Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ლევან ბერძენიშვილი

 

  

ვინ, როგორ და რატომ “ჩაუშვა” ლევან ბერძენიშვილმა “სუკის” იზოლატორში…

 

საქართველოს სიყვარულისთვის” დაპატიმრებული ბერძენიშვილის აღიარება-მონანიება-ჩაშვება…

“ვღძრავ შუამდგომლობას გამოძიების წინაშე, მომეცეს ქაღალდი, საწერ-კალამი და საშუალება თვითონ, პირადად დავწერო ჩემი ჩვენება ჩემს საკანში. დავწერო ყოველივე სიმართლე ჩადენილი დანაშაულის ირგვლივ და ვითხოვო შეღავათი, ვინაიდან ჯერ კიდევ ახალგაზრდას შემწევს უნარი, კეთილი და პატიოსანი შრომით დავამტკიცო ჩემი ადამიანობა ერისა და სამშობლოს წინაშე”, _ ასე ეხვეწებოდა დიადი კომუნიზმის პირმშო “სუკის” გამომძიებელს “დისიდენტობისათვის” დაპატიმრებული ლევან ბერძენიშვილი, რომელსაც იმდენად გრძელი ენა აღმოაჩნდა, რომ კალამი და ქაღალდი ვერ გააგდებინეს ხელიდან.

ცხადია, ბერძენიშვილის ეს მოთხოვნა მაშინვე დაკმაყოფილდა და “დიდმა რესპუბლიკელმაც” მოაღო პირი. ბერძენიშვილის “მონანიებიდან” კარგად ჩანს, რომ “კურდღლადქცეულმა” მოღვაწემ ყველაფერი “დაფქვა”. 6 იანვარს, დაკითხვაზე, ბერძენიშვილი უკვე თანამონაწილეთა დასახელებას იწყებს. ესენი არიან: ზამბახიძე, ვახტანგ ძაბირაძე, ვახტანგ შონია

თუმცა, სჯობს, უშუალოდ ლევან ბერძენიშვილის მიერ 1984 წლის 6 იანვრით დათარიღებულ “სუკის” იზოლატორში დაწერილ “შედევრს” გავეცნოთ:

 

“საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს

პატიმარ ლევან ვალერიანეს ძე ბერძენიშვილის

განცხადება

მე, ლევან ვალერიანეს ძე ბერძენიშვილი, დაბადებული 1953 წლის 23 ოქტომბერს, რომელსაც ბრალი მედება საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში. ვაღიარებ ამ მძიმე დანაშაულს და მსურს, გაუწყოთ შემდეგი:

იმ ადამიანს შორის, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა და იმ ადამიანს შორის, რომელიც ამ სტრიქონებს წერს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთი და იგივე პიროვნებაა, უზარმაზარი უფსკრული ძევს _ ამჟამად მე სრული სერიოზულობით მაქვს შეცნობილი ჩემი დანაშაულის არსიც და ჩემი დანაშაულის დროინდელი მოქმედების მთელი უბადრუკობაც.

1978 წელს, კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებული ამბების შემდეგ, შევიკრიბეთ რამდენიმე ამხანაგი და გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ორგანიზაცია, რომელიც საფუძველს შექმნიდა “დამოუკიდებელი საქართველოს” წარმოქმნისთვის. ჩვენი მაშინდელი მცდელობა ემყარებოდა იმის რწმენას, რომ: ა) საქართველოს შეუძლია დამოუკიდებლად არსებობა; ბ) სსრკ რიგებში ყოფნით საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით წამგებიან მდგომარეობაშია და გ) საქართველოს ისტორია, მისი განვითარების შინაგანი ტენდენციები მოითხოვს, რომ ეს ქვეყანა დამოუკიდებელი იყოს.

როგორც უკვე ხედავთ, ჩვენი ეს ე.წ. “იდეოლოგია” ემყარებოდა სამ ძირითად შეცდომას, რაც, თავის მხრივ, გამოწვეული იყო ისტორიის, მისი განვითარების კანონზომიერების, ეკონომიკის, პოლიტიკისა და ა.შ. საკვანძო საკითხების არცოდნით, რიგ მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე ზერელე წარმოდგენით, საქართველოს წარსულის არასაკმარისი ცოდნით, მისი უსაფუძვლო იდეალიზაციით.

 ასევე მცდარ იდეოლოგიურ ბაზისზე დაყრდნობილნი შევეცადეთ, შეგვექმნა სათანადო ორგანიზაცია, რომელიც ჟურნალის საშუალებით გაავრცელებდა და პოპულარობას მოუპოვებდა ჩვენს “განმანთავისუფლებელ” იდეებს და მიზანსწრაფვებს. ასეთ ორგანოდ ჩვენ გვესახებოდა თვითნაბეჭდი ჟურნალი, რომლის ფურცლებზეც ასახვას ჰპოვებდა, უპირველეს ყოვლისა, არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ყოფის კრიტიკა.

