Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ქოლესტერინი

 ♥ ჯანმრთელობა – Helth

 

ქოლესტერინი

 
ქოლესტერინი – ნივთიერება სტერინების ჯგუფიდან. მნიშვნელოვანი რაოდენობით შედის ნერვულ და ცხიმოვან ქსოვილებში, ღვიძლში და სხვ. წარმოადგენს ბიოქიმიურ წინამორბედს სასქესო ჰორმონებისა, კორტიკოსტეროიდების; ადამიანის ორგანიზმში მისი სიჭარბე იწვევს ნაღვლის კენჭების წარმოქმნას, სისხლძარღვთა კედლებში ქოლესტერინის ჩალაგებას და ნივთიერებათა ცვლის სხვა დარღვევებს.
***
სისხლში ქოლესტერინის მომატების – ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ფეხით სიარულის შეზღუდვაა.
 
***

 

ცუდი და კარგი ქოლესტერინი

  

   ამ სახელით ისევე გვაშინებენ, როგორც ბავშვებს – ბუათი, თუმცა, ბუასგან განსხვავებით, ქოლესტერინი ბუნებაში ნამდვილად არსებობს, ოღონდ თუ მეტისმეტად ბევრი არ დავაგროვეთ, არაფერს გვიშავებს. პირიქით, უიმისოდ უჯრედები – გარსის, ორგანიზმი კი – სხვა ნაღვლის მარილების, D ვიტამინის, თირკმელზედა ჯირკვლისა და სასქესო ჰორმონების გარეშე დარჩებოდა.
   

ზედმეტი ქოლესტერინი ზედმეტ პრობლემებს გვიჩენს. უდგილო ადგილას, არტერიების კედლებზე, წარმოქმნის ცხიმოვან (ე.წ. ათეროსკლეროზულ) ფოლაქებს და, რა თქმა უნდა, სისხლძარღვის სანათურს ავიწროებს, თუმცა ეს პრობლემის მხოლოდ ნაწილია. უსწორმასწორო კედლები თრომბების წარმოქმნას უწყობს ხელს და შესაძლოა, სისხლის მიმოქცევის სისტემის რომელიმე უბანი დაახშოს. თუ ასეთი რამ გულის სისხლძარღვებში მოხდა, ინფარქტი განვითარდება, თუ ტვინის სისხლძარღვებში – ინსულტი.
   

ქოლესტერინის დონე სასურველია 150 მგ`დლ(3.9 მმოლ`ლ)-ზე ქვემოთ შევინარჩუნოთ. 200 მგ`დლ (5.2 მმოლ`ლ) უკვე საშიში ზონაა, შემდგომი მატება – მით უფრო. სტატისტიკოსებმა გამოთვალეს, რომ მისი დონის ყოველი 50 მგ`დლ (1.3 მმოლ`ლ)-ით გაზრდისას ინფარქტის საფრთხე ორჯერ იმატებს. თუმცა ქოლესტერინიც არის და ქოლესტერინიც, ამიტომ ზემოთ ნახსენები მაჩვენებელი საერთო სურათს მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს.

ვერც ქოლესტერინი და ვერც ცხიმი, ისევე როგორც ლიპიდების უმეტესობა, დასანახავად ვერ იტანენ წყალს. არადა თუ არ გაიხსნენ, სისხლში მოგზაურობის უფლებას ვერაფრით მოიპოვებენ. ამისთვის ცილებთან (პროტეინებთან) ამყარებენ ალიანსს და ე.წ. ლიპოპროტეინებს ქმნიან.
   

 დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების 55% ქოლესტერინია, ამიტომაც არ ენანებათ და უხვად ფანტავენ. რომელიმე უჯრედს საქმისთვის თუ დასჭირდა, უარს ნამდვილად არ ეტყვიან, ანომალიურ ვითარებაში კი ქოლესტერინის მარაგს არტერიებში გლუვი კუნთების ბოჭკოებს შორის ალაგებენ. რაღა გასაკვირია, რომ ასეთ ქოლესტერინს “ცუდი” უწოდეს.
    მაღალი სიმკვრივის ლიპოპრეოტეინების ნახევარი ცილაა, ქოლესტერინი კი – სულ 13%. ეს ის შემთხვევაა, როცა რიცხვი 13 ცუდს არაფერს მოასწავებს. ლიპოპროტეინებს ზედმეტი ქოლესტერინი უჯრედებიდან გამოაქვთ და ღვიძლში მიაქვს. ასეთ ქოლესტერინს “კარგს” უწოდებენ.
   ვგონებთ, ნათელია, რომ მხოლოდ ქოლესტერინის საერთო დონის განსაზღვრა არ კმარა. თითოეული ფრაქცია ცალ-ცალკე უნდა განისაზღვროს. სასურველია, ქოლესტერინის მეოთხედი მაინც მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებში იყოს განლაგებული. ისე კი, რაც უფრო მაღალია LDL და დაბალია HDL, მით უფრო იმატებს სისხლძარღვების დაზიანების საფრთხე.
 

