსაც იბერია ერქვა.

2 ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი II, ილია აბულაძის რედაქციით, თბ., 1967, გვ. 54-55.

3 იხ. ა. აბდალაძე, ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა ურთიერთობა IX-XI საუკუნეებში, თბ., 1988 წ.

102

 დასუსტება, კერძოდ, მისი გავლენის აღმოფხვრა ამიერკავკასიაში. აქედან გამომდინარე, არაბები ქართველებს უფრო უნდობლად უცქერდნენ, ვიდრე მონოფიზიტ (გრიგორიან), ხაჩეცარ სომხებს. სომხური ეკლესიის თავკაცებმაც სცადეს დამპყრობელ არაბთა ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, საერთო ენის გამონახვა. VIII საუკუნის სომეხი მემატიანის, ღევონდის თანახმად, სომეხთა კათოლიკოსი საჰაკ III (677-703) ეპისკოპოსთა თანხლებით სომხეთიდან გამგზავრებულა არაბებთან ზავის დასამყარებლად. მაგრამ ქალაქ ხარანში საჰაკი ავად გახდა და გარდაიცვალა. მას არ დასცალდა შეხვედროდა სომხეთისაკენ დაძრულ არაბთა ჯარის სარდალს მაჰმედს. სიკვდილის წინ კათოლიკოსმა წერილი მისწერაო არაბ სარდალს: “უბოძე ჩემს ხალხს მშვიდობა და იგი დაგემორჩილება შენ, გადაგიხდის ხარკს… დაე, ნურავინ თქვენთაგანი ნუ გვაწამებს ჩვენ და ნუ გვაიძულებს რჯულის გამოცვლას. აწ, უკეთუ შეასრულებ ჩემს თხოვნას, უფალი განამტკიცებს შენს ხელისუფლებას და აღასრულებს შენს სურვილებს, დაგიმორჩილებს ყოველთ… უყურადღებოდ ნუ მოეკიდები ჩემს სათხოვარს და აღსრულდება შენს მიმართ ჩემი ლოცვა-კურთხევა.”1 როგორც ვხედავთ, სომეხთა კათოლოკოსი ლოცვა-კურთხევასაც არ იშურებს მძვინვარე დამპყრობლისათვის. ოღონდ სომხეთმა აიცილოს თავიდან არაბთა თარეში და საჰაკი მზადაა ილოცოს იმისათვის, რომ არაბებმა თუნდაც მთელი საქრისტიანო სამყარო დაიპყრონ. კათოლიკოსის გარჯას ამაოდ არ ჩაუვლიაო. საჰაკი ჯერაც არ დაეკრძალათ, მაჰმედი რომ ჩავიდა ხარანში. არაბთა სარდალიო “დადგა რა მიცვალებულის ცხედართან, მიესალმა მას თავიანთი ჩვეულებისამებრ. როგორც მართლისმთქმელ კაცთაგან გვსმენია, მან გაიმეორა და მესამედაც [წარმოთქვა] იგივე სიტყვები. შემდგომ ჩაბღუჯა მისი ხელი, ვითარცა ცოცხალი ადამიანისა, დაელაპარაკა, უთხრა მას: “შევიტყვე შენი სიბრძნე იმ უსტარიდან, რომელიც წავიკითხე… თანახმა ვარ, ჩემი ხმალი ჩავაგო უცოდველ კაცთა წინაშე. აწ, შევასრულებ, გავაკეთებ ყოველივეს, რასაც წერილში ითხოვ ჩემგან და, დაე, შენი ღვთისნიერი ლოცვა-კურთხევა აღსრულდეს ჩემს მიმართ.” სომხებიო “ამის შემდეგ მონური მორჩილებით ემსახურებოდნენ ისმაიტელებს”2, ე. ი. არაბებს.

1 ისტორია ღევონდისა, სომეხთა დიდი ვართაპეტისა, 1887, გვ. 28-30, სომხურ ენაზე.

2 იქვე, გვ. 30-31.

 103

 ამავე თემასთან დაკავშირებით საყურადღებოა სომეხთა კა- თალიკოსის ოვანეს ოძნეცის (717-728) შესახებ შექმნილი სომხური გადმოცემაც. ოვანესი, თურმე ნუ იტყვით, იმდენი უქიათ არაბთა ხალიფის, ომარ II-სთვის (717-720), რომ მას საოცრად მონდომებია, ეხილა ეს საკვირველი პიროვნება და თავისთან მიუწვევია კიდეც სომხური ეკლესიის საჭეთმპყრობელი. სომეხთა შორის ბოლო ხანებამდე შემორჩენილა გადმოცემები არაბთა მფარველობით ოვანეს ოძნეცის ბრძოლის თაობაზე ქალკედონიანობის (მართლმადიდებლობის) წინააღმდეგ.1 სომეხთა კათოლიკოსებსა და ხალიფებს შორის არსებული “კეთილმეგობრული” ურთიერთობის ტრადიცია მოგვიანებითაც გაგრძელებულა. აღსანიშნავია სომეხთა კათოლიკოს ეღია (ელია) I-ის (703- 717) მიერ ქალკედონური მრწამსისაკენ (მართლმადიდებლობისაკენ) გადახრილი ალბანელთა კათოლიკოსისა და მათივე დედოფლის დასმენა ხალიფას წინაშე. ეღიამ მისწერაო ხალიფას: “აწ, ის, ვინც ალბანელთა კათოლიკოსია და ბარდავში ზის, შეუთანხმდა ბერძენ- თა კეისარს, იხსენიებს მას ლოცვებში და აიძულებს ქვეყანას, მისი თანააღმსარებელნი და თანამოაზრენი გახდნენ. უწყოდეთ თქვენ ამის შესახებ და ნუ გამოიჩენთ უყურადღებობას, რამეთუ ერთი დიდგვაროვანი ქალბატონიც თანამოსაგრეა მისი. თქვენი დიდი უფლებამოსილებით ბრძანეთ თავიანთ საქმეთა შესაფერისად იმათი დასჯა, ვინც განიზრახა შესცოდოს ღმერთს.”2 არაბთა ხალიფას, თითქოს, ასე მიუწერია ეღიასთვის: “ღვთის კაცო, ეღია, სომეხთა ნათესავის (მოდგმის – ა. ა.) კათოლიკოსო, წავიკითხე შენი, ერ- თგულების [გამომხატველი] წერილი და მადლიერების ნიშნად გიგზავნი ჩემს კეთილსაიმედო მონას დიდძალი ჯარით. ვბრძანებთ, ჩვენი ხელისუფლებისაგან განდგომილი ალბანელები შენს სარწმუნოებაზე მოიქცნენ. ჩვენს განაჩენს [მათ მიმართ] ბარდავში შენს თვალწინ აღასრულებს ჩვენი მონა (სარდალი – ა. ა.), ხოლო ნერსესს3 და მის თანამოაზრე ქალს რკინის ბორკილებს დაადებს, შეურაცხყოფილთ მოიყვანს სამეფო კარზე, რათა ყოველ აჯანყებულს ჭკუა ვასწავლო მათ მაგალითზე.” ეღიას არაბთა მხარდაჭერით მო-

1 ლეო, სომხეთის ისტორია, ტ. II, ერევანი, 1947, გვ. 470-473, სომხურ ენაზე; ა. ნ. ტერ-ღევონდიანი, სომხეთი და არაბთა სახალიფო, ერევანი, 1977, გვ. 82-83, რუსულ ენაზე.

