Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

◊ ნატოს შესახებ

საინფორმაციო ცნობარი ნატოს შესახებ

 

5 იან­ვრის საპრე­ზიდენ­ტო არჩევნე­ბის წინ, სპორტის სასახლის თავყრილობაზე პრე­ზიდენ­ტმა მიხე­ილ სააკაშვილმა გვამცნო: “დავით აღ­მაშე­ნე­ბე­ლი და გიორგი ბრწყინ­ვალე ნატოში შესვლაზე ოცნე­ბობდნე­ნო”. ყოველმა სწავლულმა ქართველმა კი იცის, რომ დავით აღ­მაშე­ნე­ბე­ლი მე­ფობდა 1089-1125 წწ. ხოლო გიორგი V მეფობდა 1314-1346 წლებში, ხოლო “ნატო” კი მე-20 საუკუნე­ში შე­იქ­მნა.

ჩრდილოატლან­ტიკუ­რი ხელშეკრუ­ლების ორგანიზაცია (NATO) წარმოადგენს ტრან­სატლან­ტიკურ კავშირს, რომელიც აერთიანებს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას უნიკალურ ალიან­სში თავდაცვისა და უსაფ­რთხოების უზრუნ­ველსაყოფად. ვაშინ­გტონის ხელშეკრუ­ლების მიხედვით ნატოს მთავარი და შეუცვლელი მიზანია მისი ყველა წევრის მშვიდობისა და უსაფ­რთხოების გარან­ტირება პოლიტიკუ­რი და სამ­ხედრო საშუ­ალებებით. ამიტომ 1949 წ. მისი დაარსებიდან, ნატო უზრუნ­ველყოფს მისი წევრების კოლექტიურ თავდაცვას. ის, აგ­რეთ­ვე გვევლინება მნიშ­ვნელოვან საკონ­სულტაციო ფორუ­მად უსაფ­რთხოების საკითხებზე.

 ცივი ომის დამ­თავრების შემ­დეგ, ჩრდილოატლან­ტიკუ­რი ალიან­სი შეუდგა უმ­ნიშვნელოვანესი ახალი ამოცანების შეს­რუ­ლებას. ერთ- ერთი მათ­განი იყო პარტნიორუ­ლი ურთიერთობის დამ­ყარება უსაფ­რთხოების სფეროში დემოკრატიულ ქვეყნებთან მთელს ევროპაში, კავკასიასა და ცენ­ტრალურ აზიაში. უსაფ­რთხოების მხრივ გარემოს ცვლილებების პასუ­ხად მან თავის თავზე აიღო დამატებითი პასუხის­მგებლობა. ის მოიცავს არა მარტო არას­ტაბილუ­რობის გადალახვას, რომელიც გამოწვეუ­ლია რეგიონალუ­რი და შიდა ეთ­ნიკუ­რი კონ­ფლიქებით ევროპაში, ასევე ბრძოლას ევროატლან­ტიკუ­რი რეგიონის გარედან მომ­დინარე საფ­რთხეებთან.

 ჩრდილოატლან­ტიკუ­რი ალიან­სი ასევე აქტიუ­რად ეწინააღმდეგება ტერორიზმისა და მასობრივი განადგუ­რების იარაღის გავრცელებას.

 

პა­სუ­ხი უსაფრთხო­ე­ბის ახალ გა­მოწ­ვე­ვებზე

2001 წ. 11 სექტემ­ბერს მომ­ხდარი ტერორის­ტუ­ლი აქტების დროს მასობრივი განადგუ­რების იარაღად გამოყენებუ­ლი სამ­გზავრო თვით­მფრინავები ადას­ტუ­რებს უსაფ­რთხოების გარემოს შეცვლას ცივი ომის დამ­თავრების შემ­დეგ ამ მოვლენებმა თანამედროვე საზოგადოება დააყენა ახალი საფ­რთხის წინაშე. ამის პასუ­ხად, ნატოს მოკავშირეებმა პირველად გამოიყენეს ვაშინგტონის ხელშეკრუ­ლების მე-5 მუხლი, რომელიც ეხება ჩრდილოატლან­ტიკუ­რი ალიან­სის კოლექტიურ თავდაცვას და კრიტიკულ სიტუ­აციებში გაუ­წიეს შეერთებულ შტატებს პოლიტიკუ­რი და პრაქტიკუ­ლი მხარდაჭერა. უფ­რო მეტიც, ისინი შემ­დგომ­შიც აგ­რძელებდნენ შეერთებუ­ლი შტატების დახმარებას ტერორიზმთან ბრძოლაში. ამავე დროს გადადგეს ახალი ნაბიჯი ნატოს პოტენ­ციალის ამაღლებისათ­ვის საერთაშორისო ტერორიზმის საშიშ­როებას­თან გასამკლავებლად.

ნატოს სამუ­შაო კულტუ­რის ადაპტაცია უსაფ­რთხოების გარემოების შეცვლას­თან დაკავშირებით დაიწყო 1999 წელს, მოკავშირეებმა მოიწონეს ახალი სტრატეგიუ­ლი კონ­ცეფ­ცია. ამ დოკუ­მენ­ტში დახასიათებუ­ლია საფ­რთხეები რომელთა წინაშე დგას ჩრდილოატლან­ტიკუ­რი კავშირი, რის­კები უსაფ­რთხოების სფეროში და მას­თან ბრძოლის საშუ­ალებები. რის­კები უსაფ­რთხოების სფეროში გან­საზღვრუ­ლია როგორც მრავალმხრივი და წინას­წარ ძნელად გან­საჭვრეტი. გარდა ამისა, გან­საკუთ­რებუ­ლი ყუ­რადღება ეთ­მობა მასობრივი განადგუ­რების იარაღის გავრცელების საშიშ­როებას. მას­ში ასევე ნათ­ლად არის ნათ­ქვამი, რომ ჩრდილოატლან­ტიკუ­რი ალიან­სის უსაფ­რთხოების ინ­ტერესებს შეიძლება დაემუქროს საერთო ხასიათის სხვა რის­კის ფაქტორიც, როგორიცაა ტერორის­ტუ­ლი აქტები, საბოტაჟი და ორგანიზებუ­ლი დანაშაუ­ლი, ასევე სასიცოცხლო რესურსებით მომარაგების მოშ­ლა.

ასეთი საშიშ­როების საპასუ­ხოდ ჩრდილოატლან­ტიკურმა ალიან­სმა წარმოადგინა რიგი ინიციატივებისა, რომელიც მიმართუ­ლი იყო მისი სამ­ხედრო პოტენციალის ამაღლებისა და ურთიერთთანამ­შრომ­ლობის გაფართოვებისათ­ვის, როგორც წევრებს შორის, ასევე პარტნიორ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მათ განეკუთ­ვნება: “თავდაცვითი პოტენ­ციალის ინიციატივა” — მაღალი დონის პროგ­რამა, წარმოდგენილი 1999 წ. რომ­ლის მიზანიცაა სამ­ხედრო პოტენ­ციალის მოდერნიზაცია ახალ გარემოებების შესაბამისად; 2002 წ. ცენ­ტრის შექმნა, რომელიც იხილავს მასობრივი განადგუ­რების იარაღის საკითხებს, რომელშიც ნატოს მოკავშირეები უცვლიან ერთმანეთს ინ­ფორმაციას და ცდილობენ გაუ­წიონ კოორდინაცია საპასუ­ხო ზომებს. ყოველივე ეს საშუ­ალებას აძლევს ნატოს ევროპულ წევრებს აიღონ თავის თავზე პასუ­ხის­მგებლობა უსაფ­რთხოებისა და თავდაცვის საკითხებში.