ვიქცევით ასე
     ლიპიდების ცვლას ნებაზე ნუ მიუშვებთ. თუნდაც არაფერი გაწუხებდეთ, ხუთ წელიწადში ერთხელ მაინც გადაამოწმეთ. მამაკაცებმა ასეთი ანალიზის კეთება 35 წლიდან უნდა დაიწყოთ, ქალებმა – 45 წლიდან. თუ ეწევით, დიაბეტი გაქვთ ანდა გენეტიკურად ხართ მიდრეკილნი გულის დაავადებებისკენ, ტესტირებას 20 წლიდან შეუდექით.
    გადახრა თუ დაფიქსირდა, ნუ შეშფოთდებით. საქმის გამოსწორება შეიძლება. ჭარბ ქოლესტერინს დიეტით, ვარჯიშით და თუ საჭიროა, წამლებითაც ებრძვიან. პირველი ორი არც მაშინ იქნება ზედმეტი, რკინის ჯანმრთელობითაც რომ გამოირჩეოდეთ, თქვენს ლიპიდებს კი საშველი არაფერი სჭირდეთ.
   ლიპიდების ცვლის დარღვევა და ჭარბი წონა გვერდიგვერდ დადიან. ასე რომ, გახდომა მოგიწევთ. ანტიათეროგენული დიეტაზე არაერთხელ გვისაუბრია. ზოგადი წესები ასეთია: ცხიმის ხარჯზე დღიური კალორიების 30%-ზე ნაკლები უნდა მოდიოდეს, ამათგან ნაჯერ ცხიმებზე – მხოლოდ მესამედი ანუ 8-10%. რაც შეეხება ქოლესტერინს, მისი ნორმა 300 მგ-ს შეადგენს. წამოდგენა რომ შეიქმნათ, ზუსტად ამდენ ქოლესტერინს შეიცავს ერთი კვერცხი, ანუ ერბოში შემწვარი ომლეტი მეტისმეტია, მით უმეტეს, თუ იმ დღეს სხვა ცხოველური პროდუქტიც მიიღეთ. ასე რომ, შეიყვარეთ ბოსტნეული, ხილი, მიირთვით წყალზე მომზადებული შვრიის, წიწიბურას, მანანისა და ბრინჯის ფაფები, ვეგეტარიანული სუპები. კერძისთვის მხოლოდ მცენარეული ცხიმი გამოიყენეთ. ნებადართულია ძროხისა და ხბოს მჭლე, ინდაურისა და ქათმის კანგაცლილი თეთრი ხორცი, ნებისმიერი სახის თევზეული, გარდა ხიზილალისა. ღორის, ცხვრის, ბატისა და იხვის ხორცზე, ასევე – ღვიძლზე, თირკმელებზე, ენაზე, ტვინზე, ძეხვზე, სოსისსა და შაშხზე უარის თქმა მოგიწევთ. კვერცხის გული ქოლესტერინს დიდი რაოდენობით შეიცავს, ცილა კი შეგიძლიათ მიირთვათ. რძის ნაწარმიდან უპირატესობა ნაკლებცხიმიან პროდუქტებს – ხაჭოს, ნადუღს, ყველს, მაწონს, კეფირს, რძესა და იოგურტს მიანიჭეთ, ცხიმიანი რძე, არაჟანი, ნაღები, ნაყინი, ნამცხვარი, გუდის, ჰოლანდიური და შებოლილი ყველი კი საერთოდ ამოიღეთ რაციონიდან.
   

ვარჯიში ნებისმიერ ასაკში სასარგებლოა, თუმცა ზოგიერთი სახეობა განსაკუთრებით რგებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. სახელდობრ, აერობული ვარჯიში ანუ ვარჯიში, რომელიც კუნთთა დიდი ჯგუფის ამოქმედებას მოითხოვს და 20 წუთს მაინც გრძელდება. გაგიკვირდებათ და ფიზიკური აქტივობა, გარდა უამრავი სხვა გამაჯანსაღებელი ეფექტისა, ლიპიდურ ცვლაზე უშუალოდ მოქმედებს: მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონე იზრდება, ტრიგლიცერიდებისა კი მცირდება. გულის გაჯანსაღებისთვის კვირაში სამ-ხუთჯერ ვარჯიშს  ურჩევენ. ძუნძული, ველოსპორტი, თხილამურებით სრიალი, ცურვა აერობული ვარჯიშის ნიმუშებია.
   

