Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• აბდალაძე – საქართველო და სომხეთი IV

ალექსანდრე აბდალაძე (აბუდალაძე)

საქართველო და სომხეთი

 

მესამე თავი

საქართველო და სომხეთი XII_XVIII საუკუნეებში

დავით აღმაშენებელი წარმატებით იბრძოდა თურქ-სელჩუკთა ბატონობისაგან სომხეთის გასათავისუფლებლად. ეს საქართველოსათვის აუცილებელი იყო, რადგან თუ თურქ-სელჩუკები სომხეთში იქნებოდნენ მოკალათებულნი, ისინი გამუდმებით საფრთხეს შეუქმნიდნენ ჩვენს ქვეყანასაც. ამ დიდ ბრძოლაში აღმაშენებელს სომხების, ყოველ შემთხვევაში, მათი ერთი ნაწილის მხარდაჭერაც მოუპოვებია. დავით მეფის თანამედროვის, ზემო შუამდინარეთში, ქალაქ ედესაში (ურჰაში) მცხოვრები სომეხი მემატიანის, მათეოს ურჰაეცის სიტყვით, “დავით მეფე იყო წმინდა და მხნე, გამოირჩეოდა ღვთისმსახურებით და სამართლიანობით; ის აღმოჩნდა მიმღები და მოყვარე სომეხთა ტომისა. მასთან შემოკრბა სომეხთა ჯარის ნარ- ჩენები. დავითმა ქართველთა ქვეყანაში ააშენა ქალაქი სომეხთათვის, რომელშიც მრავალი ეკლესია-მონასტერი დააფუძნა. იმ ქალაქს სახელად გორა (გორი _ ა. ა.) უწოდა; დიდი სიხარული, სიამოვნება [მიანიჭა] მისდამი დაქვემდებარებულ სომეხთა მთელ ნათესავს,” ე. ი. სომეხ ერს. აღმაშენებლის მიერ სომეხთა დედაქალაქის, ანისის დაკავებასთან დაკავშირებით (1124წ.), მათეოს ურჰაეცისვე თანახმად, “გახარებული იყო სომეხთა მთელი სახლი”, ე.ი. ყოველი სომხეთი.1 ანისის გათავისუფლება დამპყრობთა თარეშისაგან ანისელი სომხების თავკაცებმა თხოვეს აღმაშენებელს. ასეთ ვითარებაში სომხური ეკლესიის საჭეთმპყრობელთაც იმედი გასჩენიათ, რომ საქართველოს დახმარებით სრულიად სომეხთა საკათოლიკოსოს კვლავ სომხეთში დააბრუნებდნენ.2 დავით მეფის მემატიანის სიტყვით, აღმაშენებელთან “მოვიდეს მეწიგნენი ანელთა თავადთანი და მოახსენეს მოცემაი ქალაქისა და ციხეთაი ბოჟანას წყაროთა ზედა მდგომსა. და მყის წიგნები წუევისაი მიმოდაისრბოლა და მესამესა დღესა სამეოცი ათასი მხედარი წინაშე უდგა. წარემართა და მესამესა დღესა აღიღო ქალაქი ანისი და ციხენი მისნი უჭირველად და სოფელნი და ქუეყანანი (მხარეები _ ა. ა.) მიმდგომნი ანისისანი… ანისის მცველად დაუტევნა აზნაურნი მესხნი და წარმოვიდა

 1 მათეოს ურჰაეცი, ჟამთააღმწერლობა, 1898, გვ. 356, 359, სომხურ ენაზე.

2 იხ. ა. აბდალაძე, სომხურ ხელნაწერთა X_XIII საუკუნეების ანდერძ-მინაწერების ცნობები საქართველოს შესახებ, თბ., 2005, გვ. 35-36.

118

 ქართლად.” აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულებაში მოიპოვება ჩანართიც, სადაც ნათქვამია: დავით მეფემო “დაიპყრნა არფასლანიანნი და ამოსწყუიტნა იგინი, რომელთა დიდი საყდარი ანისისა მისგითად მოეკაზმათ და ქრისტიანეთა სისხლითა იგი საყდარი და ქალაქი მოერწყო. იმუქფა ღმრთის მოყუარემან დავით აღმაშენებელმან, მოლათა და დარიშმანთა სისხლითა ახლადვე მან მორწყო და საყდარი იგი ახლად მონათლა, რომელი აღეშენა ბერძენთა ასულსა დედუფალსა კატრონიტეს (სომეხთა მეფის მეუღლეს _ ა. ა.) და იქივე ესაფლავა. მაშინ მივიდა თვით მეფე დავით და კათალიკოზი, ეპისკოპოზნი და ერთობილი ლაშქარნი საფლავსა ზედა, და ახლად წესი აღუგეს. და თვით მეფემან სამ გზის საფლავსა ჩასძახა: გიხაროდენ შენ, წმიდაო დედოფალო, რომელ იხსნა ღმერ- თმან საყდარი შენი უსჯულოთა ხელთაგან.”1 “ქართლის ცხოვრების” ძველი სომხური თარგმანის ჩანართის მიხედვით, აღმაშენებელი თურმე კეთილგანწყობას იჩენდა სომხებისადმი და მათი რჯულის, მონოფიზიტობის(გრიგორიანობის) მიმარ- თაც: “ხოლო თვით უყვარდა სომეხთა ტომი, ეკლესიები და ერთი ვინმე რიტორი, [მონასტრის] წინამძღვარი ჰახბატს, სახელად სარკავაგი; აღუარებდა მას თავის შეცოდებებს, დაუდრეკდა პატიოსან თავს და მისგან მოიღებდა კურთხევას. იჯდა მასთან და ეხვეოდა ქედზე. ხოლო ის ეუბნებოდა: დახსნილი ვარ და სუნი მიდის მე ჩემი სიბერით, გამეშორე, რომ არ შეგემთხვიოს შრომა.” მეფე კი ეამბორებოდა და ეუბნებოდა: “ნუმც მომკლებია ეს სუნი, მამაო პატიოსანო.” და უბოძა მას სოფელი მონასტრის ახლოს მის სამსახურებლად. მეფის დალოცვის დროს ამას ამბობდა, როცა ხელს ადებდა თავზე: “ვპოვე დავით მონა ჩემი და წმიდა ზეთი ვცხე მას” (და ასე შემდეგ) მეათე მუხლამდის. უხაროდა მეფეს და აქებდა სომეხთა მშვენივრად [შესრულებულ] თარგმანებას. და მართლაც ვნახეთ, რომ შესრულდა ფსალმუნის სიტყვა მეფეზე. მრავალი იმ სიტყვათაგანი აუხდა მას”…2 აღმაშენებელი პოლიტიკური მოსაზრებებით იჩენდა სიფრთხილეს, კეთილგანწყობილებას სომხური ეკლესის მიმართ, რათა ამით სომხეთის საქარ- თველოსთან შემოერთება გაადვილებულიყო, მაჰმადიან დამპყრობლებს ვერ მოეხერხებინათ სომხების, სომხური ეკლესიის დაპირის-

1 ცხორებაი მეფეთ-მეფისა დავითისი, 1992, გვ. 196-197.

2 ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი, ილია აბულაძის გამოცემა, თბ., 1953, გვ. 255.

119

 პირება საქართველოსადმი. ლეონტი მროველის არმენოფილური მატიანეც ამ მიზნით დაიწერა და საქართველოს სამეფო კარის თანხმობით “ქართლის ცხოვრებაშიც” შეიტანეს. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით კათოლიკე მისიონერები ამბობდნენ: საქართველო ყოველი მხრიდანო “გარემოცულია ისეთი მაჰმადიანი საშინელი მტრებისაგან, რომ თვით დედამიწასაც უმძიმს მათი ყოფნა”.1 თუ საქარ- თველო სომხეთს არ შემოიერთებდა, მტრები სომხეთს გამოიყენებდნენ ბაზად, საყრდენად ჩვენი ქვეყნის დაპყრობის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი თავგამოდებით ესარჩლება, ამართლებს დიდი მეფის ყოველ ნაბიჯს, იგი არ თანაუგრძნობდა დავითის ლმობიერ დამოკიდებულებას, კეთილმოსურნეობას სომხებისა და სომხური ეკლესის მიმართ: “შემოკრბა ოდესმე წინაშე მეფისა ნათესავი გულარძნილი (ვერაგი _ ა. ა.), ყოვლად ბოროტთა სომეხთა ეპისკოპოსები და მონასტერთა მათთა წინამძღურები მრავალი, რომელნი ფრიად აზმნობდეს თავთა თვისთა მიწევნად თავსა ყოვლისა სწავლულებისა და მეცნიერებისასა. და მოახსენეს, რაითამცა ყო ბრძანებითა მისითა კრებაი, და ყვესმცა სიტყვის-გებაი და გამოძიებაი სჯულისაი; და უკუეთუ იძლივნენ, იქმნენ თანაერთხმა სჯულითა, და თვისი შეა- ჩუენონ; ხოლო უკუეთუ სძლონ, ესე ოდენ მიემადლოს: “რაითა არ- ღარა გუხედვიდეთო მწვალებელად და არცა შეგუაჩუენებდეთ… მოუწოდა მეფემანცა იოვანეს, კათალიკოსსა ქართლისასა და მისქუეშეთა ეპისკოპოსთა და მეუდაბნოეთა და არსენის იყალთოელსა, თარგმანსა და მეცნიერსა ბერძენთა და ქართველთა ენათასა და განმანათლებელსა ყოველთა ეკლესიათასა და სხუათა მეცნიერ- თა და ბრძენთა კაცთა”…2 ქართველ-სომეხთა ამ კრებას სომხების მართლმადიდებლობაზე, ქართულ რჯულზე მოქცევა არ მოჰყოლია შედეგად. არადა, აღმაშენებელს ჰქონია ამგვარი მიზანი. მან “მოისურვა სომეხთა და ქართველთა შეერთებაც… გამართა კრება და გამოიძიებდნენ დილიდან საღამომდის, მაგრამ ვერ დაეთანხმნენ ერთიმეორეს”. მაშინ დავით მეფემ “დააწყნარა ორივე მხარე და გა-

1 მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, თბ., 1902, გვ 266.

2 ცხორებაი მეფეთ-მეფისა დავითისი, 1992, გვ. 213-214; უნდა ითქვას, რომ ქართველ- სომეხთა ამ საეკლესიო პაექრობაში სომხების მხრიდან არსენ იყალთოელის შესადარი დიდი სწავლული არ მონაწილეობდა. ამიტომ უეჭველია, რომ ქართული ეკლესიის თავკაცებმა კამათში დაამარცხეს სომეხი ვართაპეტები (მოძღვარნი, სასულიერო პირები).

120

 უშვა კრება.”1 აშკარაა, რომ აღმაშენებელი ერიდება სომხების, კერძოდ, სომხური ეკლესიის წარმომადგენლების გაღიზიანებას; მისი ღრმა რწმენით, სომეხთა მართლმადიდებლობაზე, ქართულ რჯულზე მოსაქცევად საჭიროა დრო და უაღრესად ფრთხილი ღონისძიებანი საქართველოს მხრიდან. ეს აუცილებელი იყო, რათა სომხეთის საქართველოსთან შემოერთების, შემომტკიცების საქმეს ზედმეტი გართულებები, დაბრკოლებები არ შექმნოდა. აღმაშენებლის დროსაც სომეხთა ერთი ნაწილი არ მალავდა თავის დაპირისპირებას ქართველების მიმართ. ამ მხრივ ყურადღებას იქცევს ცნობილი სომეხი საეკლესიო მოღვაწის, დავით მეფის თანამედროვის, დავით ალავიკის ძის ე.წ. “კანონთა კრებულში” ერ- თი ასეთი “კანონის” შეტანა: მონოფიზიტ (გრიგორიან) სომეხთაგანო “არავინ ჭამდეს ქართველის მიერ დაკლული ცხოველის ხორცს შიმშილისაგან იძულებულის გარდა”.2 სომხური ეკლესიის რწმენით, ჭეშმარიტი რჯულის აღმსარებელნი სომხები იყვნენ, ხოლო განსხვავებული მიმდინარეობის ქრისტიანები ისეთივე წყეული ყოფილან, როგორც ქართველები. სომეხი მემატიანის, უხტანესის სიტყვით, “ქართველები სომხებთან ერთობას გამოეყვნენ წყეული კირონის (კირიონის _ ა. ა.) მიერ, აგრეთვე ბერძნები და იტალია მათთან ერთად”.3 ისლამური სამყაროს თავკაცებმა მიიჩნიეს, რომ დავით აღმა- შენებლის გარდაცვალების შემდეგ მათ გაუადვილდებოდათ ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ, კერძოდ, სომხეთის ჩამოშორება საქართველოსაგან. მართლაც, მაჰმადიანმა ხელისუფლებმა ანისის დიდებულებს დაპირებები აღუთქვეს4 და საქართველოს მეფე დემეტრე I იძულებული გახდა ანისი, ყმადნაფიცობის, ვასალობის პირობით, 1126 წელს ისლამური დინასტიის წარმომადგენლისთვის გადაეცა. ეს უკანასკნელი და მისი მემკვიდრენი ყოველი ღონით ცდილობდნენ საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგოდ ემოქმედათ. მათ ანისის გარემომცველ მხარეში, შირაკში XII საუკუნეში დაასახლეს თურქები, მაჰმადიანურ საამიროთა დამ-

1 ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი, გვ. 254-255.

2 ლ. მელიქსეთ-ბეგი, “ჩრდილო მხარეთა სომეხთა მოძღვარნი” და მათი ვინაობა თბ., 1928, გვ. 165-168.

3 უხტანესი, ისტორია გამოყოფისა… თბ., 1975, გვ. 205.

4 სომეხი ხალხის ისტორია, მრავალტომეული, ტ. III, ერევანი, 1976, გვ. 481, სომხურ ენაზე.

121

 ნაშავე ელემენტები.1 ანისის მუსლიმი ხელისუფალნი სომხების გადაბირებასაც ახერხებდნენ. ამას შედეგად მოყვა ის, რომ როგორც მათეოს ურჰაეცის “ჟამთააღმწერლობის” გამგრძელებელი გრიგორ ხუცესი გვაუწყებს, 1161 წელს, როდესაც საქართველოს მეფემ, გიორგი III-მ აიღო ანისი, “დახოცა ათასი სული ქრისტიანი და უცხოთესლნი.” ეტყობა, ეს სომეხი ქრისტიანები გადაიბირეს მაჰმადიანებმა და საქართველოს დაუპირისპირეს, მაშინ, როდესაც ქართველები ჩვენი ისტორიის ოქროს ხანაში და შემდგომაც მუდამ ამირანის ხმალს იქნევდნენ, ამირანის ომს იხდიდნენ არა მარტო საქარ- თველოს ინტერესებისათვის, არამედ სომეხთა გადასარჩენადაც, სომხეთში მათ დასამაგრებლადაც. რომ დაგვცლოდა, კარგი იქნებოდა სომხეთში, ლტოლვილი სომხების ნაცვლად, ქართველები დასახლებულიყვნენ, რათა სომხეთი არ გამხდარიყო მაჰმადიანური ქვეყანა XIII საუკუნის შემდეგ. სომეხი მემატიანენი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ სომეხი ბაგრატუნიები ლორე-ტაშირიდან, თითქოს, საქარ- თველოს მეფეებს განუდევნიათ. ცნობილი სომეხი მწერალი და მოღვაწე მხითარ გოში (გარდაიცვალა 1213 წელს) მოგვითხრობს: “როდესაც გარდაიცვალა მეფე დემეტრე (აღმაშენებლის ძე _ ა. ა.), მის ნაცვლად გამეფდა მისი შვილი დავითი, კაცი კეთილგონიერი, განსაკუთრებით იმ სომეხი იშხანების (მთავრების _ ა. ა.) მიმართ, რომლებიც მის ხელთ იმყოფებოდნენ… იმდენად კეთილგულოვნება გამოიჩინა, რომ გაგზავნა [კაცი] და იხმო მეფე კვირიკე, მეფე დავით ბაგრატუნის შვილი და დაპირდა მას, რომ დაუბრუნდება მის სამკვიდრებელს (ლორე-ტაშირს _ ა. ა.), რომელიც თავის წინაპრებს ჩამოერთვათ მისთვის.” დავით დემეტრეს ძეს, თითქოს, ისიც მოუწადინებია, რომ მოეწვია კრება და გაერკვია, ქართვლთა სარწმუნოება იყო ჭეშმარიტი, თუ სომეხთა რჯული, მონოფიზიტობა, გრიგორიანობა.2 XIII საუკუნის სომეხი მემატიანეების, კირაკოს განძაკეცისა და ვარდან არეველცის ცნობებითაც, ქვემო ქართლის სამხრეთ ნაწილში, ლორე-ტაშირში მოკალათებული სომეხი მეფეები, ბაგრატუნიები, ანუ კვირიკიანები ქართველებს შეუვიწროებიათ და ამის შედეგად მიუტოვებიათ მათ თავიანთი სამეფო. სინამდვი-

1 იქვე, გვ. 482.

2 ლ. დავლიანიძე, მხითარ გოშის “ალბანეთის ქრონიკა,” კრებულში: ქართული წაყროთმცოდნეობა, II, თბ., 1968, გვ. 46-47.

122

 ლეში, კვირიკიანების სამეფო თურქ-სელჩუკებმა მიიტაცეს.1 აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობით, 1118 წელს “წარმოემართა მეფე (დავითი – ა. ა.) ღანუხით წარსლვად რახსის პირსა და ზატიკი (აღდგომის დღესასწაული – ა. ა) გარდაიხადა ნახიდურს. მუნ მოართუეს ამბავი ბეშქენ ჯაყელისა ჯავახეთს თურქთაგან მოკლვისაი; და ამისთვის უშლიდეს დიდებულნი მას ჟამსა წარსლვად; და ყოვლად არა მოისმინა, არამედ დაესხა თურქთა, რახსის (მდ. არაქსის – ა. ა.) პირსა მდგომთა, მოსრა სიმრავლე მა- თი და წარმოიღო ტყუე და ალაფი ურიცხვი. ამასვე წელსა აღიღო… ციხე-ქალაქი ლორე და მაშინვე ივლისსა აღიხუნა აგარანი მეორესა დღესა ცისკარს.2” აშკარაა, რომ აღმაშენებელი ფართო ფრონტით უტევს თურქ-სელჩუკებს, მიერეკება მათ ამიერკავკასიიდან. სელჩუკები ჯავახეთში შემოჭრილან, მაგრამ დავით მეფემ ამის გამო არ გადადო დაგეგმილი ლაშქრობა არაქსის ნაპირებზე. ასეთ ვითარებაში აღმაშენებელი სომხებს დაუწყებდა კინკლაობას? ცხადია, მან ლორედან თურქ-სელჩუკები გარეკა და არა ბაგრატუნიები, სომეხი კვირიკიანი მეფეები. ეტყობა, სომხებს გაუჩნდათ პრეტენზია იმისა, რომ დავით აღმაშენებელს სომეხი კვირიკიანი მეფეებისთვის დაებრუნებინა ლორე-ტაშირი, საიდანაც ისინი თურქ-სელჩუკებმა განდევნეს. აღმაშენებელმა მთელი კავკასია გააერთიანა და ქართულ მიწა-წყალზე, ლორე-ტაშირ- ში, თავის დროზე უსამართლოდ შექმნილ სომხურ სამეფოს ვეღარ აღადგენდა. თამარ მეფის პირველი ისტორიკოსი, “ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის” უცნობი ავტორი გვაუწყებს, რომ თამარის ხელმწიფობის დროს კვლავ გამართულა ქართველ-სომეხთა საეკლესიო კრება, პაექრობა. გაჩაღებულ საღვთისმეტყველო კამათში ქართველებს გაუმარჯვიათ და სომხებისთვის მოუთხოვიათ, მიეღოთ მარ- თლმადიდებლობა. ქართველებმა გამარჯვების შემდეგო “მხიარულითა პირითა მოვლეს ყოველი ბანაკი. სომეხნი, ვითარცა მყუარი (ბაყაყი – ა. ა.) უტბო, ეგრეთ დგეს უხმოდ, ქუეყანად (მიწაზე – ა. ა.) მხედველნი… ხოლო თუ ვითარი სიხარული, სასოება და მადლობა ღმრთისა მოიწია ქართველთა ზედა, თხრობა შეუძლებელ არს. და შე-რა-ვიდეს, დიდი სერი (ნადიმი – ა. ა.) შემზადეს მეფე-

1 იხ. რ. ი. მათევოსიანი, ტაშირ-ძორაგეტი, ერევანი, 1982, გვ. 105, სომხურ ენაზე.

2 ცხორებაი მეფეთ-მეფისა დავითისი, 1992, გვ. 181.