2001 წ. 11 სექტემ­ბერს მომ­ხდარმა ტერორის­ტულმა აქტებმა ამ ღონის­ძიებებს შეს­ძინა გან­საკუთ­რებუ­ლი აქტუ­ალობა. ყოველივე ამის შემ­დეგ ნატო შეუდგა თავისი საქმიანობის ღრმა ანალიზს. ამ სამუ­შაოების შედეგი გახდა ინიციატივები და პროგ­რამები, რეფორმების კომ­პლექსი რომელიც მოიწონეს ალიან­სის ლიდერებმა 2002წ. ნოემ­ბერს, პრაღის სამიტზე. ამავე დროს ნატოს 14-მა მოკავშირემ გააგ­ზავნა თავისი სამ­ხედრო კონ­ტინ­გენ­ტი ავღანეთ­ში, შეერთებუ­ლი შტატების მხარდასაჭერად “ალ-ქაიდა”-ს ტერორის­ტუ­ლი ორგანიზაციის წინააღმდეგ. უფ­რო მეტიც, წევრი სახელმწიფოების თხოვნით, რომ­ლებიც აქტიურ როლს თამაშობდნენ ამ მისიის შეს­რუ­ლებაში, აიღო თავის თავზე ავღანეთ­ში ISAF-ის ხელმძღვანელობა.

თუმ­ცა ნატოს წევრებს ჰქონ­დათ უთან­ხმოებები, უსაფ­რთხოების ახალ გამოწვევებზე საპასუ­ხოდ საუ­კეთესო გზების შერჩევის თაობაზე. ყველა ისინი აღიარებენ, რომ ასეთი საფ­რთხე შეიძლება წამოვიდეს ევროატლან­ტიკუ­რი რეგიონის საზღვრებს მიღმა რაიონებიდან და მათი მოგ­ვარება შეუძლებელია მხოლოდ ერთ ორგანიზაციაზე დაყრდნობით, ან თავდაცვით სტრუქტუ­რებზე, რომ­ლებიც გან­კუთ­ვნილია ჩვეუ­ლებრივი სამ­ხედრო კონ­ფლიქტების დასარეგულირებლად. ამიტომაც საჭირო ხდება ალიან­სის ადაპტირება ახალ საფ­რთხეებთან გასამ­კლავებლად. ამ­გვარად, ისეთი სახის კავშირიდან, რომელიც შემოფარგლუ­ლი იყო გეოგ­რაფიუ­ლი ჩარჩოებით, ნატო გადაიქცა კავშირად რომელიც მზადაა მოიგერიოს ისინი მათი წარმოქმნის დროისა და ადგილის მიუ­ხედავად.

უსაფ­რთხოების გასაუმ­ჯობესებლად ნატო ამ­ყარებს მჭიდრო ურთიერთობებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მათ შორის ევროკავშირთან, ევროპაში უსაფ­რთხოების და თანამ­შრომ­ლობის ორგანიზაციას­თან, გაეროს­თან და ჯან­დაცვის მსოფ­ლიო ორგანიზაციას­თან, აგ­რეთ­ვე ქვეყნებთან, რომ­ლებიც არ არიან ნატოს წევრები. მათ შორის რუ­სეთ­თან, უკრაინას­თან, ევროატლანტიკურ რეგიონ­ში პარტნიორ ქვეყნებთან და მთელ ხმელთაშუ­აზღვის­პირეთ­ში.

ჩრდილოატლან­ტიკუ­რი ალიან­სის სათავეები მეორე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ აღმოსავლეთ ევროპა გამოეყო დასავლეთ ევროპას იდეოლოგიუ­რი და პოლიტიკუ­რი დაცილების გამო, რომელიც წარმოშ­ვა ცივმა ომ­მა. აღმოსავლეთ ევროპა აღმოჩნდა საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ. 1949 წ. თორმეტმა სახელმწიფომ, რომ­ლებიც იმ­ყოფებოდნენ ატლან­ტიკის ორივე მხარეს, დადო ჩრდილოატლან­ტიკუ­რი ხელშეკრუ­ლება იმ მიზნით, რომ გაეწიათ საბჭოთა კავშირის­თვის წინააღმდეგობა, რათა მას არ გაევრცელებინა თავისი კონ­ტროლი კონ­ტინენ­ტის სხვა ნაწილებში.

1947-1952 წლამ­დე მარშალის გეგ­მით უზრუნ­ველყოფილი იყო დასავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკუ­რი სტაბილიზაცია. ნატოს როლი გუ­ლის­ხმობდა კოლექტიუ­რი თავდაცვის უზრუნ­ველყოფას ნების­მიერი ფორმის აგ­რესიისაგან და უსაფ­რთხო გარემოს შენარჩუ­ნებას დემოკრატიუ­ლი გან­ვითარებისა და ეკონომიუ­რი ზრდისათ­ვის. მაშინ­დელი შეერთებუ­ლი შტატების პრეზიდენ­ტის ჰარი ტრუ­მენის სიტყვებით მარშალის გეგ­მა და ნატო “ერთი თხილის ორი ნახევარი” იყო.

ნატოს დამ­ფუძნებელმა სახელმწიფოებმა (ბელგია, დიდი ბრიტანეთი, დანია, ის­ლან­დია, იტალია, კანადა, ლუქსემ­ბურგი, ნიდერლან­დები, ნორვეგია, პორტუგალია, ამერიკის შეერთებუ­ლი შტატები და საფ­რან­გეთი) აიღეს ვალდებუ­ლება დახმარებოდნენ ერთმანეთს რომელიმე მათ­განის წინააღმდეგ სამ­ხედრო აგ­რესიის შემ­თხვევაში. ჩრდილოატლან­ტიკუ­რი ალიან­სი დემ ონ­სტრირებას ახდენ­და, რომ ნების­მიერი პოლიტიკუ­რი ან სამ­ხედრო ზეწოლა დას ავლეთ ევროპაზე, ჩაშ­ლის­თვის იყო გან­წირუ­ლი.

ორმოცდაათიან წლების დასაწყის­ში მოვლენათა მსვლელობამ, რომელთა კულმინაციაც იყო ომი კორეაში თვალნათ­ლივ დაამ­ტკიცა დასავლეთის შეშ­ფოთების საფუძვლიანობა საბჭოთა კავშირის ექსპან­სიონის­ტუ­რი ამ­ბიციების გამო. აქედან გამომ­დინარე ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა გაააქტიუ­რეს თავისი ძალის­ხმევა სმხედრო სტრუქტუ­რების შექმნის მიმართუ­ლებით, რაც აუ­ცილებელი იყო მათი კოლექტიუ­რი თავდაცვის­თვის.

ჩრდილოეთამერიკუ­ლი ძალების ყოფ­ნამ ევროპუ­ლი ქვეყნების თხოვნით მათ ტერიტორიაზე იძუ­ლებუ­ლი გახადა საბჭოთა კავშირი უარი ეთ­ქვა შეხედულებებზე, რომ აგ­რესია შეიძლება იყოს წარმატებუ­ლი, უფ­რო მეტიც, დროთა გან­მავლობაში ნატოს წევრი ქვეყნების რაოდენობა გაიზარდა. 1952 წ. ჩრდილოატლან­ტიკურ კავშირში შევიდა საბერძნეთი და თურქეთი, სამი წლის შემ­დეგ მას შეუ­ერთდა გერმანიის ფედერაციუ­ლი რეს­პუბლიკა, ხოლო 1982 წ. — ეს­პანეთი.