რაც შეეხება მესამე პუნქტს ანუ მედიკამენტებს, თვითონაც მიხვდებით, რომ ისინი დამოუკიდებელი მოქმედების საშუალებას არ გიტოვებთ, მათი მიღების საკითხი ექიმთან ერთად უნდა გადაწყვიტოთ.

***

 

I. პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას 

 

alubali1. ალუბალი. ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ალუბლის ყოვლდღიური მიღება ამცირებს არა მარტო ქოლესტერინის დონეს, არამედ დიაბეტისა და ართრიტის წარმოქმნის რისკსაც. ამასთან აუცილებელი არაა ცოცხალი ალუბლის მიღება, – გამოდგება მისი მურაბა, კომპოტი და ჯემიც კი. რაც უფრო მუქი ფერისაა ალუბალი, მით უფრო სასარგებლოა; ალუბლის სამკურნალო ეფექტი განპირობებულია მასში შემავალი პიგმენტით, რომელიც ხილს აძლევს წითელ ფერს. 

 

artisoki2. არტიშოკი. ამ მცენარის ფოთლებს ტრადიციულად იყენებდნენ გასტრიტებისა და შარდ-სასქესო გზების დაავადებების სამკურნალოდ. ამჟამად ბრიტანელი ექიმები გვირჩევენ, რომ გამოვიყენოთ იგი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალოდაც. კვლევებმა აჩვენა, რომ არტიშოკის ექსტრაქტის მიღება ყოველდღიურად, 3 თვის განმავლობაში, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ამასთან საკმაოდ ხანგრძლივად. 

 

mocvi3. მოცვი. აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობით ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მოცვი განსაკუთრეით მდიდარია პტეროსტილბენით – ანტიოქსიდანტით, რომელიც ასევე აღმოჩენილია ყურძენსა და წითელ ღვინოში. როგორც ამერიკელი მკვლევარები ვარაუდობენ, ეს ნივთიერება ასტიმულირებს ორგანიზმში ქოლესტერინის ცვლას. ექიმები ამტკიცებენ, რომ მოცვის დადებითი ეფექტი თითქმის უტოლდება ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებას. 

 

chay4. ჩაი. გამოკვლევები ჩატარდა ჩინეთში. გამოვლინდა, რომ ჩაი, – როგორც შავი, ასევე მწვანე, – ქოლესტერინის დონეს ამცირებს 16%-ით, ამასთან მხოლოდ სასმელის სახით მიღება არასაკმარისია. ექსპერიმენტის მსვლელობისას გამოსაცდელებს აძლევდნენ ჩაის ფოთლის ექსტრაქტისაგან დამზადებულ კაფსულებს, რაც სასარგებლო ელემენტების შემცველობის მიხედვით ეკვივალენტური იყო 35 ჭიქა შავი და 7 ჭიქა მწვანე ჩაისა. დღის განმავლობაში ამ რაოდენობით ჩაის მიღება, ცხადია გამორიცხულია. ამასთან, ექიმები იმაშიც არ არიან დარწმუნებულები, ამ რაოდენობის ჩაის ექსტრაქტის მიღება რამდენად დასაშვებია პაციენტთათვის. აქედან გამომდინარე, დაასკვნეს, რომ დღეში 5 ჭიქა ჩაის მიღება სრულიად საკმარისია, იმისათვის, რომ ვისარგებლოთ მისი დადებითი თვისებებით და ორგანიზმსაც არ ვავნოთ ჭარბი დოზით.

 

grez25. კაკალი. კაკალი ასევე შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს, რომლებიც ამცირებენ ჭარბ ქოლესტერინს. ამ შემთხვევაშიც საჭიროა ზომიერების დაცვა.  

 

6. ზეითუნის ზეთი. შეიცავს იმავე სასარგებლო ცხიმებს, რაც კაკალშია. 

 

red_kidney_beans7. ლობიო. მარცვლოვნები შეიცავენ უჯრედისის განსაკუთრებულ სახეს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოდევნებას. ამერიკელმა კვების სპეციალისტმა ჯეიმს ანდერსონმა დაადგინა, რომ 300 გრ მოხარშული ლობიო 3 კვირის განმავლობაში 20%-ით ამცირებს ქოლესტერინის დონეს. 

 

 

II. პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობენ ქოლესტერინის დონის მომატებას

 

1. რძის პროდუქტები. რძე, ყველი, ნაღები და რძის სხვა პროდუქტები. თუკი ძალიან გიყვართ რძე და უარს ვერ ამბობთ მასში შემავალი კალციუმის დოზის მიღებაზე, აირჩიეთ დაბალცხიმიანი ან უცხიმო რძე.

 2. წითელი ხორცი. თუკი განსაკუთრებით აკონტროლებთ ქოლესტერინს, საერთოდ დაივიწყეთ ღორისა და საქონლის ხორცი. უმჯობესია მიიღოთ ქათმის თეთრი ხორცი, განსაკუთრებით კი ინდაურის. მომზადების წინ არ დაგავიწყდეთ კანის გაცლა.

