Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

ამ ადგილას მთელი ქართლი მოინათლა

Posted by iberiana on მაისი 9, 2011


ადგილი სადაც წმინდა ნინომ მეფე მირიანი და დედოფალი ნანა მოაქცია, ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქე ოლიგარქს მიჰყიდა. რომელიც აქ სასტუმროს თუ რესტორანს აშენებს ადგილი სადაც წმინდა ნინომ მეფე მირიანი და დედოფალი ნანა მოაქცია, ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქე ოლიგარქს მიჰყიდა, რომელიც აქ სასტუმროს თუ რესტორანს აშენებს

არცთუ დიდი ხნის წინ ისტორიკოსმა ეკა ჯაფოშვილმა და არქიტექტორმა გია პარკაიამ მცხეთაში მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას ნათლობის ადგილი დაადგინეს, დაადგინეს უფლის კვართის ხელთამმპყრობლის, წმინდა ელიოზ მცხეთელისა და მისი დის, წმინდა სიდონიას სამოსახლო ადგილის მდებარეობა. ეს არის მცხეთის საქალაქო სივრცეში, მტკვრის მარცხენა სანაპიროს ის მონაკვეთი, რომელიც, ერთი მხრივ, მოქცეულია ძველ მოგვთა ხიდსა (პომპეუსის ხიდსა) და სამანქანო ახალ ხიდს შორის, სადაც შემდგომში წმინდა ნინომ ჯვარი აღმართა და მირიან მეფე და ნანა დედოფალი მონათლა.

წერილობითი წყაროებისა და საეკლესიო ტრადიციის თანახმად, მდინარე მტკვარი ქართველთა იორდანეა და სწორედ ამ ადგილიდან მტკვარ-არაგვის შესართავამდე  წმინდა მეფე მირიანის მოწოდებით მთელი ქართლი მოინათლა…

https://iberiana.wordpress.com/iberiana/gdx/#7

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s