123

 მან და კათალიკოსმან. ხოლო სომეხნი სირცხვილეულნი წარვიდეს მხარგრძელთა კარვად.1 ივანე მსახურთუხუცესი ეტყოდა ძმასა თვისსა, ამირსპასალარსა ზაქარიას… ”ქართველთა მართალი სარწმუნოება უპყრიეს. რაღა არს მყენებელ ჩუენდა, რომე მართალი სარწმუნოება არა შევიწყნაროთ და არა ნათელ-ვიღოთ ქართველისა კათალიკოსისა მიერ?” ხოლო იგი მიუგებდა: “უწყი, ძმაო, რამეთუ მართალი სჯული არს ქართველთა,” მაგრამ, მიუხედავად ამისაო, “მე არა შევერთვი ქართველთა!” და ესმა ივანეს და რქუა: “მიკვირს სიბრძნისა შენისაგან, რომელ უმჯობესსა არა არჩევ, მე არა შევერთვი განზრახვასა შენსა, ნათელ-ვიღებ სარწმუნოებასა ზედა ქართველთასა”… მოვიდა და ნათელ-იღო სარწმუნოებასა ზედა ჩუენსა იოანეს მიერ კათალიკოსისა. და მრავალი სიმრავლე სომეხთა მოვიდა ნათლისღებად. და იქმნა სიხარული” 2… ზაქარია მხარგრძელის გარდაცვალების შესახებ საუბრისას იგივე მემატიანე აღნიშნავს: ზაქარია “იყო სარწმუნოებითა სომეხი, არამედ ყოველნი სათნოებანი საღმრთონი და საკაცობონი აქუნდეს”.3 თამარ მეფის მეორე ისტორიკოსის, ბასილი ეზოსმოძღვრის მატიანეში – “ცხოვრება მეფეთმეფისა თამარისი” – ზაქარია და ივანე მხარგრძელების შესახებ ნათქვამია: “ესე კაცნი ღირსნი იყვნეს კაცობისანი: დაღაცათუ სჯულითა სომეხნი იყვნეს, გარნა ყოვლითურთ მართლმადიდებლობისა მოსავნი. ესე ივანე წერილთა ზედამიწევნითა სწავლული იყო, რომლისათვისცა გულისხმა ჰყო სიმრუდე სჯულისა სომეხთასა, ნათელ იღო და იქმნა ჭეშმარიტ ქრისტიანე.4” ზაქარია მხარგრძელის ვაჟი შანშეც მარლთმადიებელი, ქართული რჯულის აღმსაარებელი გახდა. თვით ზაქარიაც მოითხოვდა, რომ სომხურ ეკლესიას თავის წესებში, ღვთისმსახურებაში შეეტანა მთელი რიგი ცვლილებები ქართული ეკლესიის გავლენით. იმ ხანებში მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრებიც მომრავლდა სომხეთში, კერძოდ, სომეხთა დედაქალაქ ანისშიც. ეს ეკლესიამონასტრები მიზნად ისახავდნენ, რაც შეიძლება მეტი სომეხი მოექ-

1 მხარგრძელები გასომხებული ქურთები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ჩრდილო კავკასიაში ცხოვრობდა ქურდთა ტომი. ქვემო ქართლში მდებარეობდა ქურდვაჭრის ხევი. არსებობს მოსაზრება, რომ მხარგრძელები, შესაძლოა, წარმოშობით ჩრდილო კავკასიიდან იყვნენ და არა ქურთები.

2 ქართლის ცხოვრება, ტ. II, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, თბ., 1959, გვ. 90.

3 იქვე, გვ. 110.

4 იქვე, გვ. 123.

124

 ციათ მართლმადიდებლობაზე, ქართულ რჯულზე. საქართვლოს კა- თოლიკოსი მოუწოდებდა ანისის მართლმადიდებელ მღვდლებს: ხალხისგან მცირე გამოსაღებს დასჯერდითო. ეს ხელს უწყობდა სომეხთა მართლმადიდებლად მოქცევას. ყოველივე ამას შედეგად მოჰყოლია ქართულ-სომხური ეკლესიების ურთიერთობის გამწვავება. მხითარ გოშის “ეპისტოლეში” ჩანს გულისტკივილი იმის გამო, რომ, თურმე, ქართველი სასულიერო მოღვაწეები ამხედრებდნენ “თავის ხალხს” “სომხებზე, რომ ტაჭიკი (მაჰმადიანი _ ა. ა.) და ურია უმჯობესია სომეხზეო.” ქართველებიო “იმდენად არიან სომეხთა ძვირის მომხსენებელი, რომ ნაკურთხ ეკლესიას ანგრევენ და საკურთხეველს, რომელზეც შეწირულია ქრისტე, გარეთ აგდებენ; იტყვიან ძაღლის დაკვლას სომეხთა ეკლესიაში”… მხითარ გოში ქართველ მეფეებს, კერძოდ, თამარ მეფეს სთხოვს, რომ მათ “სამეფო ხელმწიფებით რისხვა დასცენ, რათა არ დაარღვიონ ღვთის ეკლესია და (არ) დასწვან ჯვარი”.1 მართალია, ქართულ-სომხური ეკლესიების ურთიერთობა გამწვავდა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს საზღვრებში მოქცეული სომხეთიც ისევე დაწინაურდა, გამდიდრდა, როგორც საკუთრივ საქართველო ჩვენი ისტორიის ოქროს ხანაში. თუ XI საუკუნეში და უფრო ადრეც სომხები ტოვებდნენ თავიანთ სამშობლოს, XII ასწლეულსა და XIII საუკუნის პირველ მეოთხედში ამგვარი რამ თითქმის აღარ ხდებოდა; საქართველოს წყალობით სომხებმა დაასკვნეს, რომ მათ სომხეთში ცხოვრება და საქმიანობა შეეძლოთ. სომხური “სახარების” 1214 წლის ანდერძ-მინაწერის თანახმად, ამ ხელნაწერის დამზადება მომხდარა “საქართველოში ლაშას მეფობისას, რომელიც ფლობდა ტფილისს, ანისს და ადრინდელ სომეხ, ალან და ალვანელ ტანუტერთა (ხელისუფალთა _ ა. ა.) მრავალ სხვა ქალაქს, კარინიდან (არზრუმიდან _ ა. ა.) სპარსეთამდე.” 2 მაშასადამე, გიორგი-ლაშა ისეთივე მფლობელია სომეხთა დედაქალაქ ანისისა და კავკასიის სხვა ქალაქებისა, როგორც თბილისისა. ეს ცნობა, ისევე, როგორც სხვა მასალები, სავსებით დაუჯერებელს ხდიან სომეხ მკვლევართა, კერძოდ, ლ. ბაბაიანის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ზაქარიდებისათვის (ასე სომეხი მკვლევარნი უსაფუძვლოდ უწოდებენ მხარგრძელებს) გადაცემულ ტერი-

1 იხ. ა. აბდალაძე, სომხურ ხელნაწერთა X_XIII საუკუნეების ანდერძმინაწერების ცნობები საქართველოს შესახებ, გვ. 113-116, 150-157.

2 იქვე, გვ. 49.

125

 ტორიებს თანამედროვენი არ თვლიდნენ საქართველოს სახელმწიფოს ნაწილად. მათ ისინი, თითქოს, მიაჩნდათ “ზაქარიდების” დამოუკიდებელ სამფლობელოდ. ქართულ წყაროებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სომხური წყაროების მეცნიერული შესწავლაც ადასტურებს, რომ მხარგრძელებიც ისეთივე ყმები, ქვეშევრდომები იყვნენ საქართველოს მეფისა, როგორც საკუთრივ ქართული მიწა-წყლის ერისთავები.1 თუ თამარ მეფემ ზაქარია და ივანე მხარგრძელები აღაზევა დიდი საქართველოს სამეფო კარზე და ივანესთვის ახალი თანამდებობა, ათაბაგობაც კი დაწესდა, ეს გაკეთდა იმ მიზნით, რომ სომხეთის საქართველოსთან კიდევ უფრო მეტად შემომტკიცება მომხდარიყო, ჩვენს ქვეყანას შემოეერთებინა სამხრეთ სომხეთის მხარეებიც და სომხები მასობრივად მოქცეულიყვნენ მართლმადიდებლობაზე, ქართულ რჯულზე. სამხრეთ სომხეთის მაჰმადიანი მფლობელნი შაჰ-არმენებად, ე. ი. სომეხთა შაჰებად (მეფეებად) იწოდებოდნენ. ისინი მტრობდნენ საქართველოს. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი იყო შაჰ-არმენთა განდევნა სამხრეთ სომხეთიდან. არამცთუ საქართველოს ისტორიის ოქროს ხანაში, XIV საუკუნეშიც კი თვით სომხები სომხეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად მიიჩნევდნენ. ამას განაპირობებდა ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაც გიორგი ბრწყინვალის მეფობის ჟამს. 1336 წელს სომეხი მწიგნობარი, ტერტერ(ტირაცუ) ერევანცი, ე.ი. ერევნელი, რომელიც ყირიმში წასულა, წერს: “მე, ტირაცუ, კაცი უღირსი (სასულიერო პირისთვის დამახასიათებელი თავმდაბლობაა _ ა. ა.), საბრალობელი, უდები (ზარმაცი, დაუდევარი _ ა. ა.) მღვდელი… ჩამოველ საქართველოდან, ხორ-ვირაპის მეზობელი, შესანიშნავ ქალაქ ერევნიდან.” ეს მწიგნობარი მეორეგანაც აღნიშნავს: “მე, ტერტერი, უღირსი მწერალი, რომელმაც ეს წიგნი, “ვარდანი,” დავწერე, ცოდვებით სავსე და თანამდები, უდები მღვდელი, საბრალობელი, მოვედი საქართველოდან, ხორ-ვირაპის და ეჯმიაწინის (ეჩმიაძინის _ ა. ა.) მეზობელი შესანიშნავ ქალაქ ერევნიდან.”2 როგორც ვხედავთ, ერევანი XIV საუკუნეშიც საქართველოს ორგანული შემადგენელი ნა-

1 იხ. იქვე, გვ. 123-125, 129-130, 144 და სხვაც; ილია აბულაძე, შრომები, ტ. IV, თბ., 1985, გვ. 50_61; ა. აბდალაძე, სომხურ ხელნაწერთა VII-XIII საუკუნეების ანდერძ-მინაწერების (ჰიშატაკარანების) ცნობები საქართველოს შესახებ, კრებულში: ლიტერატურული ძიებანი, ტ. XXIV, თბ., 2003წ.

2 სომხურ ხელნაწერთა XIV_XV საუკუნეების ანდერძების (ჰიშატაკარანების) ცნობები საქართველოს შესახებ, ა. აბდალაძის გამოცემა, თბ., 1978, გვ. 22-23.

126

 წილი ყოფილა. ცხადია, ამგვარივე ვითარებაა საქართველოს ისტორიის ოქროს ხანაშიც, დიდი საქართველოს ეპოქაში. XIII საუკუნის სომეხი მემატიანის, კირაკოს განძაკეცის სიტყვით, ხვარაზმელების სულთანთან, ჯალალედიდთან ბრძოლის1 წინ ქართველები “უზომო ყოყოჩობით და ამპარტავნებით პირობას დებდნენ, (რომ) უკეთუ სძლიონ მას (ჯალალედინს _ ა. ა.), მათი ხელისუფლების ქვეშ მყოფ ყოველ სომეხს ქართველთა რჯულზე მოაქცევდნენ, ხოლო წინააღმდგომთ მახვილით აღხოცავდნენ.” კირაკოსი და ასევე XIII ასწლეულის მეორე სომეხი მემატიანე, ვარდან არეველცი გარნისში საქართველოს ჯარის დამარცხების მიზეზად მიიჩნევენ ქართველთა ძალადობას მონოფიზიტი სომხების (გრიგორიანების) მართლმადიდებლობაზე, ქართულ რჯულზე მოსაქცევად, აგრეთვე ქართველების მიერ სომეხთა წმინდანის საფლავის წაბილწვას. სომხურ ეკლესიას თავის სამწყსოზე დიდი გავლენა ჰქონდა და, ალბათ, განაწყობდა კიდეც მას საქართველოს წინააღმდეგ. ამდენად, არაა გამოსარიცხი, რომ გარნისის ბრძოლაში, სადაც დასამარდა საქართველოს ოქროს ხანა, სომეხთა ერ- თმა ნაწილმა უღალატა ჩვენს ქვეყანას. ჯალალედინიც შეეცდებოდა ესარგებლა ქართველ-სომეხთა დაპირისპირებით და სომხები გადაებირებინა. 2 XIII საუკუნისვე სომეხი მემატიანე, სტეფანოს ორბელიანი (წარმოშობით ქართველი, მაგრამ გასომხებული) გარნისის ბრძოლაში სომეხ-ქართველთა უთანხმოებაზე ლაპარაკობს, რაც გამოიწვევდა საქართველოს ჯარის დამარცხებას. ამ მხრივ აღსანიშნავია XIV ასწლეულის უცნობი ქართველი მემატიანის3 ცნობები. გარნისის ბრძოლაში საქართველოს ჯარის მთავარსარდალი იყო ივანე ათაბაგი, მხარგრძელი (იმ დროს ჩვენი მეფეა რუსუდანი), ქართველთა წინამბრძოლ ჯარს (ავანგარდს) კი მეთაურობდნენ შალვა და ივანე ახალციხელები. ქართველი ჟამთააღმწერელი, საერთოდ, აქებს ივანე მხარგრ- ძელს, მაგრამ გარნისის ბრძოლაში საქართველოს სასტიკ მარცხს და 1225 წლიდან ჩვენი ქვეყნის დამხობას, რასაც ის ქრისტეს ჯვარცმას ადარებს, საქართველოს ჯარის მთავარსარდალს, ივანე ათაბაგს აბრალებს. რაკი მემატიანე საქართველოს მეფის სამსახურში ივანე მხარგრძელის ღვაწლსაც წარმოაჩენს, მის მიმართ წა-

1 ეს ბრძოლა გაიმართა სომხეთში, გარნისში(ერევანთან ახლოს) 1225წელს.

2 იხ. ა. აბდალაძე, სომხურ ხელნაწერთა X_XIII საუკუნეების… გვ. 156.

3 ივ. ჯავახიშვილმა მას ჟამთააღმწერელი შეარქვა.

127

 ყენებული ბრალდებაც, როგორც ეტყობა, უსაფუძვლო არაა. ჯალალედინისა და ქართველ წინამბრძოლთა ჯარები ერთმანეთის პირისპირ რომ დადგნენ, “აქა დაიპყრა ფერხი ივანე ათაბაგმან. იტყვიან, ვითარმედ შურითა ყო ახალციხელთა შალვა და ივანესითა. ჰოი, შური, ყოველთა ბოროტთა დასაბამი.” ივანე მხარგრძელს “წინამბრძოლთა ყოველთა მოუვლინეს კაცი და რქუეს: “დაახლოებულ ვართ სულტანსა და სპათა მისთა და ჩუენ დიდად უმცირეს ვართ და ომი ძლიერი წინა გვიც. წარმოიმალონ მხნეთა სპათა მეფისათა და სიმხნემან შენმან.” ესე ორგზის და სამგზის მოუვლინეს, ხოლო იგი არა-რასა მიუგებდა. ხოლო ვინათგან წინამბრძოლნი თორელნი და უმეტეს ახალციხელნი შალვა და ივანე ახოვან იყვნენ და წყობათა შინა (ბრძოლებში _ ა. ა.) სახელოვანნი, არღარა რიდეს სიმრავლესა სულტნისა სპათასა, ვითა მხეცნი ზედა მიეტევნეს, და იქმნეს ძლიერნი ომნი. მოსწყდა ორგნითვე ურიცხვი, და ძლიერად მბრძოლობდეს შალვა და ივანე, ახოვანთა და ძლიერთა სრვიდეს, და განგრძელდა ომი სასტიკი. ხოლო ივანე ათაბაგი და სპანი… ხედვიდეს ძლიერსა ომსა და არა შეიწყალებდეს თანამონათესავე- თა და ერთსჯულთა, ქრისტეს აღმსარებელთა თორელთა და მათ თანა მრავალთა სახელოვანთა, არამედ დგეს შორით, და არა ინება შუელა ივანე ათაბაგმან, რომელსა შურით იტყვიან ამას ყოფად და არა თუ შიშითა. და ვითარ განგრძელდა ომი, ორთავე ძმათა ახალციხელთა დაუხოცეს ცხენნი, და ქუეითნი მხნედ იბრძოდეს და მოისრნეს ორგნითვე ურიცხუნი, და უმეტეს თორელნი. და ვითარ შენივთდა ძლიერად ომი, ხრმალნიცა ახალციხელთანი განტყდეს ჩაბალახსა ზედა, მაშინ ივლტოდეს ქართველნი”.1 შესაძლებელია, ივანე ათაბაგის ღალატის ამბავი ასახული იყოს ერთ ჯავახურ თქმულებაშიც: “თამარ დედოფლი შულისათვინ (შვილისათვის _ ა. ა.) უღალატნია მთავარ ათაბეგებს”…2 რაკი “ათაბეგი” მრავლობით რიცხვშია, ივანესთან ერთად, შესაძლოა, ნაგულისხმევია მისი ვაჟი ავაგიც. გასომხებულმა ქურთმა თუ ქურდმა, ივანე ათაბაგმა თავის შურიანობას, პირად ინტერესებს ანაცვალა ოქროს ხანის საქართველო. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმითაც, რომ ბევრი სომეხი ვერ ეგუებოდა საქართველოს ძლიერებას, ქართული დროშის ქვეშ კავკასი-

1 ქართლის ცხოვრება, ტ. II, გვ. 169-170.

2 ი. გიგინეიშვილი, ვ. თოფურია, ი. ქავთარაძე, ქართული დიალექტოლოგია, ტ. I, თბ., 1961, გვ. 351.

128

 ის გაერთიანებას. XIII საუკუნეშიც არაერთი სომეხი ლანძღავდა ქართველებს, მაგ., ისტორიკოსები კირაკოს განძაკეცი და ვარდან არეველცი. მა- თი აღმზრდელი მასწავლებელი, ვანაკანიც უკმაყოფილებას გამოთქვამს ქართველთა მიმართ. მისი სიტყვით, “ქართველნი გვგმობენ ჩვენ და გვღალატობენ,” მიუხედავად იმისაო, რომ “მესროპმა მისცა მათ ანბანი, და ვარძიის ჯვარი მანვე აკურთხა.” ქართველები უმადურობას იჩენენო სომხებისადმი.1 გამოდის, რომ ვარძიის სამონასტრო კომპლექსი ვანაკანს V ასწლეულის ძეგლად მიუჩნევია, რითაც, ცხადია, დიდი შეცდომა მოსდის. ასევე დაუჯერებელია მისი ზღაპრები მესროპ-მაშტოცის დიდ ღვაწლზე ქართული კულტურის განვითარებაში. ისევ და ისევ საქმე გვაქვს სომხურ იდეოლოგიასთან, რომლის მიხედვითაც კავკასიაში წამყვანი ერი სომხები უნდა იყვნენ და არა ქართველები. ვანაკანს და მის ამქარს, ალბათ, არაფერი სმენიათ დინოზავრებსა და სათაფლიაზე, თორემ იტყოდნენ _ სათაფლიაში დინოზავრები სომხეთიდან მოვიდნენო! რა შეუშლიდათ ხელს დინოზავრებს, სათაფლიიდან წასულიყვნენ სომხეთში? სომხების აზრით, ქართულმა ეკლესიამაც თავი დაიღუპა, როდესაც, თითქოს, გამოეყო სომხურ ეკლესიას ქართველთა კათოლიკოსის, კირიონ I-ის დროს. ამის გამო XIII ს-ის სომეხი მემატიანე, მხითარ აირივანეციც, აგრძელებს რა სომხურ ტრადიციას, კირიონს ბილწს უწოდებს.2 ქართველ-სომეხთა მეტოქეობა, დაპირისპირება ჩანს ლ. მაღალაშვილისეული “სახარების” 1310 წლის ანდერძ-მინაწერიდანაც. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ექვთიმემო “მიბრძანა ქურმუხისა მთავარეფისკოპოსსა და ყოვლისა მთეულისა წინამძღუარსა კვირილე დონაურსა გარდაწერინებად სახარებისა და წარგზავნად თუითეულისათვის ეკლესიისა.” მე “სახარებაო” “წარვგზავნენ საყდართა, მონასტერთა და შვიდთა სასწავლელთა თავსმდგომთადმი და ვუბრძანე სწავლებად სჯული ჭეშმარიტი… ქართლისა ცხორება[ ი] და ცხორება[ი] ალვანიისა (კავკასიის ალბანეთის _ ა. ა.)… რომელი დაწერა პეტრე ლაგაძემან და ვინმე სომეხმან გა[დაიღო]

1 ლ. მელიქსეთ-ბეგი, ძველი სომხური ლიტერატურის ისტორია, გვ. 131-132. როგორც ეტყობა, ვანაკანს სამცხე-ჯავახეთი, ცხადია, უსაფუძვლოდ, სომხურ მიწაწყლად მიაჩნია და ვერ ეგუება, რომ მის დროს ეს მხარე ქართული კულტურის უმნიშვნელოვანეს კერას წარმოადგენდა.

2 მხითარ აირივანეცი, ქრონოგრაფიული ისტორია, 1990, გვ. 32.

