Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

1992 წლის 6 იანვარი

Posted by iberiana on იანვარი 6, 2011


მიხეილ მჭედლიშვილი –  მოსკოვიდან მართული კრიმინალურ-მაფიოზური ძალების მიერ საქართველოს კანონიერი პრეზიდენტის დამხობა და მისი სამშობლოდან გაძევება

რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს ეროვნული მთავრობის დამხობის გადაწყვეტილება იმ დღესვე მიიღო, როცა ქალაქ ალმაატაში ყოფილი იმპერიის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკების შეკრებაზე, მხოლოდ საქართველო აღუდგა წინ „ესენგეს“ კავშირში გაწევრიანებას.

 რუსეთის ხელისუფლებისათვის ადრევე იყო ცნობილი საქართველოს პოზიცია მისი ქვეყნის სრული დამოუკიდებლობის შესახებ, რომლის საპირისპიროდაც მას ადრევე ჰქონდა შექმნილი საქართველოში თავისი მე-5 კოლონა – სიგუა-კიტოვან-იოსელიანის თაოსნობით, რომლის განეიტრალებაზე არაფერი იღონა თავის დროზე საქართველოს პრეზიდენტმა, აი, ახლა, ალმა-ატაში თავისი უარყოფითი პოზიციის გამოვლინებისთანავე, აამოქმედა ეს კოლაბორაციონისტული ბანდა.

ცხადია, ეს ბანდა, რუსული ძალის კარნახით და მის მიერვე გულმოცემული, რომ რუსეთი კვლავაც დაეხმარებოდა საბრძოლო იარაღითა და, თუ გაჭირდებოდა, ცოცხალი ძალითაც, იმავე 21-დეკემბრის ღამით დაიძრა თბილისის ზღვიდან და უკვე 22-დეკემბრის გამთენიისას საომარი ოპერაციები დაიწყო საკუთარი ქვეყნის ეროვნული მთავრობის დასამხობად, თვით მთავრობის სახლის დაბომბვის გათვალისწინებით.

ამასთან, ჩვენდა სამწუხაროდ და სავალალოდ, რაც შავ ლაქად გაჰყვება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, და უპირველესად კი, მის საპატრიარქოს, ამ უკანასკნელთა თანხმობით, პუტჩისტების მიერ შემდეგ საბრძოლო პოლოგინად იქცა ქაშუეთის წმინდა ტაძრის ეზო-გარემო. ნაცვლად იმისა, რომ პატრიარქი წინ აღდგომოდა პუტჩისტების ამ გაუგონარ ბარბაროსობას და ჯვრით ხელში შუაში ჩამდგარიყო „ძმათა“ ომის აღსაკვეთად, პირიქით, რუსეთის აგენტურული კოლონა სწორედ აქედან, ქაშუეთის ტაძრიდან უშენდა ზარბაზნებს საქართველოს ხელისუფლებას.

ამ დღიდან დაწყებული, ეს სამარცხვინო ომი ორ კვირას გაგრძელდა. ერთხანს მთავრობის სახლის დამცველმა მებრძოლებმა შესძლეს ბანდიტების მოგერიება, დაამარცხეს ისინი და განდევნეს სასტუმრო „ივერიამდე“. მაგრამ ამ დროს რუსეთი, რომელიც მანამდე სცენის მიღმა იდგა და ისე წარმართავდა მოვლენებს, რომ თითქოს საქართველოში ომი თვით ქართველთა შორის მიმდინარეობდა და თავის როლს კი ამ ომში საგულდაგულოდ ნიღბავდა, მაგრამ აი, უკვე, როცა ნახა, რომ მის მიერ შექმნილი და იარაღით მომარაგებული მე-5 კოლონა მარცხებოდა, ჩამოიხადა ნიღაბი და უკვე აშკარად ჩაერია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში საბრძოლო ტექნიკითაც და ცოცხალი ძალითაც.