იმისთვის, რომ ჟურნალის მკითხველისთვის თავიდანვე ცნობილი არ გამხდარიყო მის ავტორთა რიცხობრივი სიმცირე და სისუტეები, თვითნაბეჭდი ჟურნალი გამოცხადდა არარსებული პარტიის ორგანოდ, ხოლო “პარტიას” მოეძებნა პომპეზური და პრეტენზიული დასახელება “საქართველოს რესპუბლიკური პარტია”.

 ამ, ასე ვთქვათ, “პარტიისა” და მის ორგანოს თვითნაბეჭდ ჟურნალ “სამრეკლოს” დასათაურება” ჩემი “დამსახურებაა”. ჩვენი უსუსურობის კიდევ უფრო შესანიღბავად ჩემი წინადადებით ჟურნალის პირველსავე ნომერს დაერთო “რესპუბლიკური პარტიის წესდება”, რომელიც მომზადდა ჩემი რედაქციით. “წესდება” ისე იყო შედგენილი, რომ მას შეექმნა ყალბი წარმოდგენა “რესპუბლიკური პარტიის” ნამდვილი მასშტაბების შესახებ, რომ ეს “ოპოზიციური” “პარტია” დახატულიყო, როგორც მძლავრი ორგანო, რომელსაც ძალა შესწევს, წინააღმდეგობა გაუწიოს არსებულ პოლიტიკურ წყობას და საბოლოო მიზნით, დაამარცხოს იგი.

სიმართლე მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ “მანიფესტის” ავტორთათვის მაშინაც ცნობილი იყო, რომ მსგავსი პრეტენზიული გეგმის განხორციელება არარეალური თამაშია და მეტი არაფერი, მაგრამ მაშინ, თითქმის 6 წლის წინათ, ამ სტრიქონების ავტორს მიზნად ჰქონდა დასახული, თვალში ნაცარი შეეყარა საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით კი მისი არამდგრადი თვითნაბეჭდი ჟურნალის მესვეურებს, გარდა ზემოთქმულისა, ამოძრავებდათ სხვა საწყისიც, რომელიც, შესაძლოა, ყველაზე უფრო მთავარი იყო მათ შემოქმედებაში _ კერძოდ, ჩემი ფსევდონიმი “სამრეკლოში” გახლდათ “დიმიტრი დადიანი”.

ფსევდონიმებით, ცრუპატრიოტული “შთაგონებითა” და უკიდეგანო პოლიტიკური უპასუხისმგებლობით შეიარაღებული “გმირები” შეუდგნენ “საგმირო საქმეთა” ქმნას: შეგროვდა თანხა და შეძენილი იქნა ორი საბეჭდი მანქანა _ ერთი სამამულო ტიპის (“უკრაინა-2″) და ერთიც უცხოური (“ოპტიმა” ან “ერიკა” _ პორტატული) და გადაყვანილ იქნა ორივე ქართულ შრიფტზე (გადაკეთება მოხდა თბილისში კოლმეურნეობის მოედანთან არსებულ საბეჭდი მანქანების სახელოსნოში. ამგვარი ქმედების საბოლოო და ნამდვილი მიზანი სახელოსნოს თანამშრომლებისათვის უცნობი იყო).

მანქანების შეძენით და მათი ქართულ შრიფტზე გადაყვანით დასრულდა დანაშაულის პირველი ეტაპი და დაიწყო მეორე _ რომელიც გულისხმობდა ჟურნალის შინაარსის შესაბამისი სტატიების დაწერას, მომზადებას გამოცემისათვის, რედაქტირებასა და გადაბეჭდვას. გადაწყდა, რომ სტატიები მოგვემზადებინა მე, ვ. ძაბირაძესა და ვ. ვ.შონიას. პირადად ჩემი სტატია ეხებოდა მუხრან მაჭავარიანის პოეზიას, რადგან ამ პოეტს იმხანად შეუსრულდა 50 წელი.

