Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

გიორგი კვინიტაძე

Posted by iberiana on January 13, 2011


გიორგი კვინიტაძე

ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალი.

დაიბადა 1874 წელს დაღესტანში. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და პეტერბურგის ფეხოსანთა სასწავლებელი. 1894 წელს უკვე ოფიცერია. სამხედრო სამსახური მან დაიწყო ვლადიკავკაზის 153–ე პოლკში. შემდეგ მსახურობდა პოლონეთში. 1904 წელს მან საკუთარი სურვილით მონაწილეობა მიიღო რუსეთ-იაპონიის ომში. 1918 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გენ. კვინიტაძე საკუთარ სამშობლოში დაბრუნდა ერთადერთი მიზნით, რომ ჩამდგარიყო სამშობლოს სამსახურში, ეღვაწა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს და ქართული ეროვნული არმიის მშენებლობისათვის. 1918–1921 წწ. განმავლობაში იგი არაერთხელ დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლად. 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის შემდეგ, გიორგი კვინიტაძემ დასტოვა სამშობლო. გენერალი გიორგი კვინიტაძე ღრმად მოხუცებული, 1970 წლის 7 აგვისტოს პარიზის მახლობლად, დაბა შატუში გარდაიცვალა.

 https://iberiana.wordpress.com/iberiana/geosurnames/kvinitadze/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s