129

 იგი. და საკუთრად დაწერილად გამოაცხადა და სომეხთაც ადვილად იწამეს ჩუეულებისამებრ.”1 მას შემდეგ, რაც თემურ ლენგის ურდოებმა ააოხრეს საქარ- თველო, 1412 წელს ჩვენი ქვეყნის მეფე გახდა ალექსანდრე I. მაჰმადიანი დამპყრობლები ალექსანდრეს მეფობის ჟამსაც გაცხარებით უტევდნენ საქართველოს, მისი მიწასთან გასწორება სურდათ. მიუხედავად ამისა, 1431 წელს ალექსანდრე მეფემ დიდი ლაშქრობა მოაწყო ქვემო ქართლის სამხრეთ ნაწილის, ლორე-ტაშირის გასა- თავისუფლებლად და ეს მხარე კვლავ საქართველოს დაუბრუნდა. ლორე-ტაშირისათვის ბრძოლაში დიდი წვლილი შეუტანია ქარ- თველთა იმდროინდელ კათოლიკოსს თევდორეს.მას ასე მიუმარ- თავს საქართველოს ჯარისთვის: “ამა უსჯულოთა აგარის ნათესავ- თა (მაჰმადიანებს _ ა. ა.) ანდრონიკეს შვილი ალასტანელი გიორგი მოუკლავს (ალასტანი სოფელია ჯავახეთში _ ა. ა.) და მრავალნი ქრისტიანენი წამებითა აღუსრულებიან და დაუტყუეებიან, და ტახტი მეფეთა განურყვნია და საპატიონი და ცამდის მაღალნი საყდარნი შეურაცხ უქმნიან, სახლ-სალოცველი ქუაბ ავაზაკთა უქმნია და უნეთა (ცხენებისთვის _ ა. ა.) მათთვის საყოფად განუჩენია. აწ ბრძოლეთ ძლიერად და დაღათუ ვინმე ომსა შიგან აღსასრული მიიღოთ, ქრისტესთუის წამებულთა გუერდის მიითუალვით; და დაღა- თუ ვინმე დაკოდითა (დაჭრით _ ა. ა.) ანუ დაშავებითა და რათაცა ტკივილით იტანჯებით, ყოველსავე ქრისტე მისად ნებისმყოფელად მიითუალავს”.2 როგორც ვხედავთ, საქართველოს კათოლიკოსი თევდორე შთააგონებდა ქართველთა ჯარს, რომ მას ჯვაროსნული ლაშქრობა მოეწყო ქართული მიწა-წყლის, ლორე-ტაშირის გასათავისუფლებლად. მეფე ალექსანდრე I-ს ლორელი უნდა ეწოდოს, რადგან მან საქართველოსთვის უაღრესად მძიმე პირობებში შესძლო ქართული ჯარის ფეხზე დაყენება და იმდენად გაძლიერება, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისთვის მეტად მნიშვნელოვანი ლორეს ციხე-სიმაგრე, ლორე-ტაშირის მხარე მტრისგან გაწმენდილ იქნა. მსგავსი სახელწოდებები კი, მაგ., აფრიკელი, ნეველი, ერევნელი (პასკევიჩ-ერევნელი) დამკვიდრებულია მსოფლიო ისტორიაში. 1921 წელს რუსეთის იმპერიამ ლორე-ტაშირი წაართვა საქართველოს, სომხეთს გადასცა.

1 მ. ჯანაშვილი, საქართველოს ისტორია, თბ., 1895, გვ. 204-205.

2 ქართული სამართლის ძეგლები, ტ. II, ი. დოლიძის გამოცემა, თბ., 1965, გვ. 123.

130

 იყვნენ ისეთი სომხებიც, რომლებსაც საქართველოს მარცხი არ მოსწონდათ. მაგ., სომეხი მწიგნობარი, მათეოს მონაზონი წუხს XV საუკუნის დასაწყისში მტრის მიერ საქართველოს მეფის, კონსტანტინეს მოკვლის გამო: “წარწყმიდეს მეფე საქართველოსი, თურქმენის ბოროტი ნათესავის, [ი]უსუფად სახელდებული სატანის მიერ დატყვევებული კოსტანტინე. მოიცვა დიდმა მწუხარებამ გონებაცა და არსება ჩვენი, რადგანაც დიდსა ნათესავს ჩვენსას (სომეხ ერს _ ა. ა.) ჰყავდა ის თავის მეფის მაგივრად; დავკარგეთ იგი…”1 დაახლოებით 1411 წელს მეორე სომეხი სწავლული, მათეოს ჯუღაეცი აღნიშნავდა: სიკეთე ოთხი სახისაა, ესენია _ შეწყალება, კაცთმოყვარეობა, სტუმართმოყვარეობა და გულუხვობა; “ქართველ- თა ნათესავს აქვს ეს [თვისებები] სრულყოფილად, ამის გამო გადარჩა მათი სამეფო.”2 ამ სომხებს იმედი ჰქონდათ, რომ საქართველო თუ შეძლებდა, დაეხმარებოდა მათ, ყოველ შემთხვევაში, სომხეთიდან ლტოლვილ სომხებს თავშესაფარს მისცემდა. XV საუკუნის მიწურულს საქართველოსთვის, კერძოდ, ლორე-ტაშირში მდებარე მონასტრის, ჰაღბატისათვის (ახპატისათვის) თავი შემოუფარებია ეჯმიაწინიდან ლტოლვილ სომეხთა კათოლიკოს სარგისს.3 ეჯმიაწინში სომეხთა საკათოლიკოსო გადმოტანილ იქნა 1441 წელს. როგორც ზემოთ ითქვა, სომეხთა საკათოლიკოსო სომხეთს მოა- შორა ბიზანტიის იმპერიამ XI ს-ის შუა ხანებში. საქართელოში სომეხთა კათოლიკოსს XVII ასწლეულშიც უპოვია თავშესაფარი. 1437 წელს გადაწერილი სომხური ხელნაწერის ანდერძ-მინაწერში ნათქვამია: ხელნაწერი წიგნი დამზადდაო “სანაინის მონასტერში… საქართველოში ღვთისმსახური ალექსანდრეს მეფობისას.” ხელნაწერის გადამწერი ჟამთა სიავეს უჩივის: “სასოწარკვეთილი ვარ დროის სისასტიკისა და სომეხთა ქვეყნის მრავალი ვაებისა და აოხრების გამო, რამეთუ მოვიდა შეჩვენებული, ბოროტი მძლავრი და ანტიქრისტეს წინამორბედი, ძე სატანისა შაჰრუხი, ლანგ-თამურის შვილი, ტომით სპარსი (მაჰმადიანი იგულისხმება _ ა. ა.); იგი სამხრეთიდან დაიძრა დიდი ლაშქრით, ურიცხვი მხედრობით, მოვიდა და დააქცია ჩვენი ქვეყანა, გაძარცვა და დაატყვევა ყოველივე… ეს მესამედ მოსვლა და დარბევა იყო, ჩვენი ეკლესიები სიბნელემ მოიცვა… ჩვენი ძმობის წევრები (სომეხი ბერები _ ა. ა.) გა-

1 სომხურ ხელნაწერთა XIV_XV საუკუნეების ანდერძების… გვ. 35-36.

2 იქვე, გვ. 138.

3 იქვე, გვ. 99-101.

131

 ვიქეცით და გავიფანტეთ ქართველთა ქვეყანაში… ამ მიზეზის გამო დავმკვიდრდით სანაინის ამ წმ. მონასტერში”.1 სანაინის მონასტერი ლორე-ტაშირში მდებარეობდა. როგორც ვხედავთ, სომეხი მწიგნობარი სანაინსა და ლორე-ტაშირს ქართველთა ქვეყნის ნაწილად მიიჩნევს და არა სომხეთისად. რაკი საქართველოს ხელისუფლება სომხეთიდან ლტოლვილ სომხებს თავშესაფარს აძლევდა, ბუნებრივია, მათ ჩვენს ქვეყანაში სომხური ეკლესია-მონასტრებიც ჰქონდათ. ყურადღებას იპყრობს 1438 წელს გადაწერილი სომხური ხელნაწერის ანდერძ-მინაწერიც: …”თამურის ძე, შაჰრუხად სახელდებული, დიდძალი მხედრობით, სასტიკი, გულქვა, უწყალო და ქრისტიანთა სისხლს მოწყურებული, ოთხგზის დაესხა თავს თავრიზის ქვეყანას და დიდი, ენით უთქმელი ზიანი მიაყენა სომხეთს, რამეთუ ზოგი მახვილით მოსრეს, ზოგი შეუბრალებლად ტყვედ წაასხეს და წარწყმიდეს; სხვები შიმშილისაგან მიმკვდარებულიყო. მათგან ზოგი მოკვდა, ზოგიც მგლებმა და მხეცებმა შეჭამეს და დაგლიჯეს, ხოლო დანარჩენი, განადგურებულები აქეთ-იქით მიაწყდნენ და მიაშურეს საქართველოს. სრულიად გაუკაცრიელდა და აოხრდა ჩვენი ქვეყანა, ცის მობაძავ ტაძართა კარნი დაიკეტა, ლამპრები და სანთლები ჩაქრა, დაბნელდა, საკმეველი და შესაწირავი შემცირდა, ლოცვამ და ფსალმუნთა გალობამ იკლო და შეწყდა, მსხვერპლად შესაწირი და ეკლესიის ყოველი სიწმინდე, ჯვარი და სახარება, ყველა სამოსელი და ეკლესიის სამსახურებელი ურჯულოებმა ხელთ იგდეს ტყვედ. დიდად დამწუხრდა, შეძრწუნდა, მოთქვამდა და გოდებდა სომეხთა ეკლესია. გავხდით ვითარცა ძველი ისრაელი, ყველა ნათესავისაგან დათრგუნვილი და დამცირებული… ამ სასტიკ და უბედურების ხანაში, დიდ გაჭირვებასა და სი- ღატაკეში დავაწერინე ეს წიგნი უცხო ქვეყანაში, საქართველოში, ჰოჰანეს მღვდელს, ჰაღბატის მონასტერში… საქართველოში ალექსანდრეს მეფობისას”.2 ჰაღბატის ანუ ახპატის მონასტერიც ლორეტაშირში მდებარეობდა. ანდერძ-მინაწერის სომეხი ავტორი ლორეტაშირს სომხებისათვის უცხო მხარედ, საქართველოს ორგანულ ნაწილად მიიჩნევს. სომხეთიდან ლტოლვილ, გაჭირვებულ სომხებს საქართველოში, კერძოდ, ლორე-ტაშირში დასახლებაზე, შემოხიზვნაზე ქართველები უარს რომ არ ეუბნებოდნენ, ეს იმიტომაც ხდე-

1 იქვე, გვ. 51.

2 იქვე, გვ. 53-54.

132

 ბოდა, რომ ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, კვლავ აღიდგენდნენ, ხელმეორედ შეიქმნიდნენ საქართველოში ოქროს ხანას, სჯეროდათ, რომ ქართული სული კვლავაც გაშლიდა, შეისხამდა ფრთებს, ჩვენს ქვეყანას ისევ მოევლინებოდა დავით აღმაშენებელი და თამარი, რომლებიც შეძლებდნენ კავკასიის გაერთიანებასაც, რაც აუცილებელი იყო მოზღვავებულ მტერთა მოსაგერიებლად. კავკასიის გასაერთიანებლად კი საჭირო იყო ნორმალური ურთიერთობები დამყარებულიყო კავკასიელ ხალხებს, ერებს შორის. ამ მიზნით ქართველი ხელისუფალნი მარტო სომხებს კი არა, საერთოდ, ყველა კავკასიელს უღებდნენ ჩვენი ქვეყნის კარებს, შეძლებისდაგვარად მასპინძლობდნენ.

ლორე-ტაშირისათვის ბრძოლას ქართველები საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგაც აგრძელებდნენ. 1491 წელს ქართლის მეფე კონსტანტინე II-ს, მაჰმადიან დამპყრობთა რაც შეიძლება შორს გასარეკად, სევანის ტბამდე ულაშქრია. ამ დროს ქართლის “მეფემ აიღო ლორეს ციხე და მბრძანებლობს ამ ქვეყანაზე.”1 ლორე-ტაშირისათვის ბრძოლა კიდევ უფრო გამძაფრდა XVI საუკუნეში, კერძოდ, ქართლის მეფის, სიმონის დროს. 1579 წელს, როდესაც თურქ-ოსმალები თარეშობდნენ ქართლში, სიმონ მეფეს დაულაშქრავს ლორე-ტაშირი, მაგრამ ლორეს ციხე-სიმაგრე ვერ გაუწმენდია თურქთაგან. 1586 წელს სიმონმა “კუალად შეჰყარა სპა თავისი და წარემართა ლორესა ზედა. რა მივიდა, გამოვიდა ფაშა მუნებური (იქაური _ ა. ა.) და ეწყუნენ (შეებრძოლნენ – ა. ა.) ურთიერთას და იქმნა ბრძოლა ძლიერი და ღვთით გაემარჯუა მეფესა სვიმონს, და მოსწყდა ურუმი (თურქი – ა. ა.) მრავალი… და აღიღო ქუაბები (გამოქვაბულები – ა. ა.) ლორისა, დაიპყრა2 ლორე, და ციხე მათვე ურუმთ ეჭირა. და გამოვიდა ხანი, მცირედთა ჟამთა შეისუენა და კუალად შეიყარა და წარმოვიდა და მოადგა ციხესა ლორისასა, დაუწყო ბრძოლა და აღიღო ციხე ლორისა.”3 ასე გრძელდებოდა გაუთავებლად საუკუნეების განმავლობაში.4 ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ქართველებს, ასწლეულების მანძილზე, ლორე-ტაშირის გასათავი-

1 იქვე, გვ. 98.

2 იმდროინდელ ქართულ ენაში ეს სიტყვა დაკავებას, დაჭერასაც ნიშნავს.

3 ქართლის ცხოვრება, II, გვ. 372-374.

4 იხ. პაპუნა ორბელიანი, ამბავნი ქართლისანი, ე. ცაგარეიშვილის გამოცემა, თბ., 1981, გვ. 67, 99, 121-122, 125, 139.

133

 სუფლებლად, შესანარჩუნებლად ზღვა სისხლი აქვთ დაღვრილი. ამდენად, უსამართლობაა, რომ დღეს ლორე-ტაშირი სომხეთის შემადგენლობაშია და არა საქართველოს საზღვრებში. XVI საუკუნის ერთ თურქულ დოკუმენტში ნათქვამია: “სეიდ ჩუქურის რეაიას (ე. ი. ერევნის მხარის გლეხების – ა. ა.) უმრავლესობამ თავისი ოჯახის გამოსაკვებად ლუკმა-პურისათვის საქართველოს მიაშურა.” ძალიან ხშირად ხდებოდა ასე.1 ლუკმა-პურის არმქონე სომეხი გლეხები შორეულ ქვეყნებში გადახვეწას ვერც შეძლებდნენ უსახსრობის გამო. საქართველომდე კი როგორმე მოაღწევდნენ და დარწმუნებულიც იყვნენ, რომ ჩვენს ქვეყანაში თავშესაფარსაც და “არსობის პურსაც” მოიპოვებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ XV საუკუნიდან ქართველებსაც ძალიან უჭირდათ და საქარ- თველო ცალკეულ სამეფო-სამთავროებადაც დაიშალა დამპყრობთა შემოტევების, ვერაგობის შედეგად, ქართველი ერის ჯანსაღი ნაწილი მუდამ იბრძოდა საქართველოს გასაერთიანებლად და კავკასიის ერთობისთვისაც. კავკასიელებსაც, შეძლებისდაგვარად, ეხმარებოდნენ, მფარველობდნენ ჩვენი წინაპრები. XVI ასწლეულში თურქეთმა დაიპყრო ჯავახეთი. ამავე საუკუნის ბოლოს დამპყრობელმა თურქებმა, რაც შეიძლება მეტი ხარკის აკრეფის მიზნით, აღწერეს ჯავახეთი.2 აღწერის მასალებიდან ირკვევა, რომ XVI საუკუნეში ჯავახეთის მოსახლეობის 90 _ 95 პროცენტს ქართველები შეადგენდნენ. ასე, რომ უსაფუძვლოა სომეხ მკლევართა, პუბლიცისტთა თუ პოლიტოლოგთა განცხადებები, თითქოს, ჯავახეთი XIX საუკუნემდეც სომხურ მხარეს წარმოადგენდა. რუსეთის იმპერიისა და სომხური წრეების ნებითა თუ მცდელობით ჯავახეთი ხელოვნურად აქციეს სომხურ მხარედ სწორედ XIX_XX ასწლეულებში. დამპყრობლები ცდილობდნენ, საქართველოში მცხოვრები სომხები თავიანთ საყრდენად გამოეყენებინათ ქართველი ერის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს მოვლენა ადრიდანვე დასტურდება, მაგ., მონღოლთა ბატონობის დროს.3 ამასვე აკეთებდა სისხლისმსმელი შაჰ-აბას I-ც. მას მიუმხრია, კერძოდ, თბილისელი სომხები, რომლებიც

1 თურქული წყაროები სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის, ც. აბულაძის გამოცემა, თბ., 1983, გვ. 28-29, 48, 52.

2 იხ. გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, ს. ჯიქიას გამოცემა, ტ. II, თბ., 1941 წ. 3 ქართლის ცხოვრება II, გვ. 244.

134

 გიორგი სააკაძის წინააღმდეგ მოქმედებდნენ, მხარს უჭერდნენ ყიზილბაშებს. გიორგი სააკაძეს კიცხავს წარმოშობით სომეხი მემატიანე, გორელი ფარსადან გორგიჯანიძეც _ როგორ მისცა თავს უფლება სააკაძემ, როგორ გაბედა შაჰ-აბასის წინააღმდეგ აჯანყებაო. 1 როცა ამას საქართველოს სასიცოცხლო ინტერესები მოითხოვდა, ქართველები შაჰ-აბასის, თემურ ლენგის და ნებისმიერი მტარვალის წინააღმდეგ აჯანყებას, ბრძოლას ბედავდნენ და თუ მთლიანად ვერა, ნაწილობრივ მაინც მიზანსაც აღწევდნენ, ავად თუ კარგად ახერხებდნენ სამშობლოს დაცვას, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას. სომხების მსგავსად, ქართველებსაც რომ მიეტოვებინათ თავიანთი სამშობლო და სხვადასხვა ქვეყნებში გადახვეწილიყვნენ (სპარსეთ-თურქეთი ხომ ყოველი ღონით ცდილობდა ქართველი ერის წინააღმდეგობის გატეხვას, ქართველობის გადაგვარებას, მათ მოსპობას), ისლამური სამყარო შეისრულებდა თავის მიზანს და მთელს კავკასიას გაამაჰმადიანებდა. ასეთ შემთხვევაში სომხებს გაუჭირდებოდათ XIX_XX საუკუნეებში სომხეთში დაბრუნება თუნდაც რუსეთის იმპერიის დახმარებით. იტალიელმა პიეტრო დელა ვალემ 1627 წელს რომის პაპს წარუდგინა “ინფორმაცია საქართველოს შესახებ.” პიეტრო საქართველოში ნამყოფი არ არის, მან ეს “ინფორმაცია” სხვათაგან გაგონილი ამბების საფუძველზე შეადგინა. პიეტროს სიტყვით, ცალკე მეფე ჰყავს ქართლსაც, “რომელიც წარმოადგენს დიდი სომხეთის ნაწილს და მისი მთავარი რეზიდენციაა ტფილისი.” ახლანდელი საქართველოს შემადგენლობაში მოქცეულიაო სომხეთის ერთი ნაწილი. 2 საქართველომ თავისი არაერთი მხარე დაკარგა საუკუნეების განმავლობაში, მაგ., ტაო-კლარჯეთი, კოლა-არტაანი და სხვებიც და მაინცდამაინც სომხურ მიწა-წყალს დაეხარბა? იგივე სპარსეთი და თურქეთი ქართულ მხარეებს რომ იტაცებდნენ და მთელი სომხეთიც დაპყრობილი ჰქონდათ, საქართველოსაგან სომხური მიწაწყლის მისაკუთრებას მოითმენდნენ? ცხადია, არა! აშკარაა, რომ საფრანგეთის აგენტ პიეტრო დელა ვალეს სომხებმა მიაწოდეს მცდარი ინფორმაცია; შესაძლოა, სომეხმა ვაჭრებმა, სომხურმა ეკლესიამ პიეტრო მოისყიდა კიდეც. პიეტრო დელა ვალეს “ინფორმაცია”

1 იხ. საისტორიო მოამბე, II, 1925წ., გვ. 233.

2 გ. ჟორდანია, ზ. გამეზარდაშვილი, რომის კათოლიკური მისია და საქართველო, ნაწილი I, თბ., 1994, გვ. 347, 351-352, რუსულ ენაზე; მსგავსი ცნობები სხვა უცხოელ ავტორთა ნაწერებშიც გვხვდება.

