Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

“იმედი”- ბოროტების ტელევიზია

Posted by iberiana on მარტი 13, 2010


 სანამ ტელევიზია “იმედი” ნორმალური ხალხის ხელში არ გადავა, მანამდე ესეთ სისაძაგლეებს ჩაიდენენ

ორი წელია “იმედი” ავანგარდშია უზნეობის პროპაგანდის, ქართველი ხალხის შეურაცხყოფისა და შოკირების საქმეში. “იმედის” მიერ მომზადებულ გადაცემებში: “ღამე შორენასთან”, “ნანუკას შოუ”, “სიმართლის დრო”, “ჟურნალისტის დღიური”, “ქრონიკა” – მუდმივად ხდება მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევა, შეურაცხყოფა ქართველი ხალხის, მისი წარსულისა და ღირსების. და რაც მთავარია, ეს გადაცემები განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებეს მოზარდებზე. განგაში ადრე უნდა აეტეხა საზოგადოებას და მარეგულირებელ კომისიას ადრე უნდა გაეკეთებინა რეაგირება “იმედის” საქმიანობაზე. ამის მაგალითად “იმედის” მიერ  2009 წლის 8 ივნისს  თვითმკვლელობის ჩვენებაც იყო საკმარისი.

https://iberiana.wordpress.com/iberiana/imedi/ 

14 Responses to ““იმედი”- ბოროტების ტელევიზია”

  1. მგონი “სისაძაგლე” ძალიან მსუბუქადაა ნათქვამი

    Like

  2. Teimuraz said

    სააკაშვილი არაფერზე არ წამოაგეს!
    მიდის შეგნებული დათრგუნვა მოსახლეობის, რათა გასაქცევი გზა გაინაღდონ და მოსახლეობა აზრზე არ მოვიდეს, რომ ისევ გვაჭამეს და ამდენი ვალით და პრობლემით დაგვტოვეს
    ქართველებს რომ ჭკუა გვქონდეს, სულ სათითაოდ ოჯახიდან უნდა გამოათრიო, როგორც შალიკიანი გამოათრიეს და დედა უნდა უტირო
    სხვანაირად, ახია მეგობრებო ჩვენზე, კაცებზე
    დედას, ან რა მნიშვნელობაა ვის, მომდევნო სპეკტაკლის დროს წნევისგან გული რომ გაუსკდება, მერე ვაი ვიში გვიან იქნება!
    თუ კიდევ ვყლაპეთ, ესე იგი:
    რუსულად უფრო კარგად ჟღერს
    СИДИ НА ЖОПЕ РОВНО
    და ხმა არ გვექნება ამოსაღები

    Like

  3. a.sanduxaZe said

    მაგარია, რა, ნუ მიშაც მაგარია, ნინოც, ზურაც და ყველა, შესანიშნავად თამაშობენ გამწესებულ როლებს!
    ერთი დანიშნულია პრეზიდენტად, დანარჩენნი კი ოპოზიციად.
    რაიო, კინაღამ გულიგაუსკდათო?
    ეს როგორ, ჩვენ ხომ ომის დაწყებისას ხან მუხამბაზში ვქეიფობთ და ხან კიდევ ვარდების მოედანზე, და ახლა გადაირიენ?

    ისე, ის ქეიფი იყო მაგარი სულ სარკოზი, სარკოზი გვაძახებინა თახსირმა ბასიაუკმა და საღარაძემ, ხომ მაგრა ვიტინგიცეთ რუსების გულის გასაგლეჯად, ა?
    ვაი, შე უბედურო ქართველო, დღეს ომის ღირსიც აღარა ხარ!

    Like

  4. a.sanduxaZe said

    ამ ქვეყანას უკვე საქართველო კი არა – სატანჯველ-საგიჟველ-სამიშველო უნდა დაერქვას.

