Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

საქართველოში “ოსეთი”?

Posted by iberiana on April 3, 2011


განცხადება – საქართველოში “ოსეთის” შექმნის კიდევ ერთი მცდელობის გამო – 2007-2008

 ხალხს, რომელსაც დედამიწაზე სამშობლო აქვს, ისიც _ სახელმწიფოს ან სხვა პოლიტიკურ-ტერიტორიული წარმონაქმნის სახით, არა აქვს იმის უფლება, რომ მისმა დიასპორამ სხვა ქვეყანაში პოლიტიკურ-ტერიტორიული თავითგამორკვევა, მით უმეტეს _ თავისი ეთნონიმით სახელდებული ტერიოტორიულ-პოლიტიკური თვითგამორკვევა მოითხოვოს. ოსებს აქვთ თავისი სამშობლო _ ქ. ვლადიკავკასის გარშემო არსებული დიდი გეოგრაფიული არეალი, რომელიც დღევანდელი ოსი ერის შუა საუკუნეებში ფორმირების ადგილია (ალანთა და ადგილობრივ ოსთა შერწყმით). ოსურ დიასპორას საქართველოში აქვს ცხოვრების, თვითდამკვიდრებისა და განვითარების ყველა უფლება, როგორც ინდივიდთა და ოჯახთა კრებულს, მათ შორის _ ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან თავისუფლებისა და საკუთარი ეთნიკური (ეროვნული) სახის მარადიულყოფის უფლებაც, მაგრამ არა აქვს მოცემული ტერიტორიის რომელიმე ნაწილის თავისი პოლიტიკურ-ტერიტორიული ერთეულის შესაქმნელად გამოყენების უფლება, მით უმეტეს _ მისი საკუთარი ეთნონიმის მიხედვით სახელდების უფლება.

კურიოზულია, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის კომპარტიის გადაწყვეტილების მიღების დროს, რომლითაც “სამხრეთ ოსეთი” შეიქმნა, და საქართველოს მონურად მორჩილი მარიონეტული მთავრობის მიერ მისი დეკრეტად ქცევის დროს “ჩრდილოეთ ოსეთი” არც კი არსებობდა…

 https://iberiana.wordpress.com/samachablo/declaration/#2

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s