Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

●სონღულაშვილი- “სამხრეთ ოსეთი” საქართველოში?!

ავთანდილ სონღულაშვილი

 

“სამხრეთ ოსეთი”  საქართველოში?!

 

თბილისი, 2009

  

ნაშრომში, ქართული და უცხოური წერილობითი წყაროების, მდიდარი სამეცნიერო ლიტერატურისა და ახალი საარქივო დოკუმენტური მასალების საფუძველზე, შესწავლილია ოსური საკითხი საქართველოში. გადმოცემულია მათი ეთნოგენეზის, საქართველოში ჩამოსახლებისა და განსახლების მდგომარეობა. შეფასებულია ოსებისათვის ავტონომიური ოლქის სტატუსის მინიჭების სამართლიანობა, გაანალიზებულია დაპირისპირების მიზეზები, ნაჩვენებია ოსთა სამეურნეო ყოფა და კულტურის განვითარების ეტაპები.

ცალკე ადგილი ეთმობა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს, რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ.

ნაშრომი გათვალისწინებულია მკითხველთა ფართო საზოგადოებისათვის.

რედაქტორი: პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვაჟა შუბითიძე

რეცენზენტები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გელა საითიძე

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი შოთა ვადაჭკორია

საზოგადოებრივი რედაქტორი: იოსებ ელგენდარაშვილი

წ ი ნ ა თ ქ მ ა

ძველი ქართველები ხშირად იტყოდნენ: ამ ცოდვილ წუთისოფელში არის ერთი რამ განძი, რასაც ჟანგი და ობი არ ეკიდება, ცეცხლში არ იწვის, წყალში არ იძირება და ხმალი ვერას აკლებს, _ ეს განძი უცხო მოყმეთა ძმობა და მეგობრობა არისო.

მაგრამ ისეც ხდება, რომ სიკეთისმქნელობის, სოლიდარობის, ზრუნვისა და დახმარების მიუხედავად, “სხვისი ჭირის” გამზიარებელ ერს, ხშირად, ჯეროვნად როდი უფასდება სიკეთე, გაწეული ამაგი. ამიტომაც წერდა გულისტკივილით ერის დიდი განმანათლებელი იაკობ გოგებაშვილი: “… მადლს უმადურობა მოსდევს ხშირად არა მარტო კერძო პირთა შორის, არამედ ერთა შორისაც; მაგრამ ქართველი კი ყოველთვის მოშორებული ყოფილა უმადურობასა და ყველა პატარა ერს მის მფარველობაში შეხიზნულს, ერთად გადაუხდიდა ხოლმე მცირეოდენ სიკეთესაც კი და ანიჭებდა მათ სრულ თანასწორობას თავისთანა. მიუხედავად ამისა, ბედი კი ჩვენ სხვანაირად მოგვებყრო და დიდი სიკეთე უმადურობით გადაგვიხადა…”

საქართველოში მცხოვრებ არაქართულ მოსახლეობაში საუკუნეთა მანძილზე ყალიბდებოდა საკუთარი მენტალიტეტი, რაზედაც წინათ ყურადღება გამახვილებული არ იყო, ე. ი. არაქართული მოსახლეობა ყოველთვის არაერთგვაროვნად იქცეოდა. ხაზგასასმელია, რომ საქართველოში ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ არა მხოლოდ ისინი, ვისაც საქართველო მშობლიურ სახლად მიაჩნია, არამედ ისინიც, რომელთათვისაც საქართველო სასტუმროა. არიან ისეთებიც, ვინც ცდილობს მიითვისოს ამსასტუმროსსაუკეთესო აპარტამენტები.

თავის დროზე მიხეილ ჯავახიშვილმა რელიეფურად აჩვენა, რომ კარს მოგადგება გუდამშიერი და უსახლკარო გადამთიელი. ლუკმაპურსა და თავშესაფარსა გთხოვთ, ერთგულ და მორჩილ მსახურად გიჩვენებთ თავს. გულუბრყვილობის, უნიათობის, უზრუნველობისა და უდარდელობის გამო კარს გაუღებ, ჭერსა და საზრდელს მისცემ. იგი მომძლავრდება, მოღონიერდება, გალაღდება და გათავხედდება. საკუთარი სახლიდან გაგაგდებს, შენს მამულს, საქონელს მიითვისებს

თამამად შეიძლება ითქვას, რომ “ჯაყოობა არის სხვისი ქონების, სიმდიდრის, მამულის, სახლკარის, პატივის, სახელის მიტაცებამითვისება, ძალადობა, ქლესაობა, პირფერობა, ორპირობა, ურცხვი უპრინციპობა, სრული უმეცრობა და უკანონობა”1. ქართველი ერის ისტორიულ უბედურებად უნდა ჩაითვალოს მისი ინტერნაციონალური ბუნება იმ დამახინჯებული გაგებით, როგორადაც იგი ეპყრობოდა და ეპყრობა ყველა ჯურის გადამთიელს.

სხვა ერებისადმი დამოკიდებულების საკითხში ჩვენმა ზომაგადასულმა სათნოებამ, თვით საქართველოს მტრებისადმიც კი გულთბილმა მოპყრობამ და მათთვის ეროვნული კარის ფართოდ გაღებამ, _ სტუმართმოყვარეობის ამ დამახინჯებულმა გაგებამ, უდიდესი ზიანი მიაყენა ჩვენს ერს2.

ერთადერთი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, სადაც ნებისმიერი ლტოლვილი თავს მასპინძლად გრძნობს. თავის ენაზე ნათლდება, თავის ტაძარში ლოცულობს, თავის თეატრში იღებს სულიერ საზრდოს, როცა მსგავსიც არაფერი შეუქმნია არც თავისუფლების სიმბოლოს _ საფრანგეთს და არც ინტერნაციონალიზმის “მედროშეს” _ რუსეთს.

ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე გრ. ლორთქიფანიძე აღნიშნავდა, რომ რუსეთის ცარიზმი, მისი მოხელეები მფარველად ევლინებოდნენ იმპერიის ბატონობის ქვეშ მოქცეული ისტორიული ერების ტერიტორიებზე მოსახლე მცრე ეროვნებებსა და ტომებს. “თავგამოდებით ზრუნავდნენ, მაგალითად, ოსებსა და აფხაზებზე… ყველასათვის ცხადი იყო, რომ რუსულ კაციჭამია შოვინიზმს მართლა ის კი არ აინტერესებდა, რომ აფხაზური, ოსური და სხვათა ეროვნული მწერლობა და კულტურა შეექმნა. მისი სანუკვარი მიზანი იყო საქართველოს ეროვნულკულტურულ ოჯახში შინაგანი დაშლა, გახრწნა და აფორიაქება შეეტანა. რუსულ პოლიციასა და რუსულ სინოდს ისევე ეზიზღებოდა აფხაზობა და ოსობა, როგორც ქართველობა და თუ აფხაზურ და ოსურ სამწერლო კულტურის შექმნაზე “ზრუნავდა”, ეს რა თქმა უნდა, მხოლოდ დროებითი და პროვოკაციული ფანდი იყო საქართველოს კულტურის შესასუსტებლად და დასაქცევად, ეროვნული განთვისებისა და შუღლის ჩამოსაგდებად. და აი სწორედ ამ ასპარეზზე გაშალა თავის “ინტერნაციონალური” ფრთები რუსულმა კომუნისტურმა ოკუპაციამ, რომლის ხელში საქართველო გადაიქცა იმ სანთლად, რომელსაც ორივე თვალიდან წაუკიდეს ცეცხლი”. ამ სანთლის ზემოდან წვის გამოხატულება იყო, გრ. ლორთქიფანიძის აზრით, საქართველოს ამიერკავკასიის ფედერაციაში ჩართვა, მისი სრული გათქვეფა და შემდეგ რუსეთის კავშირში ჩარიცხვა. ქართული სანთლის ქვემოდან წვა კი იმაში მდგომარეობდა, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელ აფხაზურ, სინამდვილეში კი რუსულ რესპუბლიკად გამოაცხადეს და მხოლოდ შემდეგ დაუკავშირეს საქართველოს. “ამავე მიზნით, ხელოვნურად გამოჭრეს საქართველოს ცოცხალი სხეულიდან ოსეთის ავტონომიური ოლქი; რომელიც როკისა და მამისონის უღელტეხილებზე რუსული იმპერიალიზმის პოლიტიკურ და სტრატეგიულ დასაყრდენად იქნა გამიზნული”3.

აბა, რა წარმოსადგენი იყო, ვინ გაითვალისწინებდა ან იწინასწარმეტყველებდა, რომ ასე სამოწყალოდ თავშეფარებული, ოსი კორესპონდენტის სიტყვით თუ ვიტყვით: ჯერ კიდევ “მიწურ ბნელ სახლებში მცხოვრები, ღარიბღატაკი და რიგი ქურდობაავაზაკობაში გაწაფული ოსები” შემდეგში ისტორიულად შიდა ქართლის ტერიტორიას თავიანთ მიწაწყლად გამოაცხადებდნენ და ამდენ უსიამოვნებას მიაყენებდნენ როგორც მზრუნველ მასპინძლებს, ისე თანამოძმე ოსი ეროვნების ხალხს. ვინ იფიქრებდა დღევანდელი ეთნოკონფლიქტების შექმნას, თორემ ქართველი ერი ტრადიციული კარგი მასპინძლობის ნაცვლად, გიორგი ბრწყინვალის პოლიტიკურ ხაზს გააგრძელებდა და მთის იქით გადარეკდა მათ. ჭეშმარიტად! ეს იქნებოდა ღვთის დიდი წყალობა. გართულებული ურთიერთობის წლებში არ დაიღვრებოდა უცოდველი და უდანაშაულო ქართველი და ოსი ხალხების სისხლი4.

საქართველოში მცხოვრებმა ოსებმა ადრე კარგად იცოდნენ თავიანთი ისტორიული წარსული. იცოდნენ, რომ სხვის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ხიზნად, რომ ეს ხანა მოიცავდა დაახლოებით, ორნახევარსამ საუკუნეს და ამ ხნის მანძილზე, ქართველი მებატონეების ხელშეწყობით, მათ მამულებში, მათ მიწაზე სახლდებოდნენ, მრავლდებოდნენ, ამ ბატონებით ედგათ სული, მათი დახმარებით იუმჯობესებდნენ ცხოვრების პირობებს და მათივე მეშვეობით მკვიდრდებოდნენ ღვთით კურთხეულ საქართველოს ტერიტორიაზე5.

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი

საქართველოში არ არსებობს სხვა უფრო ქართული ტერიტორია, ვიდრე შიდა ქართლია. ოსების მიერ ახლო წარსულში დაკავებული ეს მიწები ქართველთა ერთერთი უძველესი საცხოვრისი იყო. ქართული ეთნოსი აქ ჩამოყალიბდა და ვითარდებოდა ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის საუკუნეებიდან, რა დროიდანაც შეიძლება საქართველოს ტერიტორიაზე ეთნოკულტურული პროცესებისათვის თვალის მიდევნება. ოსების ჩამოსახლება ამ ისტორიულ ქართულ მიწაზე რიგი პოლიტიკური, ეკონომიკური და საერთაშორისო ფაქტორებით იყო განპირობებული. ოსებს შესაძლებლობა ჰქონდათ საუკუნეების მანძილზე ზიარებოდნენ მდიდარ ქართულ კულტურას, ეზრუნათ მშობლიური ენისა და კულტურის განვითარებისათვის. არსად დედამიწის ზურგზე ოსებს მსგავსი შესაძლებლობანი სხვაგან არ ჰქონიათ. ქართველები არასოდეს გამოსულან ოსების წინააღმდეგ ბრძოლის პირველდამწყების როლში. ეს რეალობაა. ამიტომაც ოსების მხრივ ქართული მიწის ბედის ცალმხრივი გადაწყვეტის მცდელობა _ პოლიტიკური, ეკონომიკური, მორალური, (განსაკუთრებით, მადლისა და ამაგის დაფასების) თუ ნებისმიერი სხვა თვალსაზრისით საქართველოს მიმართ დიდი უსამართლობაა6. ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ საერთოდ ცენტრალური კავკასიის ეთნიკური ისტორიის, ეთნიკური ონომასტიკისა და ისტორიული გეოგრაფიის საკითხები სპეციალურ ლიტერატურაში ზერელედ ან უაღრესად ცალმხრივად შუქდებოდა. კარგახნის მანძილზე აღნიშნულ რეგიონში მიმდინარე ეთნოისტორიული პროცესების შესწავლა აშკარა სუბიექტივიზმის და “დროის შეკვეთის” წნეხში იყო მოქცეული და იშვიათი გამონაკლისის გარდა, გვარიანად არის დისტცირებული სოლიდური და მიუკერძოებელი მეცნიერული კვლევის პრინციპებისაგან. ამ მხრივ განსაკუთრებით ბევრს სცოდავს ოსური [8] ისტორიოგრაფია, რომელიც ყველანაირად ცდილობს ცენტრალურ კავკასიაში სოლივით შემოჭრილი ირანულენოვანი ოსი ეთნოსის კავკასიაში ინფილტრაციის დოკუმენტურად ცნობილი თარიღის ხელოვნურად დაძველებას ან კიდევ, იმავე რეგიონში ოსთა წინაპრების _ ასალანების (ან ალანოსების) გვიანდელი მოსულობის საყოველთაოდ აღიარებული შეხედულების შენაცვლებას იქ ოსთა ოდითგანვე ცხოვრების აბსურდული თვალსაზრისით.