ჩემს სტატიაში მე შევეცადე გამომეკვეთა ორი პოზიცია. “ჩვენი” (ე.ი. “ჭეშმარიტი” მამულიშვილებისა, “პატრიოტებისა”), და “მათი” (ე.ი. ოფიციალური ხელისუფლებისა); პოეტი გამოცხადდა ჩვენი პოზიციის კაცად. სამივე სტატიასა და “წესდებას” რედაქცია გავუკეთე მე და მევე გადავბეჭდე ჟურნალ “სამრეკლოს” პირველი ნომერი 1978 წლის ივნის-ივლისში ბინაში, რომელიც დაქირავებული გვქონდა მე და ჩემს უმცროს ძმას თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე. ჟურნალი დაიბეჭდა, აიკინძა და “მოხატულ” იქნა ჩემ მიერ. კიდევ ერთი მაგალითი საკუთარ თავში ზედმეტი დარწმუნებულობისა, მე ხომ არაფერი გამეგება მხატვრობისა და მით უმეტეს, მხატვრული გაფორმებისა.

 ამით დამთავრდა დანაშაულის მეორე ეტაპი და დაიწყო მესამე, ყველაზე უფრო სარისკო (ასე გვეგონა მაშინ) და სახიფათო _ დამზადებული ნომრების გავრცელება. ჩემი წინადადებით, ეს “საქმე” დაევალა ჩემს უმცროს ძმას, დავით ვალერიანეს ძე ბერძენიშვილს, რომლისთვისაც მე, სამწუხაროდ, ავტორიტეტს წარმოვადგენდი და რომელიც ჯერ კიდევ ბავშვი (18 წლისაც არ იყო მაშინ) ბრმად მენდობოდა მე, როგორც უფროს ძმას. ამაზე დროს, ჩვენი ცდა, გაგვეზარდა ორგანიზაციის რიცხობრივი შემადგენლობა, წამდაუწუმ და ყოველ ნაბიჯზე კრახით მთავრდებოდა. რაიმე არალეგალური ორგანიზაციის ჩამოყალიბებისა და ოპოზიციის შექმნის შესახებ ჩემი ცალკეული საუბრები ჩემს უახლოეს მეგობრებთან და ამხანაგებთან წარუმატებლად (მადლობა ღმერთს) მთავრდებოდა.

მსგავსმა საუბრებმა თანაგრძნობა ვერ ჰპოვა ვერც იმ ადამიანში, რომელიც მიყვარდა და რომელიც რამდენიმე ხნის შემდეგ ცოლად მოვიყვანე (ვგულისხმობ ჩემს მეუღლეს _ ინგა ლეოს ასულ შირავას, რომელიც ცოლად მოვიყვანე 1979 წელს). 1979 წლის ზაფხულში, ჩვენი ერთი წლის უნაყოფო “მოღვაწეობის” შემდეგ მე დიდი სიხარულით მივიღე აფხაზეთის უნივერსიტეტის მოწვევა და სამუშაოდ გადავედი სოხუმში, ახალგახსნილ უნივერსიტეტში კლასიკური ენების მასწავლებლად. აქ ვასწავლიდი ერთდროულად 600 სტუდენტს _ ვასწავლიდი ლათინურ და ძველბერძნულ ენებს, ანტიკური ლიტერატურის ისტორიას, ვასწავლიდი ქართველებს და აფხაზებს, რუსებს, სომხებს, ბერძნებს.

სწორედ აქ, სოხუმში ჩვენი (ჩემი და მეუღლის) ცხოვრების პირველსავე დღეებში მოვიდა გამოფხიზლება და არ ვმალავ, რომ აფხაზეთში წასვლა იყო ფაქტიური გაქცევა არალეგალური საქმიანობისგან ნამდვილი და საჭირო საქმიანობისკენ, რომ აფხაზეთის მიწაზე სწორედ მე, ქართველს მესწავლებინა კლასიკური ენები და ანტიკური ლიტერატურის ისტორია. ამ ჩემს “გამოფხიზლებას”, მობრუნებას ნამდვილი ცხოვრებისა და მუშაობისაკენ დაერთო ისიც, რომ მე ფაქტობრივად გავწყვიტე კავშირი “სამრეკლოსთან” და “საქართველოს რესპუბლიკური პარტიის” საქმეებთან _ “სამრეკლოს” მეორე ნომერი გამოვიდა ჩემი მონაწილეობის გარეშე.

მალე უშიშროების კომიტეტისათვის ცნობილი გახდა “სამრეკლოს” არსებობა. ეს ამბავი შემატყობინა ჩემმა უმცროსმა ძმამ სოხუმში. იმ დღიდან ველოდებოდი დაპატიმრებას და სასჯელის დადებას. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ მაშინვე ვაჟკაცურად მეღიარებინა ჩადენილი დანაშაული, ჩემი როლი ამ “იატაკქვეშა” სამარცხვინო საქმიანობაში, მაგრამ ეს ვერ შევძელი და მივენდე ბედის დინებას დარწმუნებული იმაში, რომ ოდესმე მაინც დამაკავებდნენ და მაზღვევინებდნენ ჩადენილი ბოროტმოქმედებისთვის.