 ვაზიანის სამხედრო ბაზიდან აფრენილმა თვითმფრინავებმა რამოდენიმეჯერ დაბომბეს მთავრობის სახლი. ოპერაციას უშუალოდ გენერალი ბეპაევი ედგა სათავეში.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, როცა ნათლად დაინახა საქართველოს პრეზიდენტმა, რომ მის ხელისუფლებას უპირისპირდებოდა არა მარტო ქართველთა კრიმინალური ძალა, არამედ რუსეთის უძლიერესი სამხედრო მანქანა, ზედმეტი მსხვერპლის გაღება უაზროდ ჩათვალა და გადაწყვიტა მთავრობის სახლის დატოვება. 1992 წლის 6-იანვარს, გამთენიისას, პრეზიდენტთან ერთად მთელმა მთავრობამ დატოვა სასახლე.

https://iberiana.wordpress.com/m-mchedlishvil/m-mchedlishvili-13/

Advertisements

7 Responses to “1992 წლის 6 იანვარი”

  1. ილო said

    კარგი პოსტია
    გამოეხმაურეთ ჩემს ინიციატივას 😉 მივაფსათ ,,გმირებს” http://ilovanski.wordpress.com/2011/01/06/გამოგურჯისტანებული-საზო/

    Like

  2. Lali Bardzimashvili said

    სამწუხაროდ ეს ყველაფერი ტრაგიკული სიმართლეა! შეუტიეს მართლმადიდებლობას და ეროვნულობას, რათა შემდგომ ასეთი საეჭვო ღირებულებები და უზნეობა გამეფებულიყო. მოღალატეთა აღზევებას ესეც მოჰყვა. ბევრმა პილატესავით დაიბანა გასვრილი ხელი.

    Like

  3. იოსებ ღუდუშაური said

    ღიმილი და მილოცვები თუმცა ბევრი გავეცით,
    ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად, ხოლო ჩვენ კი დავეცით.
    ალბათ თვითონ ღმერთი ირჩევს – უცნაური რამეა,
    ქრისტეშობა თითქმის მუდამ საოცარი ღამეა;
    დეკემბერი დააჭენებს ყინვით ნახატ ეტლებსა,
    …იმ ღამით ხომ წამებული ქრისტე იშვა ბეთლემსა.
    მერე ზეცად აღევლინე, არ გიგუეს მიწაზე,
    ნუთუ აღარ დაბრუნდები ცოდვილ დედამიწაზე?!
    ზეცად წასულს უკან მოგყვა ლოცვა ცრემლის დამდენი,
    ქვეყნად ერთი ქრისტე დარჩა და იუდა – რამდენი.
    ალბათ მისთვის გაიაფდა ღალატი და გაცემა,
    ფეხზე დგომა არის ძნელი, ადვილია – დაცემა!
    მეც დავრწმუნდი, არ გამქრალა ქვეყნად შური და მტრობა
    და წარსული სიზმრად მექცა, მომავალი – ოცნებად,
    მეგობარი ვეღარ მიცნობს, მნახავს და გაოცდება.
    ქრისტეშობას სხვა ჩემს გარდა სევდას ვინ დაიბედებს?
    ძველი წელი ხსოვნას მართმევს, ახალი კი – იმედებს.
    ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა, ჩემი სული ცას უხმობს,
    ჭეშმარიტად! -კვლავ იუდა ნიშნისგებით მპასუხობს:
    თუმცა შუბლზე სამარცხვინო მინდა დაღი დავაკრა,
    ჯვარს ვერ ვკადრებ, ქრისტეს შემდეგ ზედ იუდა გავაკრა.
    შერცხვენილი, წაწყმედილი, ეგდოს ქვეყნად, ეთრიოს,
    ხოლო შენზე მრავალ მლოცველს კვლავაც ღამე ეთიოს,
    რწმენა ძნელად გადარჩება, ხატი – უფრო ადვილად,
    ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად, ქრისტე აღსდგა ნამდვილად!

    Like

  4. იოსებ ღუდუშაური said

    ამ დღეს გადაწყდა საქართველოს მომავლის ბედი. დღევანდელი ჩვენი უბედურება ეროვნული ხელისუფლების განდევნიდან იღებს სათავეს. ლეგიტიმური ხელისუფლების განდევნას მოჰყვა ერის გაუგონარი ტერორი და ყაჩაღური ძარცვა-გლეჯა, სექტანტობის ჯირითი და ცრუდემოკრატიის გამარჯვება, საქართველოს ტერიტორიების გასხვისება სხვადასხვა საიდუმლო ხელშეკრულებების გაფორმებით და ა.შ. პუტჩი დღესაც მძვინვარებს!
    კანონიერი ხელისუფლება დღესაც დევნილია!