2 იხ. ა. აბდალაძე, ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა… გვ. 162.

3 ნერსესი ალბანეთის კათოლიკოსი იყო 689-706 წლებში.

104

 უხერხებია ალბანური ეკლესიის დაქვემდებარება.1 ვინაიდან არაბი დამპყრობლებისთვის მონოფიზიტი (გრიგორიანი) სომხები უფრო მისაღები იყვნენ, ვიდრე მართლმადიდებელი, ბერძენთა, ბიზანტიელთა ერთმორწმუნე ქართველები, არაბთა სახალიფოს პოლიტიკაც საქართველოსა და სომხეთის მიმართ ასე თუ ისე სხვადასხვანაირი იყო. ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ IX საუკუნის II ნახევარში, როდესაც სახალიფო თანდათან სუსტდება და იშლება, სომხეთი ერთიან ქვეყანას წარმოადგენდა, ხოლო საარ- თველო სამეფო-სამთავროებად იყო დაყოფილი. აქედან გამომდინარე, სომეხთა ხელისუფლებმა (885 წელს აღსდგა სომხეთის სამეფოც) შეძლეს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა და ქვემო ქართლის დიდი ნაწილი მიიტაცეს. სომხეთის მეფეებმა, სომხებმა კვლავ გაიხსენეს ძველი გეგმები და მიზნად დაისახეს მთელს კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში გაბატონება.2 სომეხთაგან მიტაცებულ ქვემო ქართლში სომხურმა ეკლესიამაც იმძლავრა, სომხური საქმიანობა გააჩაღა და ამის შედეგია, რომ ქვემო ქართლის ერთ ნაწილს X საუკუნეში სომხითი დაერქვა. X ასწლეულშივე სომხეთი ცალკეულ სამეფოებად დაიშალა (საქართველო, პირიქით, იმ ხანებში ერთიანდებოდა). ასეთ ვითარებაში სომხებმა სამეფო ქვემო ქართლშიც შექმნეს3 X საუკუნის II ნახევარში, რომლის სატახტო ქალაქს ერთხანს სამშვილდე წარმოადგენდა. სომეხთა ეს სამეფო ტაშირ-ძორაგეტის ან ლორეს სამეფოს სახელწოდებითაა ცნობილი. 1065 წელს საქართველოს მეფემ, ბაგრატ IV-მ სამშვილდიდან განდევნა სომეხი ბაგრატუნიები, ე. წ. კვირიკიანთა დინასტია, რომელიც ამის შემდეგ ლორეში მოკალათდა. შემდგომში ლორე თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს. 1118 წელს დავით აღმაშენებლის ჯარმა გაათავისუფლა ლორე და საქართველოს დაუბრუნა. აღმაშენებელმა ხომ მაჰმადიანთაგან ოთხას წელს მიტაცებული თბილისიც გაათავისუფლა; ცხადია, ის, ისევე, როგორც, საზოგადოდ, ქართველი ერი, მიზნად ისახავდა, თუნდაც დიდი ხნის წინ დაკარგული ყველა ქართული მხარის დაბრუნებას. ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესები ითხოვდა ამას და ლორე-ტაშირიც, ქვემო

1 იხ. ა. აბდალაძე, ამიერკავკასიის… გვ. 162-163; მოვსეს კალანკატუაცი, ალვანთა ქვეყნის ისტორია, ლ. დავლიანიძის გამოცემა, თბ., 1985, გვ. 139-144.

2 იხ. ა. აბდალაძე, ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა ურთიერთობა…

3 ამის თაობაზე სომეხი მემატიანე, მხითარ აირივანეცი გვაუწყებს: “დაიწყო ბაგრატუნიების მეფობა ქართველებზე” (მხითარ აირივანეცი, ქრონოგრაფიული ისტორია, ლ. დავლიანიძის გამოცემა, თბ., 1990, გვ. 74).

105

 ქართლის ეს სამხრეთი ნაწილი, საქართველოს შემადგენლობაში უნდა მოქცეულიყო, რაც სომხებისთვის მიუღებელი იყო. ამის შესახებ ქვემოთაც ვისაუბრებთ. ქართულ-სომხური ეკლესიების ურთიერთობას VII საუკუნის შემდეგაც სიმწვავე არ აკლდებოდა. სომეხი მემატიანის, უხტანესის სიტყვით (გვ. 71), ის ქართველები, რომლებიც სომხურ ეკლესიას- თან განხეთქილების გზას დაადგნენ, “სატანას ძენი არიან და თანახმა მათი”. სომხური ეკლესიის საჭეთმპყრობელნი ცდილობდნენ, ისევე დაექვემდებარებინათ ქართული ეკლესიაც, როგორც კავკასიის ალბანეთის ეკლესია მოაქციეს თავიანთი იურისდიქციის ქვეშ. ასე, მაგ., სომეხთა კათოლიკოსი ოვანეს დრასხანაკერტცი, რომელსაც “სომხეთის ისტორიაც” დაუწერია, X საუკუნის I მეოთხედშიც მიიჩნევდა, რომ ქართული ეკლესია სომხურს უნდა ექვემდებარებოდეს, ისევე, როგორც მთელი საქართველო უნდა ცნობდესო სომხე- თის უზენაესობას.1 სომეხთა ამგვარმა უსაფუძვლო პრეტენზიებმაც გამოიწვიეს, რომ ქართული ეკლესიაც სომხურის მიმართ შეტევაზე გადავიდა. ამ მხრივ აღსანიშნავია, მაგ., ტბეთის ეპისკოპოსის, სტეფანე მტბევარის თხზულება “წამება წმიდისა მოწამისა გობრონისი”, რომელიც 914-918 წლებს შორისაა დაწერილი. სტეფანე მტბევარის სიტყვით, “სცოდა ბოროტი დიდმან სახლმან (ქვეყანამ _ ა. ა.) სომხითისამან”. ამის სანაცვლოდო ღმერთმა “მისცნა იგინი (სომხები – ა. ა.) მახვილსა ბოროტსა და… სრვასა სიკვდილისასა უწყალოსა, რომელთა მფლველ არავინ იყო… რამეთუ მიწაი იგი სომხითისაი ამპარტავან არს და მკვიდრნი მისნი ცუდად მზვაობარ, ანგაჰარ, ლაღ და ცოდვის მოყვარე, ამპარტავან, უწყალო, უყვარულ და ყოვლითა უკეთურებითა სავსე, რომელსა შინა არა იპოვა თავისა მისადრეკელი ქრისტესი, რომელ- თათვის ქრისტე ცუდად მოკვდა… ემსგავსა სახლი იგი სომხითისაი კაცსა მას უგუნურსა, რომელმან დადგა სახლი საფუძველსა ზედა საცთურებისასა და ქვი- შასა ზედა წვალებისასა”.2 აღსანიშნავია, რომ ექვთიმე მთაწმინდელს გრიგოლ ნაზიანზელის ერთ-ერთი თხზულების თარგმნისას სომეხთა შესახებ ნათქვამი სიტყვები ფრიად გაუმძაფრებია, თარგმანში უფრო თავისი და-