    Like

  5. a.sanduxaZe said

    გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ უზნეო ავანტიურას ადამიანის მსხვერპლი მოჰყვაო. უკვე ეს მერამდენე სიკვდილია ამ ხელისუფლების კისერზე და იმათ სინდისზე ვინც ამ ბოროტებას უკან დასდევს და ლოცვა კურთხევას არ აკლებს. მიშა არის საქართველოს ჯვარისმტვირთველი? ცოდვის და ვაების მთესველია, ჯერ საფლავში არ გაციებულა უდანაშაულო დედა-შვილის ცხედრები და …

    კიდევ ერთი რამ, ვის მოაგონდა ამ მძიმე მარხვაში ეს ბოროტული ხუმრობა და ლაზღანდარობა, ამ ქვეყანას პატრონი და მწყემსი ჰყავს კი?

    ისე უმჯობესი იქნებოდა ეს ვერაგი ტელევიზია მხოლოდ ერთი ცნობით შემოფარგლულიყო, ამას ნაკლები აურზაური და ვია-ვიში მოჰყვებოდა.
    ერთი რამ კიდევ, მოთხოვნა – გაუქმდეს იმედის ტელევიზიაო -არასწორი და უსამართლოა, “იმედი” უნდა გადაეცეს მის კანონიერ მფლობელს და უნდა იზეიმოს სამართალმა, მაშინ დაიბრუნებს ის ნამდვილ სახეს და მისიას.
    მაინც ვერ გამიგია ამ ხალხის, მიუვარდნენ იმედის ხელმძღვანელობას და ჟურნალისტებს, რა გინდათ მათგან, ყოველ მათგანში ხომ მიშას და ვანოს სულია ჩასახლებეული, როცა და რასაც ისინი ლაპარაკობენ, მოქმედებენ მაშინ ლაპარაკობს და მოქმედებს მიშა და ვანო!

    Like

  6. გიორგი ყიფიანი said

    “იმედისთვის” ეს მორიგი და ყოველდღიური დარღვევაა, რომლისთვისაც ის არ დაისჯება, რაშიც მას კომუნიკაციების კომისიისა და “თავისუფლების ინსტიტუტის” მიერ შექმნილი მაუწყებლობის კანონი და სამაუწყებლო კოდექსი უწყობენ ხელს.

    “იმედი” და ხელისუფლება განაგრძობს მოსახლეობის ზომბირებას

    Like

  7. iberiana said

    ყველა “სიკეთესთან” ერთად, იმედელებმა ქართველი ხალხი სხვების დასაცინიც გაგვხადეს:

    Грузии требуется гуманитарная помощь подгузниками для взрослых
    Вчера, 22:15

    Грузия переживает страшную панику в связи с выпущенным в эфир вечером телеканалом “Имеди” сюжета о том, что в страну якобы вторглись российские войска и что убит президент Саакашвили. Телекомпания показала кадры, на которых якобы жители в панике пытаются покинуть Тбилиси. Было объявлено, что паника в Гори, в Мцхета, в других регионах.
    Провокация грузинского канала “Имеди”, который полчаса эфирного времени, по сути, проводил эксперименты над зрителями, возымела неописуемый результат.

    Шутки шутками, но для Грузии они обернулись серьезными проблемами – в Грузии ощутили дефицит круглосуточных прачечных. Наблюдаются большие очереди перед аптеками, где скупаются подгузники для взрослых и сердечные средства.

    Многие жители Грузии уже спустились в бомбоубежища, не доверяя опровергающей информации официальных властей.Скорая помощь не справляется с увеличивающимся потоком вызовов. Паника продолжается и набирает обороты.

    Источник – ИА Осинформ
    http://osinform.ru/20338-gruzii-trebuetsya-gumanitarnaya-pomoshh.html

