Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

გიორგი მაზნიაშვილი

Posted by iberiana on January 12, 2011


გიორგი მაზნიაშვილი

1918 წლის ბრესტის ზავის პირობებით თურქეთს გადაეცა აჭარა. თუმცა მათ ეს არ იკმარეს – შეიჭრნენ გურიაში და ოზურგეთს მიადგნენ. სახალხო ლაშქრის, პარტიზანების და საჯარო ნაწილების მობილიზაციის საფუძველზე მაზნიაშვილმა არამცთუ გურია გამოსტაცა ხელიდან თურქებს, არამედ მოიპოვა რა გამარჯვება ჩოლოქის ბრძოლაში, ბათუმიც კი გაათავისუფლა. ამავე წლის 18 ივნისს იგი აფხაზეთის გენერალ–გუბერნატორად და საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად დაინიშნა.

 სოჭის კონფლიქტის პირველ ფაზაში, შეიჭრა ჯიქეთის ტერიტორიაზე და თეთრგვარდიელ გენერალ მოისეევის ნაწილებისგან ერთმანეთის მიყოლებით 22 ივნისს, 2, 6 და 26 ივლისს გაათავისუფლა გაგრა, ადლერი, სოჭი და ტუაფსე. 1918 წლის ოქტომბერ–დეკემბერში იყო თბილისის გენერალგუბერნატორი. ამავე წლის დეკემბერში სომხეთ–საქართველოს ომისას წარმატებით დაიცვა სამხრეთ საზღვარი გენერალ დროს ნაწილებისგან. 28 დეკემბერს კი 3500 კაციანი შენაერთით დაღამებისას სრულმასშტაბიანი შტურმით აიღო შულავერი და რამდენიმე სოფელი.

მიუხედავად ამდენი დამსახურებისა, 1937 წელს მაზნიაშვილი დააპატიმრეს და ყოველგვარი გასამართლების გარეშე დახვრიტეს.

https://iberiana.wordpress.com/iberiana/geosurnames/mazniashvili/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s