1 იხ. ა. აბდალაძე, ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა… გვ. 77 და შემდგომი.

2 ქართული პროზა, ტ. I, თბ., 1981, გვ. 158-160.

106

 მოკიდებულება გამოუმჟღავნებია სომხებისადმი, ვიდრე გრიგოლ ნაზიანზელისა: “არს ნათესავი (მოდგმა – ა. ა.) იგი სომეხთაი არა წრფელი, არამედ მზაკუვარი და გულარძნილი (გულმრუდე, ცბიერი – ა. ა.), და ბოროტი, მიმსგავსებული კლდეთა მათ, რომელნი დაფარულ არიან ზღუასა შინა, და ვერ იხილვენ მათ მენავენი, ვიდრე არა სცენ ნავი და განტეხონ. ესრეთ სხუასა იტყვიან იგინი (სომხები – ა. ა.) და სხუაი უც გულსა, და სიწრფოებაი მათ თანა არა არს. და რაი საკვირველ არს უკუეთუ კაცსა ეცრუვნენ, ვინაითგან თავადისა ღმრთისა მიმართ ცრუ არიან და მზაკუვარ, და ბოროტად აღმსაარებელ.”1 გიორგი მთაწმინდელის ბიოგრაფი, გიორგი მცირედ წოდებული მწერალი, შესანიშნავი მწიგნობარი, სომხურიდან ქართულად წიგნის თარგმნასაც კი საჩოთირო საქმედ მიიჩნევდა: “დაღაცათუ პირველითგანვე გუქონდეს წერილნიცა და სარწმუნოებაი ჭეშმარიტი და მართალი, გარნა ქუეყანაი ჩუენი შორს იყო ქუეყანისაგან საბერძნეთისა. და ვითარცა თესლნი არაწმიდანი შორის ჩუენსა და- თესულ იყვნეს ბოროტნი იგი თესლნი სომეხთანი, გულარძნილნი და მანქანანი, და ამის მიერ ფრიად გუევნებოდა, რამეთუ ნათესავი ჩუენი (ქართველი ერი – ა. ა.) წრფელი იყო და უმანკოი; ხოლო იგინი რეცა მიზეზითა წესიერებისაითა, რეცა ცთუნებად გუაზმნობდეს, და რომელნიმე წიგნნიცა გუქონდეს მათგან თარგმნილნი.”2 გიორგი მცირეს მიხედვით, გიორგი მთაწმინდელიც ცუდად ყოფილა განწყობილი სომხური სარწმუნოებისადმი. ის, ერთ მშვენიერ დღეს, კონსტანტინოპოლში ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე X დუკას (1059-1067) წინაშე წარმდგარა. ამ დროს იმპერატორთან ყოფილან ყარსის (ვანანდის) სომხური სამეფოს მეფე გაგიკი, მისი თანმხლები პირები და სხვებიც. საუბრის დროს იმპერატორს გიორგი მთაწმინდელისთვის უკითხავს სომეხთა სარწმუნოების თაობაზეც: “მერმე კუალად ჰკითხა მეფემან სომეხთათვის: “თუ აქუს რაი ნაწილი ქრისტიანეთა თანა?” გიორგი მთაწმინდელმა ასე უპასუხაო – “ხოლო მიუგო წმიდამან მოკლედ, ვითარმედ: ”ბოროტსა სარწმუნოებასა სახელცა ნუ ედებინ”.3 სომხური ეკლესიის მიმართ არაკეთილგანწყობილება ქარ-

1 ე. ხინთიბიძე, ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიისათვის, თბ., 1982, გვ. 221-223.

2 ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, II, გვ. 123.

3 იქვე, გვ. 178-180.

107

 თულ საერო წრეებს, ჯარსაც გადასდებია. ამ მხრივ ნიშანდობლივი ჩანს X-XI საუკუნეების სომეხი მემატიანის, სტეფანოს ტარონეცის (ასოღიკის) სათანადო ცნობა. 997 წელს, როდესაც დავით კურაპალატის ჯარს ალყა შემოურტყამს ქალაქ ხლათისათვის, ქართველებს სომხური ტაძარი, ეკლესია ჯარისკაცებისა და ცხენების სადგომად უქცევიათ. ხლათელ მაჰმადიანთა რეპლიკაზე, თუ რატომ ეპყრობიან ქართველი ქრისტიანები ასე უდიერად სომეხ ქრისტიან- თა წმინდა ადგილს, ქართველებს უპასუხიათ: “სომხურ ეკლესიასა და თქვენს მეჩეთს ჩვენთვის ერთი ფასი აქვს”-ო.1 XI საუკუნის სომეხი მემატიანე არისტაკეს ლასტივერცი მოგვითხრობს: ანის-შირაკის, სომეხთა მეფე გაგიკის გარდაცვალების (დაახლ. 1017 წ.) შემდეგო ხელისუფლებას “დაეუფლნენ მისი შვილები: სუმბატი, რომელიც იოანედ იწოდებოდა და აშოტი, [სუმბატის] მკვიდრი ძმა. სუმბატი იყო ტანად მოსული და ძლიერ მსუქანი… ისინი ერთმანეთს შეეტაკნენ ქვეყნის დანაწილებისათვის, საჭირო შეიქმნა სასამართლო. მათთან მოვიდა აფხაზთა მეფე გიორგი (ნაგულისხმევია საქართველოს მეფე გიორგი I – ა. ა.)2 და მშვიდობიანად შეარიგა ისინი. ორი სახელის მქონე სუმბატს [ასაკით] უფროსობის გამო [გიორგიმ] მისცა წილი: ანისის ციხე… სუმბატი დათანხმდა და დაბრუნდა თავის ქალაქში. იგი გზაზე შეჩერდა სხეულის მოდუნების გამო და უდარდელად დაიძინა. [მაშინ] აშოტის მხრიდან ერთი მთავარი საჩივრით მივიდა გიორგისთან და უთხრა, რომ “შატიკი ჩემი სამკვიდრო ადგილია, რომელიც ჩემგან უსამართლოდ წაიღო სუმბატმაო”. ეს რომ გიორგიმ მოისმინა, დიდი რისხვითა და სიბრაზით აღენთო და ჯარი დაადევნა [სუმბატს] კვალდაკვალ. ისინი მივიდნენ და მოულოდნელად თავს დააცხრნენ მას ისე, რომ [სუმბატმა] სხეულის დამძიმების გამო ვერც კი შეძლო ცხენზე შეჯდომა. მასთან მყოფი მთავრები სწრაფად გაიქცნენ. უკან დადევნებულმა [გიორგის ჯარებმა] გზაზე [ქალაქ] ანისის კარამდე გვამების გროვა დააყენეს, ხოლო იქიდან დაბრუნებისას გა- ძარცვეს საკათედრო ტაძრის მოკაზმულობა. მოგლიჯეს ჯვრებს ლურსმნები და თან ლანძღვით გაიძახოდნენ: “მოგვაქვს, რათა ცხე-