 ჩრდილოატლან­ტიკუ­რი ალიან­სის დამ­სახუ­რებით დასავლეთ ევროპამ და ჩრდილოეთ ამერიკამ არა მარტო ერთობლივად დაიცვეს თავისი დამოუ­კიდებლობა, მათ ასევე მიაღწიეს სტაბილუ­რობის უპრეცენ­დენ­ტო დონეს.

 

ცივი ომის დამთავ­რე­ბა

 ცივი ომის დროს ნატოს როლი და მიზნები მკვეთ­რად იყო გან­საზღვრუ­ლი საბჭოთა კავშირის მხრიდან არსებუ­ლი საფ­რთხით.

ოთხმოცდაათიან წლების დასაწყის­ში ახლად გან­თავისუფ­ლებუ­ლი აღმოსავლეთევროპუ­ლი ქვეყნების მოთხოვნით გაუქმებულ იქნა ვარშავის ხელშეკრუ­ლების ორგანიზაცია, საბჭოთა კავშირი დაიშალა.

ტრადიციუ­ლი მოწინააღმდეგების დაშ­ლის შემ­დეგ, ზოგ­მა ექსპერტმა ჩათ­ვალა, რომ ნატო-ც საჭიროებას აღარ წამოადგენს და ამიტომ მომავალში შესაძლებელია თავდაცვის­თვის და შეიარაღებუ­ლი ძალების­თვის ხარჯების მკვეთ­რი შემ­ცირება.

საბჭოთა კავშირის დაშ­ლის შემ­დეგ, ნატო-ს მოკავშირეებმა საგ­რძნობლად შეამცირეს თავდაცვითი ხარჯები, ზოგ­მა 25%-მდეც კი. მაგ­რამ კიდევ უფ­რო მეტი “სამ­შვიდობო დივიდენ­ტის” მიღების იმედი გაუ­მართლებლად ოპტიმის­ტუ­რი აღმოჩნდა. მალე გახდა ცხადი, რომ “ცივი ომის” დამ­თავრების მიუ­ხედავად, რამაც მოხსნა სამ­ხედრო ინ­ტერვენ­ციის საშიშ­როება, არას­ტაბილუ­რობა ევროპის ზოგიერთ ნაწილში გაიზარდა. ყოფილ იუ­გის­ლავიაში და ყოფილ საბჭოთა კავშირის ზოგიერთ ნაწილში ეთ­ნიკუ­რი დაძაბუ­ლობების ნიადაგ­ზე წარმოიქმნა მთელი რიგი რეგიონუ­ლი კონ­ფლიქტებისა. ნატო- ს წევრი ქვეყნების­თვის ნათელი შეიქმნა, რომ ნატო- ს ფარგლებში არსებუ­ლი მოვალეობები თანამ­შრომ­ლობის და კოლექტიუ­რი თავდაცვის სფეროში, რჩებოდა მათი უსაფ­რთხოების საუ­კეთესო გარან­ტად. იმის მიუ­ხედავად, რომ შეიარაღებუ­ლი თავდას­ხმის საშიშ­როება შემ­ცირდა, ევროპაში მშვიდობის და სტაბილუ­რობის შესანარჩუ­ნებლად და “ცივი ომის” შემ­დგომი პერიოდის რეგიონუ­ლი დაძაბუ­ლობის ეს­კალაციის თავიდან ასაცილებლად, საჭირო შეიქმნა სამ­ხედრო-პოლიტიკუ­რი თანამ­შრომ­ლობის ახალი ფორმები. მეტიც, პირველხარის­ხოვანი თავდაცვითი ამოცანების შეს­რუ­ლებას­თან ერთად, საჭირო გახდა მსხვილმაშ­ტაბიანი შინაგანი რეფორმების გატარება სამ­ხედრო სტრუქტურების, ძალების და საშუ­ალებების ადაპტაციისა და აღჭურვისათ­ვის ისეთი ახალი ამოცანების შესას­რუ­ლებლად, როგორიცაა კრიზისების მოგ­ვარება, მშვიდობის­მყოფელობა, მშვიდობის შენარჩუ­ნების ოპერაციები.

უსაფ­რთხოების ახალი გამოწვევების საპასუ­ხოდ ნატო გახდა არა მარტო კოლექტიურ თავდაცვაზე პასუ­ხის­მგებელი შეკავშირებუ­ლი ალიან­სი, არამედ ძირითადი რგოლი სახელმწიფოების პარტნიორობისა, რომ­ლებიც მჭიდროდ თანამ­შრომ­ლობენ უსაფ­რთხოების უზრუნ­ველყოფის ფართო სფეროში.

 

რო­გორ მუ­შა­ობს ნა­ტო

ჩრდილოატლან­ტიკუ­რი კავშირის ხან­გრძლივობის ერთ- ერთი მიზეზი ისიც არის, რომ მას­ში ყველა გადაწყვეტილება მიიღება კონ­სენ­სუ­სის საფუძველზე. ყველა მნიშ­ვნელოვან გადაწყვეტილებას წინ უს­წრებს ხან­გრძლივი კონ­სულტაციები და დის­კუ­სიები. გარეშე დამ­კვირვებელს ეს სის­ტემა შეიძლება მოეჩვენოს მოუ­ხერხებლად და მოუქნელად, მაგ­რამ მას აქვს ორი უპირატესობა. პირველი — ყველა წევრი ქვეყანა ინარჩუ­ნებს სუ­ვერენიტეტს და დამოუ­კიდებლობას. მეორე — მიღებუ­ლი გადაწყვეტილება სარგებლობს ყველა წევრ ქვეყნის სრუ­ლი მხარდაჭერით და გან­მტკიცებუ­ლია მათი შეს­რუ­ლების ვალდებუ­ლებით.

ნატოს უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა ჩრდილოატლან­ტიკუ­რი საბჭო, სადაც ყოველი წევრი-სახელმწიფო წარმოდგენილია მუდმივი წარმომადგენლობით ელჩის რან­გში.

თავიანთ საქმიანობაში ელჩები ეყრდობიან თავიან­თი ქვეყნების წარმომადგენლობებს, რომ­ლებიც შედგებიან დიპლომატებისა და სამ­ხედრო წარმომადგენ­ლებისაგან. საბჭო, ელჩების შემადგენ­ლობით, იკრიბება კვირაში ერთხელ, საჭიროების შემ­თხვევაში უფ­რო ხშირადაც. ასევე ტარდება ალიან­სის რეგუ­ლარუ­ლი სხდომები საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინის­ტრების დონეზე, საჭიროების­და მიხედვით, სახელმწიფო და მთავრობების მეთაუ­რების დონეზე.

ნატოს სათავეში დგას გენერალუ­რი მდივანი, რომელიც ირჩევა დაახლოებით ოთხწლიანი ვადით.

გენერალუ­რი მდივანი არის ერთ- ერთი წევრი-ქვეყნის საერთაშორისო მას­შტაბის სახელმწიფო მოღვაწე. გენერალუ­რი მდივანი თავმჯდომარეობს ჩრდილოატლან­ტიკუ­რი საბჭოს და ნატო-ს სხვა მნიშ­ვნელოვანი ორგანოების სხდომებზე და ხელს უწყობს კონ­სენ­სუ­სის მიღწევას წევრ-ქვეყნებს შორის. ჩრდილოატლანტიკუ­რი ალიან­სის ყოველდღიუ­რი საქმიანობისას ის ეყრდნობა სერთაშორისო სამ­დივნოს, რომელიც შედგება ყველა ნატოს წევრი-ქვეყნის ექსპერტებისა და თანამ­დებობის პირებისაგან.