 3. მარგარინი. მწარმოებელთა უმრავლესობა მარგარინს ამზადებენ ე. წ. ტრანს-ცხიმების საფუძველზე; ამერიკელი სტატისტების მონაცემებით, ყოველწლიურად ამერიკაში 150 000 ადამიანი იღუპება აღნიშნული ცხიმების გამო. გახსოვდეთ: მარგარინს შეიცავს მრავალი საკონდიტრო ნაწარმი და ნამცხვარი.

 4. ,,ფასტ-ფუდი“. სწრაფი მომზადების მრავალი პროდუქტი – პოპ-კორნი, ფუნთუშა, ჩიპსები, – შეიცავენ ტრანს-ცხიმებს. უარი თქვით ამ პროდუქტებზე და ამით თქვენს სისხლში 2-ჯერ შემცირდება ქოლესტერინის დონე, – ამტკიცებენ ექიმები.

 

http://medgeo.net/2010/02/05/qolesterini/

 
***
 

ქოლესტერინი – მეგობარი და მტერი

 

სად ცხოვრობს ქოლესტერინი?
ცხოველური წარმოშობის ცხიმიან პროდუქტში. საყვარელი ადგილები: ღორის ხორცი, ცხვრის ხორცი, ლორი, შებრაწული კანი. ბევრი ქოლესტერინია კვერცხის გულში, ნაღების კარაქში, არაჟანში, მაგარ ყველში და ხაჭოში. სამწუხაროა, მაგრამ შოკოლადშიც ბლომად მოიპოვება..

საექიმო ნორმების მიხედვით, ოგანიზმი დღეში 300 მგ. ქოლესტერინზე მეტს არ უნდა იღებდეს.  მაგალითისთვის: 100 გრამ საქონლის ხორცში 94-98 მგ. ქოლესტერინია. ერთი კვერცხის გული კი – 250 მგ.

რით გვემუქრება ქოლესტერინის მაღალი დონე?
პირველ რიგში, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი იზრდება- ინფარქტი და ინსულტი შეიძლება რეალობად იქცეს.

რისკის ჯგუფები: მწეველები, ჭარბწონიანი ადამიანები, რომელთაც მოძრავი ცხოვრების წესი არ აქვთ, ამჯობინებენ ქოლესტერინის მაღალი შემცველობით გამორჩეულ პროდუქტს, ტკბილეული უყვართ, მსუნაგები არიან. თუ მიდრეკილება არსებობს ალკოჰოლისკენ, ქოლესტერინული რისკი რამდენიმეჯერ იზრდება. მაღალია ქოლესტერინის შემცველობა ნივთიერებათა ცვლის დარღვევების დროს – შაქრის დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლების დაავადებები, ჰორმონალური პრობლემები.

როგორ უნდა გადარჩე ასეთ პირობებში?
საშიში ქოლესტერინი კი არა, მისი სიჭარბე, არასწორი ცხოვრების წესი და  კვებაა. ძალიან ცოტა ადამიანს აქვს გენეტიკური დაავადება, რომელიც ქოლესტერინის კრიტიკულად მაღალ დონეს აჩვენებს და საჭიროა მუდმივი თერაპია.  უმრავლეს შემთხვევაში, ქოლესტერინის დონე კორექტირებას ექვემდებარება: ჩვეული ცხოვრების წესის შეცვლაც კი საკმარისია.

ქოლესტერინის დონის დასაწევად 3 ნაბიჯის გადადგმას გვირჩევენ, ეს სამი ნაბიჯი მომავალ დედებს განსაკუთრებით მოუხდებათ:

პირველი ნაბიჯი: მოძრაობა. დამტკიცებულია, რომ ვარჯიში აძლიერებს ორგანიზმის უნარს, გაწმინდოს სისხლი ჭამის შემდეგ.  თუ ცხიმი სისხლში დიდიხნით არ ჩერდება, მას უფრო ცოტა დრო აქვს სისხლძარღვების კედლებზე დასალექად.  აუცილებელი არ არის, ყოველდღე მარათონული დისტანციის დაფარვა, არც რეკორდების მოხსნა სავარჯიშო დარბაზში. ფეხით სიარულს მიაჩვიეთ თავი, მეტი ისეირნეთ, და ესეც იკმარებს. თუ  გეცოტავებათ, აერობიკა ან ცეკვა დაამატეთ.

მეორე ნაბიჯი: მოდუნება. ყველა ავადმყოფობა ნერვებისგანააო, გაგიგიათ ალბათ. მართალიცაა. დაისვენეთ მუსიკით, ნაკლებად უყურეთ ტელევიზორს, არ წაიკითხოთ გაზეთები, წიგნებზე გადადით! გაიხსენეთ, მსოლფიო ლიტერატურის შედევრის რამდენი წაკითხვა გსურდათ… სწორედ ახლაა ამის დრო.