1 სტეფანოს ტარონეცის, ასოღიკის მსოფლიო ისტორია, სანკტპეტერბურგი, 1885, გვ. 268-269, სომხურ ენაზე.

2 აფხაზთა სამეფო ქართული სახელმწიფო იყო და საქართველოს მეფეებს არ ეჩოთირებოდათ თავიანთ ტიტულატურაში პირველ ადგილზე სიტყვა აფხაზთა დაესვათ.

108

ნების ნალი გავაკეთოთ”-ო. სამართლიანმა ღმერთმა ისინი შესაფერის დროს ხელთ მისცა ჰორომებს (ბიზანტიელებს – ა. ა.)… შეპყრობილი სუმბატი მათ გიორგისთან მიიყვანეს, რომელმაც ბრძანა მისი ჩამწყვდევა. შემდეგ წაართვა სამი ციხე-სიმაგრე და გაათავისუფლა [სუმბატი]”.1 მალე ე. წ. ერთმორწმუნე ბიზანტიის ჯარი შემოესია საქართველოს, ამ ბრძოლებში ბიზანტიელებმა უამრავი ქართველი დახოცეს, თუმცა არც თვითონ დადგომიათ კარგი დღე ქართველებისგან. სომეხი მემატიანე მიიჩნევს, რომ ბიზანტიის ჯარის შემოსევის სახით ქართველებს ღვთის რისხვა დაატყდათ თავს და ეს მოხდაო იმიტომ, რომ ქართველები უსამართლოდ მოექცნენ სომხებს.

ქართულ-სომხური ეკლესიების დაპირისპირებას მსხვერპლიც მოჰყოლია. სტეფანოს ტარონეცის (ასოღიკის) ცნობით, სომხეთის კათოლიკოსის, ხაჩიკ I-ის (973-992) დროს, იმჟამად ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი ვართაპეტი (მოძღვარი, სასულიერო პირი) ოვანესი სიცოცხლეს გამოესალმა “გაცოფებული ქართველთა ტომისაგან მახვილით და დაიმარხა სავანეში, რომელსაც აკსიგომი ეწოდება, ბასიანის გავარში”,2 ანუ ბასიანის ოლქში. ბასიანი ძირ- ძველი ქართული მხარეა. ამ სახელწოდების ფუძე ბას ანუ ფას იგივეა, რაც დადასტურებულია მდ. რიონის მეორე სახელში – ფაზისში. სომხები დროდადრო ახერხებდნენ ბასიანის დაპყრობას, მაგრამ არც ქართველებს დაუვიწყებიათ ეს მხარე და უკანვე დაიბრუნეს. ბუნებრივია, ქართველები მიზნად დაისახავდნენ ბასიანში ქართული ეკლესია-მონასტრების დაფუძნებას (ისევე, როგორც გრიგოლ ხანძთელმა და მისმა თანამოსაგრეებმა ტაო-კლარჯეთი გააბრწყინეს ქართული ეკლესია-მონას-ტრებით), რასაც სომხებს გარდა ხელს უშლიდნენ მაჰმადიანი და ბიზანტიელი დამპყრობლებიც. ჩვენი წინაპრები არც ერთ მათგანს არ ეპუებოდნენ საზოგადოდ და, კერძოდ, ბასიანისათვის ბრძოლაში. ამის შედეგი ჩანს სომეხი ვარ- თაპეტის მოკვლა ქართველთაგან. გაძლიერებული ქართული ეკლესია და მისი მხარდამჭერი საქართველოს სამეფო კარიც (ეს უკანასკნელი ფრთხილად) ცდილობდნენ მონოფიზიტ (გრიგორიან) სომეხთა მოქცევას მართლმა- 1 არისტაკეს ლასტივერტეცი, ისტორია, ე. ცაგარეიშვილის გამოცემა, თბ., 1974, გვ. 44. 2 სტეფანოს ტარონეცის, ასოღიკის მსოფლიო ისტორია, გვ. 185. 109 დიდებლობაზე.1 ეს პირველ რიგში გამოწვეული იყო იმით, რომ მაზდეანურმა სპარსეთმა და მაჰმადიანურმა არაბთა სახალიფომ შეძლეს თანამშრომლობა, საერთო ენის გამონახვა სომხურ ეკლესიასთან. არსებობდა საფრთხე, რომ მომავალშიც მუსლიმი დამპყრობლები დაუპირისპირებდნენ მონოფიზიტურ (გრიგორიანულ) სომხურ ეკლესიას საქართველოს, ქართულ ეკლესიას. 1046 წელს ჯავახეთში, სოფელ ღრტილაში გამართულა ქარ- თველ-სომეხთა საეკლესიო კრება, პაექრობა იმის შესახებ, ქარ- თველთა რჯული იყო მართალი სარწმუნოება, თუ სომხებისა. ამ პაექრობის დროს სომხეთიდან ჩამოსულ სომეხთა თავკაცი ყოფილა მარმაშენის მონასტრის წინამძღვარი სოსთენი, რომელსაც დაპირისპირებია ქართველი ბერი, ექვთიმე გრძელი. ექვთიმეს ღრმა რწმენით, საქართველოს დიდი უპირატესობა გააჩნდა სომხეთთან შედარებით. ექვთიმე მიმართავს სოსთენს: “ესრეთ არს წესი, რომელ: მეფენი თქუენნი წინაშე ჩუენთა და მღდელთ-მოძღუარნი მღდელთ-მოძღუართა და მთავარნი მთავართა შიშით და ძრწოლით წარმოდგებიან და შევრდომით თაყუანის-სცემენ.2” ქართული თხზულების, _ “სიტყვის-გება ბერისა ეფთვიმე გრძელისა სოსთენის მიმართ, სომეხთ მოძღურისას”, _ მიხედვით, პაექრობაში ქარ- თველებს სომხები დაუმარცხებიათ და მოუთხოვიათ მათგან მარ- თლმადიდებლობაზე, ქართულ რჯულზე მოქცევა. საქართველოს მეფეს, ბაგრატ IV-ს, თითქოს, ასე მიუმართავს სოსთენისთვის: _ “სოსთენ, გაქუსღა რაი სიტყუად ჩუენდა ანუ სრულიად იძლიე?” “მიუგო სოსთენი მეფესა: _ “მე არა თუ კაცისაგან ვიძლიე, არცა ძლეულ ვარ, არამედ ჭეშმარიტებისაგან.” კუალად ჰრქუა მეფემან სოსთენის: _ “რად არა მოიქცევი?” მიუგო სოსთენი: _ “მარმაშენი ვითარ (როგორ – ა. ა.) დაუტეო?” ხოლო ჰრქუა მეფემან: _ “მის წილ ჩუენგან მიიღე.” მიუგო სოსთენი:

