Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

ვილაიეთი აჭარა

Posted by iberiana on სექტემბერი 18, 2010


აჭარა თითქმის თურქეთის ვილაიეთად გადაიქცა

 დაუზუსტებელი მონაცემებით, ამჟამად, საქართველოდან თურქეთის სხვადასხვა სასულიერო სასწავლებლებელში რამდენიმე ათასი ქალ-ვაჟია გაგზავნილი. აჭარაში არსებულ მედრესეებში, სხვადასხვა პანსიონატებში, საზაფხულო სასწავლებლებსა და სხვა სახის რელიგიურ საგანმანათლებლო კერებში კი 6 000-ზე მეტი ბავშვი და ყრმა ეუფლება ისლამისა და ყურანის მოძღვრებას.

საერთაშორისო საქველმოქმედო საზოგადოება “მიზანი”, რომელიც აჭარაში ფუნქციონირებს, ზაფხულობით მთებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა საქონელს საძოვრებზე მიარეკება, დროებით სკოლებს ხსნის, სადაც არდადეგების პერიოდში, ბავშვები ყურანისა და ისლამის ძირითადი დებულებების შემსწავლელ კურსებზე დადიან. ასეთი აჭარაში 60-ზე მეტია. ბავშვების მუსლიმანური რელიგიის იდეებით აღზრდაზე, მარტო საზაფხულო სკოლებსა თუ კურსებზე, ასამდე მასწავლებელი ზრუნავს. მოსწავლეთა რაოდენობა კი 3000-ს აღემატება.

მასობრივი ხასიათი მიიღო სხვადასხვა საერთაშორისო ფონდის ხარჯებით შენობა-ნაგებობების შეძენის ფაქტებმა, რომლებშიც მუსლიმანული საგანმანათლებლო, კვებისა და საცხოვრებელი ობიექტები იხსნება. ბოლო ასეთი ობიექტი ხულოს რაიონის სოფელ ხიხაძირში გაიხსნა. პანსიონატში ბავშვები ისლამის საფუძვლებსაც ეცნობიან, ღამესაც ათენებენ და იკვებებიან კიდეც. ასეთი პანსიონები და სასწავლებლები თითქმის ყველა ხეობასა და არამარტო დიდ, არამედ მცირე სოფლებშიც იხსნება.

https://iberiana.wordpress.com/iberiana/adjara/

დატოვე კომენტარი