ვერ შევძელი სიმართლისთვის თვალებში ჩამეხედა და მეღიარებინა ჩადენილი დანაშაული. ჩემი “დაშინებული” და კურდღლადქცეული პიროვნება შვებას პოულობდა მხოლოდ მუშაობაში, ცდილობდა ქვეყნისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაცია მოეხდინა ქვეყნისთვის მოტანილი სიკეთით _ ალბათ, ამიტომ იყო ეს შიშით და ძრწოლით სავსე წლები ჩემთვის ასე ნაყოფიერი შემოქმედებითი თვალსაზრისით _ ძველი ბერძნული ენიდან ვთარგმნე კომედიოგრაფ არისტოფანეს 11-ვე ჩვენამდე მოღწეული კომედია, ევრიპიდეს ტრაგედია “ელექტრა” (სადაც, სხვათა შორის, ლაპარაკია დანაშაულის უაზრობასა და დამნაშავის პიროვნების სრულ დისკრედიტაციაზე), “ბაყაყებისა და თაგვების ომი” (“ოპოზიციური” “მოღვაწეობის” პაროდია გახლავთ), კალინესა და ტირტეოსის ელეგიები (რომლებიც სამშობლოს სიყვარულისა და პატიოსნებისკენ მოგვიწოდებს);

დავასრულე მუშაობა სადისერტაციო ნაშრომზე, გამოვაქვეყნე შესანიშნავი ფრანგი პოეტის, კომუნისტ პოლ ელუარის თარგმანები. ჩემთვის სრულიად ნათელია ჩემი დანაშაულის მთელი სიღრმე; განსაკუთრებით მძიმეა, როგორც მე ვფიქრობ ახლა, ჩემი დანაშაული იმის გამოც, რომ მე არაფერი თითქოსდა ამ დანაშაულისკენ არ მიბიძგებდა. ყველგან, ყოველთვის და ყველაფერში ჩვენი ქვეყნისგან დახმარებისა და თანადგომის მეტი არაფერი მიმიღია. არავის შეუშლია ხელი ჩემთვის წარმატებით მესწავლა სკოლაში და ოქროს მედლით დამემთავრებინა იგი;

 არავის “დავუჩაგრივარ” არც მისაღებ გამოცდებზე _ როგორც პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (1970 წელს), ისევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1972 წელს). მისაღები გამოცდები “ფრიადებზე” ჩავაბარე და უკონკურსოდ ჩავირიცხე უმაღლეს სასწავლებელში; მხოლოდ წახალისება და უფროსი მასწავლებლებისა თუ კოლეგების კეთილგანწყობა მდევდა თან უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში და მათთა და ჩემდა სასიხარულოდ იგი წარჩინებით დავამთავრე 1977 წელს.

 ჩემივე სათაყვანო უნივერსიტეტმა შემიფარა და მის კედლებში მომცა სამუშაო, სადაც განუხრელად წინ მივიწევდი ხელმძღვანელთა მზრუნველობითა და ყურადღებით გარემოცული. ასევე არ დაუმახინჯებია ჩემი პიროვნება ჩემს ოჯახს, ჩემს დედასა და მამას, უფროს ძმას, რომელიც ყოველთვის საბჭოთა ქვეყნის სიყვარულს, საბჭოთა პატრიოტიზმსა და კაცურ კაცობას გვასწავლიდა მე და ჩემს უმცროს ძმას. მაშ, სად არის ჩემი დანაშაულის მიზეზი?

 უპირველეს ყოვლისა, სწორედ ჩემში, ჩემს გაზვიადებულ წარმოდგენაში საკუთარ თავზე, ჩემს ამბიციებსა და კომპლექსებში. მე ამითაც არ დავკმაყოფილდი და მძიმე დანაშაულში ჩავითრიე საკუთარი ძმა, ბავშვი, რომელსაც ოდესღაც ეგონა, რომ “წამებული გმირის” ორეოლით შემოსავდა ყოველნაირად ორდინალურ პიროვნებას. ვაღიარებ რა ჩემს მძიმე დანაშაულს, გთხოვთ, მე დამსაჯოთ, მაგრამ მოწყალების კალთა გადააფაროთ იმ ადამიანს, რომელიც ჩემი სიბრიყვის გამო ზის საბრალდებულო სკამზე, გთხოვთ მაქსიმალური ლმობიერებით მოეპყრათ ჩემს უმცროს ძმას, რათა ამით მეც შემიმსუბუქოთ სული. 1980 წლიდან მე კვლავ თბილისს დავუბრუნდი და ეს სამი წელიწადი მე და ჩემმა ძმამ ერთად გავატარეთ.