1 იხ. ა. აბდალაძე, ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა … გვ. 108-111.

2 ძველი ქართული პოლემიკური ლიტერატურის ორი ძეგლი (პუბლიკაცია ი. ლოლაშვილისა), კრებულში: ლიტერატურული ძიებანი, თბ., 1983, გვ. 282.

110

 _ “ეგეოდენ არა ადვილად დატევებულ იქმნების ჩემგან მარმაშენი”. 1 როგორც ვხედავთ, ქართველები, კერძოდ, საქართველოს მეფეც ცდილობენ სომეხთა მართლმადიდებლობაზე მოქცევას, მაგრამ სომხები ამაზე ძნელად დასათანხმებელი ყოფილან, ისინი სომხურ რჯულზე მტკიცედ იდგნენ. ბაგრატ IV სოსთენს პირდებოდა, თუ მოიქცეოდა, მართლმადიდებლური მონასტრის წინამძღვრობას, მაგრამ უარი მიიღო. სომეხი საერო პირებიც თუ მიიღებდნენ მარ- თლმადიდებლობას, ქართულ რჯულს, საქართველოს მეფე მათაც დააწინაურებდა, იმდენად მნიშვნელოვნად მიაჩნდა სომეხთა მოქცევა. XI საუკუნეში სომხეთში დაეცა, მოისპო სომხური სახელმწიფოებრიობა, პირისაგან მიწისა აღიგავა სომხური სამეფოები. ეს ძირითადად შედეგი იყო ბიზანტიის იმპერიის აგრესიული პოლიტიკისა, რომელმაც დაიპყრო სომხეთი. ბიზანტიას განზრახული ჰქონდა საქართველოს სამეფოს მოსპობაც, ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებაც, მაგრამ ქართველი ერის თავგანწირული, გმირული ბრძოლის გამო ბიზანტია იძულებული გახდა ჩვენი წინაპრების მიმართ დათმობებზე წასულიყო, უკან დაეხია. ცნობილი ქარ- თველი მოღვაწე, გრიგოლ ბაკურიანის ძე ამბობდა: ქართველები განუწყვეტლივ ვომობთო – “მცირედნიღა ვინ ჩვენგანნი მომკუდარ არიან სარეცელსა ზედა თვისსა მშვიდობით”. ამის შედეგად საქარ- თველოს სამეფო გადარჩა. Qქართველ ბაგრატიონთა დინასტია სომეხ ბაგრატუნიებზე გაცილებით უფრო სიცოცხლისუნარიანი, ძლევამოსილი რომ გამოდგა, ამისი ერთ-ერთი მიზეზი ასეთია: საქართველოში ხაზი ესმებოდა იმ გარემოებას, რომ დავით წინასწარმეტყველის შთამომავლებად მიჩნეული ბაგრატიონები ნათესავები იყვნენ ღვთისმშობლისა და ხორციელად იესო ქრისტესიც. მონოფიზიტურ სომხეთში ქრისტეს “ხორციელი” წინაპრების თუ შთამომავლობის შესახებ შეხედულებები ვერ გავრცელდებოდა. სომეხ ბაგრატუნიებსაც ვერ გამოაცხადებდნენ ქრისტეს ნათესავებად. მკვლევარ ჰ. ბართიკიანის სიტყვით, “ნათლად ჩანს, რომ X სის შუა ხანებისთვის სომხები მოხეტიალე, არამდგარ ხალხად მიაჩნდათ.” ჰ. ბართიკიანი ფიქრობს, რომ ეს არ არის სომეხთათვის ბუნებრივი, თანდაყოლილი თვისება, იგი შემდგომში უნდა იყოსო შე-

1 იქვე, გვ. 286.

111

 ძენილი. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ X_XI ასწლეულებში უამრავი სომეხი აიყარა თავისი მშობლიური მიწა-წყლიდან და უცხო ქვეყნებს მიაშურა.1 სამშობლოდან გაქცევის გასამართლებლად სომეხმა მემატიანეებმა სახარების სიტყვებიც მოიშველიეს: “რაჟამს გდევნიდნენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად” (მათე, 10 : 23).2 სომეხთა სამშობლოდან გაქცევაც იყო მიზეზი სომხური სახელმწიფოებრიობის დაცემისა. XI საუკუნეში სომხებს საქართველოსთვისაც შემოუფარებიათ თავი. არისტაკეს ლასტივერცის ცნობით, სომეხთა “უპატრონო ცხენოსანი ჯარი დახეტიალობს ზოგი სპარსე- თის, ზოგი საბერძნეთის, ხოლო ნაწილი ქართველთა მხარეებში. აზნაურთა სეპუჰი (წარჩინებული _ ა. ა.) გუნდი, სამშობლოდან წასული, ძლევამოსილებას მოკლებული, დრტვინავს თავის ადგილსამყოფელში, როგორც ლომების ლეკვები. სამეფო სასახლეები აოხრებული და გაუკაცრიელებულია. დასახლებული ქვეყანა (სომხეთი _ ა. ა.) დაცარიელდა მცხოვრებთაგან”.3 სომეხთა ერთი ჯგუფი სომხეთიდან საქართველოში რომ მოსულა ბაგრატ IV-ის მეფობის დროს, ეს ასახულია იოანე ბაგრატიონის თხზულებაშიც _ ”შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა.”4 დავით აღმაშენებელს, თურმე, ე.წ. მაბრალობელნი არ უწონებდნენ ყივჩაღთა ჩამოსახლებას საქართველოს სამეფოში (აღმაშენებელმა ყივჩაღები ქართული მიწა-წყლის გარდა სომხურ და ალბანურ მხარეებშიც ჩაასახლა). XI საუკუნეში საქართველოს მეფეს არც სომეხთა ჩვენს ქვეყანაში ჩამოსახლებას მოუწონებდა ქართველთა ერთი ნაწილი. ქართული ეკლესია XI ასწლეულში ამაყობდა იმით, რომ ქართველებში მწვალებლობა არასდროს ყოფილაო გავრცელებული. ამიტომ ქართული ეკლესიის წარმომადგენლებიც არ იქნებოდნენ მომხრე საქართველოში მწვალებლებად მიჩნეული სომხების ჩამოსახლებისა, მით უმეტეს, რომ ეს მონოფიზიტი (გრიგორიანი) სომხები არავითარ სურვილს არ იჩენდნენ მართლმადიდებლობაზე, ქართულ რჯულზე მოქცევისა. ბიზანტიის იმპერია ყოველი ღონით ცდილობდა სომხეთის ცენტრალური, ანის-შირაკის სამეფოს დაპყრობასაც. სომხეთის