    Like

  8. ლომისა said

    http://gov.georgia.eu.com/

    ძვირფასო მამულიშველებო, საყვარელო ძმებო და დებო, ტელემაუწყებლობა „იმედი“ დღევანდელი ანტიეროვნული უკანონო ხელისუფლების ერთ-ერთი ჭანჭიკია, რომლის გაუქმება, დაურვა თუ მისი „ნამდვილი მფლობელისთვის“ გადაცემა საერთო ჯამში არაფერს არ მოგვცემს.ან რა საერთო აქვს ეროვნულ მოძრაობას ანტიეროვნული ძალების მიერ ნაძარცვი ქონების გადანაწილება-გადმონაწილებასთან? დაუშვებელია ეროვნული მოძრაობის ხალხის მონაწილეობა ულტრათანამედროვე ტიპის პროვოკაციებში, რომელიც საერთო ჯამში ანტიეროვნულ ძალებს შორის ხელისუფლების გადანაწილებას ემსახურება. რაც მოხდა საშინელება იყო,ყველაზე მეტად დაზარალდა უბრალო ხალხი, იყო მსხვერპლიც, მაგრამ შეუდარებლად საშინელია საქართველოს ეროვნულმა მოძრაობის მიერ საკუთარ თავზე გადატანილი ნამდვილი ომის შედეგები.

    „იმედის“ შესაძლო დახურვის შემდეგ, მის ადგილს დაიკავებს უფრო ფარისევლური ტელეკომპანია, რომელიც უფრო ოსტატურად გააგრძელებს ქართველი ერის ინფორმაციული ტერორის, გახრწნისა და დაცივნის საქმეს.

    ეროვნული მოძრაობის მთავარ მოთხოვნად უნდა იქცეს კანონიერი ხელისუფლების აღდგენის მოთხოვნა. ერვნული მოძრაობის ორგანიზაციებს უნდა განემარტოთ, რომ უკანონო რეჟიმის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მიღება დაუშვებელია!

    „იმედის“ მიერ გამოცხადებული „ომი“ არის უკანონი რეჟიმის მორიგი ფანდი, რათა ეროვნული მოძრაობის დაუმორჩილებელი ნაწილი კვალავ მცდარი გზით წაიყვანოს.

    „იმედის“ დახურვის პროტესტს ჩვენზე უკეთ პუტჩის მემკვიდრე, არალიგიტიმური პარტიები გამოხატავენ, ხოლო ჩვენი საქმეა გამოვხატოთ პროტესტი კანონიერების აღდგენის პროცესის დაწყების უგულებელყოფის გამო.

    p.s.

    გთხოვთ გაეცნოთ დევნილი ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნას ამ საკითხთან დაკავშირებით „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა დევნილობაში“- ოფიციალურ ვებ-გვერდზე:

    http://gov.georgia.eu.com/

    „საქართველოს ჰელსინკის კავშირის – ეროვნული აღორძინების“ მერვე ყრილობა

    Like

  9. ლომისა said

    „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“-ის გარჩევა ეროვნული მოძრაობის საქმე არ არის.

    Like

  10. a.sanduxaZe said

    ბატონო იოსებ, თავს უფლებას ვაძლევ გამოვთქვა განსხვავებული აზრი, თქვენს მიერ მოცემულ რეპლიკაზე.

    კანონიერი ხელისუფლების აღდგენა ნამდვლიად სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმეა, და ეს რომ ასეა, ამას არსებული რეალობა და განვლილი წლები გვიდასტურებენ.
    მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ეროვნული მოძრაობა რეალობიდან არასდოს ყოფილა დაშორებული. ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟიდან დაწყებული არ ყოფილა ჩვენი ცხოვრების რომელიმე სფერო რომ ეროვნული მოძრაობა არ შეხებოდა, თუნდაც ტელემაუწყებლობის საჭირბოროტო საკითხებს. განა მაშინ არ იყო ხუნტისტური ხელისუფლება საქართველოში?
    თუმც მაშინდელი ტელევიზიის ხსენება დღევანდელ სულ მთლად აღვირახსნილ, გათახსირებულ მაუწყებლობასთან რა მოსატანია.

    ბატონო სოსო, ეროვნული მოძრაობის გამარჯვებით დაგვირგვინებიდან და შემდეგ კომუნისტური რევანშიდან თითქმის ოცი წელი გავიდა, წამოვიდა ახალი თაობა, მგონი მეორეც, ამ თაობებს გუშინდელ დღეზე, ეროვნულ მოძრაობაზე, კანონიერ ხელისუფლებაზე წარმოდგენაც არ აქვთ და თუ გააჩნია ისიც გაუკუღმართებული. ჩვენი თაობა ეროვნული მოძრაობის აღმავლობას ზნეობრივად უფრო სუფთა შეხვდა, რაიც უცილობლად ჩვენი ბებიებისა და ბაბუების, ჩვენი მშობლების დამსახურება იყო, რომლებმაც შეძლეს, რაც შემორჩათ, ეროვნული ადათ-წესების ჩვენთვის გადმოცემა. ახლა კი ხომ ვხედავთ ამ ავაზაკებს ჭირის დღესავით ეზიზღებათ თუკი რამ ტრადიციულია (თუნდაც ….).