135

 საეჭვოდ ემთხვევა ერთი სომხური ხელნაწერის 1629 წლის ანდერძ- მინაწერის ცნობას, სადაც თბილისს სომეხთა ქალაქი ეწოდება. 1 სინამდვილეში, იმ დროს თბილისი ქართლის სამეფოს დედაქალაქი იყო და, ტრადიციულად, სრულიად საქართველოს, ყოველთა ქართველთა სატახტო ქალაქად აღიქმებოდა. ქართველები ათასწლეულების განმავლობაში თავგანწირვით იმისთვის არ ომობდნენ, ბრძოლის ველზე ჩვენი წინაპრების ზღვა სისხლი იმიტომ არ იღვრებოდა, რომ საქართველოს დედაქალაქი თბილისი სომხებისთვის დაეთმოთ. XVIIს-ის პოეტის, ფეშანგის თანახმად, სპარსეთის შაჰს უთქვამს ქართველებზე: “ვერ ეწყობიან მუქარას მათი მოდგმა და ჯილაგი.” XVIIIს-ის უცნობი პოეტი ამბობს: “ქართველნი ლომნი, უყვარან ომნი.” ომი რა საყვარელია, მაგრამ სამშობლოს, იგივე თბილისის გადარჩენა სხვაგვარად არ იქნებოდა. თუ ქართველთა მეფეები სომხებს თბილისში დასახლების ნებას რთავდნენ, ეს ხდებოდა იმის გამოც, რომ საქართველოში ჟამთა სიავის დროსაც ცოცხლობდა კავკასიის ერთიანობის იდეა. XVII_XVIII საუკუნეების ცნობილი სომეხი მოღვაწე, სომხური სახელმწიფოებრიობის, სომხეთის სამეფოს აღდგენის მოსურნე ისრაელ ორი ევროპელებს უმტკიცებდა, რომ “საქართველო დიდ სასომხეთშია და ყველა იქაური ქრისტიანებიც სულ სომხები არიანო.” 2 სომხურ წრეებში მარადჟამს ცოცხლობდა კავკასიაში სომეხ- თა პირველობის იდეა. მათ მიაჩნდათ, რომ როდესაც სომხეთის სამეფო მკვდრეთით აღდგებოდა, საქართველო მისი ნაწილი უნდა გამხდარიყო, რამეთუ სომხური იდეოლოგიის მამებს სომხეთ-საქართველოს ურთიერთობა სხვაგვარად ვერ წარმოედგინათ. ამ დროს ქრისტიანული სამეფოები მხოლოდ საქართველოში არსებობდა და ისინი თავგანწირვით ებრძოდნენ ურიცხვ მტერს კავკასიაში ქრისტიანობის გადასარჩენად. ქართველები სომხეთის გათავისუფლებასაც რომ ისახავდნენ მიზნად, ამის დასტურია XVIII ს-ის 20-იანი წლების ამბებიც. იმ დროს სომხეთის ერთ-ერთ მხარეში, სიუნიქში (სივნიეთში) სომხები აუჯანყდნენ დამპყრობლებს და დახმარება სთხოვეს ქართლის სამეფო კარს. ქართლის ხელისუფლებამ სივნიეთში გაგზავნა ქართულ ჯარში გამოწრთობილი, საქართველოში

1 სომხურ ხელნაწერთა XVII საუკუნის ჰიშატაკარანები, ტ. II, შეადგინეს ვ. აკოფიანმა და ა. ოვანისიანმა, ერევანი, 1978, გვ. 321, სომხურ ენაზე.

2 იხ. მ. თამარაშვილი, პასუხათ სომხის მწერლებს, რომელნიც უარყოფენ ქართველთა კათოლიკობას, თბ., 1904, გვ. 43.

136

 მცხოვრები სომეხი დავით-ბეგი და სხვებიც. დავით-ბეგის რაზმმა სივნიეთში მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვა. დავით-ბეგი სომეხთა ეროვნულ გმირად იქცა. ქართველი მეფეები ფიქრობდნენ, რომ კავკასიაში სომეხი ქრისტიანების არსებობაც აუცილებელი იყო, რათა ამით ეჩვენებინათ მსოფლიოსათვის, რომ კავკასიაში ქრისტიანობას მეტი საფუძველი, უფლებები გააჩნდა, ვიდრე მაჰმადიანობას, რომელიც წალეკვით ემუქრებოდა მთელს კავკასიას. სომხეთი კი თანდათან სომხებისგან იცლებოდა. XVIII საუკუნის ბოლოს სომხეთში მხოლოდ 25000 სომეხი ცხოვრობდა, დანარ- ჩენი მოსახლეობა სომხეთისა არასომხური, მაჰმადიანური იყო. ეჯმიაწინის სომხური საკათოლიკოსო ჰაერში გამოკიდებული რომ არ დარჩენილიყო, ამიტომაც ასახლებდნენ ქართველი მეფეები სომხე- თიდან ლტოვილ სომხებს საქართველოს იმ მხარეებში, კერძოდ, ლორე-ტაშირში, რომლებიც სომხეთს ესაზღვრებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ XIII საუკუნიდან, მეტადრე, XV ასწლეულიდან საქართველოც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, გაჭირვებული სომხები მაინც მოილტვოდნენ ჩვენი ქვეყნისაკენ. ამ მხრივ საყურადღებოა XVII-XVIII საუკუნეების სომეხი პოეტის, ნაყაშ იონათანის მაგალითიც. ის აღნიშნავს, რომ ერევანში “ჰავა მავნებელია, არის ციებ-ცხელება, წაყლი მღვრიეა”. ამ ქალაქში არაფერია საქებელი, ყველაფერი ძვირიაო. პოეტის სიტყვით, მას ერევანში გულ- ღვიძლი დაეხრუკა, დაავადდა და თბილისში გამოიპარა.1 მოისწრაფვოდნენ სომხები საქართველოსკენ, თბილისისკენაც, მაგრამ ამის გამო სამშობლოს წართმევა ხომ არ უნდა დაგვიპირონ?! სომხური ეკლესიის საჭეთმპყრობელთაც XVIII საუკუნეშიც კვლავ ჰქონდათ პრეტენზია, რომ სასულიერო სფეროში მათ ქართველებზე უფრო ძველი და ძლიერი ტრადიციები გააჩნდათ. ამის დასტურია ერეკლე II-ის თანამედროვე სომეხთა ცნობილი კათოლიკოსის, სიმეონ ერევანცის გამოკვეთილად (ცხადია, უსაფუძვლოდ) ნათქვამი სიტყვები: წყეულ კირიონამდეო2 ქართველები ყველაფერში ემორჩილებოდნენ სომხურ ეკლესიას.3

1 ლ. მელიქსეთ-ბეგი, ძველი სომხური ლიტერატურის ისტორია, გვ. 183-187; ნაყაშ იონათანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იმ ხანებშიც ურიცხვმა მტერმა ვერ დააჩოქა ქართველი ერი: “საქართველოს ხალხი ღონიერია, სხვა მილეთზე უძველესი ერია, ურცხვი მტერი ბევრჯერ მოიგერია.”

2 ნაგულისხმევია VI-VII საუკუნეების ქართველთა კათოლიკოსი, კირიონ I.

3 სიმეონ ერევანცი, ჯამბრი, 1958, გვ. 138-139, რუსულ ენაზე.

137

 სომეხთა ამგვარი, ანტიქართული პოზიცია აღიზიანებდა ზოგიერთ ქართველს, რამეთუ ისინი მიიჩნევდნენ, რომ სომხები საქართველოს, ქართველი ერის მიმართ უმადურობას იჩენდნენ. სომხებით გაღიზიანებულ ქართველთა რიცხვს ეკუთვნის, კერძოდ, ერეკლე II-ის თანამედროვე მწერალი იესე ბარათაშვილი: “უღმთონი სომეხნი, მტერნი ქრისტესნი და მესისხლენი მართლმადიდებელთანი, რაოდენ ძალუცსთ და თუ დროს იცემენ, ვაჭარნი ვაჭრულად და ცოდვისათვის ჩვენისა მეფისა პალატსა შემოცვივნულნი, კალმით სისხლის მღვრელნი, რომლისა ბრალი ქრისტემან მათგან იზღვოს… მთავრობა და მეფობა-აღძრცვილნი და ყოელსა პირსა ქვეყანისასა ღვთის მიერ მონად მიცემულნი, საქართველოში უფლად და განმგედ და აზნაურად დაუდგენიათ, წინააღმდეგად ღვთის ბრძანებისა… ნახეთ აღმოსავალი, დასავალი… სადა აქვს სომეხსა აზნაურება! ღმერთმან განხეთქა, კაცმა ვით აღადგინოს?”1 ერეკლე II სომხებს თავის სამსახურში თუ აწინაურებდა, ამას იმ მიზნით შვრებოდა, რომ ერევნის სახანო ერეკლეს ექვემდებარებოდა, მისი მოხარკე იყო. არაერთხელ მკვდრეთით აღმდგარი საქართველო, ერეკლეც, ქართული ტრადიციისამებრ, ფიქრობდა კავკასიის გაერ- თიანებაზე, კერძოდ, სომხეთის გათავისუფლებაზე მუსლიმთა ბატონობისაგან, საქართველოსთან სომხეთის შემოერთებაზე. იმდროინდელ რთულ ვითარებაში საამისოდ ერეკლე მეფეს სომეხთა, სახელდობრ, ეჯმიაწინის საკათოლიკოსოს მხარდაჭერაც სჭირდებოდა. XVIII საუკუნის მეორე ნახევრის გერმანელი მოგზაურის, აკადემიკოს გიულდენშტენდის ცნობით, “ჯავახეთი… არის ქართული მხარე, რომელიც ამჟამად მთლიანად თურქების ხელშია და ეკუთვნის ახალციხის გუბერნიას.” ჯავახეთი დასახლებულიაო ქართველებით, რომლებიც ქართულად ლაპარაკობენო.2 ქართველებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ იმისთვის, რომ XVI საუკუნიდან თურქე- თის საზღვრებში მოქცეულ ჯავახეთს ქართული იერ-სახე შეენარ- ჩუნებინა. ასე, რომ სომხები ჯავახეთში, ისევე, როგორც, საერთოდ, საქართველოში მოსახლეობის უმცირესობას შეადგენდნენ XIX საუკუნემდე და არა უმრავლესობას. ჯავახებში არსებობს გამოთქმა: “ჯავახეთი ოთხმოცჯერ წახდენილა და ოთხმოცდაათჯერ აღშენებულა.” 1

1 ქართული პროზა, V, თბ., 1983, გვ. 645.

2 გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, ტ. I, გ. გელაშვილის გამოცემა, თბ., 1962, გვ. 215, 315, 317.

138

 სომხები, როგორც უკვე ითქვა, სამშობლოს მასობრივად ტოვებდნენ და სხვადასხვა ქვეყნებს ეხიზნებოდნენ. მტერთაგან დაცული არც ჯავახეთი იყო, ამ მხარეში ხშირად თარეშობდნენ დამპყრობნი და ჯავახეთის 90-ჯერ აღშენებას სომხები თავს არ შეაკლავდნენ. ეს რომ ნდომოდათ, თავიანთ სამშობლოსაც არ მიატოვებდნენ. აქედანაც გამომდინარეობს, რომ ჯავახეთში სომხებს XIX საუკუნემდე მხოლოდ მცირე რაოდენობით შეიძლება ეცხოვრათ. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სომხები, ხედავდნენ რა ქართველ- თა შეუპოვარ ბრძოლას ირან-თურქეთისა და ლეკების წინააღმდეგ, დარწმუნდნენ, რომ ამიერკავკასიაში ქრისტიანული სამეფოს არსებობა თურმე შეიძლება. სომხებშიც გაძლიერდა სწრაფვა სომხური სამეფოს აღდგენისა. დამპყრობლები, როგორც სპარსეთისა და თურქეთის, ასევე რუსეთის იმპერიები ცდილობდნენ გაეჩინათ, გაემრავლებინათ აგენტები, ჯაშუშები საქართველოს სომხურ მოსახლეობაში. მათ ეს სომხები გამოიყენეს როგორც კრწანისის ომში, 1795 წელს ერეკლე II-ის დასამარცხებლად, ასევე, რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის მიზნით. ამის თაობაზე არსებობს სხვადასხვა სახის ცნობები, გადმოცემები. სპარსეთის საჭურისმა მბრძანებულმა, აღა-მაჰმად- ხანმა 1795 წელს თბილისი რომ გადაბუგა, დაანგრია და რბევა- თარეშით საქართველოს დროებით გაეცალა, იმ დღეებში შიოშ თუმანიშვილი წერდა სულხან და მანუჩარ თუმანიშვილებს (ეს სომხური წარმომავლობის პირები დაწინაურებული იყვნენ მეფე ერეკლეს სამსახურში): “ბატონი (ერეკლე II _ ა. ა.) თიანეთს წაბრძანდა, თავი ვერ დავაღწიეთ, თან ვიახელ. აქ დარჩა ჩვენი ყუთები, დამტვრეული და უკლიტო, საბლებით შემიკრავს და თვითეულად დამიწერია. აქ დუშეთის მიშკარბაშს და ქალუას მივაბარე… თქვენ რომ მობრძანდებით, მე კი წამოვალ. თუ იშოვნოთ, ცოტა თეთრი (ფული _ ა. ა.) წამოიღე ქალაქისა, კარგი დრო არის, ეგების ცოტათი ბევრი ვიშოვოთ.” მაშასადამე, ერეკლე მეფის სომეხი მოხელეები ცდილობდნენ, ხელი მოეთბოთ იმ ცეცხლზე, რომლი- თაც იწვოდა თბილისი და მთელი საქართველო, რასაც ეწირებოდნენ სამასი არაგველნი და მრავალი სხვა ქართველნი. თბილისელი სომეხი მონაზვნების, თაგუჰი მირიმანიანისა და გაიანე ხოჯა-ბეჰბუდიანის 1795 წ. ოქტომბრით დათარიღებულ წერილში

1 ი. გიგინეიშვილი, ვ. თოფურია, ი. ქავთარაძე, ქართული დიალექტოლოგია, I, გვ. 331.

139

 ნათქვამია: ქართველებიო “ჩაებნენ ბრძოლაში მის (აღამაჰმად- ხანის _ ა. ა.) წინააღმდეგ; მაგრამ მცირე ჯარით (უფრო მეტად იმის გამო, რომ ქართველთა და სომეხთა შორის განხეთქილება არსებობდა) მეფემ ვერ შეძლო წინ აღდგომოდა სპარსთა ჯარს.” მეფე ერეკლეს შვილიშვილი, მეცნიერი თეიმურაზ ბაგრატიონი გვაუწყებს: კრწანისის ომში დამარცხებულ, მთიულეთში გახიზნულ ერეკლესთან მისულან განჯის ხელისუფლის, ჯავად ხანის ელჩები. მათ მოახსენეს აღა-მაჰმად-ხანს: “ჩვენი არა ნებავდათ გამოტევებაი (გამოშვება _ ა. ა.)1… მაგრამ იდუმალ მოვიდეს ჩვენ თანა მახლობელნი ვინმე კაცნი მეფისანი, რომელნიცა არიან მეგობარ ჯავადხანისა და დაფარვით ღამე გამოგვიტევეს მათ.” მაშასადამე, მეფის- თვის მის მოხელეებს უღალატნიათ. ერეკლეს მრავალი სომხური წარმოშობის მოხელე ჰყავდა, კერძოდ, უკვე ნახსენები თუმანიშვილები და მათი მსგავსნი, რომლებიც ღალატსაც არ ითაკილებდნენ. ცნობილია, რომ საქართველოსკენ, თბილისისკენ აღა-მაჰმადხანის ჯარს მოუძღოდა ყარაბაღელი სომეხი მელიქი (გამგებელი) მეჯლუმი, თავისი რაზმით. ამის გამო მას კიცხავს სომეხი პოეტი შამჩი-მელქო: “მელიქ-მეჯლუმ ძაღლი გახდეს…”2 ამ უტყუარი მასალების შუქზე სარწმუნო ხდება ერეკლე IIის შვილიშვილის, ალექსანდრე ორბელიანისეული და სხვა გადმოცემებიც სომეხთა ღალატზე, კერძოდ, იმის შესახებ, რომ აღა-მაჰმად- ხანს არ ჰქონდა იმედი მეფე ერეკლეს დამარცხებისა, ბრძოლის ველიდან უკან გაბრუნებასაც აპირებდა, მაგრამ “იუდა ჟამს ეძიებდა.” 3 ჯაშუშებმა, მათ შორის, სომხებმა აღა-მაჰმად-ხანი დაარწმუნეს, რომ ერეკლეს მცირერიცხოვანი ჯარი ჰყავდა და დიდხანს ვერ გაუძლებდა სპარსელთა ურდოებს. ერეკლეს საკმაო რაოდენობით რომ არ ჰყავდა ლაშქარი, ესეც, მნიშვნელოვანწილად, იგივე ჯაშუ- შების დამსახურებაა. ისინი ქართლ-კახეთში ხმებს ავრცელებდნენ, რომ სპარსელები მთელ აღმოსავლეთ საქართველოს აიკლებდნენ, ლეკებიც შემოესეოდნენ ქართლ-კახეთს. ამიტომ ყველამ თავიანთი კუთხე-კუნჭული უნდა დაიცვას და ერეკლესთან თბილისში ჯარი არ უნდა გაგზავნოთო. დავით გურამიშვილის სიტყვით, “თურქი,

1 ამ დროს ერეკლე ახალ ჯარს აგროვებდა სპარსელებთან საომრად.

2 ლ. მელიქსეთ-ბეგი, ძველი სომხური ლიტერატურის ისტორია, გვ. 212; ვ. ნალბანდიანი, თბილისი ძველ სომხურ მწერლობაში, თბ., 1959, გვ. 166.

3 ეს სიტყვები ნიკოლოზ ბარათაშვილს ეკუთვნის. ამ ამბებზე იხ. ა. აბდალაძე, კრწანისის ომი და სომეხთა პოზიცია, გაზეთი “ბედი ქართლისა,” 7. IX. 1995წ., #3.

140

 სპარსი, ლეკი, ოსი, ჩერქეზ, ღლიღვი, დიდო, ქისტი, სრულად ქარ- თლის მტერნი იყვნენ, ყველამ წაკრა თვითო ქიშტი!” ამ კავკასიელებს ირან-თურქეთი აქეზებდა. და მაინც საქართველო ცდილობდა ერთობის მიღწევას კავკასიაში. 1783 წ. ტრაქტატის ძალით, რუსეთი ერეკლეს მხედრობით უნდა დახმარებოდა აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს მით უფრო აუცილებელი იყო, რომ ტრაქტატით შეშფოთებულმა ისლამურმა სამყარომ გაორკეცებული ძალებით შემოუტია ქართლ-კახეთს, რის შედეგადაც ქართლ-კახეთის მოსახლეობა 1783-1801 წლებში განახევრდა, როგორც ამას აღნიშნავს ივანე ჯავახიშვილი. 1 რუსეთის იმპერია იმიტომ არ დაეხმარა ერეკლეს კრწანისის ომში, რომ მას აწყობდა ქართველთა დამარცხება, რათა ამით გაადვილებოდა ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთება. არადა, ტრაქტატის მიხედვით, ქართული სახელმწიფოებრიობა რუსეთს არ უნდა მოესპო, ქართლ-კახეთის სამეფო უნდა შესულიყო რუსეთის მფარველობის ქვეშ, მისი ვასალი უნდა გამხდარიყო. ეს რუსეთს სჭირდებოდა იმისთვის, რომ კავკასიაში საყრდენი მოეპოვებინა და აქედან შეეტია თურქეთისა და სპარსეთისათვის. რუსეთი ქართლკახეთის სამეფოს ვასალობას აღარ დასჯერდა და ქართული სახელმწიფოებრიობა გაანადგურა. რაც თურქეთმა და სპარსეთმა ვერ შეძლეს, ის გააკეთა მოყვრულად მოსულმა, შემოპარულმა მტერმა, რუსეთის იმპერიამ. ერეკლე ფიქრობდა, რომ რუსეთის მფარველობით საქართველო გაძლიერდებოდა, გაერთიანდებოდა და სომხეთიც საქართველოს შემადგენლობაში იქნებოდა. ეს არც რუსეთს და არც სომეხთა გარკვეულ წრეებს არ აწყობდათ. ამის გამო რუსეთის ხელისუფლებამ ერეკლესთან დაახლოებული სომხებიც გამოიყენა მახის დასაგებად, ერთმორწმუნე2 ქართველების მოსატყუებლად, რის შედეგადაც სამიათასწლოვანი ქართული სახელმწიფოებრიობა ჩვენს მრავალტანჯულ წინაპრებს თავზე დაამხეს. სომხებმა მიზნად დაისახეს, რომ რუსეთთან ალიანსით პირველობა მოეპოვებინათ ამიერკავკასიაში. მათ აწყობდათ ქართლ-კახეთის სამეფოს მოსპობა.

1 იხ.ივ. ჯავახიშვილი, პ. სურგულაძე, პროფ. ლისტი, ისტორიული რარიტეტები, თბ., 1989წ.

2 ცხადია, იმპერიისთვის ერთმორწმუნეობა არაფერს ნიშნავს და ის შეიძლება მხოლოდ ვინმეს გასაბრიყვებლად გამოიყენოს. მტერთაგან შევიწროებული ქარ- თველები რუსეთის ხელისუფლების ვერაგობას გვიან მიხვდნენ.

141

 იოანე ბაგრატიონი XVIII საუკუნის ბოლოს ქართლ-კახეთის სამეფოს სახელმწიფოებრივი რეფორმების პროექტში აღნიშნავდა: “პირველი საქმე არს, რითაც შეიძლებოდეს ვაჭრობა დავაგვაროთ ქართველთა კაცთა შორის. ამისთვის, რომელ რისაც სარწმუნოებისა არის მეფე და ერნი, ვაჭარნიცა მისივე სარწმუნოებისანი უმჯობეს იქმნებიან. ჩვენ თითქმის სომხების და თათრების ვაჭრების ხელის შემხედველნი ვართ და ეს ძლიერება იქმნება ჩვენი, ოდესცა ვაჭარნიცა ჩვენნი იქმნებიან. და ამისთვის გამოვარჩიოთ ქართლიდამ, კახეთიდამ, რაოდენნიმე კაცნი, ისევ ვაჭრებთან ნამყოფნი და შევაჩვიოთ ვაჭრობას. ამათ ხელი განემართოს საქვეყნოს შემოსავლიდამ, რათა ისწავლონ ვაჭრობაი.”1 როგორც ვხედავთ, ქართლკახეთის მეფის შვილი იოანე არ ენდობა სომეხ და მაჰმადიან ვაჭრებს. ეს ფაქტიც მოწმობს, რომ ქართველ-სომეხთა ურთიერთობა იმ ხანებში გამწვავებული ყოფილა. ქართველები განუწყვეტლივ ომობდნენ და მათ შორის დამკვიდრდა ტრადიცია, რომ ვაჭრებს ზემოდან უყურებდნენ. თუ საქართველოში შემოხიზნულ სომხებს ჩვენმა მეფეებმა ვაჭრობის საქმე მიანდეს, ეს მოხდა ისევ და ისევ იმ მიზნით, რომ კავკასიის ერთიანობას, სომხეთში საქართველოს გავლენის გაძლიერებას, დამპყრობთა წინააღმდეგ ქართველ-სომეხ- თა ერთობლივ ბრძოლას ამით ხელი შეწყობოდა. თუ ამ მოსაზრებით არ ხელმძღვანელობდნენ, ქართველთა მეფეებს, ცხადია, შეეძლოთ ვაჭრობის საქმე უფრო მეტად ქართველი ებრაელებისათვის მიენდოთ და არა სომხებისათვის.

