Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

წარმართული იბერია

Posted by iberiana on February 4, 2011


 გიორგი ქავთარაძე – წარმართული იბერიის ღვთაებათა არსისათვის

იბერიის სამეფოს წარმართული პანთეონის რაობის დადგენა წინაისტორიული  ხანის საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. საქართველოს არც ერთ სხვა მხარეში არ ჩანს ისე მკვეთრად ძველი-წინაქრისტიანული და ახალი, ქრისტიანული სამყაროს დაპირისპირება და ამავე დროს შერწყმა-დაახლოება, როგორც ქართლის სადედაქალაქო მხარეში – არმაზციხე-მცხეთაში.

იბერიის სამეფოს საკვანძო სტრატეგიული მდებარეობა, ამიერკავკასიის შუაგულში და ამავე დროს _ კავკასიონის გადასალახავი უმთავრესი უღელტეხილის – “კავკასიის კარის”, იგივე დარიალის პირისპირ მნიშვნელოვანწილად განაპირობებდა გარე სამყაროს მუდმივ დაინტერესებას აქ მიმდინარე მოვლენებით. დარიალის ეფექტური კონტროლის აუცილებლობა კიმერიელებისა და სკვითების, ანუ ბიბლიის ენით რომ ვთქვათ აპოკალიფსისური გოგისა და მაგოგის “უწმინდური” ტომების, ახლო აღმოსავლეთში შემოსევის შემდეგდროინდელი ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენდა. შესაბამისად, იბერიის სამეფო, და კერძოდ მცხეთა-არმაზი, წარმოადგენდა არა მხოლოდ ამიერკავკასიისა და აღმოსავლეთ ანატოლიის, არამედ მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთულ-ახლოაღმოსავლური ოიკუმენეს ჩრდილო-აღმოსავლურ ფორპოსტს; ამ ფორპოსტის ძირითადი ფუნქცია ცივილიზებული სამყაროს დაცვა იყო ჩრდილოეთიდან, იმიერკავკასიის სტეპებიდან გადმოდენილი ნომადების შემოსევებისგან.

 https://iberiana.wordpress.com/about/iberia-2/

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s