Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

ზვიად გამსახურდიას 20 წლის წინანდელი ახდენილი წინასწარმეტყველება

Posted by iberiana on December 29, 2010


 ზუსტად 20 წლის წინ, 1991 წლის დამდეგს,  მაშინდელმა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ – ზვიად გამსახურდიამ ტელევიზიით მიმართა ქვეყნის მოსახლეობას.  მიმართვა დაიბეჭდა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“1991 წლის 1 იანვრის ნომერში.

გთავაზობთ ფრაგმენტს ამ მიმართვიდან, რომელიც ეხება კრემლის მიერ ედუარდ შევარდნაძის საქართველოში ჯალათად მოვლინების წინასწარმეტყველებას, რამაც სათავე დაუდო რუსეთის ახალ ექსპანსიას საქართველოში და რომელიც დღემდე გრძელდება!

„მოახდინა თუ არა მოსკოვში მიმდინარე პროცესებმა რაიმე ზეგავლენა ჩვენს შინაურ პოლიტიკაზე? არ არის დასამალი, რომ ბევრი მითქმა–მოთქმა გამოიწვია შევარდნაძის გადადგომამ. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ამ გადადგომას ჯერ ვერ მივცემთ საბოლოო შეფასებას, სანამ იგი დაკმაყოფილებული არ იქნება ცენტრალური ხელმძღვანელობის მიერ. და თუ იგი დაკმაყოფილებული იქნა, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს არის გარკვეული მანევრი, რათა მას შეუქმნან კიდევ დიდი ავტორიტეტი, აამაღლონ მისი პოპულარობა და შემდეგ სცადონ მისი მეშვეობით საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევა და, შესაძლოა, მისი ჩამოყვანაც საქართველოში, რასაც ჩვენ, რასაკვირველია, სათანადო შეფასებას მივცემთ, როდესაც საჭირო იქნება. არ ვიცით, საბოლოოდ ამას ჯერჯერობით ვერ დავამტკიცებთ, მაგრამ შეიძლება ეს მანევრი განხორციელდეს სწორედ იმ მიზნით, რომ ხელახლა სცადონ საქართველოს დაქვემდებარება თავიანთი დიქტატისადმი. ეს შეიძლება სწორედ ამ მიზნით განხორციელდა, მაგრამ ჯერჯერობით საბოლოო შეფასებისაგან თავს ვიკავებთ. ასე რომ, კიდევ ვიმეორებ, ცენტრში მიმდინარე პროცესები გვაფიქრებინებს, რომ უფროდაუფრო ხდება საბჭოთა იმპერიის დეზინტეგრაცია. სწორედ ეს ძალები იმარჯვებენ. რასაკვირველია, არის რეაქციული ძალების ცდები, მაგრამ მათ კიდევაც რომ მიაღწიონ დროებით წარმატებებს, რომ შემოიღონ საგანგებო მდგომარეობა მთელ საბჭოთა კავშირში და, მათ შორის, საქართველოშიც – ეს ვერ იხსნის იმპერიას და ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეცვლის ისტორიის კანონზომიერებას. მოგეხსენებათ, ისტორიის უმთავრესი კანონზომიერებაა იმპერიების დროებითი არსებობა და მათი საბოლოო აღსასრული ყოველთვის გარდაუვალია!“

“საქართველოს რესპუბლიკა”, 1 იანვარი, 1991წ. 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s