1 იოანე სკილიცა, ჰ. ბართიკიანის გამოცემა, ერევანი, 1979, გვ. LXXVII_LXXXII, სომხურ ენაზე.

2 იხ. ა. აბდალაძე, ამიერკავკასიის პოლოტიკურ ერთეულთა… გვ. 169, 208.

3 არისტაკეს ლასტივერტეცი, ისტორია, თბ., 1974, გვ. 68-69.

4 ზ. კაცელაშვილის გამოცემა, თბ., 1997, გვ. 36.

112

 დაპყრობის შემდეგ ბიზანტია კიდევ ერთხელ ეცდებოდა ქართული სახელმწიფოებრიობის მოსპობასაც. ამიტომაც საქართველოს მეფემ, ბაგრატ IV-მ გადაწყვიტა 1045 წელს დაესწრო ბიზანტიისთვის და ანის-შირაკის სამეფოს ტერიტორია ჩვენი ქვეყნისთვის შემოეერ- თებინა. ბაგრატს ანისელ სომხებში მხარდამჭერნი ჰყოლია.1 მას ამ მხრივ ხელს უწყობდა ისიც, რომ დედამისი, საქართველოს დედოფალი მარიამი, გიორგი I-ის ქვრივი სომეხი იყო. იმ ხანებში წესად იყო მიღებული, რომ საქართველოს მეფეს სხვა ქვეყნის მეფის ასული უნდა შეერთო ცოლად. “მატიანე ქართლისაის” ცნობით, “დააგო სუემან ბაგრატისმან ჟამი; მოერთო ვესტი (ანის-შირაკის დიდებული _ ა. ა.) ცხრითა ციხითა ანისისათა, თვინიერ ამბერდისათა. და მოსცეს ანელთა ანისი ბაგრატის დედასა, რამეთუ მამულად ეყვოდეს სომეხნი_სენაქერემ სომეხთა მეფისა ასული იყო მარიამ დედოფალი, ბაგრატის დედა”.2 იმ დროს ბიზანტიის იმპერიის აგენტი იყო ქართველი წარჩინებული, კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ ბაღვაში. ბიზანტიის ხელისუფლებამ მას დაავალა, რომ ბაგრატ IV-ის ჯარი გაეძევებინა ანისიდან. რა თქმა უნდა, ბიზანტიამ ლიპარიტს ამისთვის დიდძალი ფული გადაუხადა. ამ ფულით ლიპარიტმა გააძლიერა თავისი ლაშქარი და ანისისაკენ დაიძრა. ამ დროს ბაგრატ IV თბილისის გათავისუფლებას ცდილობდა მაჰმადიანთა ბატონობისაგან და მთელი თავისი ძალებით ვერ იბრძოდა ანის-შირაკის შემოსაერთებლად. ამით ისარგებლეს ბიზანტიის იმპერიამ და მისმა აგენტმა ლიპარიტ ბაღვაშმა: “კუალად იწყო ლიპარიტ მათვე ფიცხელთა საურავთა. და გამოიტყუვნა ანისით დედოფლისაგან აბუსერი, ერისთავი არტანუჯისა, და ხიხათა და ციხის-ჯუარისა და აწყუერის ციხის პატრონი, და ივანე ერისთავი, ივანე დადიანი და გუარამ გოდერძის ძე, ბეჭის ციხისა პატრონი, _ და შეიპყრნა იგინი ანისის კარსა”.3 ამის შედეგად ბიზანტიის იმპერიამ დაიპყრო ანის-შირაკი. ბუნებრივია, ბაგრატ IV-ის მომხრე ანის-შირაკელთა ერთი ნაწილი მაინც ამ მოვლენების შემდეგ საქართველოს მოაშურებდა, რამეთუ ბიზანტიელები მათ ეჭვის თვალით დაუწყებდნენ ცქერას.

1 არისტაკეს ლასტივერტეცი, ისტორია, 1974, გვ. 70-71.

2 ქართლის ცხოვრება, I, 1955, გვ. 299. ანისის ცხრა ციხე რომ იხსენიება, აგრეთვე ამბერდი (ანბერდი), ეს მოწმობს, რომ ანისი მისი სანახებით გადმოსცეს საქართველოს. ქართულ ჯართან ერთად, ანისში საქართველოში მყოფი სომეხ- თა რაზმიც გაილაშქრებდა. 3 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 300.