მესამე ნაბიჯი: რაციონი. დიეტური კვება – ქოლესტერინის დონის კორექციის საუკეთესო ხერხია. მთავარი პრინციპებია:
- უარი თქვით ხორცზე (დაშვებულია ფრინველისა და კურდღლის თეთრი ხორცი, თუმცა – შეზღუდული რაოდენობით);
- გამოიყენეთ ნაკლები ცხიმიანობის რძის პროდუქტები, უარი თქვით ნაღების კარაქსა და არაჟანზე;
- თვეში კვერცხის 2 გულის მეტი არ ჭამოთ;
- მეტი ბოსტნეული და ხილი, მარცვლეული, ბურღულეული და ბალახეული ჭამეთ;
- რაციონში ჩართეთ ზეითუნის, სიმინდის ზეთი;
- ტკბილეული მშრალი ხილით, თაფლით, თხილითა და ნიგვზით ჩაანაცვლეთ;
- ჭამეთ თევზი;
- შეცვალეთ საკვების მომზადების წესი: შემწვარ-მოხრაკულს მოერიდეთ.
- უარი თქვით ყავაზე. 

თუ ქოლესტერინის დონესთან ბრძოლა ფეხმძიმობისას გიხდებათ, რამდენიმე წესი უნდა დაიმახსოვროთ:
- პროცესი ძალიან რბილად, ნელ-ნელა უნდა მიმდინარეობდეს, “ნახტომები” დაუშვებელია,  კვებისა და ცხოვრების წესის მკვეთრი გარდაქმნა კარგს არაფერს მოიტანს; 
- ახლა მოდური პრეპარატებისა და სუპერდანამატების გამოყენების დრო არ არის. ექსპერიმენტების ჩატარება მოგვიანებთ სჯობს;
- განსაკუთრებულ შემთხვევებში მედიკამენტურ მკურნალობაზე დათანხმებაც მოგიხდებათ, მაგრამ მხოლოდ სერიოზული კონსულტაციების შემდეგ, თანაც, სჯობს, რამდენიმე ექიმს ეწვიოთ. 

უმოკლეს ვადაში ქოლესტერინის რაოდენობის შემცირება არ გამოვა. რაც წლობით გროვდებოდა, ასევე ნელა წავა. გარდა ამისა, სასურველი შედეგის შემდეგაც არ ღირს ძველ წესთან დაბრუნება, ჩიპსებით, შემწვარ-მოხრაკულითა და სასაუზმოდ შოკოლადის ფილებით თავის განებივრება. უსაფრთხოებისთვის ცხოვრების წესი სამუდამოდ უნდა შეიცვალოს.

 http://www.eva.ge/index.php?page=45&lang=GEO&content=1501

 

***

 

ქოლესტერინის საიდუმლოებანი
 

ამ ნივთიერების უმეტეს ნაწილს ჩვენ თვითონ ვაწარმოებთ

ყველასთვისაა ცნობილი, რომ მაღალ ქოლესტერინს მივყავართ გულისა და სისხლძარღვების დაავადებებთან. მაგრამ ჩვენ კვლავ და კვლავ ცუდად წარმოგვიდგენია, თუ რა სუბსტანციაა ეს. ქოლესტერინის ყველა საიდუმლოს შესახებ გვესაუბრება რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, რუსეთის სამედიცინო ტექნოლოგიის პროფილაქტიკური მედიცნიის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი რაფაელ ოგანოვი.

- როგორ შეუძლიათ ერთდროულად არსებობდნენ ცუდი და კარგი ქოლესტერინი. ეს რა – სხვადასხვა ნივთიერებანი არიან.

- ეს ერთი ნივთიერებაა, მაგრამ ჩვენს ორგანიზმში ის არსებობს სხვადასხვა ფორმით, რომლებიც შეიძლება იყოს მავნებელიც და სასარგებლოც. სისხლში ქოლესტერინი ცურავს ცხიმების, ცილებისა და სხვა შენაერთებთან ერთად – ასეთ კომპლექსებს ლაპოპროტეინები ეწოდება. ისინი არიან მაღალი სიმკვრივისა (შემოკლებით მათ მსლ-ს ვუწოდებთ და ქოლესტერინს მათს შემადგენლობაში ხშირად სასარგებლოდ მიიჩნევენ) და დაბალი სიმკვრივისა (დსმ) – მათში ქოლესტერინი მავნეა. საერთო ქოლესტერინი შეიცავს ორივე ამ ფრაქციას. მაგრამ გულისა და სისხლძარღვების დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის რეალურად შეგვიძლია შევამციროთ მავნე ქოლესტერენი, რომელიც ილექება სისხლძარღვების კედლებზე. ჩვენი შესაძლებლობები მსლ-ს შემადგენლობაში სასარგებლო ქოლესტერინის ამაღლების საქმეში შეზღუდულია. და თუ მკურნალობის დროს ის არ მცირდება ანდა იზრდება კიდეც, ეს შესანიშნავია.