თუკი ერთხანს ოსი სწავლულები თავად იყვნენ ოსი ხალხის ორბუნებოვნების (ჩრდილოირანული სკვითსარმატალანებისა და ე. წ. “ყობანური კულტურის” შემქმნელი მკვიდრი კავკასიელების სინთეზის შედეგად ეთნიკური სინკრეტიზმით ღირსშესანიშნავი ოსი ერის ფორმირების) თვალსაზრისის აქტიური გამტარებლები და დამცველები, ბოლო წლებში მათ ჭკუაში აღარ უჯდებათ თავისი ეთნოგენეზის წამყვანი კომპონენტის _ სკვითსარმატების და განსაკუთრებით ალანების სხვაგნიდან მოსულობის და მერმინდელი “გაკავკასიელების” თეზისი. მათ ფაქტობრივად უკვე “მოხსნეს” დებულება ოსი ხალხის ეთნიკური სინკრეტიზმის შესახებ და გააბატონეს ის აზრი, რომ ისინი სწორედ სკვითსარმატალანთა პირდაპირი შთამომავლები არიან. ამასთან, გულმოდგინედ ხდება იმის “დასაბუთებაც”, თითქოს ე.წ. ყობანური ტომები და ცენტრალურ კავკასიაში მცხოვრები ქართველური მოდგმის დვალებიც მაინცდამაინც სკვითურსარმატულალანურ ეთნიკურ სამყაროს ეკუთვნოდნენ. [9]

ოსი ავტორები თავს არ ზოგავენ იმისათვის, რომ რამენაირად ისტორიული არგუმენტები შეაშველონ ოსთა პრეტენზიებს ცენტრალური კავკასიის პირაქეთა, ქართულ მონაკვეთზე და ამ უკანასკნელის მიმდებარე რაიონებზე, ანუ იმ ტერიტორიაზე, რომელიც “სამხრეთოსეთის” სახელწოდებითაც არის ცნობილი7.

თითქმის ყველა ოსი ისტორიკოსი, რომელთაც ქართულოსური ურთიერთობების გადმოცემისას ობიექტურობის პრეტენზია გააჩნდა, შეფარვით მაინც ცდილობდა ჭეშმარიტების დამახინჯებას. მაგალითად, გ. თოგოშვილი, როდესაც აფასებს XVII-XVIII საუკუნეების ქართველ ხელისუფალთა პოზიციას მიუთითებს: “მათთვის უცხო არ იყო ოსთა სრული დამორჩილების ცდებიც. ოღონდ ისტორიული ვითარება ამ ცდების წარმატებას ხელს ვერ უწყობდა. გიორგი სააკაძის, ვახტანგ VI, ერეკლე II ლაშქრობები ოსებზე ძირითად მიზნად სამხრეთელ ოსთა (ხაზგასმა ჩემია _ ა. ს.) მორჩილებაში მოყვანას ისახავდა. რაც შეეხება ცდებს… ჩრდილო ოსების დამორჩილებისადმი, განსახილველ პერიოდში ისინი არ ჩანან”8.

როგორ “ოსტატურად” ცდილობს ავტორი XIX საუკუნეში “შემოგდებული” ტერმინის _ “სამხრეთ ოსეთის” დანერგვას XVII-XVIII საუკუნეების შიდა ქართლის ტერიტორიის აღსანიშნავად. თურმე გიორგი სააკაძე და შემდეგ ერეკლე მეორე სამხრეთ ოსების დამორჩილებისათვის [10] ბრძოლას ეწეოდნენ. ბოგანოხიზნებად ჩამოსახლებული კი არ ყოფილან ოსები, არამედ “სამხრეთოსეთი” ყოფილა ქსნისა და არაგვის ხეობა, სამაჩაბლო და ა. შ.

ზოგიერთი ქართველი მკვლევარი ნებსით თუ უნებლიეთ ისეთ მოსაზრებას გამოთქვამს, რაც საზოგადოებაში მრავალ გაუგებრობას იწვევს. კერძოდ, ცნობილი მეცნიერი ე. ხოშტარია აღნიშნავდა: “ხომ დოკუმენტურად არის დადასტურებული, რომ ოსები ცხინვალის რეგიონში XVII-XVIII საუკუნეებიდან სახლდებიან კომპაქტურად, მაგრამ განა ეს ართმევს უფლებას აქ ცხოვრებისა, მიუხედავად იმისა, რომ აქვე გვერდით _ ჩრდ. ოსეთში მათ ისტორიული სამშობლოცა აქვთ?”9.

ჯერ ერთი, დღევანდელი ე. წ. “ჩრდილოოსეთი” რამდენად არის მათი ისტორიული სამშობლო საკითხავია. მეორეც, როდის და ვინ, რომელმა ქართველმა დააყენა ეჭვის ქვეშ ოსების ცხოვრების საკითხი ცხინვალის რეგიონში? სიმართლე ერთია: საქართველოში მცხოვრებ ოსებს ისევე როგორც სხვა ეროვნულ უმცირესობას ვინც საქართველოში დამკვიდრებულია ცხოვრებას არავინ უკრძალავს. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არა აქვთ უფლება მიითვისონ ქართული მიწა და შექმნან სახელმწიფოებრივი ფორმირება.

ძირითადად რუსეთში გამოცემულ წიგნებსა და პრესაში, მრავალ სისუელეებსა წერენ ოსი სეპარატისტები. სომხების მსგავსად ახლა უკვე მათ განაცხადეს პრეტენზია დიდი ქართველი მხედართმთავრის გიორგი სააკაძის ეროვნებაზე. იგი წარმოშობით ოსად მიჩნიეს, იგივე ბედი ეწია “ვეფხისტყაოსნის” ავტორსაც.