1 იოანე ბაგრატიონი, სჯულდება, ივ. სურგულაძის გამოცემა, თბ., 1957, გვ. 39-40.

142

 მეოთხე თავი საქართველო და სომხეთი XIX-XX საუკუნეებში საუკუნეების განმავლობაში საქართველო საომარ ბანაკად იყო გადაქცეული, დამპყრობთა მოსაგერიებლად აუცილებელი ხდებოდა ომებში ქუდზე კაცის გამოყვანა. ქართველი ერი ავად თუ კარგად, ასე თუ ისე თავის დაცვას ახერხებდა უთანასწორო ბრძოლებში. ამის შედეგად ქართველთა ეროვნული სიამაყე ძლიერდებოდა. ამიტომაც ქართველი ერი ვერ შეურიგდა რუსეთის იმპერიის მიერ მოტყუებით ქართული სახელმწიფოებრიობის მოსპობას და ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებას. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის მოხელეები ყოველივე ქართულ ადათ-წესს უხეშად შლიდნენ, ანგრევდნენ საქართველოში. აშკარა ხდებოდა, რომ რუსეთი ქართველთა გარუსებას აპირებდა. ამის გამო XIX საუკუნის დამდეგიდანვე ქართველებმა დაიწყეს ანტირუსული აჯანყებები. საყურადღებოა, რომ რუსეთის ხელისუფლებას სომხური ეკლესიის ავტოკეფალია არ გაუუქმებია. ამით ამიერკავკასიაში XIX ასწლეულში სომხებს უპირატესობა ენიჭებოდათ ქართველებთან შედარებით, რადგან სომეხ ერს ჰყავდა მეთაური, წინამძღოლი ძლიერი სომხური ეკლესიის სახით, ხოლო ქართველებს მოუსპეს სამეფო ხელისუფლებაც და ეკლესიის ავტოკეფალიაც. რაც ქარ- თული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის საუკუნეზე მეტ ხანს ჩვენს წინაპრებს ბრძოლა დასჭირდათ, იმ ეროვნული ენერგიით სხვა დიდი ქართული საქმეები გაკეთდებოდა. რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოში ქართველების წინააღმდეგ სომხები გაიხადა საყრდენად, ძალზე მოამრავლა სომხური მოსახლეობაც ჩვენს ქვეყანაში XIX საუკუნეში, შეიძლება ითქვას, სომხები შემოუსია საქართველოს. ნ. დურნოვოს სიტყვით, “რუსულმა ბიუროკრატიამ, ნაცვლად იმისა, სიყვარულითა და სიმარ- თლით ჰქონდეთ ავსებული გული, ქართველებმა რომ რუსული არწივის ფრთებქვეშ შეაფარეს თავი, მათ ხარბი ექსპლოატატორები – სომხები შეუსია.” … “რუსული ბიუროკრატია ცდილობდა გაესომხებია ქართული მიწა.”1 1812 წლის, რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ კახეთის აჯანყების დროს,2 რუსეთის ხელისუფლებისთვის დიდი

1 ნ. დურნოვო, ქართული ეკლესიის ბედი, გვ. 44, 53,

2 გავიხსენოთ, რომ იმ წელიწადს რუსეთის იმპერიას ეომებოდა საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონი.

143

 სამსახური გაუწევია საქართველოს სომხურ მოსახლეობას ქარ- თველთა ამბოხების ჩახშობის მიზნით. სომეხი მკვლევარის, ა. ერიციანის სიტყვით, 1812 წელსო “მთელი საქართველო მღელვარებამ მოიცვა და ქვეყანაში რუსულ მმართველობას ფრიად საშიში მდგომარეობა შეექმნა. აი, ამ გაჭირვების ჟამს მთავრობას შემწეობა აღმოუჩინა ქვეყნის სომხურმა ელემენტმა.”1 ალექსანდრე ფრონელის თანახმად, “კახეთის ამბოხებამ ნათლად დაანახვა რუსის მთავრობას, რომ მას საქართველოში მეგობრები არა ჰყავს. მღვდელი და ბერი, თავადი და აზნაური, გლეხი და მოხელე, თითქმის სრულიად საქართველო თითო-ოროლა მუხანათს გარდა, ფეხზე დადგა, იარაღს წაავლო ხელი.” ასეთ ვითარებაშიო რუსეთისთვის საქართველოს სომხური მოსახლეობის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. 1813 წ. მაისში კავკასიის მთავარმართებელი რტიშჩევი მოახსენებდა რუსეთის იმპერატორს ალექსანდრე I-ს: საქართველოს სომხობაო ქართველთა აჯანყების დროს რუსეთის მხარესაა – “სომეხთა ერთგულება მთავრობისადმი სალი კლდესავით უცვლელი და გაუტეხელი იყო.” 1812 წელსო, “როდესაც მთელ საქართველოში კაცი აღარ დარჩა ჩვენი ერთგული, მარტო სომხებმა არა თუ არ მიიღეს არავითარი მონაწილეობა ამბოხებაში, არამედ სიცოცხლესა და ქონებასაც არ ზოგავდნენ. ჩვენ ჯარებთან ერთგულ და ერთსულ იყვნენ… იბრძოდნენ მაშფო- თართა გასაწყვეტად… აქაური მთავრობა სომხებს უნდა უმადლოდეს, რომ დროზე და წინდაწინ იგებდა, რას აპირებდნენ მეამბოხენი და სად ჰქონდათ ბინა. კახეთის სხვადასხვა კუთხეში გაბნეული, ერთმანეთს მოწყვეტილი ჯარი თუ რამეს იგებდა ერთმანეთისას, ეს სულ სომხების წყალობით, რომელნიც სიამოვნებით და ხალისით ასრულებდნენ ასეთ სახიფათო მინდობილობას და ხშირად სიცოცხლესაც ესალმებოდნენ.” რტიშჩევის აზრით, აუცილებელი იყო სომხების წახალისება, მათთვის ჯილდოების დარიგება. ამგვარი ქმედებაო “თვით ქართველთა ტომის ხალხებში დაჰბადებს ჯიბრსა და გამოიწვევს წაბაძვას.” რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა სამადლობელი სიგელი გამოუგზავნა საქართველოში მცხოვრებ სომხებს, რომელშიც ისინი რუსეთის ბურჯად მიიჩნია ქართველთა “ურჩობის” ალაგმვის

1 ა. ერიციანცი, სრულიად სომეხთა საკათალიკოსო და კავკასიის სომხობა XIX საუკუნეში, ნაწილი პირველი, თბ., 1894, გვ. 63, სომხურ ენაზე.

144

 საქმეში.1 სიგელისა და ჩინ-მედლების გარდა, მალე სომხებმა საქართველოში რუსეთისაგან უფრო დიდი, რეალური ჯილდო მიი- ღეს. 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ, 1830 წლიდან სამცხეში, უფრო მეტად კი ჯავახეთში რუსებმა დიდი რაოდენობით ჩამოასახლეს სომხები, ხოლო ამ მხარიდან ლტოლვილ ქარ- თველებს უარი უთხრეს მშობლიურ კუთხეში დაბრუნებაზე.2 ძირ- ძველი ქართული მხარე ჯავახეთი, რომელმაც თურქეთის მრავალსაუკუნოვანი ბატონობის ჟამსაც კი შეინარჩუნა ქართული იერ-სახე, ასე აქციეს XIX-XX ასწლეულებში სომხურ მხარედ. დღეს იქ მოსახლეობის 95 პროცენტი, თუ მეტიც არა, სომეხია. ნუგეშად შემოგვრჩა მხოლოდ ჯავახეთზე თუ ჯავახეთში შექმნილი ქართული ფოლკლორის ნიმუშები: “მე ჯავახეთს რა მიშავდა, მთვარე იდგა მზესავითა, კალმახი და ქერის პური წინ მეყარა ბზესავითა;” “თავფარავნელი ჭაბუკი ასფარას ქალსა ჰყვარობდა”… სომხებს ასეთი თავანკარა ქართული არ სჩვეოდათ. საქართველოს, ქართველი ერის დასუსტების მიზნით, რუსე- თის იმპერიამ გადაწყვიტა ჩვენი ქვეყნის ეთნიკურად აჭრელება და ამიტომ რუსეთის ხელისუფლებამ დააკმაყოფილა სომეხთა წადილი სამცხე-ჯავახეთში მათი ჩამოსახლებისა. ამისთვის რუსები და მა- თი მოურავები საქართველოში – სომეხი მოხელეები არ დასჯერდნენ სამცხე-ჯავახეთის მხოლოდ მაჰმადიანი ქართველების შევიწროებას, იქაური ქრისტიანი ქართველებიც არ დაუნდვიათ. ამ უკანასკნელთა შორის გავრცელებული ყოფილა თქმულება: “გენერალი ყოფილა და იმ გენერალმა უთხრა ხალხსაო: _ ჩქარა მოშორდით აქედანაო! თუ ჯარი მოვიდა უკნიდანაო, კაი დღე თქვენ დაგადგებათო. ერთს არ გაგიშვანს ცოცხალსაო! – ისინებმა (იმათ – ა. ა.) რო ე შიში გაიგნეს (გაიგეს – ა. ა.), გაცვინდეს ორმოებში და მა- ღაროებში, დაიმალესო, რო გაიგნეს, გამოიარა ჯარმა, ვიდრე ისნები გაიგენენ ი ჯარის ამბავს, ვიდრე ი გენერალმა (პასკევიჩმა – ა. ა.) სომხები გადმორეკა აზრუმიდანო. აქაურ სომხებს აზრუმის წესწყობილება აქ. ნამდვილია ეს, სუ აზრუმიდან არიან გამოსული, ჩვენ რო გადმოველითო ტყიდანო, სომხებს დაკავებული ჰქონდათ

1 ალ. ფრონელი, ამბოხება კახეთისა, თბ., 1907, გვ. 226-235.

2 ივ. ჯავახიშვილი და სხვები, ისტორიული რარიტეტები; შ. ლომსაძე, სამცხეჯავახეთი, თბ., 1975, გვ. 251, 262, 355, 368, 423, 425, 427, 454.

145

 მამულები და შევრჩით აქ გლახა მიწაწყალსაო.”1 ალ. ფრონელის სიტყვით, ჯავახეთში სომეხთა მასობრივი ჩამოსახლებით კიდევ ერთხელ “აღშენებით აღშენდა ჯავახეთი, მაგრამ სხვანაირად, უკუღმა. ქართველების გასაგისი თითქმის ამოვარდა და მათ ნაოხრებზე სხვა დამკვიდრდა.” საქართველოს, ქართველი ერის შავბედობის გამო ალ. ფრონელსავე აღმოხდა შემზარავი სიტყვები: “განა არა სჯობს, დაინგრეს ვარძია, ვიდრე სხვას დარ- ჩეს?”2 ღმერთმა ნუ ინებოს და თუ ვარძია ქართველი ერისა არ იქნება და სხვას დარჩება, ეს სხვა სომხები იქნებიან. სამცხე-ჯავახეთში სომხების დიდი რაოდენობით ჩამოსახლებით ქართველ ერს XIX_XX საუკუნეებში ის უბედურებაც დაატყდა თავს, რომ სამცხე-ჯავახეთის მაჰმადიანი ქართველები სომხურ გარემოში მოექცნენ. ნუთუ ქართველი ერისთვის საკმარისი არ უნდა ყოფილიყო ის ტანჯვა-წამება, რაც თურქებმა განაცდევინეს მას ამ მაჰმადიანი ქართველების წინაპრების გათათრების, გათურქების მიზნით? როგორც ითქვა, რუსეთის ხელისუფლება ავიწროებდა ქართველებს, მფარველობდა სომხებს. სასწავლებლებშიც ქართულ ენას დევნიდნენ, სომხურ ეკლესიას კი უამრავი სასწავლებელი ჰქონდა და იქ სწავლა სომხურ ენაზე მიმდინარეობდა. მაჰმადიან ქართველთა სკოლებშიც მთავარი ადგილი ეჭირა რუსულ და თურქულ ენებს. მაჰმადიანმა ქართველებმა უპირატესობა თურქულ ენას მიანიჭეს და ამის გამოც თანდათან გათურქდნენ. მაჰმადიანი ქარ- თველები ქართულ, ქართულენოვან გარემოში რომ მოხვედრილიყვნენ, ამას შეიძლება იავნანასავით ემოქმედა მათზე, ისევე, როგორც იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის გმირ, ლეკებისაგან გატაცებულ, დატყვევებულ ქართველ გოგონაზე იმოქმედა დედის იავნანის მრავალგზის განმეორებამ. აღსანიშნავია ისიც, რომ 1832 წ. შეთქმულების ჩავარდნისა და რუსეთის ხელისუფლების მიერ შეთქმულების მონაწილეთა განეიტრალების, განიარაღების, დაშინების შედეგად იმდროინდელი ქართული საზოგადოებრიობა ხერხემალში იქნა გადატეხილი. ამ საზოგადოებრიობამ ვერ შეძლო თურქეთისაგან ჩამორთმეული სამცხე- ჯავახეთის მაჰმადიანი ქართველების მიმართ ყურადღების გა-

1 შ. ძიძიგური, ქართული დიალექტოლოგიის მასალები, თბ., 1974, გვ. 104; გრ. ბერიძე, ქართული ენის ჯავახური კილო, თბ., 1988, გვ. 7; შ. ლომსაძე, სამცხეჯავახეთი, გვ. 353.

2 ალ.ფრონელი, დიდებული მესხეთი, თბ., 1991, გვ. 107, 156.

146

 მოჩენა 1830-იანი წლებიდანვე. აჭარა რომ ჩამოსცილდა თურქეთს 1878 წელს, იქ ქართველმა მოღვაწეებმა დიდი ეროვნული საქმიანობა გააჩაღეს და შემდეგმაც არ დააყოვნა. მსგავსი რამ შეიძლება მომხდარიყო სამცხე-ჯავახეთის მაჰმადიან ქართველებშიც, ეს მხარე რომ მთლიანად რუსეთის იმპერიისა და მისი საყრდენი სომხების კლანჭებში არ მოქცეულიყო. სომხურმა წრეებმა მიზნად დაისახეს სამცხე-ჯავახეთის გასომხურება და მათ აწყობდათ, მაჰმადიანი ქართველები ამ მხარეში თუ აღარ იქნებოდნენ, რუსეთს თუ დაუპირისპირდებოდნენ, ქართულ ეროვნულ ცნობიერებასაც არ აღიდგენდნენ. სამცხე-ჯავახეთის მაჰმადიანი ქართველები თუ ქარ- თულენოვან გარემოში იქნებოდნენ, მათ სკოლებში ქართულ ენასაც თუ საპატიო ადგილი მიეკუთვნებოდა და იმთავითვე ქართველ მოღვაწეებს ექნებოდათ შესაძლებლობა ეზრუნათ მაჰმადიან ქარ- თველთა ქართული ეროვნული შეგნების აღდგენაზე, დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე აღარ დადგებოდა ე. წ. თურქი მესხების პრობლემა. რუსეთის ხელისუფლებამ XIX საუკუნეში საქართველოს თითქმის მთელი ვაჭრობა სომხებს ჩაუგდო ხელთ. სომხური ბურ- ჟუაზია, რუსეთის მხარდაჭერით, ყვლეფდა, სისხლს წოვდა ქართველ ხალხს და თვითონ მდიდრდებოდა. ამ გზით ნაშოვნ ფულს რუს მოხელეებსაც უნაწილებდა, როგორც ამას ნ. დურნოვოც აღნიშნავს. საქართველოში სომხური ბურჟუაზიის თუ სომეხი ჩარჩვაჭრების პარპაშზე მასალები საკმაოდ არსებობს. ამის თაობაზე საუბარია, კერძოდ, ცნობილი მოღვაწის, სერგეი მესხის წერილშიც – “სამი კვირა კახეთში”: “ბევრი ცუდი რამ გამეგონა კახეთის ფოჩტის სტანციებზე, _ აწვალებენ ხალხსო… მალე დავრწმუნდი, რომ ამგვარი გაკილვა სიღნაღის ტრაქტისა გაზვიადებული და გარდამეტებული კი არა, შემსუბუქებულიც ყოფილა.” ს. მესხმა და მისმა თანამგზავრებმა ფოსტის სამცხენა ეტლით, როგორც იქნა, თბილისიდან ორხევამდე მიაღწიეს. აქო “ნამძინარევი ვიღაც გამოვიდა სტანციიდამ, დაცინებით შემომხედა, პადაროჟნა ჩამომართვა და ისევ გაბრუნდა. _ იქნება ცხენები თუ არა? _ ნიატუ!.. _ ცხენები არა გყავთ? _ ესტ და ნიატუ!

147

 ყველა უბედურებასთან გამოდგა, რომ ეს კაცი ვიღაც კრო1 თუ ყარაბაღელი სომეხი ყოფილა, არც რუსული ესმის, არც ქარ- თული… აზამბურის სტანციამდინ მივაღწიე. აქაც ისევ ის ჩვეულებრივი მკვახე სიტყვა: ცხენები არ გახლავთ! თვითონ ამ სტანციების (თბილისიდამ სიღნაღამდე) მეიჯარადრის_მირზოევის (ეროვნებით სომხის _ ა. ა.) ძმისწული იყო აქ, მივმართე იმას.” ქართველების- თვის თბილის-სიღნაღის გზა აქაც დაკეტილი აღმოჩნდა: “ბევრი გვინახავს თქვენისთანა მოჩივარი! ბევრი საჩივრები ჩაუწერიათ ჩვენს წიგნებშიო, არ გვეშინიანო, “ნიჩავო ნი ბუდითო!” ს. მესხის თანახმად, კახეთის საუკეთესო სოფლებში, კერ- ძოდ, წინანდალში, მუკუზანში, ბაკურციხესა და სხვაგან ქართველები ღარიბები იყვნენ: “ღარიბები ვიქნებით, მა რა ვიქნებითო, მითხრა ერთმა იქაურმა გლეხმა _ ყველა სოფლებში სომხები ჩამოგვესახლნენო და ჩვენი ავლა-დიდება იმათ მიაქვთო.” მაშასადამე, რუსეთის მთავრობის მხარდაჭერით, სომხურ ბურჟუაზიას და მის ამქარს კახელებისათვის კახეთშივე გზა შეუკრავს და როგორც მოეპრიანება, ისე ძარცვავს, ავიწროებს მათ: “თქვენ წარმოიდგინეთ კახელი მემამულისა და გლეხის მდგომარეობა, დიდი მოსავალი მოუვიდა, თუკი გზა არა აქვს, რომ წაიღოს და გაასაღოს სადმე, თუკი ღვინო ქვევრებში გაუფუჭდება და პური _ ორმოებში, თუკი, რაც მომეტებული აქვს, ფულად ვერ აქცევს, ან ერთი რად უნდა, ან მეორე? მოდის სომეხი ვაჭარი და ღვთისაგან უხვად ნაწყალობები ღვინო და პური თითქმის მუქთად მიაქვს, ის მდიდრდება, კახელი კი პირ-ღია რჩება.”2 ასე ხდებოდა საქართველოს სხვა მხარეებ- შიც. ვაჟა-ფშაველას სიტყვით, საქართველოშიო “…არიან მხოლოდ ჩარჩ-სოვდაგრები, პარუნები,3 რომელნიც როგორც ჭაობიდან თვალებგადმობრეცილი ბაყაყები, წარმომსხდარან დუქნების წინ და მუშტარს მიელიან, ელიან დილიდამ მოყოლებული მეორე დილამდე, რომ მიუტანო ლუკმა-პური, იყიდო რამ და ხეირი, მოგება აჩვენო, შაურიანში ექვსი შაური მისცე. ჩარჩები დახეტიალობენ საწვრილმანოთი და ხუთის მანეთის ზიზილ-პიპილებს ხუთს თუმანს

1 კრო სომხურად უზრდელს, გაუთლელს ნიშნავს; ასე ეძახდნენ თურქეთიდან გადმოხვეწილ სომხებს.

2 ს. მესხი, თხზულებანი, ტ. III, თბ., 1964, გვ. 304-307, 315, 323.

3 პარუნ, პარონ სომხურად ბატონს ნიშნავს.