    მომავალი თაობა მოგლიჯეს ეროვნულ ნიადაგს, სული წაუბილწეს, ცხოველის დონეზე დაიყვანეს, ტვინი გამოურეცხეს და ცხოველური ინსტიქტიღა შეარჩინეს. მეტად საძნელოა ამ თაობასთან ეროვნულ იდეალებზე საუბარი, საძნელოა იმ ადათ-წესების, ჩვეულებების გაცოცხლება და სულის შთაბერვა, აქედან გამომდინარე მინავლებული, ჯერ კიდევ ჩვენი თაობის ადამიანებში შემორჩენილი ეროვნული თვითშეგნების გაცოცხლება და სულისშთაბერვა. ჩვენ წამავალნი ვართ, დღეს თუ არ მივაქციეთ ამგვარ რამეებს ყურადღება, ხვალ გვიან იქნება, დღეს თუ არ აიძულა ხალხმა და ეროვნულმა ძალებმა ამ კატასტროფის ალაგმვა და აღმოფხვრა ხვალ შეუძლებელი გახდება, არა და ყველას მოგვეხსენება რა დამღუპველ, მომაკვდინებელ როლს თამაშობს დღევანდელი საინფორმაციო საშუალებები საქართველოს სამუდამოდ გადაგების საქმეში. ნათქვამია, ბრიყვი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება ვნებასაო, მაგრამ ამათი მიშვება ნებაზე, ჩვენი მერმისის ვნება და ღალატია.
    ეს წვრილმანი საქმე არ არის, დღეს როდესაც ვხედავთ, რომ პუტჩის მიერი ჰიბრიდები – დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი ისევეა დაცლილი ეროვნული თვითშეგნებისგან, ეროვნული და ადამიანური თავმოყვარეობისაგან, სწორედ ახლა უნდა იაღოს სადავეები ჭეშმარიტმა ქართულმა ძალებმა.

    დღეს ყველა წვრილმანი მხსვილმანია, მე მახსენდება ოთხმოცდაათიანი წლების მიწურული, მერაბის ეზოში იკრიბებოდა ხალხი, დანიშნული იყო საინფორმაციო მიტინგი, ამ დროს ეზოში შემოვიდა კახელი გლეხი და ითხოვა მერაბთან და ზვიადთან შეხვედრა, ყურადღებით მოუსმინეს ქართველ გლეხს ჩვენმა რაინდებმა, მიტინგის ორგანიზება სხვას გადააბარეს, ეს გლეხი ჩაისვეს მანქანაში და კახეთისაკენ გაეშურნენ. საღამოთი დაბრუნდნენ და აი, რა გამოირკვა, იმ სოფლის თავმჯდომარე უსამართლოდ მოქცევია პატიოსან, გამრჯე გლეხს, მას სამართალი ვერსად უპოვნია, დაჩაგრულმა ქართველმა კაცმა მის მეოხეებს მოაკითხა, იმედი ეგულვოდა, იმედი იმისა, რომ ქართველი კაცის ქომაგები მოუსმენდნენ მას და შეეწეოდნენ, ეს ასეც მოხდა.
    იოსებ, წარმოიდგიმნე, იმ ერთი უღელი ხარ-კამეჩისთვის მერაბმა და ზვიადმა თბილისში თავშეყრილი ხალხი მიატოვეს და უსამართლოდ დაჩაგრულს ორასიოდე კილომეტრის იქით გაჰყვენ, ხომ შეეძლოთ ეთქვათ, ჩვენ აქ პოლიტიკურ პრობლემებს ვჭრით და არა საკოლმეურნეოსო. მაგრამ არა, იმ გლეხს პაწაწკინტელა იმედი ჰქონდა შერჩენილი, რომ ამ ქვეყნად იყო ვიღაც ვისაც მისი სატკივარი სტკიოდა და არც შემცდარა. რა ბედნიერი იყო იმ დღეს ის გლეხი, წელში გამართული, ამაყი და გახარებული, ის დღე და ღამე მერაბის ეზოში გაატარა, ყველას მოუთხრობდა იმდღევანდელ ამბავს, ტრაბახობდა მთელი დღე მერაბთან და ზვიადთან გავატარეო, ვინ იცის იქნებ დღესაც ცოცხალია და ამ ამბავს თავის ბადიშებს ალბათ ყოველ დღე უყვება.