ამ მოვლენის შესახებ ილია ჭავჭავაძე წერდა: “ლამის კავკასიის ქედს აქეთ ჩვენი ხსენება გააჩანაგონ, ქართველების სახელი დედამიწის ზურგიდან აღგავონ და ჩალასავით ქარს გაატანონ”10.

საქართველოსა და კავკასიაში ყველა უბედურების ინსპირატორმა _ რუსეთმა XIX საუკუნის 60იანი წლებისათვის ხანგრძლივი სისხლისმღვრელი ომისა და ვეებერთელა მსხვერპლის ფასად (დაახლოებით 1 მილიონი დაღუპული მეომარი) შესძლო მთელი კავკასიის დაპყრობა, რაც რუსული ეთნოცენტრიზმის არნახული გაძლიერების და რუსული სულის აღზევების მძლავრ ბერკეტად იქცა.

XIX-XX საუკუნეების კავკასიური ომების სისხლიან რომანტიკაზე აღზრდილ თაობათა ჩამომავლებს ნიადაგ უჭირს კავკასიაში თავისი პოზიციების დათმობა და პროფ. პ. კოვალევსკის მიერ გამოტანილი შემდეგი ვერდიქტის გაწბილება: “Кавказ был в полне завоеван и стал достоянием России. Но сколько кровы, сколько жизней, сколько затрат он стоил России. И что смеет сказать, что он не ея собственность… Наша долг сохранить Кавказ за собою во всей его полноте, целокупности и безразделенности… ето долг нашей жизни перед державностью нации. И мы это сделаем вопреки слов обестыдных инородцев “. [12]

რა დავარქვათ ამას, თუ არა ზეხისტი იმპერიული აზროვნების კლასიკური გამოვლინება, ქსენოფობიის დაუფარავი აპოლოგია, რომელიც ასიმილაციის უსასტიკეს “სკვითურ ლოგიკაზეა” დაფუძნებული. ამ “ლოგიკით” კი კავკასიის დაპყრობისათვის დაღვრილი რუსული სისხლი ძვირად ფასობს, ხოლო რუსული კოლონიური უღლის წინააღმდეგ მებრძოლი “უსირცხვილო უცხოტომელების” მიერ გაღებული მსხვერპლი სათვალავში საერთოდ არც მიიღება. რუსი უფლებამოსილი ყოფილა ცეცხლით და მახვილით გადაუაროს კავკასიას, ვინაიდან ეს მის “დერჟავას” სჭირდება, ხოლო კავკასიელებს საკუთარ მიწაწყალზე განცდილ უბედურებაზე უარყოფითი რეაგირებაც ეკრძალებათ!!! ისინი, ვითარცა უბადრუკი “ინოროდცები” ან “ტუზემცები” ხომ იოტისოდენა ადამიანური თანაგრძნობისა და სიბრალულის ღირსნიც არ არიან11.

რეალობა ასეთია, რუსეთის პირობებში ყველა ქვეყანამ თავის თარგზე მოჭრილი ისტორია დაწერა. ოსი ამბობს, რომ შიდა ქართლი სკვითებისა და სარმატების სამშობლოა, აფხაზი დასავლეთ საქართველოს აფხაზეთად მიიჩნევს, ძველ კოლხებს აფხაზებად. შიდა ქართლი თუ ოსეთია, დასავლეთ საქართველო _ აფხაზეთი, კახეთი _ ძველი აზერბაიჯანი, ქვემო ქართლი _ სომხეთის ტერიტორია, საქართველო სადღაა (?!)12.

არსებობს ჰარმონიული განვითარების გზა. ოს ხალხს, რა თქმა უნდა, აქვს უფლება ეროვნული თვით შეგნების განვითარებისა. მაგრამ ოსი ერი თვითგამოირკვა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, საკუთარი მიწის საზღვრებში, ოსთა ისტორიული განსახლების ფარგლებში. და მიუხედავად ამისა, ბედმა სხვანაირად მოისურვა ებრძანებინა და სტალინური სისტემა ტრაგედიად გადაიქცა ქართველებისთვისაც, ინგუშებისთვისაც, ოსებისთვისაც, თვით რუსებისთვისაც _ ყველასათვის, ვინც ხალხთა საპყრობილეში ცხოვრობდა. და რა ჩვენ დღეს იქიდან უნდა გამოვიდეთ, რომ სტალინმა მოასწრო შეექმნა, “სამხრეთ ოსეთი” საქართველოში და ვერ მოასწრო ასეთივე რამ შეექმნა, ვთქვათ, უზბეკეთში ან ყაზახეთში? (და როგორი ცინიზმია: შექმნა ჩრდილოეთი ოსეთი რუსეთში, ხოლო სამხრეთი ოსეთი _ საქართველოში). მოცემულ, კონკრეტულ შემთხვევაში სტალინური ნების მანიპულაციებმა პრობლემა არაფრისაგან, ფიქციისგან წარმოშვეს _ შეიქმნა ილუზია იმის არსებობისა, რაც არასოდეს არსებობდა ისტორიულად და რასაც არ ჰქონდა პერსპექტივა არსებობისა მომავალში, არც ფაქტობრივად, არც თეორიულად. ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” არსებობა ამიტომაც იყო დამყარებული მხოლოდ ხიშტებზე, ძალადობაზე და ეროვნული ინტერესების პროფანაციაზე. და მიუხედავად ამისა, ტოტალიტარიზმის პირობებშიც კი, ოსური თვითმყოფადობა ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” ტერიტორიაზე გაცილებით უფრო ფუნდამენტურად იქნა შემონახული, ვიდრე ე. წ. ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ნებისმიერ საერთაშორისო კომისიას, ექსპერტთა ნებისმიერ ჯგუფს, თუ იგი ობიექტურად იქნება განწყობილი, შეეძლო ეს დაედასტურებინა13.

თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, კრძალავს თვითგამორკვევის უფლების გამოყენებას ეროვნული უმცირესობების მიერ, თუნდაც პატარა ერების მიერ, თუკი მათ გააჩნიათ სრული პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა თანასწორუფლებიანობა სუვერენული სახელმწიფოს ფარგლებში მცხოვრებ დანარჩენ მოსახლეობასთან და აქვთ საშუალება თავისუფლად გამოხატონ თავისი პოლიტიკური თუ სხვა ნებასურვილი.