148

 გააგდებინებენ.”1 XIX საუკუნეში კვლავ გამოცოცხლდა, აღორძინდა ე. წ. დიდი სომხეთის იდეა. რაკი რუსეთის მთავრობამ საქართველოში თავის მოურავად სომხები დაიყენა, სომხურმა წრეებმა მიზნად დაისახეს რუსებთან ერთად გაბატონებულიყვნენ საქართველოში, კერ- ძოდ, თბილისში და სხვაგანაც. ამ მხრივ აქტიურობდა სომხური ეკლესიაც. XIX ასწლეულის 70-იან წლებში თბილისის ქალაქის თავი იყო გამოჩენილი მოღვაწე, დიმიტრი ყიფიანი. ერთ მშვენიერ დღეს ქალაქის საბჭოს ერთ-ერთ სომეხ ხმოსანს (დეპუტატს) ფიცი უნდა დაედო. ამ ცერემონიალს ესწრებოდა სომეხი მღვდელიც, ტერტერა. სომეხმა დეპუტატმა დაიწყო ფიცის დადება სომხურ ენაზე. დ. ყიფიანმა შეაჩერა _ მე სომხური ენა არ მესმის, გარდა მაგისა, თბილისი საქართველოს დედაქალაქია, ფიცი ან ქართულად დადეთ, ან რუსულადო. ტერტერა და სხვა სომხებიც ამაზე განაწყენდნენ და პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს. მათ სურდათ, თბილისი დიდი სომხეთის დედაქალაქი ყოფილიყო. სხვათა შორის, თბილისის ქალაქის თავებიც, რუსეთის პოლიტიკის შედეგად, XIX საუკუნის ბოლო მესამედსა და XX ასწლეულის დასაწყისში, 1917 წლამდე, უმეტესწილად სომხები იყვნენ.

1881 წელს თბილისში გაიმართა რუსეთის არქეოლოგთა V ყრილობა. იმ დროს სიტყვა არქეოლოგია ფართო მნიშვნელობით იხმარებოდა, ყოველგვარ სიძველეებს აღნიშნავდა. ყრილობაზე ცნობილ პეტერბურგელ მეცნიერს, აღმოსავლეთმცოდნეს, პროფესორ დ. ხვოლსონს თავის მისასალმებელ სიტყვაში უთქვამს: “მე ბედნიერი ვარ, რომ ვიმყოფები სომხეთის დედაქალაქ ტფილის- შიო.”2 ყრილობას ესწრებოდნენ აკაკი წერეთელი და სხვა ქართველი მოღვაწეები. ცხადია, ისინი აღშფოთდნენ. დ. ხვოლსონს შეცდომა მოუვიდა იმის გამო, რომ სომხები ცდილობდნენ, მთელი მსოფლიო დაერწმუნებინათ, თითქოს, საქართველო და თბილისიც ე.წ. დიდი სომხეთის ნაწილი იყო.

სომეხი მწერალი, შირვანზადე მეორე სომეხი მწერლის, ღაზაროს აღაიანის შესახებ მოგვითხრობს: სომეხთა კათოლიკოსის ერთ-ერთი არჩევნების დროს აღაიანმა შესთავაზაო თავის მეგო-

1 ვაჟა-ფშაველა, თხზულებანი, თბ., 1979, გვ. 137-138.

2 ა. წერეთელი, რჩეული ნაწარმოებები ხუთ ტომად, ტ. IV, თბ., 1990, გვ. 308-309; ე. თაყაიშვილი, რჩეული ნაშრომები, I, თბ., 1968, გვ. 273; ნ. გურგენიძე, ი. გორგაძე, აკაკი წერეთელი, ბიობიბლიოგრაფიული ქრონიკა, 1989, გვ. 138-139.

149

 ბარს, ეპისკოპოს არისტაკეს სედრაკიანს, წასულიყო კუნძულ კვიპროსზე და იქ გამოეცხადებინა თავი ყოველთა სომეხთა კათოლიკოსად. აღაიანი ფიქრობდაო, რომ ინგლისი მფარველობას გაუწევდა სედრაკიანს. ამის შედეგად კი ქვეყნიერების ყველა კუთხე-კუნ- ჭულიდან სომხები ჩავიდოდნენ კვიპროსზე და იქ ახალ სამშობლოს აიშენებდნენ თავისთვისო.1 ძნელია თქმა, აღაიანის ამ გეგმას სხვებიც იზიარებდნენ თუ არა, მაგრამ აშკარაა, რომ სომეხთა გარკვეულ წრეებსაც ჰქონდათ მსგავსი იდეა. ოღონდ ისინი აღაიანივით შორს გადახვეწას კი არ აპირებდნენ, საქართველოში ფიქრობდნენ ახალი სამშობლოს შექმნას, რაც ქართველების გასომხებასაც გულისხმობდა. ამ მხრივ აღსანიშნავია ისიც, რასაც ცნობილი მეცნიერი მ. თამარაშვილი წერდა 1904 წელს: 15-20 წლის წინათო, “სომხებს ტფილისის სემინარიის თავიანთი მოსწავლეები ვითომ მიჰყავდათ გასასეირნებლად ტფილისის მაზრაში, სადაც ეს მოწაფეები თურმე ლურსმნებით სჩიჩქნიდენ, ამახინჯებდენ და ერთიან აოხრებდენ, რაც კი ქართული წარწერები და სხვა რამ მსგავსი ნაშთი შეხვდებოდათ ჩვენი ნამყოისა.”2 ამგვარ ფაქტებზე სხვა ქართველი მოღვაწეებიც ამახვილებენ ყურადღებას. აშკარაა, რომ სომხურ წრეებს ქართული კვალის წაშლა სურდათ საქართველოში, კერ- ძოდ, თბილისის სანახებში, რათა ამის შემდეგ უფრო თავისუფლად განეცხადებინათ _ თბილისი სომხური ქალაქი იყო ადრეც და ახლაც სომხებს უნდა მიეკუთვნოთო. ისტორიკოს ლეოს (არაქელ ბაბახანიანის) მიხედვით, XIX საუკუნის ბოლოს თბილისში გამომავალი ოფიციოზის, გაზეთ “კავკაზის” რედაქტორად დანიშნული ვ. ველიჩკოს “სომეხთმოძულე ბოდვას სიამოვნებით შეუწყო ხმა ქართულმა “კნიაზურმა” პრესამაც. ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკოლაძე და სხვაც მრავალი მათი მსგავსი “კავკაზის” პოეტი რედაქტორის ადიუტანტები იყვნენ. თურქებიდან (ნაგულისხმევია კავკასიის აზერბაიჯანლები _ ა. ა.) აჰმედ-ბეგ აღაიევმა ააყოლა მას ხმა, ხოლო ერთ მშვენიერ დღეს შუშაში (ყარაბაღში _ ა. ა.) ასპარეზზე გამოვიდა ვინმე “დალი-აბასი”, ადრე პოლიციის მოხელე, ყომარბაზი და ლოთბაზარა, რომელმაც აგრეთვე ჩაწიხლა სომხები.”3 როგორც ვხედავთ, ლეო დიდ ქართველ მოღვაწეებს ვიღაც ყომარბაზისა და ლოთბაზარას გვერ-

1 შირვანზადე, ცხოვრების ბრძმედიდან, ერევანი, 1930, გვ. 307, სომხურ ენაზე.

2 მ. თამარაშვილი, პასუხათ სომხის მწერლებს… გვ. 156-157. 3 ლეო, წარსულიდან, თბ., 1925, გვ. 132-134, სომხურ ენაზე.

150

 დით აყენებს, რითაც შეურაცხყოფს მთელს ქართველ ერს. თანამედროვეთა გადმოცემით, ილიას ურთიერთობა კი ჰქონია ველიჩკოსთან, მაგრამ იგი გულზე სულაც არ ეხატებოდა. ილიას ეძნელებოდაო “ტუტუცი ველიჩკოს” საუბრის მოსმენა.1 ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდა ველიჩკოსთან აკაკისაც. თუ ილიამ და აკაკიმ ველიჩკოს სომეხთმოძულეობის წინააღმდეგ არ გაილაშქრეს, ეს მოხდა იმიტომ, რომ სომხური წრეები, რუსეთის მხარდაჭერით, მთელი XIX საუკუნის განმავლობაში პარპაშობდნენ საქართველოში, კერ- ძოდ, თბილისში და ქართველთა გასომხებას ისახავდნენ მიზნად. როცა ქართველი ერის ორი მტერი, რუსეთის ხელისუფლება და გარკვეული სომხური წრეები დროებით ერთმანეთს წაეკიდნენ, ილიამ, აკაკიმ და სხვა ქართველმა მოღვაწეებმა ნეიტრალურ პოზიციაზე დგომა ამჯობინეს. ლეო თბილისში ცხოვრობდა და საქმიანობდა. ისიც სომეხთა იმ ამქარს ეკუთვნოდა, ვინც თბილისისა და თითქმის მთელი საქართველოს მიტაცებას ისახავდა მიზნად. გასაგებია, ასეთი სომხებისთვის ილიას და აკაკის ეროვნული მოღვაწეობა მიუღებელი იყო და ებრძოდნენ მათ, შეურაცხყოფასაც აყენებდნენ. სომხები, კერძოდ, სომხური ეკლესია, ქართველთა გასომხებას, გრიგორიანობაზე მათ მოქცევას რომ ცდილობდნენ, ამას მოწმობს იპოლიტე ვართაგავას მოგონებაც: XX საუკუნის 10-იან წლებ- შიო თბილისის კომერციულ სასწავლებელში “შემოვიდა ვინმე ნორაკიძე, იმერეთიდან. დოკუმენტების გადასინჯვის დროს აღმოჩნდა, რომ მას დაბადების მოწმობაში ეწერა, გრიგორიანი არისო. ამან ადმინისტრაცია დააინტერესა… დაიბარეს და კითხეს ნორაკიძეს -ქართველია თუ სომეხი; მან განაცხადა, რომ ქართველია. “მაშ, რად გიწერია დაბადების მოწმობაში, რომ გრიგორიანი ხარო”, ეკითხებოდა სასწავლებლის ხელმძღვანელი. “მოწაფემ ჯერ ვერც კი გაიგო, რაში იყო საქმე, შემდეგ ღიმილით ამბობდა: ”ქარ- თველი ვარ, იმერელი, მეც არც კი გამიგონია, რა არის გრიგორიანიო.” ყმაწვილი დედ-მამით ობოლი აღმოჩნდა. “ქართულ ეკლესია- ში დადიხარ თუ სომხურშიო,” კვლავ ჰკითხეს მოწაფეს. “ქართულ- შიო, ჩვენში სად არის სომხური ეკლესიაო – უპასუხა ყმაწვილმა.” სასწავლებლის ერთ-ერთი თანამშრომელი ყოფილა სომეხი დეკანოზი.

1 იხ. კრებული: “ილია”, თბ., 1987, გვ. 201, 554-555.

151

  მას კოლეგები “მამას” ეძახდნენ. “ნორაკიძემ დაიწყო სწავლა. საღვთო რჯული პირველ საგნად ითვლებოდა. ამ საგანს ნორაკიძე, სანამ კომერციულ სასწავლებელში შემოვიდოდა, რუსულად სწავლობდა დაბალ კლასებში (მართლმადიდებლად). აქ კი “მამამ” მოითხოვა, რომ ნორაკიძეს საღვთო რჯული სომხურ ენაზე ესწავლა, როგორც “გრიგორიანს”. მოწაფემ კი ერთი სიტყვაც არ იცოდა სომხური. მაშინ ადმინისტრაცია კომპრომისზე წავიდა: სანამ საქმის ვითარება დანამდვილებით გამოირკვეოდეს, ნორაკიძე გაეთავისუფლებინათ საღვთო რჯულის სწავლებიდან. ამაზე არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდა “მამა”. ის მოითხოვდა, რომ ნორაკიძე დასწრებოდა მის გაკვეთილებს. ადმინისტრაციამ დაავალა ნორაკიძეს “მამას” გაკვეთილებზე დასწრება. ის ჯერაც ვერ გარკვეულიყო, რაში იყო საქმე; დავალებას ასრულებდა, მაგრამ “ინჩიბინჩი” არ გაეგებოდა, გაკვეთილებზე რა კეთდებოდა. ბოლოს ეს… იმით დამთავრდა, რომ ნორაკიძემ თავი დაანება სასწავლებელს”.1 ქართველთა გასომხებას სომხური ეკლესია ადრეც ცდილობდა, მაგ., XVII ს-ის 30-იან წლებში, როცა შაჰ-აბასის შემოსევების შემდეგ ქართლ-კახეთი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. მაგრამ XIX ასწლეულამდე, ჩემი აზრით, საქართველოში ძირითადად გაქართველებული სომხების ხელახლა გასომხება, გრიგორიანობაზე მოქცევა ხდებოდა. საქმე ისაა, რომ ქართველთა მეფეები, ქართული ეკლესია დაუშვებლად მიიჩნევდნენ მართლმადიდებელ ქართველთა გაგრიგორიანებას, გასომხებას.2 XIX ს-ში კი, როცა ქართველებს აღარც თავიანთი მეფეები ჰყავდათ და ქარ- თული ეკლესიის ავტოკეფალიაც რუსეთმა მოსპო, ამასთანავე, ქარ- თველები ღარიბებიც იყვნენ რუსეთის მთავრობისა და მათი მოურავი სომხების ქმედებათა შედეგად, მდიდარ სომხურ ეკლესიას მეტი გასაქანი მიეცა ქართველთა გასაგრიგორიანებლად. გასული საუკუნის 70-იან წლებში გორის რაიონის სოფ. შინდისში, სოსო პაპიაშვილის ოჯახში მოვისმინე გამოთქმა: “ტერტერა აბაზად ნათლავდა, მღვდელი ორ აბაზადაო.” ტერტერები, სომხური ეკლესია დაპირდებოდნენ ქართველებს ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასაც და ამით ზოგიერთ მათგანს, ალბათ, აცდუნებდნენ კიდეც. ივანე ჯავახიშვილის თანახმად, 1918 წლის დასაწყისში თბილისში

1 ი. ვართაგავა, მოგონებები, II, თბ., 1962, გვ. 343-344.

2 კათოლიკობაც კი დიდი რაოდენობის ქართველებს არ მიუღიათ, მით უფრო არ მიიღებდნენ გრიგორიანობას.

152

 ქართული უნივერსიტეტის დაარსებას “მტრულად შეხვდა საქართველოში მყოფი მთელი რუსთა მოხელეობა და იმპერიალისტურად განწყობილი მათი აქ მცხოვრები თანამოძმენი, ისევე, როგორც სომეხთა პლუტოკრატიისა და დაშნაკელების მესვეურნი, რომლებიც… თავიანთს კულტურულს საქმიანობას სომხეთში კი არა, არამედ ტფილისში და ბაქოში აწარმოებდნენ და ყველა მთავარი ასეთი დაწესებულებანი, ეჯმიაწინის სასულიერო აკადემიას გარდა, გამომცემლობა და სხვაც ყველაფერი ამ ორი ქვეყნის, საქართველოს და აზერბაიჯანის, ზემოდასახელებულ დედაქალაქებ- ში ჰქონდათ თავმოყრილი. სომეხთა პლუტოკრატიასა და მათს ყველაზე ძლიერსა და მრავალრიცხოვან პოლიტიკურ პარტიას ტფილისი და ბაქო არამცთუ უნდოდათ თავიანთ ქალაქებად ექციათ, არამედ ასეთ თავიანთ უცილობელ საკუთრებად მიაჩნდათ კიდევაც”… 1 აშკარაა, რომ სომხური წრეები მთელს ამიერკავკასიაში გაბატონებას ისახავდნენ მიზნად. 1918 წლის მაისში საქართველოს და სომხეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკები რომ შეიქმნა, ქართველ-სომეხთა ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად გამწვავდა. აღსანიშნავია, რომ სომხეთის სათავეში მოექცა ეროვნული ხელისუფლება, დაშნაკცუთიუნის (დაშნაკების) პარტია, ხოლო საქართველოში გახელისუფლებული მენშევიკები ინტერნაციონალისტები, მარქსისტები იყვნენ და ეროვნული თითქმის არაფერი ეცხოთ. ამის მოწმობაა თუნდაც ის, რომ ნოე ჟორდანიამ და მისმა მთავრობამ თბილისის ცენტრალურ პროსპექტს დაარქვეს მარქსისტი პლეხანოვის და არა რომელიმე დიდი ქართველის სახელი. ქართველებში მარქსიზმის ბაცილამ, უტოპიურმა იდეებმა რომ ფესვი გაიდგეს, ეს გამოიწვია ქართული სახელმწიფოებრიობის, სამეფო ხელისუფლების და ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის მოსპობამ, აგრეთვე ქართველთა სიღარიბემ. მათ დაიჯერეს, რომ მარქსისტული იდეების, იდეოლოგიის გათავისება იხსნიდა საქართველოს, ქართველ ხალხს სიღარიბისაგან. სომხური ეკლესიის საჭეთმპყრობელთა ეროვნული საქმიანობის შედეგად კი სომეხ ხალხზე მარქსიზმს შედარებით ნაკლები გავლენა ჰქონდა და ამიტომაც მოექცა 1918 წელს სომხეთის სათავეში ეროვნული მთავრობა. საყურადღებოა, რომ სომხეთის მთავრობა 1918წ. მაის-ივნისში

1 იხ. “ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში,” 1986, #2-3, გვ. 124.

153

 შეიქმნა არა ერევანში, არამედ თბილისში, რადგან როგორც ითქვა, აქ ჰქონდათ სომხებს თავიანთი დაწესებულებანი. სომხეთის მთავრობა თბილისიდან ერევანში გადასვლას აყოვნებდა, აჯანჯლებდა. ჩემი აზრით, ამის მიზეზი ისიც იყო, რომ სომხები ემზადებოდნენ საქართველოსთან ომისთვის1 და სურდათ ჩვენს ქვეყანაში შეექმნათ თავიანთი მეხუთე კოლონა. ჯერ კიდევ 1918 წ. 22 იანვარს ახალქალაქის სამაზრო აღმასრულებელმა კომიტეტმა დაადგინა: “ხვალინდელ დღიდან უკვე აღიარებულია ჯავახეთი ალექსანდროპოლის (გუმბრის, ლენინაკანის _ ა. ა.) გუბერნიად (ე. ი. სომხეთის ნაწილად _ ა. ა.) და ეს ჩვენი დადგენილება გამოეცხადოს ყველა დაწესებულებასაო.” ილია ალხაზიშვილის სიტყვით, “ამგვარად ანდერძი აუგეს ჯავახეთს”.2 ჯავახეთსა და ქვემო ქართლზე სომხები წინა წლებშიც, 1917 წ. რევოლუციამდეც აცხადებდნენ პრეტენზიას, 3 მაგრამ ვერც მაშინ და ვერც 1918წ. იანვარში მიზანს ვერ მიაღწიეს. სომხეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაშნაკურმა მთავრობამ კი ნახევარი საქართველოს, კერძოდ, თბილისის, გორის, ბა- თუმის და სხვათა მიტაცება განიზრახა. იმ ხანებში დაბეჭდილ სომხურ რუკებზეც ნახევარი საქართველო სომხეთის შემადგენლობაშია მოქცეული. საქართველო-სომხეთის საზღვარზე გართულებები 1918 წ. ოქტომბრიდან შეიმჩნეოდა, ამავე წლის დეკემბრის პირველ ნახევარში კი სომეხთა ჯარი ომის გამოუცხადებლად, ვერაგულად შემოესია საქართველოს. შეიძლება გვითხრან, რომ რიგითი სომხები არაფერ შუაშია, დაშნაკურმა მთავრობამ აიძულა ისინი, ეომათ საქართველოს წინააღმდეგო. მაგრამ უბედურებაც ისაა, რომ თითქმის ყველა სომეხი მომხრე იყო საქართველოსთან ომისა, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა. ნოე ჟორდანიას მთავრობა ამ ომისთვის არ მომზადებულა. მათ ეგონათ, რომ ვინაიდან სომხეთი იმ ხანებში მძიმე

1 სომხეთ-საქართველოს ომის შესახებ იხ. ა. ჩაჩხიანი, დაშნაკთა ნაციონალისტურ- ექსპანსიონისტური იდეოლოგია და სომხეთ-საქართველოს 1918-1919 წლების ომი, თბ., 2007; ა. აბდალაძე, მეტი ობიექტურობა! ჟურნალი “მნათობი,” 1998, #3- 4, გვ. 172-187. ეს წერილი მე ასე დავასათაურე: “ქართველები ბრძოლის უუნარო დამპყრობლებია?!“ სომეხი ავტორები ასეთებად აცხადებენ ქართველებს 1918წ. სომხეთ-საქართველოს ომში. ამით შთააგონებენ სომეხ ხალხს, თითქოს, ქარ- თველებს სურდათ სომხური მიწა-წყლის მიტაცება, მაგრამ სომეხმა ზინვორებმა (მეომრებმა), თურმე ნუ იტყვით, მათ კუდით ქვა ასროლინეს. “მნათობის” რედაქციამ ჩემს წერილს სათაური შეუცვალა.

2 იხ. გაზ. “საქართველო,” 4. II. 1918, #28.

3 იხ. ივ. ჯავახიშვილი და სხვები, ისტორიული რარიტეტები.