ძალების უმეტესი ნაწილი, რომელსაც ნატოს გადას­ცემენ წევრი-ქვეყნები, რჩება ქვეყნების სრულ დაქვემ­დებარებაში იქამ­დე, როდესაც ისინი გადადიან ნატო-ს გან­კარგუ­ლებაში სხვა და სხვა ამოცანების შეს­რუ­ლების­თვის, დაწყებუ­ლი კოლექტიუ­რი თავდაცვითი ოპერაციებით და დამ­თავრებუ­ლი ახალი მისიებით, ისეთების როგორც სამ­შვიდობო მისიები და მშვიდობიანობის შენარჩუ­ნებაა.

ნატო-ს სამ­ხედრო და პოლიტიკუ­რი სტურქტუ­რები უზრუნ­ველყოფენ ნაციონალუ­რი შეიარაღებუ­ლი ძალების მიერ ამ ამოცანების წარმატებუ­ლი შეს­რულებისათ­ვის საჭირო პერსპექტიულ დაგეგ­მარებას, ასევე საორგანიზაციო მექანიზმებს, რაც აუ­ცილებელია გაერთიანებუ­ლი სარდლობის­თვის და ჯარის მართვის­თვის, აგ­რეთ­ვე სამ­ხედრო მომ­ზადების­თვის და სწავლების­თვის.

 

უსაფრთხო­ე­ბის განმტკიცე­ბა პარტნიო­რო­ბის მეშვე­ო­ბით

“ცივი ომის” დროინ­დელ ევროპულ გახლეჩას მიზეზად ედოან­ტაგონიზმი, რომელიც არსებობდა იდეოლოგიურ, პოლიტიკურ და სამ­ხედრო სფეროებში, აღმოსავლეთ­სა და დასავლეთს შორის.

“ცივი ომის” დას­რუ­ლებით გამოწვეულმა ძირეულმა ცვლილებებმა საშუ­ალება მის­ცეს ნატო-ს წამოეყენებინათ რიგი ინიციატივებისა უსაფ­რთხოებისა და სტაბილუ­რობის გან­მტკიცების სფეროში და შეექმნა დიალოგის­თვის საჭირო სტრუქტუ­რები ყოფილ მოწინააღმდეგეებთან, მაგ­რამ ასევე ევროპის სხვა სახელმწიფოებთან და მეზობელი ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ქვეყნებთან.

ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ამ მიმართუ­ლებით იყო 1991 წელს ჩრდილოატლანტიკუ­რი თანამ­შრომ­ლობის საბჭოს შექმნა. მოგ­ვიანებით მას ევროატლან­ტიკუ­რი პარტნიორობის საბჭო ეწოდა და გარდაიქმნა ნატო-სა და ევროატლან­ტიკუ­რი რეგიონის ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს შორის კონ­სულტაციებისა და თანამშრომ­ლობის მთავარ ფორუ­მად.

1994 წელს ნატო გამოვიდა ინიციატივით “პარტნიორობა მშვიდობისათ­ვის”. ეს პროგ­რამა მიმართუ­ლია ქვეყნების შეიარაღებუ­ლი ძალების გარდაქმნის ხელშეწყობაზე იმ მიზნით, რომ მათ ითამაშონ სათანადო როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში და მონაწილეობა მიიღონ ნატო-ს ხელმძღვანელობით წარმართულ სამ­შვიდობო ოპერაციებში. პროგ­რამა ით­ვალის­წინებს თითოეუ­ლი ქვეყნის ინ­დივიდუ­ალურ მოთხოვნილებებს და ქმნის პრაქტიკუ­ლი საქმიანობის ჩარჩოს მრავალ სფეროში, ეს კი საშუ­ალებას აძლევს მონაწილეებს აირჩიონ საქმიანობის მეტი ან ნაკლები სექტორი გამომ­დინარე მათი შიდა უსაფ­რთხოების მოთხოვნილებებიდან.

“პარტნიორობა მშვიდობისათ­ვის” ფარგლებში დაგ­როვილმა გამოცდილებამ არსებითად შეუწყო ხელი თანამ­შრომ­ლობას იმ ქვეყნებს შორის, რომ­ლებმაც მიიღეს მონაწილეობა ისეთ სამ­შვიდობო ოპერაციებში, როგორიც ბოს­ნიასა და ჰერცოგოვინაში სტაბილუ­რობის ძალებია (SFOR) ან სამ­შვიდობო ძალები კოსოვოს­თვის (KFOR)

1995 წელს ნატომ ხმელთაშუ­აზღვის­პირეთის ექვს ქვეყანას­თან — ეგ­ვიპტეს­თან, ის­რაელთან, იორდანიას­თან, მავრიტანიას­თან, მაროკოსა და ტუ­ნის­თან დააფუძნა ხმელთაშუ­აზღვის­პირეთის დიალოგი. ეს პროგ­რამა, რომელსაც 2000 წელს შეუ­ერთდა ალჟირი, მიმართუ­ლია ურთიერთობებსა და ურთიერთგაგების გაუმ­ჯობესებისაკენ ხმელთაშუ­აზღვის­პირეთის რეგიონების ქვეყნებთან, აგ­რეთ­ვე თანამ­შრომ­ლობის­კენ რეგიონუ­ლი უსაფ­რთხოების საკითხში.

1997 წელს რუ­სეთ­მა და ნატო-მ და აგ­რეთ­ვე უკრაინამ და ნატომ-მ ოფიციალუ­რი საფუძველი დაუ­დეს თავიანთ ორმხრივ ურთიერთობებს. რეგუ­ლარუ­ლი კონ­სულტაციებისათ­ვის და უსაფ­რთხოების საკითხების გან­სახილველად შეიქმნა ერთობლივი მუდმივი საბჭო ნატო-რუ­სეთი და კომისია ნატო- უკრაინა. ამ ორგანოების სხდომებზე იხილება მრავალფეროვანი საკითხები, დაწყებუ­ლი მშვიდობის­მყოფელობით ბალკანეთ­ზე, კრიზისების მოგ­ვარებასა და მასობრივი განადგუ­რების იარაღის განუვრცელობით, დამ­თავრებუ­ლი თავდაცვითი კონ­ვერსიით, ბუ­ნების გარემოს დაცვის და სტიქიუ­რი მოვლენების საწინააღმდეგო საქმიანობის დაგეგ­მვით.

2002 წელს რუ­სეთი-ნატო-ს საბჭომ შეცვალა მუდმივი ერთობლივი საბჭო. ამ ახალ სტრუქტუ­რაში, სადაც ყველა ქვეყანას გააჩნია თანაბარი პირობები, ჩრდილოატლან­ტიკუ­რი საბჭოს ანალოგიუ­რად გადაწყვეტილებები მიიღება კონ­სენ­სუ­სის საფუძველზე.