ამდენად, თვითგამორკვევა და გამოყოფა, დამოუკიდებული სახელმწიფოს შექმნა, არ არის დღეს დასაშვები, თუ იგი არ იცავს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას, არღვევს ისტორიულ საზღვრებს, აზიანებს სახელმწიფოს უშიშროებას.

ამიტომ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს აგრესიული სეპარატიზმი, რომლის მიზანია ცალმხრივად, ძალის გამოყენებით ხელყოს სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა, ერის (ხალხის) თვითგამორკვევის უფლების რეალიზაციის მოტივით14.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით საერთაშორისო ურთიერთობებში ტერმინი _ სეცესია _ ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული წარუმატებელი სეპარატისტული აჯანყების აღსანიშნავად, მათ შორის ეროვნული უმცირესობის ნებისმიერი მცდელობისა, განახორციელოს თვითგამორკვევის უფლება _ გამოეყოს ერთ სახელმწიფოს, რათა სხვა სახელმწიფოს შეუერთდეს ან, რაც უფრო ხშირია, საკუთარი ავტონომია შექმნას ან, სულაც, მოიპოვოს ავტონომია მოცემული სახელმწიფოს ფარგლებში15.

ლიტერატურა ოსებისა და ოსეთის შესახებ მდიდარი და მრავალფეროვანია. ოსებს უძღვნეს თავიანთი საუკეთესო გამოკვლევები ცნობილმა ისტორიკოსებმა, ეთნოგრაფებმა, ადათობრივი სამართლის სპეციალისტებმა, ლინგვისტებმა _ ვახუშტი ბაგრატიონმა, პფაფმა, ლეონტოვიჩმა, კოვალევსკიმ, რეინეგსმა, ჰაკსტაუზენმა, შეგრენმა, შიფნერმა, გ. როზენმა, ფრ. მილერმა ვს. მილერმა, მ. ბროსემ და სხვებმა.

XIX საუკუნის ქართულ პერიოდიკაშიც (“ივერია”, “დროება”, “კვალი”, “მწყემსი” და სხვ.) ხშირად იბეჭდებოდა საინტერესო სტატიები ოსი ხალხის ისტორიის, მათი ჩამომავლობის, ენის, ეთნოგრაფიის, დამწერლობის, ადათწესების, რელიგიის, განათლების, სახალხო მეურნეობისა და სხვა საკითხებზე.

ბოლო 1015 წლის მანძილზე ოსურ პრობლემას მრავალი მნიშვნელოვანი მონოგრაფია და სტატია მიუძღვნეს ქართველმა მეცნიერებმა. მათგან აღსანიშნავია უ. ბლუაშვილის, ე. ბუბულაშვილის, მ. გაჩეჩილაძის, შ. ვადაჭკორიას, რ. თოფჩიშვილის, ლ. თოიძის, ა. თოთაძის, ვ. ითონიშვილის, ვახ. ითონიშვილის, ი. კვესელავას, ი. კვაშილავას, ა. მენთეშაშვილის, გ. საითიძის, ლ. სარალიძის, მ. ტყავაშვილის, მ. ცოტნიაშვილის, დ. ჭუმბურიძის, ო. ჯანელიძის, ზ. ქირიას და სხვათა გამოკვლევები.

დასახელებული ავტორებისა და სხვა მეცნიერთა ნაშრომების გათვალისწინებით, ასევე ახალი საარქივო დოკუმენტური წყაროების ანალიზის საფუძველზე შევეცადეთ პასუხი გაგვეცა ქართულოსური ურთიერთობის ზოგიერთ სადავო საკითხზე.

 

ცხინვალის რეგიონის ბუნებრივი პირობები

ცხინვალის რეგიონი საქართველოში შემავალი ერთერთი მთიანი რაიონია. მისი ტერიტორიის დაახლოებით ორი მესამედი მთებსა და წინა მთებს უჭირავს. მრავალფეროვანია ამ მხარის ბუნებრივი პირობები; მრავალგვარი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს მის მდიდარ ბუნებრივ რესურსებს. რეგიონი მდებარეობს ცენტრალური [17] კავკასიონის სამხრეთ კალთებზე. გარდა ამისა, მას უჭირავს კავკასიონის ქედის წინამთები და შიდა ქართლის ვაკის ჩრდილოეთი პერიფერიული ნაწილი. ტერიტორიის მნიშვნელოვანი ფართობი მოქცეულია კასპიის ზღვის, კერძოდ, მდ. მტკვრის აუზში. მხოლოდ უკიდურესი ჩრდილოდასავლეთი ტერიტორია ეკუთვნის შავი ზღვის (მდ. რიონის) აუზს.

ყოფილი ოლქის ტერიტორია, ანუ დღევანდელი ტერმინით _ ცხინვალის რეგიონი ძირითადად შიდა ქართლის ნაწილია. ქართლი კი აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილია და მტკვრის აუზს მოიცავს. ძველად, საქართველოს მტკვრის ზემო ნაწილიც ქართლს ეკუთვნოდა და მთლიანობაში ზემო, შიდა და ქვემო ქართლად იწოდებოდა. სამცხესაათაბაგოსა და შემდეგში ოსმალეთის მიერ მტკვრის ზემო ნაწილის დაპყრობასთან დაკავშირებით ტოპონიმი “ზემო ქართლი” შიდა ქართლის ნაწილს ეწოდა.

თვით “ქართლის” ეტიმოლოგია ბოლომდე გარკვეული არ არის. მას უკავშირებენ სახელს (“ქართი” – “ქართუ’). ისტორიული ტრადიციით, სახელწოდება “ქართლი” ქართველთა ერთერთი ეთნარქის _ ქართლოსის სახელისაგან მოდის. თავდაპირველად ქართლი ქართლოსის პირველსაცხოვრისის _ მთას (შემდგომი დროის “არმაზი”) ერქვა. “მთა ქართლი” ქართველთა ტომის განსახლების უძველესი ცენტრია _ შემდგომ ქართლის მეფეთა რეზიდენცია. ვარაუდობენ: გვიანდელი ბრინჯაოადრინდელ რკინის ხანაში ქართლის ტომის განსახლების აღმნიშვნელმა ტოპონიმმა (“ქართლი”) ზოგადი მნიშვნელობა შეიძინა. [18]

მოგვიანებით, ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარებასთან ერთად, მომიჯნავე და უფრო დაშორებულ რეგიონებზე კიდევ უფრო გაიზარდა ქართლის კულტურული და პოლიტიკური გავლენა, რის შედეგად გაჩნდა ტოპონიმი “საქართველო”.