    იმ ხანებში ქარხანა იქნებოდა თუ ფაბრიკა, უსამართლობით გათანგული მუშა კაცი მჩაგვრელს ამ სიტყვებით აშინებდა – წავედი ახლა ზვიადთანო და…

    ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის პარტიებს ერთერთ უმთავრეს საკითხად სოციალური საქმეების გადაწყვეტა მიაჩნდათ და ამით მთელი არმია იყო დაკავებული. ვის ბინის რიგის უსამართლობა აწუხებდა, ვის საოჯახო თუ ბიუროკრატიული პრობლემები, ხალხით იყო სავსე ჩვენი ოფისები, იმ დაუღალავმა შრომამ და ღწვამ 28 ოქტომბერი მოიმკა.

    და დღეს, როდესაც ჩვენი სამშობლო თითქმის გამქრალია, ფერფლადქცცეული, სწორედ ახლა უნდა ასეთ საკითხებზეც ჩვენი ყურადღების გამახვილება, ვიცი ერთი ხელის მოსმით ამხელა მანქანას ვერ გააცამტვერებ, მაგრამ რაღაცით უნდა ვცადოთ ამ აღვირახსნილობის შენელება თორემ ეროვნული მოძრაობის საქმეც წავა ხელიდან, ჩვენ ხომ ამ ახალგაზრდებისთვის გვინდა ყოველივე და ბეგაშვილის აღზრდილი და დამოძღვრილი არსება არ შეისმენს ჩვენსას არაფერს.

    ძალიან გამიგრძელდა… რა თქმა უნდა ჩვენ შორს უნდა ვიყოთ ამათ ვაქხანალიიდან, მაგრამ რაღაც უნდა გამოვძებნოთ ამათთან დასაპირისპირებელი.

    ბატონო იოსებ, არჩვენებში არ მონაწილეობა -ეს დღესაც მტკივნეული საკითხია, ჩვენ ხალხს რომ მოვუწოდებთ ბოიკოტს, აბა ნახე ჩვენი გუშინდელი თანამებრძოლები თუნდაც ზვიად ძიძიგურის სახით რა ამბავში არიან. ზვიდ გამსახურდიას ერთერთი უმთავრესი მოთხოვნა მრგვალი მაგიდის წევრებისათვის და ორგაბიზაციებისათვის ხომ ესე იყო, სანამ პრეზიდენტი ცოცხალი იყო ვერ ბედავდნენ, სიმწრით იკავებდნენ თავს, გარდაიცვალა და როგორ აიწყვიტეს აპეურები, მიშას და ედოს ასწრებენ, “ციხის შიგნიდან გატეხვა უნდათ ბედოვლათებს, ახლა მოსპანახს აღარ იკითხავ? აატალახეს კრემლის კარიბჭენი, არა და გუშინ კუკავა და ძიძიგური ნატოს ეტრფოდნენ და თუ რამე დაგვცდებოდა გაზის კამერებში გვიპირებდნენ შეყრას, დღეს კი…

    რას იზამ , აბა ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო…
    ღმერთი შეგეწიოს, ჯანის სიმრთელე ნუ მოგაკლოს. წინ დიდი დაგვა გელის, აბა შენ იცი, ნაღვერდალი არ ჩავაქროთ, თორემ სულ მთლად დაბნელდება ჩვენს იავარქმნილ მამულში…