113

 ახლა ლეონტი მროველის არმენოფილობის საკითხს დავუბრუნდეთ. ლეონტი XI საუკუნის ავტორია. მე ასე თუ ისე განვიხილე საქართველო-სომხეთის ურთიერთობები XI ასწლეულის 60-იან წლებამდე და ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით შევეცდები ავხსნა, თუ რითია გამოწვეული ქართველი მემატიანის, რუისის მთავარეპისკოპოს ლეონტი მროველის არმენოფილობა. XI საუკუნისათვის ქართველთა ეროვნული შეგნება მაღალ დონეზე იდგა. ქართულ ეკლესიაშიც ეროვნული მიმართულება გამოკვეთილი იყო. გავიხსენოთ იოანე ზოსიმეს “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი” და ისიც, რომ იოანე მთაწმინდელი ესპანეთში აპირებდა ქართველების მოძებნას. ამ მხრივ ყურადღებას იპყრობს X ასწლეულში სინას მთის ქართველი ბერების მიერ ლოცვებში ქარ- თველობისა და ფართო გაგებით ქართლისთვის, ე.ი. საქართველოს- თვის დიდი ადგილის დათმობა, რაც იმდროინდელი ქრისტიანული ეკლესიისთვის, საზოგადოდ, ჩვეულებრივ მოვლენას არ წარმოადგენს. სინას მთის ქართველი ბერები შესთხოვდნენ მაცხოვარს: “ქრისტე შეიწყალე… ყოველნი ძმანი და ყოველნი ქრისტიანენი და უფროის ყოველთასა ყოველნი ქართველნი”. ისინი ლოცულობდნენ “ქართლისა მშვიდობისა, საზღვართა განმაგრებისა… მტერთა გარემიქცევის” წადილით.1 ასეთ ვითარებაში ქართველთა წმინდა, პატიოსან წიგნში, “ქართლის ცხოვრებაში” შეაქვთ არმენოფილური მატიანე, მაშინ, როდესაც ქართველებს კარგად ახსოვდათ, რომ სომხეთი მუდამ ცდილობდა საქართველოს დაპყრობას, ჩვენი ქვეყნის გასომხურებას, ქართველთა გასომხებას. მაგრამ პოლიტიკური მიზნებით რაღა არ ხდება! სომხეთში სომხური სახელმწიფოებრიობა, როგორც ითქვა, XI საუკუნეში დაეცა, მოისპო. საქართველოს სამეფო კარს კი უკვე იმ დროს ჰქონდა სერიოზული გეგმები დასახული, რომ გაეერთიანებინა მთელი კავკასია ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. საქართველოს სახელმწიფოს მესვეურნი, როგორც ჩანს, ფიქრობდნენ, რომ ქართველ-სომეხთა დაპირისპირება კარგს არაფერს უქადდა ქართული დროშის ქვეშ მთელი კავკასიის გაერთიანების დიდ საქმეს. XI ასწლეულის ქართველი მემატიანის, სუმბატ დავითის ძის სიტყვით, საქართველოს მეფემ, ბაგრატ III-მ, რომელიც 1014 წელს გარდაიცვალა, “დაიპყრა ყოველი კავკასია თვითმპყრობელობითა ჯიქეთით-

1 იხ. ლ. მენაბდე, ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. II, თბ., 1980, გვ. 50.

114

 გან ვიდრე გურგენადმდე (კასპიის ზღვამდე – ა. ა.). ხოლო ადარბადაგანი (ირანის აზერბაიჯანი – ა. ა.) და შარვანი მოხარკე ყო, სომხითისა ხელმწიფებითა, ნებიერად განაგებდა. მეფე სპარსთა თვის მეგობრად და ერთგულ ყო სიბრძნითა და ძლიერებითა თვისითა უფროს სახლეულთა თვისთასა და ბერძენთ მეფესაცა (ბიზანტიის იმპერატორს – ა. ა.) შიში აქუნდა ამისი ყოვლადვე.”1 ეს ცნობა ნაწილობრივ გაზვიადებულია, მაგრამ უდავოა ისიც, რომ ბაგრატ III-ის მეფობის ჟამს საქართველოს სამეფო კარს მიზნად ჰქონდა დასახული მთელი კავკასიის გაერთიანება, რასაც წინ უაღრესად დიდი სიძნელეები, პრობლემები ეღობებოდა. ბიზანტიის იმპერიამ XI საუკუნის დასაწყისში ტაო წაართვა საქართველოს და ჩვენი ქვეყნის მიერ კავკასიის გაერთიანებას დაუშვებდა? ბიზანტიისთვის საქართველოს გაძლიერება მიუღებელი იყო. როგორც ვნახეთ, ბაგრატ IV-ის ჯარმა 1045 წელს სომეხთა დედაქალაქი ანისიც დაიკავა დროებით. ბიზანტიის ხელისუფლება შეშფოთებული იყო იმით, რომ მის გაბატონებას სომხეთში ქარ- თველები წინ აღუდგნენ. ბიზანტიის იმპერიის სომხეთიდან განსადევნად, მით უფრო, ისლამური სამყაროს მოსაგერიებლად აუცილებელი იყო ქართველ-სომეხთა ერთობლივი ძალისხმევით მოქმედება და არა დაპირისპირება მათ შორის. ქართველ-სომეხთა თანამშრომლობა რომ შემდგარიყო, საჭირო ხდებოდა ქართველებში ანტისომხური განწყობილების შერბილება. ქართულ-სომხურ ეკლესიებს შორის არსებული მწვავე ურთიერთობაც ხელს შეუშლიდა უპატრონოდ დარჩენილი სომხეთის2 საქართველოსთან შემოერთებას. XI ასწლეულის 50-იანი წლებიდან თურქ-სელჩუკთა გამანადგურებელი შემოსევების საფრთხეც დაემუქრა ამიერკავკასიას. აღმავლობის, გაძლიერების გზაზე დამდგარი საქართველო დამპყრობლებს შეიძლება მიწასთან გაესწორებინათ. ისინი ყოველი ღონით ცდილობდნენ სომხების გადაბირებასაც და საქართველოსადმი დაპირისპირებას. ამავე დროს, სომხებს თვითონ ჰქონდათ პრეტენზია კავკასია- ში პირველობისა და საქართველოს დროშის ქვეშ კავკასიის გაერ- თიანებას ადვილად ვერ შეეგუებოდნენ. სომხური ეკლესიაც ამის წინააღმდეგი იყო, რამეთუ საქართველოს ძლევამოსილების ვითა-

1 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 382.

2 ბიზანტიის ნებით სომეხთა საკათოლიკოსოც XI ს-ის შუა ხანებში სომხეთის საზღვრებს გარეთ გადაიტანეს.