შიდა ქართლის ტერიტორია გადაჭიმულია ლიხის ქედიდან მდ. არაგვამდე, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედიდან თრიალეთის თხემამდე. მოიცავს მდ. მტკვრის შუა აუზს. ახლანდელი დაყოფით შიდა ქართლი მოიცავს: “მცხეთის, კასპის, გორის (ყოფილ ცხინვალის რაიონთან ერთად), ქარელის, ხაშურის, ბორჯომის, ჯავის, ახალგორის რაიონებს და დუშეთის ბარის ნაწილს16.

ცხინვალის რეგიონს ესაზღვრება: ჩრდილოეთიდან _ ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა, დასავლეთიდან _ ონისა და საჩხერის, სამხრეთიდან _ ხაშურის, ქარელის, გორისა და კასპის, ხოლო აღმოსავლეთიდან _ ყაზბეგისა და დუშეთის რაიონები.

ჩრდილოეთი ბუნებრივი საზღვარი გადის კავკასიონის წყალგამყოფზე. დასავლეთი საზღვარი, რომელიც იწყება მამისონის უღელტეხილის ჩრდილოდასავლეთით _ ჭანჭახის სათავეებში, კვეთს ამ მდინარეს, შოდაკედალას ქედს, მდინარეებს ღარულასა და ძირულას და ლიხის (სურამის) ქედს. სამხრეთი საზღვარი, კვეთს რა კავკასიონის კალთებიდან მომავალ მტკვრის მრავალრიცხოვან მარცხენა შუამდინარეებს, მოქცეულია მთლიანად შიდა ქართლის ვაკეზე. რაც შეეხება აღმოსავლეთ ბუნებრივ საზღვარს, იგი დიდ მანძილზე მიჰყვება ლომისალევის ქედს (მდინარეების ქსნისა და თეთრი არაგვის წყალგამყოფი).[19]

ყოფილი ოლქის სამხრეთი ნაწილი წარმოადგენს შიდა ქართლის ველს და ძველთაგანვე მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქართველოს ცენტრალურ რაიონებთან. ჩრდილოეთის მხარის უმეტესი ნაწილი მიეკუთვნება საქართველოს მთიან რაიონებს. საზღვარი სადამდეც ვაზი ხარობს (რასაც ვახუშტი ბაგრატიონი მთისა და ბარის საზღვრად მიიჩნევს) გადის სოფელ კორინთასა და ლარგვისს შორის (აღმოსავლეთის მხარეს) და ქურთასა და მსხლებს შორის (დასავლეთისაკენ).

რეგიონის მცხოვრებთა მხოლოდ 7% ცხოვრობს ზღვის დონიდან 800 მეტრზე ნაკლებ სიმაღლეზე, მაშინ როდესაც მთიანი ზოლი 800 მ-დან 1000 მ. სიმაღლეზე დასახლებულია მცხოვრებთა 49%, ხოლო 1000 მ-დან 1600 მ. სიმაღლეზე _ 38,3%17.

რეგიონის ბუნებრივი პირობებისა და რესურსების მრავალფეროვნებათავისებურებანი განპირობებულია მისი მდებარეობით სხვადასხვა ფიზიკურგეოგრაფიულ რაიონებში, რომელნიც თავის მხრივ იყოფიან კიდევ უფრო წვრილ ბუნებრივ ერთეულებად. ამასთან, ნიშანდობლივია მკვეთრად გამოხატული ვერტიკალური ზონალობა. ყველაფერი ეს, სოციალურეკონომიკური ფაქტორების გადამწყვეტი გავლენის პირობებში იწვევს მხარის ცალკეული ნაწილების მეურნეობრივ განსხვავებულობას. [20] მხარის ოროგრაფიული სახის ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებენ კავკასიის მთავარი ქედის სამხრეთული განშტოებანი რაჭის, ლიხის, კუდაროს, გუდისის, ხარულის, ლომისალევისა და სხვა ქედების სახით. ისინი ძირითადად მერიდიანული მიმართულებისანი არიან. მათ შორის დადაბლებებში მიედინება რეგიონის მთავარი მდინარეები. აკად. ალ. ჯავახიშვილი ამ ზონის რელიეფს ახასიათებდა, როგორც მერიდიანული ეროზიული ქედებისა და განივი ხეობების რელიეფს.

მაღალმთიანი ზონა მოიცავს მთავარი წყალგამყოფის სამხრეთით მდებარე ტერიტორიას, კავკასიონიდან განშტოებული ქედების ამაღლებულ ნაწილებს, რომელთაც ერთმანეთისაგან აცალკევებს მდინარეთა ღრმა და კანონისებური ხეობები.

ფიზიკურგეოგრაფიული გარემოს ერთერთი მთავარი კომპონენტის _ რელიეფის სამეურნეო შედარების დროს მთავარი ყურადღება უნდა მიექცეს მის ჰიფსომეტრულ მდებარეობას, დახრილობას, დანაწევრებულობის ხარისხს, დამეწყვრისა და დაკარსტვის პროცესებსა და სხვ. ამ თვალსაზრისით მაღალმთიანი ზონის ტერიტორია შეზღუდულ ფარგლებში წარმოადგენს სამეურნეო საქმიანობის ასპარეზს. საკმარისია აღინიშნოს, რომ დიდი ლიახვის აუზში _ ცხინვალის რეგიონის სამეურნეო ცხოვრების ერთერთ ძირითად რაიონში, რელიეფის მთაგორიანი ხასიათის გამო, მდინარის სათავეებიდან ქვემოთ დიდ მანძილზე არსად გვხვდება სასოფლოსამეურნეო კულტურებისთვის გამოსადეგი ფართო ტერიტორიები. მდინარის ზემოთაღნიშნულ მონაკვეთზე დიდი ლიახვი მიედინება ძირითადად დანალექ ქანებში. ამიტომ, მისი ხეობა ღრმადაა ჩაჭრილი და აქ არ მოინახება სასოფლოსამეურნეო საქმიანობისათვის გამოსადეგი მოვაკებული ტერიტორიები. ასეთივე მდგომარეობა გვაქვს მაღალმთიანი ზონის სხვა მდინარეთა ხეობებშიც.