 

 ნა­ტოს გა­ფართო­ვე­ბა

90-იანი წლების დასაწყის­ში მთელ რიგ აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებში მივიდნენ დას­კვნამ­დე, რომ ნატოში შეს­ვლა საშუ­ალებას მის­ცემ­და მათ უკეთ მოეხდინათ საკუ­თარი ინ­ტერესების რეალიზება მომავალში, აქედან გამომ­დინარე გამოთ­ქვეს სურვილი გამ­ხდარიყვნენ მისი წევრები. 1999 წლის მარტში ნატოში შევიდა სამი ყოფილი პარტნიორი სახელმწიფო — უნ­გრეთი, პოლონეთი და ჩეხეთიე რის შედეგადაც ალიან­სის შემადგენ­ლობაში ცხრამეტი ქვეყანა აღმოჩნდა ჩრდილოატლან­ტიკუ­რი კავშირის პრაღის სამიტზე 2002 წ. ნოემ­ბერში კიდევ შვიდმა ქვეყანამ (ბულგარეთი, ეს­ტონეთი, ლატვია, ლიტვა, რუ­მინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია) მიიღეს მოწვევა დაეწყოთ მოლაპარაკება გაწევრიანების თაობაზე. 2004 წლის მარტში ისინი ოფიციალუ­რად შეუერთდნენ ჩრდილოატლან­ტიკურ ალიანსს.

შვიდმა ახალმა წევრმა და ნატოს წევრობის სხვა პრეტენ­დენ­ტმა კარგ შედეგებს მიაღწიეს გაწევრიანების სამოქმედო გეგ­მის (MAP) მეშ­ვეობით, რომელიც 1999 წელს იყო მიღებუ­ლი დახმარების გასაწევად დაინ­ტერესებუ­ლი პარტნიორი სახელმწიფოების ათ­ვის. ეს გეგ­მა საშ უ­ალებას აძლევს მას­ში მონაწილე პრეტენ­დენ­ტებს მიიღონ პრაქტიკუ­ლი რჩევები და მიზან­მიმართუ­ლი მხარდაჭერა. თავის მხრივ, მათ მოეთხოვებათ გარკვეუ­ლი პოლიტიკუ­რი მიზნების მიღწევა, მათ შორის ტერიტორიუ­ლი დავების მშვიდობიანი მოგ­ვარება, დემოკრატიუ­ლი პროცედუ­რების, კანონის უზენაესობის და შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიუ­ლი კონ­ტროლის პრინ­ციპების დაცვა. ამ გეგ­მით მუ­შაობაში მონაწილეობა არ იძლევა ნატოში გაწევრიანების გარან­ტიას, მაგ­რამ ის ეხმარება ქვეყნებს შეიარაღებუ­ლი ძალების ადაპტაციაში და მათ მომ­ზადებაში ჩრდილოატლან­ტიკუ­რი ალიან­სის წევრის მოვალეობებისა და ვალდებუ­ლებებისათ­ვის ნატოს ქვეყნების მთავრობამ მკაფიოდ გან აცხადოს, რომ გაფართოება არ წარმოადგენს მათ­თვის თვით­მიზანს. ის არის საშუ­ალება ნატოს უსაფ­რთხოების ზონის შემ­დგომი გან­ვრცობისათ­ვის და მთლიანობაში ევროპის სტაბილუ­რობის ამაღლებისათ­ვის. გაფართოვების პროცესი ხელს უწყობს უარის თქმას კონ­ფლიქტებზე, რამ­დენადაც უკვე თვით ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა სტიმულს წარმოადგენს პრეტენ­დენ­ტებისათ­ვის მეზობლებთან კონ­ფლიქტების მოგ­ვარებისა და რეფორმებისა და დემოკრატიზაციის პროცეს ის გაგ­რძელების საქმეში.

 

ნა­ტოსთან ინდივიდუ­ა­ლუ­რი პარტნიო­რო­ბის სა­მოქ­მე­დო გეგმის (IPAP)

წარდგენა მოხდა 2002 წლის პრაღის სამიტზე. ის ხელმისაწვდომია ნების­მიერი ქვეყნისათ­ვის რომელსაც გააჩნია ნატოს­თან ურთიერთობის გაღრმავების ნება და შესაძლებლობა. ეს გეგ­მები ორწლიან მონაკვეთ­ზეა გათ­ვლილი და ით­ვალისწინებს თანამ­შრომ­ლობის სხვადას­ხვა მექანიზმის თავმოყრას, რომელთა მეშ­ვეობით პარტნიორ ქვეყანას ალიან­სთან ურთიერთქმედებით ეძლევა სათანადო მხარდაჭერა საშინაო რეფორმების ინ­ტენ­სიფიკაციისათ­ვის. ინ­დივიდუ­ალუ­რი პარტნიორობის სამოქმედო გეგ­მის (IPAP) მიერ გან­საზღვრუ­ლი ამოცანები კატეგორიებადაა დაყოფილი: პოლიტიკუ­რი და უსაფ­რთხოების საკითხები; თავდაცვის, უსაფ­რთხოებისა და სამ­ხედრო საკითხები; საჯარო ინ­ფორმაცია; მეცნიერება და გარემო; სამოქალაქო საგან­გებო სიტუ­აციების დაგეგ­მვა; ადმინის­ტრაციუ­ლი და რესურსების საკითხი. 2004 წელს საქართველო პირველი სახელმწიფო გახდა რომელმაც დაიწყო ნატოს­თან ამ ფორმატით თანამ­შრომლობა, მოგ­ვიანებით მას აზერბაიჯანი და სომ­ხეთიც შეუ­ერთდა.

 

ნა­ტო კრიზისულ რე­გიონში

ყოფილი იუ­გოს­ლავიის დაშ­ლის შემ­დეგ ჩრდილოატლან­ტიკუ­რი ალიან­სის ყუ­რადღება და ძალის­ხმევა უმეტეს­წილად ბალკანეთ­ზე იყო კონ­ცენ­ტრირებუ­ლი, სადაც კონ­ფლიქტების აღკვეთისა და თავიდან აცილებისათ­ვის ნატომ სამ­ჯერ მიმართა სამ­ხედრო ჩარევას — ბოს­ნია და ჰერცოგოვინაში 1995 წელს, 1999 წელს კოსოვოში და 2001 წელს მაკედონიაში. ნატო სათავეში ჩაუდგა სამ­შვიდობო მისიებს — სტაბილიზაციის ძალებს (SFOR) ბოს­ნიასა და ჰერცოგოვინაში და ძალებს კოსოვოსათ­ვის (KFOR) სერბეთის კოსოვოს მხარეში. ორივე მისიამ მიზნად დაისახა ისეთი უსაფ­რთხო გარემოს უზრუნ­ველყოფა, რომელშიდაც ყველა მოქალაქე, მათი ეთ­ნიკუ­რი წარმომავლობის მიუ­ხედავად, შეძლებენ იცხოვრონ მშვიდობიანად, და სადაც საერთაშორისო დახმარებით შეიძლება გან­ვითარდეს დემოკრატია.

ნატოს მშვიდობის­მყოფელები ბოს­ნიასა და ჰერცოგოვინაში 1995 წლის დეკემბერში გამოჩნ დნენ, ხოლო კოსოვოში — 1999 წლის იან­ვარში მრავალი პარტნიორი სახელმწიფოს სამ­ხედროებთან ერთად. ორივე რეგიონ­ში ალიან­სი აქტიუ­რად უწყობდა მსხვილმ ას­შტაბიან საომ არ მოქმედებათა შეწყვეტის პროცესს. 1995 წლის აგ­ვის­ტოსა და სექტემ­ბერში მოკავშირეები ატარებდნენ საჰაერო ოპერაციებს ბოს­ნიელ სერბთა შეიარაღებუ­ლი ძალების წინააღმ დეგ. რამ აც განაპირობა ძალთა თანაფარდობის შეცვლა საომარ მოქმედებაში მონაწილე მხარეებს შორის და აიძუ­ლა ბოს­ნიელ სერბთა ხელმძღვანელობა მიეღო დეიტონის შეთან­ხმების პირობები კონ­ფლიქტის მშვიდობიანი მოწეს­რიგების თაობაზე.

