Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

საქართველო-აშშ 1860-1920

Posted by iberiana on January 25, 2011


 რუსუდან დაუშვილი – საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები 1860-1920-იან წლებში

1860-იანი წლებიდან, თერგდალეულთა მოღვაწეობისა და ეროვნული თვითშეგნების ზრდასთან ერთად, ქართული საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ამერიკის დაწინაურებისა და სწრაფი პროგრესის საიდუმლომ. ეს აისახა კიდეც მაშინდელ ჟურნალ-გაზეთებში. ამერიკაზე პირველი თხზულება 1863 წელს დაბეჭდა ილია ჭავჭავაძემ თავის ჟურნალში “საქართველოს მოამბე”. ესაა კირილე ლორთქიფანიძის კომპილაციური სტატია ზანგ მონათა მდგომარეობაზე ამერიკის სამხრეთ შტატებში და მათ გასათავისუფლებლად ჩრდილოელთა ბრძოლაზე.  ქართულმა საზოგადოებამ და პრესამ (“საქართველოს მოამბე”, “ივერია”, “დროება”, “კრებული”) დიდი ყურადღება მიაქცია ამერიკის განვითარების მიზეზებს, განსაკუთრებით იმ საკითხებს, რომელთა გადაჭრაც კოლონიურ მდგომარეობაში მყოფ საქართველოს საკუთარი ძალებით შეეძლო.

რაც შეეხება საქართველოს შესახებ ამერიკელთა ცნობებს _ პირველად XIX საუკუნის II ნახევარში ჩნდება, როდესაც უ. სმითი და  ჰ.ჯ. დუაითი ხმელთაშუა ზღვის აუზსა და მცირე აზიაში მოგზაურობის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდნენ და თბილისი აღწერეს.

https://iberiana.wordpress.com/about/georgia-usa/

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s