    Like

  5. a. sanduxaZe said

    თქვა რუქამ არაკი

    ვუყურებ სამყაროს და გლოვა მომინდა,
    კანონი მიანდვეს ჭილყვავებს.
    ხელმწიფის სკამიდან განდევნეს ლომი
    და კათედრას აფთარი იბარებს.

    ტურამ თქვა: მოითხოვს დღეს რევოლუცია
    ლომს ვკადროთ სიტყვები უშვერი,
    მგელს უთხრა – სამშობლო
    ღმერთს რომ მოუცია,
    ირწმუნე, მხოლოდ შენ უშველი.
    მშიშარა კურდღელმაც გაუხსნა
    მგელს გული,
    შველზე თქვა არაფერს აკეთებს!
    და იგი უმწეო, სამშობლოს ერთგული
    ადგენ და ციხეში ჩაკეტეს.
    მგელმა თქვა -არ შეცდეთ,
    კენჭი არ მიყაროთ,
    მელია გვჯობია ყველასო.
    მელასთან მე წავალ –
    უეცრად სკამიდან
    წამოხტა დამფრთხალი გოშია.
    თქვა მან და იმ ტყეში მაშინვე წავიდა,
    მიხვდა რომ აქ საქმე დროშია.
    მელამ კი ვაზირად დანიშნა ბურვაკი.
    ტახტი რომ აღმოჩნდა მის ხელში
    გოშია დაინდო, მგელი და ტურა კი
    ორივე შეყარა ციხეში.
    ამ ტყეში ოდესღაც სიცოცხლე ღელავდა,
    დღეს ძილი დაუფრთხეს ათასებს.
    ქვეყანა გაძარცვა ცბიერმა მელამ და
    ლომს მაინც არავინ აფასებს.

    ლევან ფაჩვიძე

    Like

  6. ბიმო said

    -6 იანვარი ქართველი ერის ტრაგედიის დღეა
    -1992 წლის 6 იანვარი ქართველი ერის ტრაგედიის დღეა ,რომლის “შემომქმედი” ბოროტების იმპერია და მისი ქართველი მარიონეტები არიან ..
    -რუსების ( ელცინი,ბურბულისი) კოორდინატორობით და ჯარებით ( ბეპაევი, როსტოვისა და პეჩორის სპეცნაწილები, ბალტინი , ძერჟინსკის დივიზია, “ალფა” , “ლეტუჩიე მიში “) ქართველმა კონდიტიერებმა 1992 წლის 6 იანვარს განდევნეს თბილისიდან საქართველოს დამოუკიდებლობის აღმდგენი ეროვნული ხელისუფლება ,რასაც მოყვა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რუსეთისათვის გადაცემა , “კოლხური კოშკის ” გაძარცვა-გადაწვა , რუსეთის ჯარებით (ბალტინი) ასევე სამეგრელოს ოკუპაცია , ეროვნული გმირი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობა ,ათიათასობით ადამიანის სიკვდილი, მილიონამდე ადამიანის საზღვარგარეთ იძულებითი ემიგრაცია, დსთ-ში შესვლა , ქვეყნის ჩაბნელება , ქართველი მანდილოსნების ძაძებით შემოსვა, ახალგაზრდობის განარკომანება, კრიმინალის აფეთქება , ეკონომიკური კატასტროფა.
    -…..რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბორის ელცინის მიერ, 1991 წლის 21 დეკემბერს, ეროვნულ ხელისუფლებას დსთ-ს ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად 22 დეკემბრის დილის 8 საათამდე მიეცა ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს ხელისუფლების დამხობით დაემუქრა. ვადის ამოწურვისთანავე, 22 დეკემბერს, უთენია, რუსეთის სპეციალურმა სამხედრო შენაერთებმა და ქართველმა პუტჩისტებმა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ალყაში მოაქციეს და ზუსტად 08:00 საათზე ეროვნულ ხელისუფლებაზე შეიარაღებული შტურმი
    -2003 წელს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის (და არა გადატრიალებისთვის?!) პუტჩის მესვეურებს ახლახან სამუდამო პატიმრობა მისაჯეს , სხვებს დიდი ხნით პატიმრობა
    საქართველოში რუსული სამხედრო გადატრიალების შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა , რუსეთმა ამ გადატრიალებით ტერიტორიები მიითვისა ქართველ პუტჩისტების დახმარებით და ამ სახელმწიფო დამნაშავეებს ჩვენ დღეს პანთეონებში ვმარხავთ , ვაარსებთ მათ სახელობის საწავლებლებს, ქუჩებს,მოედნებს , უკვდავყოფთ მათ სახელებს , სამხედრო პატივით ვკრძალავთ …