საკუთარი თუ სხვისი ?

- თურმე, ჩვენი ორგანიზმი თავად აწარმოებს გაცილებით მეტ ქოლესტერინს, ვიდრე საკვებისგან იღებს. რომელია მათგან უფრო სახიფათო – საკუთარი თუ საკვებისაგან მიღებული.

- მართლაც, ქოლესტერინის უმეტესი ნაწილის სინთეტიზირებას ახდენს ჩვენი ორგანიზმი ღვიძლში, მცირე ნაწილს – 20-25 პროცენტს ჩვენ ვღებულობთ საკვების გადამუშავების ტრაქტიდან. თანაც არა მხოლოდ საკვებიდან – ქოლესტერინის საკმაო რაოდენობა არის ნაღველში და ისიც შეიწოვება სისხლში ნაწლავებიდან. ამიტომ მკურნალობის დროს პირველ რიგში ცდილობენ გადაკეტონ ქოლესტერინის მთავარი და ყველაზე ძლიერი წყარო – ჩაახშონ მისი სინთეზი ღვიძლში. ამისთვის იყენებენ სტატინებს. ასე უწოდებენ ჯგუფს, რომელშიც ხუთი წამალი შედის: სიმბა, ლოვა, ფლუვა, ატორვა და როზუვასტატინი. მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა დაადასტურეს, რომ ისინი რეალურად დაბლა სწევენ ცუდ ქოლესტერინს და მილიონობით ადამიანს უნარჩუნებენ სიცოცხლეს. დასავლეთში ეს # 1 წამალია, მას ხომ პრაქტიკულად უნიშნავენ ყველას, ვისაც აწუხებს ათეროსკლეროზთან დაკავშირებული დაავადებანი, თუნდაც არ ჰქონდეთ მათ აწეული ქოლესტერინი. ეს წამლები მაინც ამუხრუჭებენ ავადმყოფობის განვითარებას.

- რატომაა, რომ ჩვენთან მათ იყენებენ გაცილებით უფრო იშვიათად.

- დიდ სამეცნიერო ცენტრებში მათ უნიშნავენ ავადმყოფთა 60-70 პროცენტს, პოლიკლინიკებში ექიმები ნაკლებად აქტიურები არიან. ისინი ამ წამლებით მკურნალობენ ავადმყოფების 10-20 პროცენტზე ნაკლებს. მაგრამ ბევრი მკურნალობის დაწყებისთანავე ანებებს მათ თავს. ადრე უარს ამბობდნენ ფასის გამო. მაგრამ ახლა ისინი უფრო იაფია, და მთავარი მიზეზი გახდა პაციენტების ქცევა, რომლებიც შეჩვეული იყნვენ წამლებისგან სასწრაფო ეფექტს. მიიღებ ნიტროგლიცერინს – 30 წამში გულის ტკივილები გეხსნება, დალევ ჰიპოტენზიურ პრეპარატს – დაბლა იწევს წნევა. ექიმებმა უნდა განუმარტონ პაციენტებს, რომ სტატინები მოქმედებენ სხვაგვარად – ისინი ათეროსკლეროზის პროგრესზე ზემოქმედებითა და თრომბოზზე წინააღმდეგობით აუმჯობესებენ პროგნოზს, ახანგრძლივებენ სიცოცხლეს. ამასთან ამ წამლებით მკურნალობა მოითხოვს ექიმისა და პაციენტის შრომას. განსაკუთრებით დასაწყისში, როდესაც უნდა შეამოწმო ქოლესტერინი, რათა შეარჩიო ეფექტიანი დოზა – ყველას როდი ჰყოფნის ერთი აბი.

უსაფრთხოა მხოლოდ საწოვარები

- ბევრ პაციენტს ეშინია გვერდითი ეფექტებისა, რომლებიც ზოგჯერ მეტად სერიოზულიცაა.

- ნებისმიერ კარგ პრეპარატს აქვს გვერდითი ეფექტები, ეს მისი ეფექტიანობის მეორე მხარეა. გართულებებს არ იწვევს მხოლოდ საწოვარები. საერთოდ კი სტატინებს კარგად იტანენ, იშვიათია სერიოზული გართულებები, და მათი თავიდან ასაცილებლად, მკურნალობის დასაწყისში უნდა ავიღოთ დამატებითი ანალიზები – ღვიძლის ფერმენტებზე და ეგრეთ წოდებულ კფკ-ზე.

- რამდენად ეფექტიანია ქოლესტერინის ნაწლავებიდან სისხლში შემოსვლის დაბლოკვა.