მაღალმთიანი ზონის რელიეფის მკვეთრი დაქანება, ზედაპირის ამგებელ ქანთა ნაპრალიანობა და ფიქლების შემცველობა ხელს უწყობს ზვავების წარმოშობას. ყოფილი ოლქის ტერიტორიაზე ბევრგან გვხვდება მეწყერები. მათი მოქმედება განსაკუთრებით ძლიერია და სახალხო მეურნეობისათვის ზიანის მომტანი დიდი ლიახვის ხეობაში. კერძოდ, მდინარის მარცხენა ნაპირზე. მუგუთისწყალის მარცხენა მხარეს _ სოფლებს ხვეწსა და მუგუთს შორის, მდინარეების ჯეჯორას, ფიწას ხეობებში და სხვაგან. საინტერესოა, რომ ზოგიერთ რაიონში მათ შექმნეს ტიპიური მიკრორელიეფი ბორცვებით, ნაპრალებით, საფეხურებით და ა. შ. სოფელ ხვეწთან მოქმედი მეწყერი სისტემატურად აზიანებდა საავტომობილო გზას, რომელიც მიემართება ჯავიდან ჩრდილოეთით _ დიდი ლიახვის ხეობაში. ისეთი სოფლები, როგორიცაა შუა ქვასათალი, შელეური, მარმაზეთი, ზემო და ქვემო სნეკვი და სხვა, დიდად ზარალდებოდნენ მეწყერებისაგან. აღნიშნული სოფლების მოსახლეობის [22]მნიშვნელოვანი ნაწილი იძულებული გახდა გადასახლებულიყო დაბლობ რაიონებში ( ახალგორის რაიონში არის სოფელი მეწყერი, რომლის სახელწოდება უთუოდ მეწყერულ პროცესებთანაა დაკავშირებული). მაღალმთიან ზონაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ყელის ვულკანურ ზეგანს, რომელიც მდებარეობს მდინარეების დიდი და პატარა ლიახვის, თეთრი არაგვისა და ქსნის სათავეთა შორის, დაახლოებით 3100 მეტრზე. მართალია, ეს ზეგანი მნიშვნელოვანია სამეურნეო გამოყენების თვალსაზრისითაც (საძოვრები), მაგრამ მისადმი ინტერესი უფრო დიდია გეოლოგიური და გეომორფოლოგიური შესწავლის მხრივ. მყინვართა ეკზარაციული მოქმედებისა და ზედაპირული ჩამონადენის გამო ზეგნის ზედაპირი მნიშვნელოვნად გადარეცხილია. ვულკანური პლატოს მხოლოდ გარკვეული ნაწილია დაფარული ალპური მცენარეულობით.

მაღალმთიანი ზონის სამხრეთით მდებარეობს დაბალ და საშუალომთიანი რაიონი. თუ პირველ ზონაში ჭარბობს რელიეფის უფრო მკაცრი, შიშველი ფორმები, აქ ისინი შეცვლილია შედარებით ნაზი, მოსწორებული ფორმებით. ეს განაპირობებს იმას, რომ სამეურნეო საქმიანობისათვის გამოსადეგი ფართობები ამ ზონაში ბევრად მეტია. აქ გვხვდება რამდენიმე გაფართოებული ქვაბული, მაგალითად, ერწოსი, წონის, ჯავისა და სხვა. პირველი ორი მდებარეობს ერთმანეთის გვერდით _ მდ. ყვირილას სათავის რაიონში, დაახლოებით 1800 მეტრ სიმაღლეზე. მიუხედავად იმისა, რომ ქვაბულთა რელიეფი დაკარსტული და დაჭაობებულია, ამ რაიონის ტერიტორიებს მაინც აქვს სამეურნეო მნიშვნელობა. ისინი გამოყენებულია სასოფლოსამეურნეო კულტურების სათესად და სათიბსაძოვრებად. ამავე მიზნით უფრო ინტენსიურადაა გამოყენებული ჯავის ქვაბული, რომელიც დიდი ლიახვის შუა წელის ხეობაში მდებარეობს 1000-1200 მეტრზე.

როგორც მაღალმთიან, ისე მის ქვემოთ მდებარე რაიონებში სასოფლოსამეურნეო საქმიანობისათვის მაქსიმალურადაა გამოყენებული მდინარეთა ხეობების ტერასები.

ყველაზე დაბალი (მესამე) ჰიფსომეტრული ზონაა 1000 მეტრს ქვემოთ მდებარე ზოლი, რომელიც კავკასიონის წინამთებს შეესაბამება და შიდა ქართლის ვაკის ჩრდილოეთ პერიფერიულ ნაწილსაც მოიცავს.

ეს ზონა იმითაა აღსანიშნავი, რომ მას დიდი სამეურნეო მნიშვნელობა აქვს. ამას ხელს უწყობს ამ ტერიტორიის შედარებით დაბალი ჰიფსომეტრული მდებარეობა, რელიეფის ვაკე ხასიათი, რაც სოფლის მეურნეობაში მექანიზაციის ფართოდ დანერგვის საშუალებას იძლევა. ამ ზონაზე მოდის რეგიონის სახნავსათესი ფართობის ძირითადი ნაწილი18.

ყოფილი ოლქის კლიმატი მიეკუთვნება აღმოსავლეთ საქართველოს კლიმატურ მხარეს: ზომიერად ტენიან სუბტროპიკულ ჰავას, რაც საშუალებას იძლევა მიწურბანიანი სახურავის გამოყენებისა, მაგრამ ტერიტორიის ჩრდილოდასავლეთი ნაწილი, რომელიც ლიხის ქედის გადაღმა მდებარეობს, განეკუთვნება უკვე სხვა [24] კლიმატურ მხარეს: ზღვის ტენიან სუბტროპიკულ მხარეს, რაც გამორიცხავდა მიწურბანიანი სახურავის გამოყენებას19.

წიაღისეულ მდინარეებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს ანდეზიტის საბადოს შესახებ. ისინი კონცენტრირებულია ძირითადად დიდი ლიახვისა და აგრეთვე ლოფანისწყლის აუზებში, სოფლების ქემერტის, აბანოს, ყორნისის, თერეგვნის მიდამოებში, მარაგით მნიშვნელოვანია სოფ. დოდოთის საბადო. ამ რაიონის ანდეზიტური ლავა ფართოდაა ცნობილი “დოდოთის ქვის” სახელწოდებით.