154

 მდგომარეობაში იმყოფებოდა (გავიხსენოთ სომეხთა დიდი რაოდენობით გაჟლეტა თურქეთში 1915 წელს; ამასთანავე, 1918 წ. ბოლოს სომხეთში მძვინვარებდა ინფექციური დაავადება, რომელმაც ბევრი ადამიანი იმსხვერპლა, ერევნის ქუჩებში დაუმარხავი მკვდრები ეყარნენ, როგორც ამას ლეო აღნიშნავს), საქართველოსთან ომს ვერ გაბედავდა. მენშევიკებმა არ იცოდნენ საქართველო-სომხეთის ურთიერთობების ისტორია, არც ილია ჭავჭავაძისა სწამდათ რაიმე, თორემ მის “ქვათა ღაღადს” ყურადღებას მიაქცევდნენ. ნოე ჟორდანიას არც ის ადარდებდა, ძირძველი ქართული მხარე, ქვემო ქარ- თლის სამხრეთი ნაწილი, ლორე-ტაშირი იქნებოდა თუ არა საქარ- თველოს შემადგენლობაში. 1921 წ. თებერვალში ბოლშევიკური რუსეთის ჯარმა საქართველოს ლორედან რომ შემოუტია და მათ მიემხრნენ ლორელი სომხებიც (ლორე-ტაშირში სომხები რუსეთმა მოამრავლა XIXს-ში), ამასთან დაკავშირებით ნ. ჟორდანია წერს: “რასაკვირველია, ამ სომხებით დასახლებული მიდამოების შემოერ- თება იყო დიდი შეცდომა, მაგრამ ჩვენმა სტრატეგებმა ასე გადაწყვიტეს, თავდაცვის სიმაგრეთ დაინახეს ძველებური მთა-გორა და არა თვით მცხოვრებთა სულის კვეთება”.1 ზემოთ უკვე ვისაუბრე, რომ სომხები უძველესი დროიდანვე, გარკვეული მიზეზების გამო, საკმაო რაოდენობით ცხოვრობდნენ საქართველოში, ისინი ჩვენს ქვეყანაში, კერძოდ, თბილისშიც ძალიან მოამრავლა რუსეთის მთავრობამ. სომხები პრეტენზიას ლორე-ტაშირთან ერთად თბილისზეც აცხადებდნენ. ნ. ჟორდანიას რაკი ლორე-ტაშირი ასე ადვილად ეთმობოდა, ემეტებოდა, ბარემ თბილისიც დაეთმო სომხებისთვის. მაგრამ თბილისი თავის რეზიდენციად უნდოდა. ღვთის მადლით, იმ ხანებში საქართველოში მარქსიზმით მოწამლული მენშევიკების გარდა, იყვნენ ეროვნული ძალებიც, თორემ ლორე-ტაშირთან ერ- თად სხვა მხარეებსაც დავკარგავდით. სომხეთ-საქართველოს ომის შესახებ საუბარია 1918 წლის მოვლენების შუაგულში მყოფი იოსებ იმედაშვილის თხზულებაში, _ ”განახლებული სიცოცხლე,” _ რომელიც 1919-1920 წლებში ჟურნალ “თეატრი და ცხოვრებაში” დაიბეჭდა. მასში ლაპარაკია, კერ- ძოდ, თბილისში სომეხთა ერთ-ერთი თავშეყრის შესახებ, რომელსაც სომხურის მცოდნე ერთი ქართველი მწერალიც ესწრებოდა. სომხებმა პრეტენზია განაცხადეს თბილისზე.

1 ნ. ჟორდანია, ჩემი წარსული, თბ., 1990, გვ. 93.

155

 “განა ისტორიულად ქალაქი თბილისი ქართველებისა არ არის? იკითხა ქართველმა მწერალმა. _ რომელი ისტორიით? ჰკითხა ტიგრანმა. _ ქართველების სისხლითა და ოფლით რომ დაიწერა,_მიუგო ქართველმა მწერალმა. _ დღეს კი ისტორია ოქრო-ვერცხლით იწერება… შეხეთ, ჩვენი (სომხებისო _ ა. ა.) თბილისი თანდათან როგორ ივსება ქართველებით.” სომხებმა უნდა მოვსპოთო ქართველები, რადგან საქართველოში სომეხთა წინსვლას ეღობებიან, ხელს უშლიანო: “საქართველო უნდა მოკვდეს და მოკვდება კიდეც _ სთქვა ტიგრანმა.” აღნიშნულ კრებაზე კახეთში მცხოვრებ ერთ სომეხს განუცხადებია: ”სიღნაღისა და თელავის მაზრებში მოფანტული სომხები საუკეთესოდ არიან მოწყობილნი, მთელი ხალხი ხელში ჰყავთ და საითაც უნდათ, იქით მოუღრეცენ კისერს… იქაც კი, საცა ვი- თომ ქართველები გამგებლობენ, ჩვენი კაცები გვყავს შეჩენილი და ჩვენს უნებლიეთ ერთი ნაბიჯიც ვერ გადაიდგმება. სწორედ ამას უნდა მივაწეროთ, რომ საქართველოს ჯარის შეკრება სავსებით ვერ მოხერხდა… ჩვენის ამხანაგების ჩაგონებით ქართველი გლეხის შვილები ან არ შედიან სამხედრო სამსახურში, და თუ როგორმე ჩაიყვანეს, ტანისამოსს ჩაიცმენ, ფეხსამოსს მიიღებენ, იარაღს ჩაიბარებენ და უკანვე ბრუნდებიან… ჩვენი აგენტებიც მუშაობენ და ხალხში ავრცელებენ მთავრობისადმი ზიზღს.” ქართლში მცხოვრებ სომეხთა წარმომადგენელს უთქვამს: “სოციალ-დემოკრატიულ პარტიის (მარქსისტების _ ა. ა.) პროპაგანდისტთა ჩაგონებით და ჩვენის მეცადინეობითაც ხალხს გულიდან ამორეცხილი აქვს სამშობლოს სიყვარული და საქართველოს სახელი. ხალხი ორ ბანაკად გავყავით და ერთი მეორეს ესისინება.” ტერტერას მოუხსენებია კრებისთვის: “კარგა ხანია, თითქმის ოცდაათი წელიწადი, რაც მთელ საქართველოში ჩვენი სჯულის და გვარ-ტომის გამავრცელებელი სულის მამანი დავგზავნეთ… ჩვენის ტერტერების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საქმეც კარგად მიდის. ბევრ ადგილას შეგხვდებათ დედ-მამა ნამდვილი ქართველი ტეტიები, სომხური ენის არც ერთი სიტყვის მცოდნე, მაგრამ შვილები კი სომხურ წეს-რიგზე აღზრდილი… რა წუთსაც მიბრძანებთ, მაშინვე თავს დავესხმით თბილისს დასაპყრობად და ქართველებს მძინარებს

156

ამოვწყვეტ! _ დააბოლავა რიხიანად აღტაცებით ტერტერამ.”1 თბილისის საბჭოს ხმოსანს (დეპუტატს), პარონ ხაჩოს განუცხადებია: “დგება მომენტი, როდესაც სომხის ერმა ფრთები მძლავრად უნდა გაშალოს თავის ფართე მიზნების მისაღწევად, _ უკეთეს დროს ვეღარ ვნახავთ, საქართველოს დამოუკიდებლობის შექმნაც _ ჯერ კიდევ ჩანასახშია, თუ მოვსპობთ ახლა, თუ არა და მერე გაძნელდება.” აღწერს რა ომის ამბებს, ი. იმედაშვილი აღნიშნავს: ბრძოლის ველზეო ქართველთა “რაზმის უფროსმა ოფიცერმა უცაბედად წამოიძახა: _ჩვენმა მთავრობამ გაგვყიდა, უეჭველად გაგვყიდა!.. თორემ სად გაგონილა ასე უპატრონოდ მიტოვება ხალხისა, _ გვხოცავდენ, შენ-კი არ შეგეძლოს პასუხის გაცემა. სად არის მამულის ღირსების დაცვა?.. ფუი, ამისთანა ნაძრახ სიცოცხლეს!” ამ სიტყვების თქმისთანავე ქართველმა ოფიცერმა თავი მოიკლაო. ი. იმედაშვილის თანახმად, სომხებს საშინელი სიბინძურეც უკადრებიათ: პორუჩიკმა “კორძაიამ დაჰხედა და რა ნახა _ ღამით სომხებს დაეტიტვლებინათ და შეეპილწნათ მუხანათურ თავდასხმაში დახოცილი ქართველი ოფიცერ-ჯარისკაცნი. აგერა ტიტლიკანა მეომარი, რომელსაც სასირცხო ასო მოჭრილი აქვს და პირში სჩრია… აგერ ცხვირმოჭრილები, მთლად გატიტვლებულნი; აგერ შუბით თვალებ- ჩათხრილნი, აგერ ასო-ასო აკუწული”… გადმოცემით, სასირცხო ასო მრავალი მოკლული ქართველისთვის ჩაუჩრიათ პირში. ივანე ჯავახიშვილის, ვიქტორ ნოზაძის, ნოე ჟორდანიას და სხვათა მიხედვითაც, სომხეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი რომ გააჩაღა, თბილისის აღებას ისახავდა მიზნად. ცხადია, სანამ თბილისთან მოვიდოდნენ, ქვემო ქართლის დაკავება ჰქონდათ სომხებს, კერძოდ, მათ მთავარსარდალ დროს (მისი ნამდვილი სახელი და გვარია _ დრასტამატ კანაიანი), განზრახული.2 ამასთანავე, სომხე- თის მთავრობამ და პარლამენტმა 1918 წლის დეკემბერში ერთხმად დაადგინა, რომ სომხეთის ჯარს დაეკავებინა ჯავახქი (ჯავახეთი).3 სომხეთ-საქართველოს ომის დროს საქართველოში მცხოვრებ

 1 საქართველოში მცხოვრები სომეხთა მღვდლების _ ტერტერების ანტიქართული საქმიანობის შესახებ აღნიშნული აქვს მენშევიკ ყარიბსაც(პ. გელეიშვილს).

2 პატრიოტ ქართველებს კი კარგად ახსოვდათ, რომ ჩვენმა წინაპრებმა ზღვა სისხლი დაღვარეს ქვემო ქართლის გადასარჩენად _ “კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი, ისე არ ამოწყდებიან, ჯავრი შესჭამონ მტრისანი.” ქართველი ამ სიტყვებს ვერ დაივიწყებს.

3 გრ. ჩალხუშიანი, წითელი წიგნი, დონის როსტოვი, 1919, გვ. 181, რუსულ ენაზე.

157

 სომეხთა მნიშვნელოვანი ნაწილი დაშნაკებმა გადაიბირეს და ქარ- თველებს დაუპირისპირეს. ცხადია, ამას არც ერთი ერი, არც ერთი სახელმწიფო არ მოითმენდა. ქართველებიც მოითხოვდნენ მოღალატე, უმადური სომხების დასჯას (გამოთქმა _ შავი უმადურებაც გვხვდება სომხების მიმართ). ასე, მაგ., ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე სპირიდონ კედია წერდა: “თბილისი გასაწმენდია. ათიათასჯერ გამოგვეცხადა, რომ აქ აუარებელი სამჭედლოებია, სადაც ჩვენი დამოუკიდებლობის მტრები სხედან და საქართველოს დასაქცევათ ყუმბარებს ასხამდნენ და ხმალს ლესავდნენ. ეს სახელოსნოები უნდა დაიშალოს და ხელოსნები უნდა იქნან დაჭერილნი. რუსულ-სომხური გაზეთები, რომელნიც თავაშვებულად და უტიფრად ილაშქრებდნენ და ლაშქრობენ ჩვენს წინააღმდეგ, უნდა დაუყოვნებლივ იქმნან დაკეტილნი. შეუძლებელია, თბილისის გაზე- თები ბედავდნენ და გვედავებოდნენ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიას. ვაკხანალია ელვის სისწრაფით უნდა აილაგმოს. ვინ არ იცის, რომ საქართველოს წინააღმდეგ სომხეთის გამოლაშქრება იდეოლოგიურად და ტეხნიკურად თბილისში მოეწყო”… სპირიდონ კედია მიმართავდა საქართველოს მთავრობას: “დაუყოვნებლივ გასწმინდეთ ჩვენი ქვეყნის გული, ჩვენი თბილისი იმ ბოროტგანმზრახველ და სახელმწიფო დამნაშავე ელემენტებისაგან, რომელნიც აქ ბუდობენ და, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, მას აქეთ, დღე და ღამ საქართველოს დასამხობათ ზრახვენ და მოქმედებენ. გასწმინდეთ თბილისი, რომ აქ შეიძლებოდეს უშიშარი მუშაობა და საქმიანობა. ეს არის პირველი საწინდარი ბრძოლის ველზე (სომხეთ-საქართველოს ომში _ ა. ა.) საქართველოს ჯარის გამარჯვებისა.” 1 საქართველოს მენშევიკური მთავრობაც, მიუხედავად თავისი ინტერნაციონალისტობისა, იძულებული გახდა თბილისიდან გაესახლებინა ის სომხები, რომლებიც დანამდვილებით შემჩნეული იყვნენ ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებში, საქართველოს ღალატში.2 როცა სომხეთი გეომებოდა, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ სომხებს როგორ ენდობოდი?! ისინი მაჰმადიანურ სახელმწიფოებსა და რუსეთის იმპერიას ემხრობოდნენ

1 გაზ. “საქართველო,” 19. XII. 1918წ.

 2 ა. აბდალაძე, საქართველოდან სომხების გასახლების თაობაზე, გაზ. “აისი,” 4. VII. 2006 წ.

158

 ქართველი ერის წინააღმდეგ ბრძოლაში და სომხეთს აღარ მიემხრობოდნენ?! ღვთის მადლით, იმ ხანებში საქართველოში საკმაოდ ძლიერი იყვნენ ეროვნული ძალები. ამ მხრივ მარტო ივანე ჯავახიშვილისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელები რად ღირს. ქართველი მამულიშვილები აღშფოთდნენ სომეხთა ვერაგული ქმედებებით, დაირაზმნენ მათ წინააღმდეგ და მალე საქართველოს ჯარი გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით შეტევაზე გადავიდა სომხებთან ომში. შესაძლებელი ხდებოდა, ქართველებს ერევანიც აეღოთ, მაგრამ ინგლის-საფრანგეთის მოთხოვნით 1918 წლის 31 დეკემბრის 24 საათზე საომარი მოქმედებები შეწყვეტილ იქნა. ინგლისის ნებით, ქვემო ქართლის სამხრეთი ნაწილი, ძირძველი ქართული მხარე, ლორე-ტაშირი ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა. ასე ჩაეყარა საფუძველი ლორე-ტაშირის საქართველოსგან ჩამოშორებას. ინგლისის ხელისუფლებამ სომხების მხარე დაიჭირა. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ დიდი სახელმწიფოები, კერძოდ, ინგლისიც თურქეთში მცხოვრებ სომხებს თავისი ინტერესებისთვის იყენებდნენ და მომავალშიც შეიძლებოდა ინგლისის პოლიტიკაში სომეხთა საკითხს გარკვეული ადგილი დაეკავებინა. და აი, საქართველოს ხარჯზე ინგლისმა ხელი გაუწოდა სომხეთს. 1921 წელს ბოლშევიკურმა რუსეთმა ლორე-ტაშირი ჩამოართვა საქართველოს და გადასცა სომხეთს. რუსეთი იმ დროს თურქეთის მოკავშირე იყო, სომხური მხარეები დაუთმო თურქეთს და მასთან ჩახუტებულ კავკასიის აზერბაიჯანს და სამაგიეროდ საზღვრებშეკვეცილ სომხეთს გადასცა ქართული მიწა-წყალი, ლორე-ტაშირი, ისევე, როგორც აზერბაიჯანს მიაკუთვნა კახეთის ნაწილი, ჰერეთი ანუ საინგილო. რაც შეეხება ჯავახეთს, მის მიერთებას სომხეთთან სომხები ცდილობდნენ საბჭოთა პერიოდშიც, XX საუკუნის 20-30-იან წლებში. ქართულ წარწერებსაც ისევ სპობდნენ ჯავახეთის ისტორიულ ძეგლებზე.1 დიდი სომხეთის იდეა საბჭოთა კავშირის, რუსეთის კომუნისტური იმპერიის არსებობის ჟამსაც ცოცხლობდა. სომხურმა წრეებმა მოახერხეს და იუგოსლავიის სახელმწიფოს კომუნისტ მეთაურს, იოსიპ ბროზ ტიტოს ათქმევინეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ: “სომეხი ხალხის სამართლიანი უფლებაა, ჰქონდეს დიდი სომ-

1 იხ. მაგ., ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, I, თბ., 1964, გვ. 70-71, 75, 104-106, 109-110, 157.

159

 ხეთი.”1 სომხები დიდი სომხეთის შექმნას ქართული მიწა-წყლის მიტაცების გზითაც აპირებენ. ცნობილია, რომ იგივე აფხაზეთის ომის დროს სომხები ებრძოდნენ ქართველებს. ამას შვრებოდნენ იმიტომაც, რომ სომხურ წრეებს აწყობთ საქართველოს ცალკეულ ნაწილებად დაშლა, დასუსტება, რათა ამის შედეგად ამიერკავკასიაში წამყვან სახელმწიფოდ იქცეს სომხეთი, საქართველოს ფაქტობრივად ჩამოშორდეს ჯავახეთი. შეიძლება საერთაშორისო საზოგადოებრიობამ, ორგანიზაციებმა ჯავახეთის სომხეთთან შეერთებას მხარი არ დაუჭირონ, მაგრამ თუ შესრულდა სომეხთა მოთხოვნა და ჯავახეთს ფართო ავტონომია მიენიჭა, ეს ნიშნავს ამ მხარის საქართველოსგან ფაქტობრივად ჩამოშორებას, სომხეთის სრული გავლენის ქვეშ მოქცევას. მოგვიანებით, ვთქვათ, 40-50 წლის შემდეგ, ვინ იცის, კიდევ რა მოხდება. 1996 წელს სომხურ გაზეთ “ლრაგირში” დაბეჭდილ წერილში _ ”დიდი სომხეთი მცირე საზღვრებში” _ ნათქვამია: “ჩვენ უნდა მოვთხოვოთ საქართველოს, არა მარტო შეწყვიტოს ჩვენი თანამემამულეების დევნა-შევიწროება, არამედ მოვთხოვოთ ტერიტორიული დამოუკიდებლობაც ჯავახეთელებისათვის. თუ საქარ- თველო ამაზე არ დაგვთანხმდება, მაშინ ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი მიწა-წყალი იარაღით ხელში, მით უმეტეს, რომ გვაქვს ამის შესაძლებლობა.” სამცხე, ახალციხის მხარეც სომხური მიწაწყალია, უნდა დავიბრუნოთო. ქართველები ბრძოლაში, ომში ვერ გაგვიმკლავდებიანო სომხებს: “ქართველი ერი, როგორც ერთიანი ორგანიზმი, არ არსებობს. ამ სახელწოდებით იგულისხმებიან მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთისაგან დიდად განსხვავდებიან.” სომეხთა მხრიდან მსგავსი გამოხდომები, საქართველოს ისტორიის დაკნინება, გაყალბება დღემდე გრძელდება. ცოტნე დადიანმა ქართულთან ერთად მეგრული ენაც თუ იცოდა, ამიტომ შეგნებულად არ გასწირა თავი სრულიად საქართველოსთვის, არ გახდა საქართველოს ეროვნული გმირი? მეგრელები და სვანები ისევე მონაწილეობდნენ ქართველი ერის გადარჩენის- თვის გაჩაღებულ საუკუნოვან ბრძოლებში, ომებში, როგორც სხვა ქართველები, სხვა ქართულ მხარეთა მკვიდრნი. ვინაიდან საქართველოში უძველესი დროიდან საკმაო რაოდენობით

1 იხ. ს. სტეფანიანცი, სომხური სამოციქულო ეკლესია სტალინური ტირანიის ხანაში, ერევანი, 1994, გვ. 185, სომხურ ენაზე.