- ქოლესტერინის შეწოვის შემცირებამ ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს მისი სინთეზის გაძლიერება ღვიძლში. მაგალითად, თუ შევამცირებთ ქოლესტერინის შესვლას ნაწლავებიდან 38 პროცენტით, მაშინ მისი გამომუშავება ორგანიზმში გაიზრდება 21 პროცენტით. ამიტომ უმჯობესია ერთდროულად დათრგუნვა და შეწოვა, და ქოლესტერინის სინთეზი. ამისთვის იყენებენ კომპლექსურ პრეპარატს, რომელშიც არიან სტატინი და ეზეტიმიბი – ნივთიერება, რომელიც ბლოკავს ქოლესტერინის ათვისებას ვიწრო ნაწლავიდან. წამალს ჩვეულებრივად იყენებენ, როდესაც მხოლოდ სტატინები საკმარისი არაა.

- ეგრეთ წოდებული ფუნქციური პროდუქტები – მაწონი, იოგურტები და მარგარინები, რომლებიც გამდიდრებული არიან სპეციალური ნივთიერებებით, აბრკოლებენ ქოლესტერინის ათვისებას.

- მათ უმატებენ სტეროდებსა და სტანოლებს, რომლებიც ამცირებენ ქოლესტერინს სისხლში 10 პროცენტით. ამიტომ მათ იყენებენ ძირითადად პროფილაქტიკისთვის, მაგრამ არა გულისა და სისხლძარღვების დაავადებათა სამკურნალოდ. თუცმა ავადმყოფებისთვის ისინიც შეიძლება სასარგებლო იყოს.

- არიან ბედნიერებიც, ვისაც ქოლესტერინი ნაწლავებიდან ცუდად შეეწოვებათ. შეუძლიათ მათ არ იზრუნონ დიეტისათვის.

- სამწუხაროდ, გამოკვლევები ასეთი ადამიანების გამოსავლენად ძალიან ძვირია და ამ გამოკვლევებს ჯერჯერობით მხოლოდ სამეცნიერო მიზნით აწარმოებენ. თუ ისინიც თვალყურს გაადევნებენ თავიანთ დიეტას, ეს მათ ზიანს არ მიაყენებს.

“საქართველოს რესპუბლიკა “
# 161
პარასკევი, 14 აგვისტო, 2009 წელი

 

 ***

 

მრავალსახოვანი ქოლესტერინი

 

მრავალსახოვანი ქოლესტერინი ქოლესტერინი, რომელსაც მედიკოსები ბევრი დაავადების პროვოკატორს უწოდებენ, ბუნებრივი ცხიმიანი სპირტია, რომელსაც შეიცავს ორგანიზმის ყველა უჯრედი.

მისი 70% სისხლძარღვებში ხვდება ღვიძლიდან, 30% კი საკვებიდან. ე.წ. “კარგი” ქოლესტერინი იცავს თირკმელზედა ჯირკვლების მიერ ჰორმონების, კორტიკოსტეროიდების გამომუშავებას, რომლებიც აძლიერებენ ორგანიზმის ინფექციებისა და ანთებებისადმი წინააღმდეგობის უნარს და იმუნიტეტს, მონაწილეობს  D  ვიტამინის სინთეზში, იცავს ორგანიზმს ონკოდაავადებებისგან, მაგრამ ზედმეტი, ე.წ. “ცუდი” ქოლესტერინი თანდათანობით კეტავს სისხლძარღვებს ათეროსკლეროზის ბალთებით და ხელს უშლის სისხლის მიმოქცევას. ამის შედეგად იზრდება ინფარქტის, ინსულტისა და გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადებების განვითარების რისკი.
“ცუდი” ქოლესტერინის წყაროა ძროხის ხორცი, იმპორტული ქათმის კანი, ცხიმიანი საკვები.

გასაკვირია, მაგრამ სასარგებლო ქოლესტერინს შეუძლია გაანეიტრალოს მავნე ქოლესტერინი. თუ მიირთმევთ სოფლად, ოჯახში ნატურალური საკვებით გაზრდილ ქათამს, ზღვის პროდუქტებს, უცხიმო თევზს, ბადრიჯანს, შვრიის ფაფას, ხელს შეუწყობთ ორგანიზმიდან “ცუდი” ქოლესტერინის გამოდევნას, მაგრამ ამ ბრძოლაში ლიდერია ხახვი და ნიორი, რომლებიც არა მარტო კარგად წმენდენ სისხლს, ათხელებენ თრომბს.

http://www.kvirispalitra.ge/medicina/3269-mravalsakhovani-qolesterini.html

 