უდიდესი მარაგის ეს ფოროვანი ლავები მოგვაგონებენ ყაზბეგის სამრეწველო ხარისხის ლავებს, მაგრამ ამ უკანასკნელთან შედარებით გაცილებით ადვილად პირკეთდება.

მერგელის ყველაზე მნიშვნელოვანი საბადოა სოფელ ტბეთში, რომელიც ცხინვალიდან დაშორებულია რამდენიმე კილომეტრით. საბადოს აგებულებაში მონაწილეობას ღებულობდა ქვედა სარმატის ნაცრისფერი თიხის მძლავრი ფენა. სპეციალური გამოკვლევის თანახმად ეს მერგელები მაღალხარისხოვან ნედლეულს წარმოადგენდნენ ჰიდრავლიკური კირისა და რომანცემენტის წარმოებისათვის.

ნავთობის პროდუქტების გამოსავალი შავი ოზოკერიტის სახით გვხვდება ქსნის ხეობის სოფელ საძეგურთან, სადაც იგი წარმოდგენილია ეოცენური ფიქლების [25] ნაპრალებში. ასფალტის საბადოების გამოვლინებაა ჯავის მიდამოებში, მდ. დიდი ლიახვის სათავეებში და სხვაგან. რეგიონის წიაღისეულ სიმდიდრეს ასევე წარმოადგენს ნახშირმჟავა წყლები, რომელთა გამოსავალი ბევრია მდინარეების დიდი ლიახვისა და ქსნის ხეობათა გასწვრივ.

აგროკლიმატური თვალსაზრისით რეგიონის ტერიტორია იყოფა 3 ძირითად ქვეზონად: 1) ცხინვალის (ცხინვალის, ყოფილი ზნაურისა და ახალგორის ადმინისტრაციული რაიონების დაბლობი ნაწილი), 2) ჯავის და 3) ვანელი-არაშენდა-როკის.

საკვლევი რეგიონი მდიდარია ჰიდრომინერალური რესურსებით. აქ დაფიქსირებულია 200-მდე მინერალური წყარო, რომელთა არსებობას ხელს უწყობს ქანთა ძლიერი ტექტონიკური აშლილობა. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ჯავის მინერალურ წყალს _ “ძაუს”, რომლის ბაზაზე მოეწყო ერთ-ერთი პირველხარისხოვანი კურორტი და აშენდა მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხანა. ცნობილია აგრეთვე მინერალური წყალი “ბაგიათა”, რომლის ჩამოსხმაც წარმოებს. წყაროები ბევრია დიდი ლიახვის, ქსნისა და ქეშელთის სათავეებში. ისინი წარმოდგენილია კირ-ნახშირმჟავა, კირ-ტუტენახშირმჟავა და სხვა ტიპის წყლების სახით. ქიმიური შემადგენლობითა და ფიზიკური თვისებებით ისინი ემსგავსებიან ნარზანის, საირმის, ბორჯომის, ესენტუკის, აგრეთვე ლუმელას ტიპის წყალს; შეიცავენ რკინას, რომელიც ზედაპირზე გამოსვლისას იჟანგება ყვითელმოწითალო ფერად და ღებავს წყაროთა გარშემო ქანებს. რეგიონის მაღალმთიანი ზონის თითქმის ყველა სოფელში  ვხვდებით მინერალურ წყალს. მოსახლეობა იმდენად შეჩვეულია მის ხმარებას, რომ დასალევად იშვიათად იყენებს ჩვეულებრივ მტკნარ წყალს, რომლის გამოსასვლელებიც ძალზე ხშირია20.

 

1 ა. ბაქრაძე, რწმენა, თბ., 1990, გვ. 235.

2 მ. მჭედლიშვილი, იმპერიის მარწუხებში, თბ., 1990, გვ. 28.

3 გ. ლორთქიფანიძე, ფიქრები საქართველოზე, თბ., 1995, გვ. 241242.

4 მ. გაჩეჩილაძე, სამაჩაბლოს ოსთა ყოფაცხოვრება, ზნეჩვეულება, კულტურა, თბ., 1996, გვ. 56.

5 იქვე, გვ. 10.

6 უ. ბლუაშვილი, ქართულოსური კონფლიქტი: ვინ და რატომ დაიწყო იგი? თბ., 2005, გვ. 56.

7 ვახ. ითონიშვილი, ნარკვევები კავკასიის ისტორიიდან, თბ., 2002., გვ. 3536.

8 გ. თოგოშვილი, საქართველოოსეთის ურთიერთობა XVXVIII საუკუნეებში, თბ., 1969, გვ. 160.

9 ე. ხოშტარიაბროსე, აფხაზეთის ისტორიის საკითხები ქართულ ისტორიოგრაფიაში, თბ., 2000, გვ. 38.

10 თ. შაველაშვილი, რამდენიმე მოსაზრება ქვეყნის ღირსების შესანარჩუნებლად, “საისტორიო ვერტიკალები”, 2007, #11, გვ. 126.

11 ვახ. ითონიშვილი, ქართველთა გოდება გაპარტახებულ სამშობლოში, თბ., 2007, გვ. 111112.

12 იქვე, გვ. 105.

13 ა. სილაგაძე, საქართველო 92, თბ., 1993, გვ. 4344.

14 ლ. ალექსიძე, თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, თბ., 2006, გვ. 5051.

15 ჯეიმს მაიალი, ნაციონალიზმი და საერთაშორისო წესრიგი, კრ. “საერთაშორისო ურთიერთობების თეორია”, თბ., 2004, გვ. 161.

16 საქართველოს გეოგრაფია, ნაწილი I, თბ., 2000, გვ. 208209.

17 ლ. სუმბაძე, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ზონა ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმში, “ძეგლის მეგობარი”, #50, 1979, გვ. 18.

18 საქართველოს სსრ, თბ., 1981, გვ. 335.

19 ლ. სუმბაძე, დასახ. ნაშრომი; გვ. 19.

გაგრძელება

ისტორიული ძეგლები და ტოპონიმები

 

One Response to “●სონღულაშვილი- “სამხრეთ ოსეთი” საქართველოში?!”

  1. samxret oseti ara erti..

    sikvdili undat magat da ara oseti gind samxreti osetimagat rom moigones da gind oseti anu chrdilo oseti egeni sul dasaxocebi arian!!!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 74 other followers