ჩვენ თვითონ გვიკვირდა ჩვენში მომხდარი ცვლილებები _ ჩვენ დავუბრუნდით ჩვენს საზოგადოებას, ჩვენ გვახარებს ჩვენი დიდი ქვეყნის წარმატებები და განსაკუთრებით ყველაფერი კარგი, რაც ჩვენს რესპუბლიკაში კეთდება ბოლო წლებში. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებს, განსაკუთრებით კი სამძებრო განყოფილების გამგეს, პოლკოვნიკ ა. მირიანაშვილს და გამომძიებელს, კაპიტან გ. ცინცაძეს, რომლებმაც მამაშვილური და მეგობრული, ჰუმანური დამოკიდებულებით საშუალება მომცეს, ამეხსნა ჩემი სულისთვის ეს მძიმე ტვირთი და მეღიარებინა ჩემი დანაშაული. ველოდები დამსახურებულ სასჯელს და იმედი მაქვს, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ რაიმეთი მაინც გამოვადგები ჩემს ერს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საბჭოთა ხალხს და მის იდეალებს. როგორც იქნა, ჩემი სინდისი სუფთაა.

ღრმად ვნანობ, რომ ამდენი წლის მანძილზე დავაგვიანე ჩემი დანაშაულის აღიარება და სიცოცხლე გავუმწარე ჩემს ოჯახს. მშობლებს და ახლობლებს, რომელთა წინაშე ამჟამად უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ამდენი ხნის ჩაფიქრებამ და ჩემი საქციელის აწონ-დაწონვამ მიმიყვანა ერთადერთ დასკვნამდე: ჩემს დანაშაულში აღარ ვეძებ გარეგან მიზეზებს, უცხოეთის რადიოსადგურებისა და არალეგალური ლიტერატურის დამღუპველ გავლენას, დანაშაულის ჭეშმარიტი მიზეზი არის სწორედ ჩემს პიროვნებაში, ჩემს ოდინდელ ეგოიზმსა და საკუთარ თავზე გაზვიადებულ წარმოდგენებში.

თუ ადამიანი სულიერად მდგრადია, თუ მისი პიროვნება დაზღვეულია ზემოაღნიშნული მანკიერებისგან, ვერანაირი უნიჭო რადიოგადაცემა ოკეანის გაღმიდან, ვერანაირად უნიჭოდ შეთითხნილი ანტისაზოგადოებრივი “დოკუმენტური”, თუ “მხატვრული”, ასე ვთქვათ, “ლიტერატურა” ვერ მოახდენს მასზე დამღუპველ გავლენას _ მე ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ, მაგრამ ეს კიდევ უფრო ამძიმებს ჩემს დანაშაულს, მაგრამ ამავე დროს მეტ იმედს აღმიძრავს, რადგან გარდაქმნა ჩემს პიროვნებაში უკვე მოხდა, მე უარი ვთქვი საკუთარ გაზვიადებულ წარმოდგენებზე, მე ჩავწვდი ჩემი ეგოიზმის მთელ სიღრმეს და უარი ვთქვი მასზე;

სულიერად მე უკვე მზად ავრ, დავუბრუნდე ჩვენს საზოგადოებას, ვიყო მისი წევრი, ჩემი პატარა წვლილი შევიტანო ამ დიდ საქმეში, დავარიგო სხვები და ავაცდინო ისინი დანაშაულის გზას, რომელსაც ოდესღაც თავად დავადექი”.

ლევან ბერძენიშვილი

6.1.84″

 ცხადია, ლევან ბერძენიშვილს საბჭოთა სუკ-მა გულწრფელობა დაუფასა და შედარებით მსუბუქი სასჯელი აკმარა. მეტიც, ცოტა ხანში, 1987 წლის იანვარში გაათავისუფლეს კიდეც და ერთ თვეში, 1987 წლის თებერვლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორიაში ლაბორანტად იწყებს მუშაობას.

არადა, დისიდენტებს, არათუ პატიმრობის შემდეგ, არამედ საერთოდ სამუშაოდ არსად რომ არ იღებდნენ, ფაქტია. მაგალითად: პოლიტპატიმრობიდან დაბრუნებულ მერაბ კოსტავასათვის სკოლაში მუსიკის მასწავლებლის ადგილიც კი ვერ გაიმეტეს.