გაეროს მან­დატი სფორ-სთვის ით­ვალის­წინებდა როგორც მშვიდობის შენარჩუ­ნებას, ასევე, ამის აუ­ცილებლობისას, იძუ­ლებას მშვიდობისათ­ვის. მდგომარეობის გაუმ­ჯობესებას­თან ერთად ხდებოდა სამ­ხედრო კონ­ტინ­გენ­ტის შემ­ცირება და ცვლილებები შედიოდა დასახულ ამოცანებში. ასეთ­მა წარმატებამ ნატოს საშუ­ალება მის­ცა 2004 წელს სამ­შვიდობო მისია ევროკავშირისათ­ვის გადაებარებინა, თუმ­ცა შეინარჩუ­ნა წარმომადგენ­ლობა სარაევოში, რომ­ლის მეშ­ვეობითაც კვლავაც შეაქვს წვლილი მიმ­დინარე პოზიტიუ­რი პროცესის გან­ვითარებაში.

სამ­ხედრო ჩარევა კოსოვოში მოყვა ძალადობის ეს­კალაციას წელიწადზე მეტი ხნის გან­მავლობაში, და კონ­ფლიქტის რეგიონ­ში გავრცელების საშიშ­როება წარმოიშ­ვა. ბელგრადის მხრიდან გაეროს უშიშ­როების საბჭოს რეზოლუ­ციათა (რომ­ლებიც მოუ­წოდებდნენ მას ალბანუ­რი მოსახლეობის დევნის შეწყვეტის­კენ), არაერთ დარღვევას­თან.

1999 წლის მარტში ჩრდილოატლან­ტიკურმა ალიან­სმა მიიღო გადაწყვეტილება საჰაერო კამ­პანია დაეწყო ამ შევიწროებაზე პასუ­ხის­მგებელ იუ­გოს­ლავიის სამ­ხედრო და გასამ­ხედროებულ სტრუქტუ­რათა წინააღმდეგ. ასეთი გადაწყვეტილება ნატომ მიიღო მას შემ­დეგ, რაც შესაძლებელი გახდა მშვიდობიანი მოლაპარაკებებით ბელგრადის შეუ­რიგებელი პოზიციის შეცვლა. გაეროს უშიშ­როების უუ­ნარობის გამო უზრუნ­ველეყო საკუ­თარი რეზოლუციათა შეს­რუ­ლება. ალიან­სმა დაიწყო საჰაერო კამ­პანია რომელიც 78 დღე გაგ­რძელდა.

მწვავე პოლიტიკურ დის­კუ­სიათა მიუ­ხედავად ალიან­სის წევრთა შორის, ამ ოპერაციის შედეგად ბოლო მოეღო საომარ მოქმედებებს და შეიქმნა ლტოლვილთა დაბრუ­ნებისა და კონ­ფლიქტის მშვიდობიანი მოწეს­რიგების პირობები.

KFOR-ის მან­დატი ნატოსა და იუ­გოს­ლავიის არმიას შორის მიღწეუ­ლი სამ­ხედრო ტექნიკუ­რი შეთან­ხმებისა და გაეროს უშიშ­როების საბჭოს N1244 რეზოლუ­ციიდან გამომ­დინარეობს. მის წინაშე დგას საომარ მოქმედებათა განახლების თვიდან აცილების, უსაფ­რთხო გარემოს შექმნისა და კოსოვოს გამათავის­ფლებელი არმიის დემილიტარიზაციის ამოცანა. ამას­თან ერთად საერთაშორისო ჰუ­მანიტარუ­ლი ძალის­ხმევისა და გაეროს მისიის მხარდაჭერა ასევე ხორციელდება კფორ-ის ძალებით.

ნატო გამოეხმაუ­რა იუ­გოს­ლავიის ყოფილი რეს­პუბლიკა მაკედონიის ხელისუფ­ლების თხოვნას ეთ­ნიკურ ალბანელთა ფორმირებების განიარაღების თაობაზე, რომელთა მოქმედებები ხელყოფ­დნენ ქვეყნის სტაბილუ­რობასა და უსაფ­რთხოებას. ჩარევა თან სდევდა ალბანუ­რი თემისა და იუ­გოს­ლავიის ყოფილი რეს­პუბლიკა მაკედონიის ხელისუფ­ლების შეთან­ხმებას, რომელიც მიღწეუ­ლი იყო საერთაშორისო შუ­ამავალთა, მათ შორის ნატოს მონაწილეობით. ოპერაციის მსვლელობისას, რომელიც 30 დღე გრძელდებოდა, დაახლოებით 3500 სამ­ხედრო მოსამ­სახუ­რის მონაწილეობით 4000 ერთეუ­ლი იარაღი იქნა ამოღებუ­ლი. ამ მოქმედებებმა და შემ­დგომ­ში ნატოს მცირე სამ­ხედრო კონ­ტინგენ­ტის ყოფ­ნამ ქვეყანაში თავიდან ააცილა მას კონ­ფლიქტის ეს­კალაცია და შექმნა შერიგებისა და მისი აღდგენის პირობები. 2003 წელს ნატოს მაკედონიაში ევროკავშირი ჩაენაცვლა.

მეთაუ­რობს რა უსაფ­რთხოების უზრუნ­ველყოფის საერთაშორისო ძალებს (International Security Assistance Force — ISAF) ნატო შეიმუშ­ვებს პირობებს, რომ­ლებიც დაეხმარება ავღანეთს ჰყავდეს წარმომადგენ­ლობითი მთავრობა და უზრუნ­ველყოფილი მშვიდობა და უსაფ­რთხოება.

ნატო-მ ითავა ISAF-ის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია 2003 წლის აგ­ვის­ტოში. ეს არის ნატო-ს ის­ტორიაში პირველი მისია ევრო-ატლან­ტიკუ­რი სივრცის გარეთ. თავდაპირველად დაგეგ­მილი უსაფ­რთხოების გასანაღდებლად ქაბულსა და შემოგარენ­ში, ალიან­სის მისია ამ­ჟამად განივრცობა ქვეყნის სხვა მხარეებშიც.

2004 წლის აგ­ვის­ტოში ერაყის გარდამავალი მთავრობის მოთხოვნის პასუ­ხად, ნატო-მ დააარსა ტრენინ­გის გან­ხორციელბის მისია. ნატო კის­რუ­ლობს ტრენინგს, აღჭურვილობას, ტექნიკურ დახმარებას, მაგ­რამ არა საბრძოლო ოპერაციებს. მისიის ამოცანაა, დაეხმაროს ერაყს, რომ მის­მა მთავრობამ შეს­ძლოს ერაყის მოსახლეობის უსაფ­რთხოების უზრუნ­ველყოფა.