    Like

    • ლომისა said

      ძვირფასო ძმაო და მეგობარო, შენს მოსაზრებას ვიზიარებ. თავადაც ვყოფილვარ ეროვნული მოძრაობის აღმავლობის ჟამს სხვადასხვა აქციების მონაწილე, რომელიც იმ დროინდელი კომუნისტური რეჟიმის მიერ არსებული უსამართლობის წინააღმდეგ ილაშქრებდა. პირადად, წინააღმდეგი არ ვარ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ მოწყობილ აქციებში მონაწილეობის, ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობა რომ ედგეს მათ სათავეში! იმ დროს, ეროვნულ მოძრაობას ჰქონდა მკვეთრად ჩამოყალიბებული მიზნები და მისწრაფებები. სამწუხაროდ, „იმედის“ წინააღმდეგ და საერთოდ ყველა იმ სისაძაგლის წინააღმდეგ, რომელიც კანონიერი ხელისუფლების განდევნის შემდეგ აღმოცენდა, ეროვნული მოძრაობა ვერ ხელმძღვანელობს. ამიტომ, ეროვნული მოძრაობის აქტიურ წევრთა მონაწილება, კანონიერების აღდგენის მოწინააღმდეგე ძალების მიერ ორგანიზებულ აქციებში, ვერავითარ შედეგს ვერ მოგვცემს – ეს მსურდა მეთქვა!

      ჩემი სათქმელი შენ უფრო კარგად ჩამოაყალიბე შემდეგ ფრაზით: “ეს წვრილმანი საქმე არ არის, დღეს როდესაც ვხედავთ, რომ პუტჩის მიერი ჰიბრიდები – დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი ისევეა დაცლილი ეროვნული თვითშეგნებისგან, ეროვნული და ადამიანური თავმოყვარეობისაგან, სწორედ ახლა უნდა იაღოს სადავეები ჭეშმარიტმა ქართულმა ძალებმა.”

      დიახ, იმ შემთხვევაში თუ ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციების ითავებენ საპროტესტო აქციებს და არა დღემდე პუტჩისტური იდეოლოგიით მოწამლული პოლიტიკური ორგანიზაციები!

      Like

  11. ლომისა said

    p.s.

    ბ-ნო ალექსანდრე, შენს წერილს „“იმედი”- ბოროტების ტელევიზია“ არ ვაფასებ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“-ის გარჩევად და ალბათ, ახლა უფრო გასაგებია ზემოთ მოყვანილი რეპლიკა.

    Like

    • iberiana said

      გასაგებია თქვენი აზრი.

      რაც შეეხება წერილს, ჩვენი მომზადებულია, რადგან სამი წელი ვმუშაობდით, უფრო სწორედ ვიბრძოდით, რომ ნორმალური კანონი გვქონოდა, რომელიც დაარეგულირებდა მასმედიის მოღვაწეობას, ალაგმავდა ან შეამცირებდა მაინც მათ თვითნებობას, უზნეობის, ძალადობის, ოკულტიზმის პროპაგანდას, მათ მიერ ქართული ტრადიციების ნგრევას.

      ძნელია ხელი დაიკრიფო და უყურო, როგორ იცვლება ახალგაზრდა თაობებში ღირებულებები, როგორ ინგრევა მათი ცნობიერება უარესობისკენ.

      ტელევიზიებმა და რაც მთავარია თავისუფლების ინსტიტუტმა ლევან რამიშვილის მეთაურობით ყველაფერი გააკეთეს, რომ გვქონოდა ისეთი მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, რომ ესეთი ბოროტი გადაცემისთვისაც კი ჯეროვან პასუხს ვერ მოვთხოვთ დამნაშავეებს.

      Like

  12. a.sanduxaZe said

    ბ-ნ იოსებ, ეს წერილი მე არ მეკუთვნის, ვებგვერდის რედაქციისა, მასვე ეკუთვნის შემდეგი ნაწილებიც, მე მხოლოდ მოსაზრება გამოვთქვი, იმ ღამით იმდენად აღელვებული ვიყავი რომ…

    არა და სადამდის უნდა აიტანოს ქვეყანამ ეს გარყვნილი ხელისუფლება, მეშინია თან არ გადაიყოლოს.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s