Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

აფხაზეთი

Posted by iberiana on April 28, 2011


რაულ ხაჯიმბა – აფხაზეთი, შესაძლოა, რუსეთის ავტონომიურ ოლქად იქცეს

აფხაზებს “განვითარების საფუძვლებს” ხელიდან აცლიან, – ეს განცხადება ოპოზიციური პარტია “აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმის” ლიდერმა, რაულ ხაჯიმბამ გაზეთ “ნუჟნაიასთან” საუბრისას გააკეთა. ხაჯიმბას თქმით, აფხაზები უნდა ისწრაფვოდნენ სიტუაციისა და ხელმძღვანელობის შეცვლისკენ.

“საკუთრების არარსებობა, ნაციონალური ინტერესები, ქვეყნის უსაფრთხოება… ჩვენ ხელიდან განვითარების საფუძვლებს გვაცლიან. თუ ასე გაგრძელდება, ისეთსავე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, როგორშიც დამოუკიდებლობის მოპოვებამდე ვიყავით. არ გამოვრიცხავ, რომ აფხაზეთი რუსეთის ავტონომიური ოლქი გახდეს”, – განაცხადა ხაჯიმბამ.

მისივე თქმით, საზოგადოებაში ხელისუფლების ქმედებების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაა და უკვე ყველა აცნობიერებს, რომ ცხოვრების ასე გაგრძელება შეუძლებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, აფხაზეთისგან არაფერი დარჩება. 

ინტერპრესნიუსი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s