    Like

  7. ბიმო said

    რუსების ( ელცინი,ბურბულისი) კოორდინატორობით და ჯარებით ( ბეპაევი, როსტოვისა და პეჩორის სპეცნაწილები, ბალტინი , ძერჟინსკის დივიზია, “ალფა” , “ლეტუჩიე მიში “) ქართველმა კონდიტიერებმა 1992 წლის 6 იანვარს განდევნეს თბილისიდან საქართველოს დამოუკიდებლობის აღმდგენი ეროვნული ხელისუფლება ,რასაც მოყვა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რუსეთისათვის გადაცემა , რუსეთის ჯარებით (ბალტინი) ასევე სამეგრელოს ოკუპაცია , ათიათასობით ადამიანის სიკვდილი, მილიონამდე ადამიანის საზღვარგარეთ იძულებითი ემიგრაცია, დსთ-ში შესვლა , ქვეყნის ჩაბნელება , ქართველი მანდილოსნების ძაძებით შემოსვა, ახალგაზრდობის განარკომანება, კრიმინალის აფეთქება , ეკონომიკური კატასტროფა..
    ამ პოლიტიკურმა კოალიციამ როგორც საქართველოს ისე აღმოსავლეთ ევროპას, ,სსრკ-ს ყოფილ რესპუბლიკებს დამოუკიდებლობა აღუდგინა და ღირსება დაუბრუნა
    …..საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას აღმოსავლეთ ევროპის დისიდენტთა ლიდერმა ,შემდგომ ჩეხეთის პრეზიდენტ ვაცლავ ჰაველმა განუცხად,რომ საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ლიდერობით , 1989 წლის 9 აპრილმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ,როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ისე საბჭოთა რესპუბლიკების განთავისუფლებაში…
    პოლიტიკურმა კოალიციამ -“მრგვალი მაგიდა-თავისუფალმა საქართველომ” კომუნისტური ხელისუფლებისაგან მშვიდობიანად, უსისხლოდ გადმოიბარა ხელისუფლება , ერთ წელიწადში ამომრჩევლების მიმართ მიცემული ყველა დაპირება შეასრულა , გამოაცხადა გარდამავალი პერიოდი ,დამოუკიდებლობა აღადგინა, ქვეყანა იურიდიულად ცნო 28 სახელმწიფომ,ტერიტორიული მთლიანობა შეინარჩუნა , საოკუპაციო ჯარების სტატუსი მიანიჭა უცხო ქვეყნის ჯარებს , რუსეთის პრეზიდენტს ხელი მოაწერინა სამხრეთ ოსეთის ავტონომიის გაუქმების ლეგიტიმურობაზე,მოქალაქეობის ნულოვანი ვარიანტი განახორციელა, კონსტიტუციურად აღიარა ადამიანის უფლებების დარგში საერთაშორისო სამართლის უპირატესობა ადგილობრივთან შედარებით,ქვეყნანას არც საშინაო და არც საგარეო ვალები არ ჰქონდა,მიწების იჯარით და შემდეგ უსასყიდლოთ გადაცემით იხსნა სოფელი სრული აყრისა და მიგრაციისაგან… კოალიციის ლიდერმა, პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ მიცემული ფიცის დასაცავად სიცოცხლეც გაწირა …
    “1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული, დემოკრატიული გზით არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭო ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე. საქართველოს სუვერენული რესპუბლიკის ტერიტორია (იურიდიულად ) ერთიანი და განუყოფელია.” ნაწყვეტი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიდან .

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s