160

 ცხოვრობდნენ სომხები გარკვეული მიზეზების გამო, გასაგებია, დროთა განმავლობაში მათი გაქართველება ხდებოდა. მაგრამ ამ გაქართველებულ სომხებსაც გამოკვეთილი ქართული ეროვნული შეგნება არ ჰქონდათ. ამის გამო საქართველოს ისტორიამ არ იცის ისეთი მაგალითი, რომ რომელიმე გაქართველებულ სომეხს დიდი ქართული ეროვნული საქმე ეკეთებინოს. ისინი პირად ინტერესებს ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესებზე მაღლა აყენებდნენ. იმის გამოც, რომ სომხები მრავალი საუკუნის განმავლობაში მიზნად ისახავდნენ ქართველთა გასომხებას, საქართველოს გასომხურებას, მაგრამ მოხდა პირიქით, გაცილებით, შეუდარებლად მეტი სომეხი გაქართველდა, ვიდრე ქართველი გასომხდა, ამ მოვლენამ თავისებური, არაქართული, ხშირად ანტიქართული ბუნება, დედაარსი შესძინა გაქართველებული სომხის ფსიქიკასაც. დღეს საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოქცევას არაერთი გაქართველებული სომეხი, ნასომხარი ცდილობს, რაც, ზემოთქმულის გამო, ჩვენს ქვეყანას, ქართველ ერს კარგს არაფერს უქადის. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ძლიერი, მდიდარი, გავლენიანი სომხური დიასპორა არსებობს. მათი წარმომადგენლები ცდილობენ, რომ საქართველოს უმაღლეს ხელისუფლებაში სწორედ გაქართველებული სომხები, ნასომხრები მოხვდნენ, რადგან იციან, რომ ეს ხელს შეუშლის ქართველი ერის ფეხზე დადგომას, გაძლიერებას, მკვდრეთით აღდგომას. ამით კი, საბოლოო ანგარიშით, სომხური საქმე კეთდება, საქართველოს დასუსტება, ქართველი ერის დაუძლურება სომხეთს, სომხებს აწყობთ. იმის გამო, რომ ქართველები ღარიბები ვართ, ბევრი ქართველი თანახმაა სეროჟისტიც გახდეს_ოღონდ გამაძღონ და ვინც გინდა, იმათ წარმართონ საქართველოს ბედიო. ზოგი ვაიქართველი თავისი სეროჟისტობით მდიდრდება კიდეც. ქართველი ერი ფხიზლად უნდა იყოს, არ უნდა მისცეს სომხურ წრეებს შესაძლებლობა, განახორციელონ თავიანთი ის გეგმები, რომლებიც საქართველოს, ქართველი ერის დასუსტებისაკენაა მიმართული. ქართველებმა აღარ უნდა დაუშვან, რომ სომხეთმა კვლავ ჩამოაცილოს საქართველოს ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყული, მათივე ძვლებით გაპოხიერებული ქართული მიწა-წყალი, როგორც ეს მოხდა 1921 წელს, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა ქვემო ქართლის სამხრეთი ნაწილი _ ლორე-ტაშირი. რაც შეეხება დიდი სომხეთის არსებობის გასამართლებლად იოსიპ

161

 ბროზ ტიტოს მოშველიებას, ამგვარი რამ ქართველებმაც შეიძლება გავაკეთოთ. ასე, მაგ., პაკისტანის სახელმწიფოს მეთაური, ბენაზირ ფხუტო ამბობდა: ისლამი ევროპას მოედებოდა, საქართველოს ხელი რომ არ შეეშალაო. მართლაც, ქართველი ერი საუკუნეების განმავლობაში გმირულად იბრძოდა, რომ კავკასიაში ისლამურ სამყაროს ქრისტიანობა არ აღმოეფხვრა. ეს ხდებოდა იმ ასწლეულებში, როცა ქრისტიანული საქართველოს განადგურების მოსურნე, მაჰმადიანობის ბურჯ თურქეთს დაპყრობითი, დამპყრობლური ომების რაოდენობით პირველი ადგილი უჭირავს მსოფლიოში. კავკასიაში ქრისტიანობის ამოძირკვის, ქართული სახელმწიფოებრიობის მოსპობის შემთხვევაში მაჰმადიანობა ევროპისკენაც უფრო ადვილად გაიკვლევდა გზას. ამდენად, დიდი საქართველოს არსებობას, აღდგენას მეტი საფუძველი გააჩნია, ვიდრე დიდი სომხეთისას. დიდი საქართველო კი თავის ისტორიულ მიწა-წყალს, მაგ., ტაოკლარჯეთს1 და სხვა ძირძველ ქართულ მხარეებს არც სომხეთს და არც სხვა ქვეყნებს არ დაუთმობდა. 1 რომელიც მომავალი დიდი სომხეთის ნაწილად წარმოუდგენიათ სტეფანიანცს და სხვებს. 162 დანართი სომხებს უნდა გადაეცეთ ეკლესიები საქართველოში?! ამ ბოლო ხანებში ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ სომეხთა გარკვეული წრეები პრეტენზიას აცხადებენ 650 ეკლესიაზე საქართველოში. ეს ეკლესიები სომხების იყო და ისევ მათ უნდა დაუბრუნდეთო. სომხები ითხოვენ ეკლესიების გადაცემას თბილის- შიც. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსანიც მათ მხარს უჭერს! აქვს თუ არა რაიმე საფუძველი სომეხთა პრეტენზიებს, ამის გასარკვევად აუცილებელია წიაღსვლა ისტორიაში. სამწუხაროდ, საქართველო-სომხეთის ურთიერთობის მრავალი პრობლემა დღემდე ჯეროვნად დამუშავებული, შესწავლილი არ არის. საქართველოში არც არავინ ზრუნავს იმაზე, რომ ამ საქმეს მოევლოს, ქართველ არმენოლოგებს შეექმნათ პირობები სამუშაოდ. საგანგებო ყურადღება უნდა ექცეოდეს იმასაც, რომ აღიზარდოს უნარიან ქართველ არმენოლოგთა ახალი თაობა. მაგრამ ასეთი ლაპარაკი რჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. ვახუშტი ბატონიშვილი, საუბრობს რა ძველი თბილისის ეკლესიების შესახებ, ერთგან აღნიშნავს: “კუალად უგუმბათო ოთხი აწ უპყრავთ სომეხთა” (ქართლის ცხოვრება, IV, 1973, გვ. 336). “აწ უპყრავთ სომეხთა” იმას ნიშნავს, რომ მანამდე სხვას, ე. ი. ქართველებს ეკუთვნოდათ ეს ეკლესიები. ისმის კითხვა: რამ გამოიწვია სომეხთა მომრავლება საქარ- თველოში? საქართველოში მცხოვრებ სომხებს, ცხადია, თავიანთი ეკლესიებიც ექნებოდათ – ზოგს თვითონ ააშენებდნენ, ზოგს საქართველოს, ან ჩვენი ქვეყნის დამპყრობლის ხელისუფლება უწყალობებდა (თელავში, მაგ., იქ ჩამოსახლებული სომხებისათვის ერეკლე II-ს, პოლიტიკური მოსაზრებით, უბოძებია ქართული ეკლესია – იხ. ალ. ორბელიანი, თელავი, 1997 წ., გვ. 5), რამეთუ საქარ- თველოში მცხოვრები სომხები ყოველთვის ცდილობდნენ, ჩვენი სამშობლოს ნებისმიერ დამპყრობელთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდათ (ჯაშუშებადაც უდგებოდნენ მათ), საერთო ენა გამოენახათ. და მაინც, 650 სომხური ეკლესია საქართველოში არ ყოფილა. ამჯერად მეათე საუკუნეზე უფრო ადრინდელ ამბებს აღარ გადავწვდები, მოვერიდები საგაზეთო წერილის გადატვირთვას. სომეხი მკვლევარის, ჰ. ბართიკიანის სიტყვით, “ნათლად ჩანს, რომ X

163

 საუკუნის შუა ხანებისათვის სომხები მოხეტიალე, არამდგრად ხალხად მიაჩნდათ.” ჰ. ბართიკიანი ფიქრობს, რომ ეს არ არის სომეხთათვის ბუნებრივი, თანდაყოლილი თვისება, იგი შემდგომში უნდა იყოსო შეძენილი. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ადრეც და, მეტადრე, X-XI ასწლეულებში უამრავი სომეხი აიყარა თავისი მშობლიური მიწა-წყლიდან და უცხო ქვეყნებს მიაშურა (იხ. ა. აბდალაძე, ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა ურთიერთობა IX-XI საუკუნეებში, 1988, გვ. 208). დიდი რაოდენობით შემოეხიზნენ ისინი საქართველოსაც. საყურადღებოა, რომ იმ ხანებში ქართულ-სომხური ეკლესიების ურთიერთობა ძალზე გამწვავებული იყო გარკვეული მიზეზების გამო და საქართველოს მეფეები, ასეთ ვითარებაში, რად რთავდნენ სომხებს ნებას, დამკვიდრებულიყვნენ ჩვენს ქვეყანაში, ჰქონოდათ აქ მონოფიზიტური (გრიგორიანული) ეკლესიები? მართლმადიდებელი ქართველები და გრიგორიანი სომხები ხომ ერთმანეთს მწვალებლებად მიიჩნევდნენ. სომხეთიდან გაქცეული სომხების ადგილს ამ ქვეყანაში მაჰმადიანები იჭერდნენ. XI საუკუნეში სომხეთში დაეცა სომხური სახელმწიფოებრიობა, მოისპო სომხური სამეფოები და შეიქმნა საშიშროება იმისი, რომ სომხეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მაჰმადიანური იქნებოდა. ეს საქართველოსთვის მიუღებელი იყო. ჩვენი ქვეყნის სამეფო ხელისუფლებას ერჩია, სომხეთში ეცხოვრათ ქრისტიან სომხებს და არა სხვადასხვა ჯურის მუსლიმებს. უფრო მეტიც, ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესს შეადგენდა, რომ მთელი კავკასია ქრისტიანული ყოფილიყო. ქრისტიანობა ხომ ისლამზე ადრე გავრცელდა კავკასიაში. საქართველოს მეფეები ფიქრობდნენ, რომ ჩვენს ქვეყანაში დასახლებული სომხები, ხელსაყრელი პირობების შექმნისას, უფრო ადვილად დაბრუნდებოდნენ სამშობლოში, ვიდრე შორეულ ქვეყნებში გადახვეწილნი (იმ დროს ხომ ძალზე ძნელი იყო ეგვიპტიდან ან იტალიიდან სომხეთში ჩამოსვლა). რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში მყოფ კავკასიელთა გადასარჩენად აუცილებელი იყო საერთო ძალისხმევით ებრძოლათ მრავალრიცხოვან დამპყრობთა წინააღმდეგ. XII საუკუნესა და XIII ასწლეულის პირველ მეოთხედში საქართველოს სამეფომ შეძლო კიდეც მთელი კავკასიის გაერ- თიანება, სომხეთის გამოხსნაც მაჰმადიან დამპყრობთა კლანჭებისგან. საქართველოს შემადგენლობაში მოქცეული სომხეთიც თანდა

164

 თან ისევე აყვავდა, როგორც საკუთრივ ქართული მიწა-წყალი, ქართველი ერი. მონღოლთა შემოსევებს სხვა ვინ გაუძლებდა, რომ საქართველოს გაეძლო? რუსეთიც ხომ დაიპყრეს მონღოლებმა. შემდეგ იყო თემურ ლენგი, შაჰ-აბასი და ათასი უბედურება. საქართველო წელში ვეღარ გაიმართა მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის ჯანსაღი ნაწილი თავგანწირვით ებრძოდა ნაირნაირ დამპყრობლებს. ქართული სამეფოები მაინც ინარჩუნებდნენ არსებობას. სომხეთში კი სომხური სახელმწიფოებრიობა XI საუკუნიდან მოყოლებული 1918 წლამდე, დაშნაკების ეპოქამდე, აღარ არსებულა. სომხეთი კვლავაც იცლებოდა სომხური მოსახლეობისგან. 1827 წლისათვის, როცა რუსეთმა შეიერთა სომხეთი, ამ ქვეყანაში მხოლოდ 25 ათასი სომეხიღა ცხოვრობდა, დანარჩენი მაჰმადიანები იყვნენ. მართალია, XIII-XVIII საუკუნეებში საქართველოსაც ძალიან უჭირდა, მაგრამ ქართველთა მეფეები ფიქრობდნენ, რომ მათ უნდა ეპატრონათ სომხებისთვისაც, რამეთუ სომხეთის ისლამურ ქვეყნად გადაქცევა საქართველოსაც კარგს არაფერს უქადდა. ამის გამო სომხეთიდან გამოქცეულ, ლტოლვილ სომხებს ფართოდ უღებდნენ ჩვენი ქვეყნის კარებს. სხვა ქვეყნებში მიმავალი სომხებიც ჯერ საქართველოში მოდიოდნენ, აქ სულს მოითქვამდნენ და შემდეგ აგრძელებდნენ გზას. საქართველოში, ქართველი ერის თავკაცებს მიაჩნდათ, რომ რაკი ქართული სახელმწიფოებრიობა ავად თუ კარგად არსებობას განაგრძობდა, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ სომხებ- შიც ცხოველმყოფელი იქნებოდა იდეა სომხეთში სომხების დაბრუნებისა, სომხეთის მკვდრეთით აღდგომისა. ეჯმიაწინის (ეჩმიაძინს სომხურად ეჯმიაწინი ჰქვია) მეშვეობით ეს იდეა მთელი მსოფლიოს სომხებშიც გავრცელდებოდა. საქართველოდან გასული სომხებიც თანამემამულეებში, სხვა ქვეყნებში ჰფენდნენ ამ იდეას. ეგრეთწოდებული ერთმორწმუნე რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ ქრისტეს, ქრისტიანობის, მართლმადიდებლობის სახელით ვერაგულად მოატყუა, გააცურა ქართველი ერი, ჩვენი მეფეები. რუსეთმა პირისაგან მიწისა აღგავა მრავალტანჯული ქართული სახელმწიფოებრიობა, ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. ქარ- თველთა შეგნებული, ჯანსაღი ნაწილი აუჯანყდა რუსეთის იმპერიას. ქართველთა დასათრგუნად, დასამორჩილებლად რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, საქართველოში მცხოვრები სომხებიც

165

გამოეყენებინა. ამასთანავე, რუსეთის იმპერიის მთავრობამ მეტისმეტად მოამრავლა სომხები საქართველოში, კერძოდ, თბილისში, სამცხე- ჯავახეთში, აფხაზეთში და სხვაგანაც. სომხური ეკლესიებიც მომრავლდა ჩვენს ქვეყანაში. ამას ისიც უწყობდა ხელს, რომ საქართველოს ვაჭრობა რუსეთმა ძირითადად სომხებს ჩაუგდო ხელ- ში. მართალია, ქართველი კაცი ძველად ვაჭრობას არ მისდევდა, თაკილობდა, რამეთუ მას თავის დანიშნულებად მტრის წინააღმდეგ ხმლით ბრძოლა მიაჩნდა, მაგრამ თანდათან ქართველები აცნობიერებდნენ თავის ამ ნაკლოვანებასაც. ასე, მაგალითად, იოანე ბატონიშვილი XVIII საუკუნის ბოლოს აღნიშნავდა, რომ ქართველები აუცილებლად უნდა ჩაბმულიყვნენ თავისი ქვეყნის ვაჭრობის საქმეებში. განათლებული ქართველი უფლისწულის ამ გეგმას, რუსეთის იმპერიის ბატონობის ვითარებაში, XIX საუკუნეში განხორციელება არ ეწერა. რუსეთის ხელისუფლებას მიაჩნდა, რომ ქართველები ეკონომიკურად თუ მოღონიერდებოდნენ, უფრო მეტი წარმატებით შეძლებდნენ ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლას. სამწუხაროდ, საქართველოში მცხოვრები სომხები ემხრობოდნენ რუსეთის კოლონიურ პოლიტიკას ჩვენი ქვეყნის მიმართ და საქართველოში სომხური ინტერესების განხორციელებასაც შეუდგნენ. თუ როგორ უნდა გაეყოთ საქართველო რუსებსა და სომხებს, ეს, ცოტა არ იყოს, პრობლემატური საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ რუსები მარტო თვითონ კი არ შემოესივნენ საქართველოს, სომხებიც შემოუსიეს ჩვენს ქვეყანას. ამიტომაც ამბობდა აკაკი წერეთელი: რაიმე მატერიალური სარგებლობის მოტანა რომ შეეძლოს, სომხები ჩვენს დედა-ენასაც წაგვართმევდნენო. დიდი სომხეთის იდეა უძველეს დროს გაჩნდა სომეხთა შორის. XIX საუკუნეში ეს იდეა კვლავ გაცოცხლდა, აღორძინდა. სომხებმა თურქეთში რომ ვერ შეძლეს თავიანთი საწადელის განხორციელება, ვერ მოიპოვეს ე. წ. თურქეთის სომხეთის ავტონომია (მათ ამ საქმეში რუსეთის, ინგლისის და სხვა დიდი სახელმწიფოების მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ), პირიქით, ამას სომეხთა ჟლეტაც მოყვა თურქეთში 1915 წელს, გადაწყვიტეს დიდი სომხეთის შექმნა საქართველოს, ქართული მიწა-წყლის ხარჯზე წამოეწყოთ. ამ მიზნით 1918 წლის ბოლოს სომხეთის დაშნაკურმა მთავრობამ ომის გამოუცხადებლად, ვერაგულად ჯარი შემოუსია საქართველოს. საქართველოს წინააღმდეგ ომში სომხეთმა მიიმხრო საქართველოში,

166

 კერძოდ, თბილისში მცხოვრები სომხები. რაც სომხებს თურქეთის მიმართ ბოღმა დაუგროვდათ, იმის გადმონთხევა ქართველებზე განიზრახეს. ნაწილობრივ მიზანსაც მიარწიეს – ჯერ ინგლისის, ხოლო 1921 წელს რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლების წყალობით მიიტაცეს ქვემო ქართლის სამხრეთი ნაწილი, ლორე-ტაშირი, რომლის შესანარჩუნებლად ქართველებმა საუკუნეთა მანძილზე ზღვა სისხლი ღვარეს. რუსეთისავე დახმარებით სომხებმა შეძლეს ქარ- თული მხარის, მრავალტანჯული ჯავახეთის სომხურ მხარედ ქცევა XIX-XX საუკუნეებში. გამოვიდა ისე, როგორც ნათქვამია: “ობოლო, ვისა სცემ და ვინც გამზარდაო”. დიდი სომხეთის იდეა დღესაც ცოცხლობს. სომხური ტრადიციით კი, დიდ სომხეთში ნახევარი საქართველო მაინც უნდა მოექცეს, თვით ბათუმის ჩათვლითაც. საქართველოში 650 ეკლესიასაც ამ მიზნით ითხოვენ. იმედი აქვთ, მდიდარი, გავლენიანი სომხური დიასპორა, კერძოდ, ამერიკის სომხური დიასპორაც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ამ საქმეებში. ჩემი აზრით, სომეხთა გარკვეული წრეები ფიქრობენ, რომ საქართველოში სომხურ ეკლესიებს სომხური ეროვნული იდეოლოგიის კერებად აქცევენ. ამგვარი იდეოლოგია კი საქართველოს წინააღმდეგაა მიმართული. როგორც ითქვა, საქართველოს მეფეები სომხებს ჩვენს ქვეყანაში ასახლებდნენ იმიტომ, რომ მომხდარიყო ქართველთა და სომეხთა დაახლოება, რათა მათ ოდესმე მაინც საერთო ძალით ებრ- ძოლათ მტრის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, სომეხთა მიზეზით, ეს არ მოხდა. ამიტომ უსამართლოა სომეხთა მოთხოვნა, საქართველოში მათ გადაეცეთ ეკლესიები. ბოლოს და ბოლოს, ხომ აღსდგა სომხური სახელმწიფოებრიობა. ვისაც საქართველოში მოქმედი სომხური ეკლესიების რაოდენობა არ აკმაყოფილებს, აქვე, ორი ფეხის ნაბიჯზეა სომხეთის რესპუბლიკა, ეჯმიაწინი, წავიდნენ საქართველოდან და იქ ილოცონ. ამ გზით უკეთ მიიღწევა ქართველი და სომეხი ერების კეთილმეზობლური ურთიერთობა, რაც ორივე ხალხისთვის სასურველი უნდა იყოს. მაგრამ არაფერი სასიკეთო არ გამოვა, თუ სომხები, რაც ე. წ. თურქეთის სომხეთში ეკლესიები დაკარგეს, იმის ანაზღაურებას საქართველოში შეეცდებიან. მართალია, მათ წაგვართვეს ლორე-ტაშირი, ჯავახეთიც სომხურ მხარედ აქციეს, მაგრამ ამას შედეგად ის მოყვა, რომ ქართველი ერი ვეღარ ენდობა სომეხ ერს, რაც არა მგონია თვით სომხებისთვის კარგი იყოს.

167

P. S. სომხები სრულიად უსაფუძვლოდ ბევრ რამეს რომ გვედავებიან, ეს იმდენად აღმაშფოთებელია, რომ ერთხელ ასეთი კოშმარული სიზმარი ვნახე: ვწერდი გამოკვლევას იმაზე, რომ სომეხთა პრეტენზია პეტრიწონის მონასტრის მიმართ საფუძველს მოკლებულია. თავს დამადგნენ შეიარაღებული სომხები და ჩემი ნაწერი წამართვეს. 168 ჯავახეთი, ზრესკი. ლაშა-გიორგის ეგრეთწოდებული ხელიანი ქვა ქართული წარწერით. ამ ქვის გარშემო 1996 წელს სომხური სამლოცველო აუგიათ _ იხ. ჯავახეთი, თბ., 2000, გვ. 100. 169 ზაქარია და ივანე მხარგრძელების ჰორელიეფი ჰარიჭის ეკლესიაში (1201 წ.) 170 171

6 Responses to “• აბდალაძე – საქართველო და სომხეთი IV”

  1. jaba said

    გაიხარეთ. ამ სტატიას მთელი ერთი კვირა ვკითხულობ. მე ამჟამად საბერძნეთში ვიმყოფები, ემიგრანტი ვარ. ბერძნების და სომხების დამოკიდებულება ქართველების მიმართ, სამწუხაროდ, დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. თსუ ისტორიის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული 1989 წელს, ბევრი რამე არ მცოდნია, მიუხედავად ყველაფრისა.
    ეს სტატია ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს. წარმატებებს გისურვებთ.

    უფალი შეგვეწიოს!

  2. a.sanduxaZe said

    ნამდვილად გეთანხმებით, ჩვენი სურვილი იქნება, გააცნოთ თანამემამულეებს, ვინც საქართველოს გარეთ იმყოფება ეს საიტი.
    განა დიდი ილია არ გვაფრთხილებდა, თუ რა შედეგი მოაქვს საკუთარი ისტორიის არ ცოდნასო?

    ჩვენ განზრახ არ გვასწავლიდნენ ბევრ რამეს, თითქმის სულ არაფერს საქართველოს ისტორიიდან და შედეგიც სახეზეა, გამოგვზარდეს კომუნისტურ “ინტერნაციონალურ” ინკუბატორში. ამიტომ ჩვენი ეროვნული თვითშეგნება, სიამაყე და მამულიშვილური გრძნობები ვერ არის ჩვენში სათანადო დონეზე.

    გისურვებთ ყოველივე სასიკეთოს.

  3. აჩო said

    ძალიან საინტერესო იყო

  4. giorgi-gilgameshi said

    gaixaret batono aleqsandre, ra kargia, rom saqartveloshi kidev darcha tqvenistana istorikosi, tqven mecnierulad amtkicebt imas rac me mqonda rogorc mosazreba, radggan wyaroebi ar gamachnia, didi madloba statiistvis

  5. merabi said

    imedia ivanishvilis mtavroba mainc gadadgavs satanado nabijebs

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 74 other followers