115

 რებაში ქართული ეკლესია მონოფიზიტი (გრიგორიანი) სომხების, კერძოდ, საქართველოში მცხოვრები, მწვალებლებად მიჩნეული გრიგორიანი სომხების მართლმადიდებლობაზე, ქართულ რჯულზე მოსაქცევად ყველაფერს იღონებდა. ეს აუცილებელი ხდებოდა იმის გამოც, რომ როგორც სპარსეთმა და არაბთა სახალიფომ შეძლეს სომხურ ეკლესიასთან საერთო ენის გამონახვა, სხვა დამპყრობლებიც ამასვე იზამდნენ. ასეთ პირობებში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ ფაქტს, რომ ქალკედონიანი (მართლმადიდებელი) სომხები უპირისპირდებოდნენ სომხურ მონოფიზიტურ (გრიგორიანულ) ეკლესიას და კეთილად იყვნენ განწყობილი ქართული ეკლესიისადმი. ამასთანავე, მართლმადიდებელ სომხებს XI საუკუნეში სომხური ეროვნული სახე შენარჩუნებული ჰქონდათ და სომხეთის წარსული- თაც ამაყობდნენ. ამ მხრივ აღსანიშნავია, მაგ., რომ ბიზანტიაში ათონის მთის პროტი (ნიშნავს პირველს), მონასტრის წინამძღვარი, ქალკედონიანი სომეხი 1037 წელს საბუთს სომხურად აწერს ხელს.1 საქართველოში და სომხეთის ერთ ნაწილში მცხოვრები მარ- თლმადიდებელი სომხები ქართული ეკლესიის სამწყსოს შეადგენდნენ. შეიძლებოდა მათი გამოყენება იმისათვის, რომ მონოფიზიტი (გრიგორიანი) სომხებიც შეჩვეოდნენ კავკასიაში საქართველოს, ქართველობის პირველობის აზრს. ამისთვის საჭირო ოყო სომეხთა ეროვნული თავმოყვარეობის დაკმაყოფილებაც. მართლმადიდებელ სომხებსაც სისხლში ჰქონდათ გამჯდარი შეხედულება, რომ ძველად, VII საუკუნემდე მაინც, სანამ სომხური ეკლესია მწვალებლური გახდებოდა, კავკასიაში წამყვან ერს სომხები წარმოადგენდნენ. აუცილებელი ხდებოდა, სომხები დაყვავებით, მათი წარსულისადმი პატივისცემის გამოჩენით, სომხური ლეგენდების, ზღაპრების დასაჯერებლად მიჩნევით, შეეჩვიათ საქართველოს, ქართველების პირველობის აზრისათვის. ამ მიზნით საქართველოს სამეფო კარმა გადაწყვიტა, ქართულ ენაზე შექმნილიყო არმენოფილური მატიანე და ის შეეტანათ “ქართლის ცხოვრებაში.” კავკასიის, კერძოდ, სომხე- თის გადარჩენა XI ს-დან მხოლოდ საქართველოს შეეძლო. ქართველებს უნდა ებრძოლათ, რომ სომხეთში მოსახლეობის უმრავლესობა მაჰმადიანური არ ყოფილიყო. სომხებს ის კი უნდოდათ, რომ საქართველოს ეხსნა სომხეთი დამპყრობთა, მეტადრე, ისლამური სამყაროს კლანჭებისგან, მაგრამ ქართველთა პირველობას კავკასი-

1 იხ. ნ. ლომოური, პეტრიწონის ქართული მონასტრის ისტორიისათვის, გვ. 37.

116

 აში მაინც ვერ ეგუებოდნენ. საქართველოს კი სომხეთის გადასარ- ჩენად სომეხთა გვერდში დგომაც სჭიროდა. ამის მისაღწევად დაიწერა ქართულად არმენოფილური მატიანე. საყურადღებოა, რომ მალე “ქართლის ცხოვრება” და მასში შეტანილი არმენოფილური მატიანეც სომხურად ითარგმნა. საქართველოს სამეფო კარი სომეხთა მოქცევასაც სიფრთხილით აპირებდა. შესაძლოა, ლეონტი მოძღვრავს სომხებს: თუ სომხური ეკლესია მართლმადიდებლური გახდება, სომხეთი კვლავ გაძლიერდებაო. ტაშირ-ძორაგეტის სომეხი, ბაგრატუნი მეფის ვაჟმა, გაგიკმა XI საუკუნის 30-იან წლებში თავისი დედის ძმის, კახეთ-ჰერეთის გარდაცვლილი მეფის, კვირიკეს ტახტი დაიკავა, კახეთ-ჰერეთში გამეფდა. 1 კვირიკეს არ სურდა მისი სამეფო, კახეთ-ჰერეთი დანარჩენ საქართველოს შეერთებოდა და ამიტომაც აირჩია მემკვიდრედ, მარ- თალია, დისშვილი, მაგრამ მაინც სომეხი მეფის ვაჟი. გაგიკის შემდეგ კახეთ-ჰერეთის მეფე გახდა მისი ძე, აღსართანი. ის დამორ- ჩილდა საქართველოში შემოჭრილ თურქ-სელჩუკთა სულთან ალფარსლანს: “ხოლო აღსართან მიერთო სულტანსა. მიუძღუანა ძღუენი დიდი, დაუტევა სჯული, დაიცვითა წინა,” გამაჰმადიანდა.2 იგივე აღსართანი მეორედაც გამუსლიმდა: “მათ ჟამთა აღსართანცა, კახთა მეფე, წარვიდა მალიქ-შას წინაშე, დაუტევა ქრისტეანობაი და შეეძინა სარკინოზთა სჯულსა.”3 უფრო ადრე, წინა საუკუნეებ- ში, მაჰმადიან დამპყრობლებს არაერთხელ უცდიათ ქართველ ხელისუფალთა, არჩილ მეფის, არგვეთის მთავრების, დავითისა და კონსტანტინეს, აგრეთვე კონსტანტი-კახას, მიქელ-გობრონის და სხვების გამუსლიმება, ამგრამ ამ მეფე-მთავრებმა თავი გასწირეს ქრისტიანობისთვისა და სამშობლოსთვის. ისინი საშინელი ტანჯვით აწამეს. ვითომ შემთხვევითია, რომ საქართველოს ისტორიაში პირველი გამაჰმადიანდა სომხური წარმოშობის, კახეთ-ჰერეთის მეფედ მოვლენილი აღსართანი? ალბათ, არა! თითქოს გაქართველებული ნასომხრები (სინამდვილეში, სომხების გაქართველება მოჩვენებითია), მათ შორის, აღსართან მეფეც, საერთოდაც, გამონაკლისის გარეშე, პირად ინტერესებს საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებზე მაღლა აყენებდნენ. ეს დღესაც ასე ხდება.

 1 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 297.

2 იქვე, გვ. 309.

3 ცხორებაი მეფეთ-მეფისა დავითისი, მ. შანიძის გამოცემა, თბ., 1992, გვ.

163.

 

გაგრძელება

მესამე თავი
საქართველო და სომხეთი XII_XVIII საუკუნეებში

One Response to “• აბდალაძე – საქართველო და სომხეთი III”

  1. Georgiankaa said

    რა მშვენიერი რამეეეები წავიკითხეეე,მამაძაღლი სომხები :)
    მამიკონიანებზე კირილ თუმანოვი და ნიკოლაი ადონცი ამბობდნენ რომ- ჭანეთიდან მოდიან და ფუძე მომდინარეობს სიტყვიდან ”მამა-მამიკო”,თუმცა ინგლისურენოვან თარგმანებში სომხები არ გააჭაჭანებენ ამ აზრს.
    არსებობს ლეგენდა ასევე მათი ჩინეთიდან წამოსვლის შესახებ და სომხეთს შეაფარეს თავიო.
    სომხები რომ ნამდვილად არ იყვნენ ნათელია და ”გასომხებით” ლამის მთელი ქვეყნიერება სომხურია მათი წარმოდგენით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 76 other followers