 

ფრიდონ დოჩია

  

***

 

„ლევან ბერძენიშვილმა საკუთარი ძმა, შეყვარებული და თანამოაზრეები ჩაუშვა „კგბ–ში“

 

ავტორი ლევან ჯავახიშვილი

 

  „დრონი.ჯი“-მ სპეციალურად თქვენთვის მოაგროვა ის „მარგალიტები“, რომლებსაც ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ ოპოზიციონერები აბნევდნენ. „მექრთამე“, „აგენტი“, „ილიას მაგინებელი“, „ჩამშვები“, – აი იმ ფრაზების ნაწილი, რომლითაც ოპოზიციონერები ბერძენიშვილს ლანძღავდნენ. თუ რატომ, ამას ჩვენს რუბრიკაში შეიტყობთ…
  
   ავთანდილ მარგიანი: ლევან ბერძენიშვილი ილია ჭავჭავძის მლანძღავი და მაგინებელია.
 
   დილარ ივარდავა, პოეტი: ლევან ბერძენიშვილს, აკაკის, გალაქტიონის ტომებს ვესროდი, იქნებ მათგან რომელიმე მოეწონოს და წაიკითხოს.
 
   ელიზბარ ჯაველიძე: ლევან ბერძენიშვილი არის ჯორჯ სიროსის  შვილობილი. ლევან  ბერძენიშვილს დავალებული აქვს  ქართული კულტურის, მეცნიერების დანგრევა და  განადგურება და როგორც ვხედავთ,  გარკვეული ძალების დახმარებით, წარმატებით ანხორციელებს.
 
     გიგა ლირთქიფანიძე: ლევან ბერძენიშვილი ანტიეროვნული პოლიტიკოსია. შეურაცხყოფილი ვარ იმ სიტყვებით, რაც ილია ჭავჭავაძეს აკადრა, რაც მის შემოქმედებას აკადრა, რაღა უნდა ასეთ კაცს პარლამენტში,  რა სიკეთე უნდა მოუტანოს ქართულ ხელოვნებს, მეცნიერებასა და მწერლობას? არც არაფერი! თუ დაუშავებს და ავნებს, თორემ სიკეთეს მაგისგან არავინ ელის.
 
   რეზო მიშველაძე: ჩვენმა „დიდმა იტელექტუალმა“ პოლიტიკოსმა,  ლევან ბერძენიშვილმა შეურაცხყო ილია ჭავჭავაძე. აბა,  ბერძენიშვილის ლიტერატურულ  გემოვნებასთან და „უსაზღვრო  თვალსაწიერთან“  ილიას შემოქმედება რას მოვა? ბერძენიშვილმა დიდი ილიას შეურაცხყოფით, არა მარტო მას და მისი შემოქმედების  თაყვანისმცემლებს  გვესროლა ლაფი, არამედ,  მართლმორწმუნე საქართველოს,  მორწმუნე, მართლმადიდებელ ქართველებს – ილია ჭავჭავაძე წმინდანია, ილია მართლის კრიტიკის უფლება  კი ბერძენიშვილს  ნამდვილად არა აქვს.
 
   ავთანდილ მარგიანი: რა წაუკითხავს ილია ჭავჭავაძის  შემოქმედებაზე უკეთესი  ლევან ბერძენიშვილს,  რა წაგვჭამა თავი  თავისი განათლებულობითა და ერუდიტობით? წმინდანის შეურაცყოფა როგორ შეილება კაცო?
 
   ნინო ბურჯანაძე: ლევან ბერძენიშვილი ეჭვმიტანილია  უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან  თანამშრომლობაში  და მე მასთან მოსალაპარაკებელი არაფერი მაქვს.
 
   ნოდარ ნათაძე: ლევან ბერძენიშვილი არის  რუსეთის აგენტი და იმ დროიდან თანამშრომლობს “კგბ“–სთან, როცა  დისიდენტობისთვის დაიჭირეს. ბერძენიშვილმა  „ჩაუშვა“ თავისი ძმა, თანამშრომლები და საკუთარი შეყვარებულიც არ დაინდო,  ისიც „ჩაუშვა“. ბერძენიშვილის დაკითხვის ოქმი „კგბ–ში“ გამოქვეყნდა და ყველამ იცის, ვინაა ეს კაცი. ციხეში თუ იჯდა, ეს არ ნიშნავს, რომ არ თანამშრომლობდა უშიშროებასთან.
 
   ჯონდი ბაღათურია: ლევან ბერძენიშვილს ძალიან  გრძელი ენა აქვს, პირში არ ეტევა და ამიტომ ლაპარაკობს ამდენ სისულელეს.
 