***

მცენარეულ საკვებში ქოლესტერინი თითქმის არ არის, ამიტომ მიირთვით მეტი ხილ-ბოსტნეული, მწვანილი, ნიგოზი, მსხვილად დაფქული მარცვლე-ულის პროდუქტები, მზესუმზირას, ზეითუნის, სოიის ზეთი, ბრინჯი, წიწიბურა.
რეკომენდებულია, მიიღოთ დღეში 1 ლიტრამდე დიეტური რძე, ამდენივე მინერალური წყალი, ჩაი, ან ბალახისა თუ კენკრის წვენი. განსაკუთრებით სასარგებლოა ბაბუაწვერას, ჭინჭრის, კუნელის წვენი.
მხოლოდ დიეტა საკმარისი არ არის. მეტი იმოძრავეთ, შეასრულეთ გამამხნევებელი ვარჯიშები, უარი თქვით სიგარეტზე.

 უცხიმო საკვები და სუფთა ჰაერზე სპორტული დატვირთვა საუკეთესო საშუალებაა სისხლში ჰოლესტერინის დონის დასაწევად და მის სათანადო დონეზე შესანარჩუნებლად. ყურადღება მიაქციეთ, რომ მიიღოთ დახარჯულზე ნაკლები კალორია. სხვაგვარად სისხლში ქოლესტერინის დონე მოიმატებს და ვერც ჭარბ წონას გადაურჩებით. თუ ამ რეკომენდაციებს ზედმიწევნით იცავთ, მაგრამ ეფექტს ვერ გრძნობთ (ამისთვის 2-3 თვეა საჭირო), აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ამჟამად ფარმაცევტულ ბაზარზე მრავალი ისეთი პრეპარატი იყიდება, რომელსაც ქოლესტერინის დონის დაქვეითება შეუძლია.

***

ჭარბი ქოლესტერინისგან თავის დასაცავად საჭიროა დიეტის დაცვა:

  • საკვებ რაციონში მაქსიმალურად უნდა შემცირდეს ნაჯერი ცხიმების რაოდენობა, რომელთაც შეიცავს – ხორცი, კარაქი, ყველი და რაფინირებული შაქარი. რეკომენდებულია: თევზი, ქათმის ხორცი, უცხიმო რძის პროდუქტები, მცენარეული ზეთი, თხილი და არაქისი, ყოველდღიურად 2-3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.
  • უპირატესობა უნდა მიენიჭოს ლობიოს და სხვა პარკოსნებს. ისინი შეიცავენ ნივთიერება პექტინს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოდევნას.
  • სასურველია, დიდი რაოდენობით ხილის მიღება. ხილი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.
  • კარგია შვრიის ბურღული, რომელიც მდიდარია პექტინით.
  • მიზანშეწონილია სიმინდის პროდუქტების მიღება.
  • კარგია სტაფილო.
  • სასარგებლოა უცხიმო ხორცის ზომიერი რაოდენობით მიღება.
  • საუკეთესოა ცხიმგამოცლილი რძე და რძის პროდუქტები.
  • კარგია ნედლი ნიორის მიღება.
  • საჭიროა ყავის შეზღუდვა. ქოლესტერინის დონე ბევრად მაღალია იმ ადამიანებში, ვინც დღეში 2 ჭიქა ყავას სვამს.
  • არ შეიძლება თამბაქოს მოწევა. მწეველი ადამიანების სისხლში ქოლესტერინის დონე მნიშვნელოვნად მაღალია არამწეველებთან შედარებით.
  • მნიშვნელოვანია წონის კონტროლი! ჭარბი წონის დროს ორგანიზმში მეტია ქოლესტერინი.
  • აუცილებელია ფიზიკური დატვირთვა. ის მნიშვნელოვნად ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

 

სისხლში ქოლესტერინის მაღალი კონცენტრაციის ებრძვის:

  • ჩაი, მასში შემავალი ტანინი აკონტროლებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.
  • სპირულინა – ცილებით მდიდარი ზღვის წყალმცენარე, რომელიც აბების ან ფხვნილის სახით იყიდება აფთიაქებში.
  • ქერი.
  • ბრინჯი. ბრინჯი მკვეთრად ამცირებს სისხლში ქოლესტერინის კონცენტრაციას.
  • აქტივირებული ნახშირი უერთდება ქოლესტერინის მოლეკულებს და მათ ორგანიზმიდან გამოდევნის.
  • დიეტა ქოლესტერინის დონეს მნიშვნელოვნად აქვეითებს მხოლოდ ერთ მესამედ შემთხვევაში, ხშირად საჭირო ხდება მედიკამენტოზური მკურნალობა. ამ დროს გამოიყენება ნიკოტინის მჟავა.
  • მკურნალობა უნდა დაინიშნოს ინდივიდუალურად კარდიოლოგის მიერ.

http://www.polity.ge/style/foodadrink/1420-gulis-ishemiuri-daavadeba.html

 

***

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 67 other followers