Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

მერაბ კოსტავა

Posted by iberiana on May 26, 2011


 ნუგზარ მგალობლიშვილი –  მის გარეშე უმოწყალოდ ცოტანი დავრჩით

შესაძლებელი იყო მიგებაძა მერაბ კოსტავასთვის, მაგრამ შეუძლებელი ყოფილა ისე გვეცხოვრა, როგორც მას. მხოლოდ ღვთის მიერ რჩეულ პიროვნებებს თუ ძალუძთ, მტკიცე, შინაარსობრივ ერთიანობაში მოაქციონ საუკეთესო ადამიანური თვისებები: სამშობლოსადმი

სიყვარული, თავისუფლებისმოყვარეობა, ქედუხრელობა  და შემწყალებლობა, სარწმუნოების მეობის, კულტურის, სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად ბრძოლის გზაზე ღირსებით სიარული. ამავე დროს თავდავიწყებით შეყვარებული არა მხოლოდ გვერდითმდგომ, არამედ ყველა იმ პატრიოტზე, რომელიც ითავისებს ერის ბედსა და ტკივილს.

საყოფაცხოვრებო, საკუთარ თავზე მზრუნველობას განრიდებული, იობის მოთმინებით, სიძნელეთა გადალახვის უნარითა და საოცარი გულწრფელობით ცდილობდა ამ საუკეთესო ადამიანური თვისებების გადაცემას სხვათათვის, რაც მრავლის გაადამიანებას უწყობდა ხელს.

ტოტალიტარიზმის, მატერიალიზმის და ათეიზმის ხანაში ძე ქარიშხლისა უწოდა მერაბ კოსტავას მისმა სულიერმა მეგობარმა და ქრისტესმიერმა ძმამ ზვიად გამსახურდიამ. უკეთესს, მერაბის ბობოქარი ცხოვრების განმსაზღვრელს, სხვა ვერ იტყოდა. ტრაგიზმით სავსე, რაინდულ-გმირული ცხოვრების გზა მათ ერთად განვლეს სამშობლოსა და ერთმანეთისადმი სიყვარულის უანგარო, წმინდა გაგებამდე ამაღლებულებმა.

https://iberiana.wordpress.com/ganmatavisuflebeli/kostava/#2

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s