   რეზი ამაშუკელი: ლევან ბერძენიშვილი არის ქართველი ერის და  საქართველოს ერთ–ერთი მტერი, მისი მიზანია ქართული კულტურის,  მწერლობის განადგურება და იმ,  ბოდიში მომითხოვია „პედერასტების“ ლობირება და პატრონობა, რომლებიც ენით  უთქმელ სიბინძურეს წერენ   და აქვეყნებენ, და საკუთარ დედასთან სექსი რომ აქვთ  და საკუთარ და–ძმებთან…
 
   ერთ–ერთი ასეთი ავტორის, ზაზა ბურჭულაძის შესახებ თქვა  ამ ბერძენიშვილმა – ნიჭიერი მწერალია, ამის ფასი არ იციან საქართველოშიო. ვაი, მაგის პატრონს,  უბედურს! ილია ჭავჭავაძე მიწასთან გაასწორა  და  იმ კაცზე,  დედამისთან ლიტერატურული  სექსით  სახელი რომ გაითქვა მზე და მთვარე ამოსდის.
 
   ელიზბარ ჯაველიძე: მთელი ქვეყანა ლაპარაკობს,  რომ ლევან ბერძენიშვილმა საკუთარი ძმა,  შეყვარებული  და თანამოაზრეები ჩაუშვა „კგბ–ში“.  ამ ოპოზიციისა, გამკვირვებია კაცო,  თუ ასეა ნამდვილად, რა უნდა ოპოზიციაში ასეთ კაცს, თუ ტყუილია,  გამოარკვიონ და გვითხრან, რა არის სიმართლე.
   ნოდარ გრიგალაშვილი:  პარლამენტში როცა სიტყვით გამოვედი და ლევან ბერძენიშვილმა დამინახა,  ხელში ქაღალდები მეჭირა,  ჩემსკენ გამოიქცა,  რომ პროვოკაციულად სიტყვა შეეწყვეტინებინა  და თან გინება დამიწყო. მას ეგონა,  რომ ეს ის დოკუმენტი იყო,  რომლებიც მის „კგბ“–სთან  თანამშრომლობს  ადასტურებს.  არადა სულ სხვა დოკუმენტები მეჭირა ხელში.
 
   შალვა ნათელაშვილი: ლევან ბერძენიშვილმა ჯერ,  სოროსის ფულები ქაფა,  ახლა პარლამენტშია,  არც იქ მოიკლებს, ეგ კაცი არის მოგზავნილი, რომ ქართული განათლების სისტემა, რომელიც  ისედაც დანგრეულია  საბოლოოდ დააქციოს და  სხვა სფეროებსაც გადასწვდეს.
 
   ჰამლეტ ჭიპაშვილი:  ლევან ბერძენიშვილს დავალებული აქვს  ქართული განათლების სისტემის  მოსპობა. ჯერჯერობით ჩინებულად აკეთებს ამ საქმეს.
 
   კახა კუკავა: ლევან და დათო ბერძენიშვილები, უსუფაშვილი არიან  უპირობო ადამიანები. „რესპუბლიკელები“ მუდამ ერთს გპირდებიან და მეორეს აკეთებენ. ეს მათი სტილია. მათთან შეუძლებელია პოლიტიკური პარტნიორობა.
 
   ფიქრია ჩიხრაძე: ლევან ბერძენიშვილს  ვურჩევ თავი დაანებოს  ილია ჭავჭავაძის კრიტიკას,  და განათლების სისტემის დეფორმირებას.
 
   ლევან ღვინჯილია: ილიას არაფერი დააკლდება ბერძენიშვილის ლანძღვით,  აი,  ბერძენიშვილი კი ძალიან ბევრს დაკარგავს.
 
   ზვიად ძიძიგური: ლევან ბერძენიშვილი  ნამდვილად იყო  პუტჩისტების  ერთ–ერთი იდეოლოგი, იარაღით არა, მაგრამ რითაც შეეძლო, ებრძოდა ზვიად გამსახურდიას და  ეროვნული ხელისუფლების დამხობაში  დიდი წილიც დაიდო.
 
   ბესარიონ გუგუშვილი:  ცხადია,  ბერძენიშვილიც და მისი ძმაც,  „კგბ’“–ს  დაკვეთით მოქმედებდნენ, მის დავალებას ასრულებდნენ.
 
   ვალტერ შურღაია: ლევან ბერძენიშვილი  უნიკალური მოვლენაა, მან ჯერ „კგბ“–ს  დავალებით აქტიურად იბრძოლა  ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ და  ახლა,   პროდასავლურ–პროამერიკულ მანტიაში გახვეულ  ლიბერალიზმს ქადაგებს.  
 
   ჯანსულ  ჩარკვიანი: სად ილია და სად – ლევან ბერძენიშვილი? ეს რა სისულელეებს ლაპარაკობს? „ბიბლია“ დედანში მაქვს  წაკითხულიო,  ტრაბახობს, და  შე კაი დედმამიშვილო  „ბიბლიაში“ ის არ დაუწერია, რომ წმინდანებს  არ უნდა  შეეხო და არ უნდა შეურაცხყო? თუ ეგ ადგილი გამორჩა?
 