 

 ნა­ტო ფართო­მასშტა­ბია­ნი საქ­მია­ნო­ბა

ნატოს საქმიანობის გაშუ­ქებისას ყუ­რადღება ძირითადად ეთ­მობა დიპლომატიას მაღალ დონეზე, ჩრდილოატლან­ტიკუ­რი ალიან­სის სამიტებს, და სამ­ხედრო კამ­პანიებს. ნატო ყოველდღიუ­რად მონაწილეობს მრავალრიცხოვანი პროექტების გან­ხორციელებაში, რომ­ლებიც ხელს უწყოს ევროპაში უსაფ­რთხოების მხრივ მდგომარეობის გაუმ­ჯობესებას. ისინი მოიცავს აღმოსავლეთევროპუ­ლი ქვეყნების დახმარებას შეიარაღებუ­ლი ძალების რეფორმირებაში, ყოფილი სამ­ხედრო მომ­სახუ­რეებისათ­ვის გადამ­ზადების პროგ­რამების შექმნას სამოქალაქო სფეროში სამუ­შაოდ, დახმარების გაწევას გან­ნაღმვასა და მოძველებუ­ლი საბრძოლო მასალების მარაგების უტილიზაციაში.

ამას­თან ერთად ნატო აქტიუ­რად მონაწილეობს ჰუ­მანიტარუ­ლი დახმარების კოორდინაციაში. 1999 წელს ალიან­სმა გახსნა სტიქიუ­რი უბედუ­რებისა და კატას­ტროფებისას დახმარების გაწევის საკოორდინაციო ევროატლან­ტიკუ­რი ცენ­ტრი, რომელიც მას მოქმედების კოორდინაციის საშუ­ალებას აძლევს სას­წრაფო დახმარების გასაწევად სტიქიუ­რი უბედუ­რებისა და ან­თროპოგენუ­ლი საგან­გებო სიტუ­აციების შემ­თხვევაში. მაგალითად, ნატო აქტიუ­რად მონაწილეობდა ლტოლვილთათ­ვის დახმარების კოორდინაციაში კოსოვოში საომარი მოქმედებების დროს 1999 წელს, ხელს უწყობდა დაზარალებუ­ლებს მიწის­ძვრისა და წყალდიდობებისას რიგ ქვეყნებში, მათ შორის ცენ­ტრალურ ევროპაში 2002 წლის ზაფ­ხულში, ასევე ეხმარებოდა თურქეთს საგან­გებო ღონის­ძიებათა მომ­ზადებაში მისი მოსახლეობის დასაცავად შესაძლო თავდასხმის­გან მასობრივი განადგუ­რების იარაღის გამოყენებით, ერაყში ომის დროს 2003 წელს.

ნატოს ასევე გააჩნია სამეცნიერო პროგ­რამები რომ­ლის მეშ­ვეობითაც ხდება ალიან­სისა და პარტნიორი ქვეყნების სამოქალაქო პროფილის მეცნიერთა თანამ­შრომ­ლობის მხარდაჭერა. ამ პროგ­რამის ფარგლებში, სხვადას­ხვა ღონისძიებებსა და პროექტებში ყოველწლიუ­რად მონაწილეობას იღებს ათი ათასამ­დე მეცნიერი. მათ შორისაა ინიციატივებიც კომ­პიუ­ტერუ­ლი ქსელების სრულყოფისა და ინ­ტერნეტის ხელმისაწვდომობის გასაფართოვებლად კავკასიის და შუა აზიის მეცნიერთათ­ვის. მეტიც, 2001 წლის 11 სექტემ­ბრის ტერორის­ტუ­ლი აქტების შემ­დეგ ამოცანათა შეცვლილი პრიორიტეტუ­ლობის შესაბამისად, ეს პროგ­რამა სულ უფ­რო მეტად უწყობს ხელს თანამ­შრომ­ლობას კვლევით პროექტებზე, რომ­ლებიც დაკავშირებუ­ლია ტერორიზმისაგან დაცვასა და თანამედროვე საზოგადოების სხვა გამოწვევებისათ­ვის წინააღმდეგობის გაწევას­თან.

 

ჩრდილო­ატლანტიკუ­რი ალიანსის გარდაქ­მნა

ჩრდილოატლან­ტიკურმა ალიან­სმა უნ­და შეინარჩუ­ნოს თავისი ეფექტუ­რობა, ამისათ­ვის საჭიროა, რომ მან ახლებუ­რად დაამ­ყაროს თანაფარდობა თავის ტრადიციულ მისიებს შორის, რომელთა მიხედვით ძირითადი ყუ­რადღება ევროპასა და ახალ გლობალურ საშიშ­როებებთან ბრძოლას ეთ­მობა. აუ­ცილებელია აგ­რეთ­ვე, რომ მან შეიძინოს სამ­ხედრო პოტენ­ციალი ახალი მისიების შესას­რუ­ლებლად, შეს­წევდეს ახალ გამოწვევებზე სწრაფი და მოქნილი რეაგირების უნარი. პრაღის სამიტზე დასაბამი მიეცა ყველა ამ მიმართუ­ლებით წამოწყებუ­ლი გარდაქმნების პროცესს იმ მიზნით, რომ ნატო-მ შეს­ძლოს XXI საუ­კუ­ნეში გამოწვევების მოგ­ვარება იმავე წარმატებით, რაც გასულ საუ­კუ­ნეში.

პრაღაში დაზუს­ტებულ იქნა ნატო-ს როლი ტერორიზმთან ბრძოლაში, რაც საფუძვლად დაედო შემ­დგომ ქმედებებს, მათ შორის ავღანეთ­ში ISAF-ის მისიის ხელმძღვანელობას და ერაყის ერთ-ერთ სექტორში პოლონეთის წამ­ყვანი როლის მხარდაჭერას.

პრაღის სამიტზე მოკავშირეებმა აიღეს კონ­კრეტუ­ლი პოლიტიკუ­რი ვალდებულებები თანამედროვე სამ­ხედრო ოპერაციების საკვან­ძო სფეროების დახვეწის მიზნით. მას შემ­დეგ, რაც შეს­რულდება ეგ­რეთ წოდებუ­ლი პრაღის ვალდებუ­ლება პოტენ­ციალის შესახებ, საჯარისო შენაერთების გადასას­როლად გან­კუთ­ვნილი მსხვილი სამ­ხედრო-სატრან­სპორტო თვით­მფრინავების რაოდენობა ევროპაში გაიზრდება ოთხჯერ; შეიქმნება ჰაერში საწვავით გამ­მართავი თვით­მფრინავების პარკი; სწრაფი რეაგირებისა და საბრძოლო მზადყოფ­ნის მაღალ დონეზე მყოფი ნატო-ს საჯარისო ნაწილებისა და შენაერთების უმ­რავლესობა აღიჭურვება ქიმიუ­რი, ბიოლოგიუ­რი, რადიოლოგიუ­რი და ბირთვუ­ლი შეტევების საწინააღმდეგო საშუ­ალებებით; მოკავშირე სახელმწიფოებში აშშ-ს გარდა 40%-ით გაიზრდება ჰაერით ტრან­სპორტირებადი მაღალი სიზუს­ტის მქონე საბრძოლო მასალის მარაგი. ამავდროუ­ლად, ნატოელი მოკავშირეები შეთან­ხმდნენ შექმნანან ტექნოლოგიუ­რად მოწინავე ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალები, რომ­ლებიც შეს­ძლებენ გადაადგილდნენ იქ. მოკავშირეებმა მოიწონეს აგ­რეთ­ვე ჯარების მართვის ახალი, უფ­რო კომ­პაქტუ­რი და ქმედითი სტრუქტუ­რის იერი. მომავალში ნატო-ს ეყოლება ევროპაში ოპერაციათა მართვის სტრატეგიუ­ლი სარდლობა (გან­თავსებუ­ლი ბელგიაში) და საჯარისო ნაწილებში გარდაქმნის სტრატეგიუ­ლი სარდლობა (გან­თავსებუ­ლი აშ­შ-ში, წარმომადგენ­ლობითი ევროპაში). ეს უკანასკნელი დაკავებუ­ლი იქნება ჩრდილოატლან­ტიკუ­რი კავშირის სამ­ხედრო პეტენ­ციალის მიმ­დინარე გარდაქმნის ამოცანების შეს­რუ­ლებით.

2004 წლის მარტიდან ნატოში 26 წევრი-სახელმწიფო შედის, ხოლო 2008 წლის გაზაფ­ხუ­ლის სამიტზე ეს რიცხვი კიდევ ორით გაიზარდა და ნატოს ახალი წევრი ქვეყნები გახდნენ ხორვატია და ალბანეთი. მაგ­რამ ორგანიზაციის სამუ­შაო მეთოდები თით­ქმის უცვლელია ორმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებუ­ლი, როდესაც ნატო-ში იყო თორმეტი წევრი. წევრი სახელმწიფოები აღიარებენ ქმედითობის ამაღლებისა და ბიუ­როკრატიუ­ლი სტრუქტუ­რების შემ­ცირების აუ­ცილებლობას ახალ სტრატეგიულ გარემოში მუ­შაობის­თვის. კომიტეტების რაოდენობა, რომ­ლებიც იყო 467, შემ­ცირებუ­ლია 30%-ით. გაფართოებულ იქნა დაქვემ­დებარებუ­ლი კომიტეტების გადაწყვეტილებების მიღების უფ­ლებამოსილებანი, რამაც საშუ­ალება მის­ცა ჩრდილოატლან­ტიკურ საბჭოს მეტი ყუ­რადღება დაუთ­მოს სტრატეგიულ საკითხებს, თუმ­ცა შეინარჩუ­ნოს საერთო პასუ­ხის­მგებლობა ჩრდილოატლან­ტიკურ ალიან­სში გადაწვეტილებების მიღების პროცეს­ზე. ოპტიმიზირებულ იქნა აგ­რეთ­ვე მინის­ტრთა დონეზე სესიების გამართვის პროცედუ­რები, იმ მიზნით, რომ მეტი დრო გამოენ­თავისუფ­ლებინათ საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობისათ­ვის. სავარაუ­დოდ, დროთა გან­მავლობაში, ეს ცვლილებები მიგ­ვიყვანენ ჩრდილოატლან­ტიკურ კავშირში თანამედროვე და ქმედითი სამუ­შაო სტრუქტუ­რის ჩამოყალიბებამ­დე.

ყველა ეს მრავალრიცხოვანი რეფორმა, ინიციატივა და პროგ­რამა, შეთან­ხმებუ­ლი პრაღაში, მომავალი რამოდენიმე წლის გან­მავლობაში ჩრდილოატლან­ტიკუ­რი ალიან­სის საქმიანობის საფუძვლად იქცა. ამას­თანავე, ძირითადი ყუ­რადღება დაეთ­მობა რეალის­ტურ და მისაღწევად ამოცანებს, ისეთებს, როგორც ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ტერიტორიების და მოსახლეობების უსაფ­რთხოების დაცვის მოთხოვნილებების შეს­რუ­ლებაა.

 

გზა მო­მავ­ლისკენ

XXI საუ­კუ­ნის პირველ ათ­წლეულში ნატო საგ­რძნობლად შეიცვალა იმ ალიან­სთან შედარებით, რომელიც შეიქმნა 1949 წელს უსაფ­რთხოების მიზნით. ნახევარსაუ­კუ­ნოვანი არსებობის მან­ძილზე ჩრდილოატლან­ტიკუ­რი ალიან­სი და საერთოდ სამ­ყარო ვითარდებოდნენ ისეთი გზებით, რომ­ლებსაც ვერ გაით­ვალის­წინებდნენ ნატო-ს დამაარსებლები. ახალი წევრი სახელმწიფოების ინ­ტეგ­რაცია უეჭველად გამოიწვევს შემ­დგომი ადაპტაციის პროცესს, აუ­ცილებელს წევრთა უმ­რავლესობის ინ­ტერესების გასათ­ვალის­წინებლად და ჩრდილოატლან­ტიკუ­რი ალიან­სის უნარიანობის გან­სამ­ტკიცებლად, სტრატეგიუ­ლი გარემო მუ­დამ იცვლება და ამიტომ ახალი საფ­რთხეების უვნებელსაყოფად საჭიროა ნატო-ს გან­ვითარების ტემ­პების გაზრდა.

საფ­რთხეთა ხასიათი, რომ­ლებიც ემუქრებიან წევრ-სახელმწიფოებს და ნატო-ს მხრივ მათი უვნებელყოფის ხერხები იცვლება. ნატო უზრუნ­ველყოფს ტრან­სატლანტიკურ ფუ­ძეს წინააღმდეგობისა ახალი გამოწვევების მიმართ, აკავშირებს ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ინ­ტერესებს და აწონას­წორებს მათ კერძო წევრი სახელმწიფოების ინ­ტერესებთან.

ნატოს მუდმივი გარდასახვა ჩრდილოატლან­ტიკუ­რი ალიან­სის წევრი-სახელმწიფოების უსაფ­რთხოების ამაღლებისა და ევროატლან­ტიკუ­რი რეგიონის მომავალი სტაბილუ­რობის სასარგებლოდ მიმართუ­ლი პროცესია. პრაღის სამიტის შემ­დგომ ნატოელმა მოკავშირეებმა გაზარდეს თავიან­თი ძალის­ხმევა ნატო-ს თანამედროვე მოთხოვნილებებისადმი ადაპტაციის მხრივ, რათა დაეცვათ საერთო ღირებუ­ლებები: დემოკრატიის პრინ­ციპებისა და ადამიანის უფ­ლებების უზრუნ­ველყოფა, საერთაშორისო ტერორიზმის და მასობრივი განადგუ­რების იარაღის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა, რუ­სეთ­თან და უკრაინას­თან უსაფ­რთხოების ხიდების აგება, სხვა სახელმწიფო პარტნიორებთან თანამ­შრომ­ლობის გაღრმავება, კრიზისების მოგ­ვარებისა და კონ­ფლიქტების მათ საზღვრებს გარეთ გავრცელების უვნებელყოფის ეფექტურ ინ­სტრუ­მენ­ტად დარჩენა.

 

გაზეთი “განმათავისუფლებელი”

2008, სექტემბერი, N18

 

6 Responses to “◊ ნატოს შესახებ”

  1. a.sanduchadse said

    natoSi Sesvlaze daviT aRmaSenebeli ki ara, miSaias tertera babuac ver iocnebebda.

  2. tamuna said

    mainteresebs 1967 wels ratom da sad gadaitanes natos shtab bina?

  3. Johnzx said

    You have tested it and writing form your personal experience or you find some information online?

  4. tika said

    მაინტერესებს, ბალკანეთის რომელი ქვეყნები იყვნენ გაერთიანებული ერების უსაფრთხოების საბჭოს არამუდმივი წევრები, როგორც იუგოსლავიის ნაწილი?

    • mano said

      მაინტერესებს, ბალკანეთის რომელი ქვეყნები იყვნენ გაერთიანებული ერების უსაფრთხოების საბჭოს არამუდმივი წევრები, როგორც იუგოსლავიის ნაწილი?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 74 other followers