   ნოდარ ნათაძე: მე არ ვიცი ზუსტი თანხა, მაგრამ  ამბობენ,  სოლიდური თანხა გადაიხადა  დავით უსუფაშვილმა,  რომ,  „რესპუბლიკურ  პარტიას“ თავმჯდომარე გამხდარიყო. ვის გადაუხადეს? ლევან ბერძენიშვილი და ძმასთან – პირიქით.
 
 

http://www.droni.ge/?article_id=256&lang=geo

 

 

 

6 Responses to “• ლევან ბერძენიშვილი”

  1. lazi said

    ამ კომენტარების ავტორები იგივენი არიან (ალბათ1-2-ის გარდა???)

  2. lado said

    vai saqartvelov rom berzenishvilebis metaurobit respublikur partais da kidev sxva partiebs da mat liderebs xalxma rom ar augrzales politikashi morvaweoba. es namdvilad sheezlo da exlac sheuzlia xalxs. erovnuli mozraoba xalxi aucileblad davayenebt im politikuri partiebis da politikosebisa romlebmac miires monawileoba saqartvelos saxelmwifos kanonieri xelisuflebis samxedro sheiararebul gadatrialebashi pirdapir tu iribad.
    berzenishvilebi da mtlianad respublikuri partia aris dakompleqtebuli antierovnuli pirovnebebit, isini sashishia nebismierirdros saqartvelos damoukidebeli qveynis ganvitarebistvis. magat kiserze da namusi da sindisi ar aqvt da rogor vtqva namusze da sindisze, magat didi wvlili sheitanes saqartvelos saxelmwifos ngrevashi, kanonieri xelisuflebis damxobashi, prezidentis mklelobis mxardawerashi, konstituciis damxobashi, amis yvelafris shedegad ,iviret mokluli quchashi uqmravi qdqmiqni, dayacharebuli ojaxebi da calkeuli pirebi, dakarguli teritoriebi 50 000 darupuli qartuli genofondi. xalxi ai am yvelafershi udidesi wvlili sheitanes am moralateebma da dres matui liderebi, moralateebis liderebi fiqroben, riat afiqsireben rom umravlesobit movlen xelisuflebashi ivanishvuiltan ertad.da tu es martla ase moxda me xmamarla ganvacxadebt rom kidev cota dagvishaves ufro meti unda daeshavebinat.

  3. TAMILA said

    SAITERESOA RODIDAN GAXDA LEVAN BERDZENISHVILI RUSETIS AGENTI DA AMAS VIN AMBOBS NINO BURDJANADZE? ARCERT ADAMIANS VINC ZEMOT ARIAN CHAMOTVLILEBI DA ROMLEBIC BERDZENISHVILZE LAPARAKOBEN ARAFERI AQVT ISETI SATQMELI RAC MAT AR CHAUDENIAT. YVELAM MIS WARSULS GADAXEDOS. RAC SHEEXEBA NATELASHVILS MAS URCHEVNIA MIS GULSHI CHAIXEDOS DA VITOMDA YVELAZE GARIBI PARTIIS LIDERS XALXS AUXSNAS SAIDAN AQVS IMIS SASHUALEBA AMDENS ROM MOGZAUROBS. GAMODIS DA MOSAXLEOBAS TAVS ACODEBS.YVELAM PIRI GAMOIRECXON DA MERE ILAPARAKON LEVANZE.

    • mikola said

      რამდენადაც ვიცი ბურჯანაძემ ამის შესახებ განმარტება გააკეთა, რომ ნაცლიდერებმა მაშინ იგი შეცდომაში შეიყვანეს და არწმუნებდნენ უტყუარი მტკიცებულებების არსებობაში, რაც ადასტურებდა ზოგიერთი ოპოზიციონერის რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას. თუმცა შემდეგში ასეთი მტკიცებულებები არ აღმოჩნდა. ეს განმარტება ბურჯანაძემ ჯერ კიდევ 2008 წელს გააკეთა.

  4. Gio said

  5. mikola said

    გაუგებარია რა ჩაშვებაზეა ლაპარაკი. განცხადებაში, ჩემი აზრით, ისეთი ფაქტი არაა მოყვანილი რაც უკვე ცნობილი არ იყო სუკ-ისთვის. მე მგონი, რომ პირიქითაა, ყველა დანაშაულს თავის თავზე იღებს და ამით ცდილობს ძმას შეუმსუბუქოს სასჯელი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 74 other followers