Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

სამეფო გენები

Posted by iberiana on August 27, 2011


 ევროპელი მამაკაცების უმრავლესობა ტუტანხამონის შთამომავალია

ავტორი ევა ციმერჰოფი

გენის ტესტირების ლაბორატორია ეძებს ეგვიპტელი ფარაონის ტუტანხამონის ცოცხალ ნათესავებს. სამეფო დნმ-ის შედარებამ დღევანდელ დასავლელ ევროპელებთან დღის სინათლეზე გამოიტანა მოულოდნელი შედეგი.

ტუტანხამონის სრულ გენეტიკურ ინფორმაციას მკვლევარებმა ბოქლომი ახსნეს: 2009 საერთაშორისო ჯგუფმა გაშიფრა ცნობილი ფარაონის დნმ, რომელიც მხოლოდ ახლა გაამხილა დისკოვერის არხმა სტატიაში ძიების საიდუმლო, სადაც ნაჩვენები იქნა ტუტანხამონის Y- ქრომოსომების მთლიანი პროფილი.

ამის შემდეგ, შვეიცარიის გენის ტესტირების ფირმა Igenea-სთვის აღარ იყო რაიმე დაბრკოლება: ლაბორანტებმა შეადარეს დასავლეთ ევროპელი მამაკაცების აქამდის შეკრებილი დნმ-ს პროფილი ფარაონისას, რომელიც მართავდა ეგვიპტეს 3300 წლის წინ – და არც თუ ამაოდ. კაცების ჯგუფი, რომელთაც ტუტანხამონის საერთო უძველესი წინაპარი უნდა ჰყავდეს, არის ძალიან დიდი, ამბობს აღმასრულებელი დირექტორი რომან შოლცი.

თანახმად კვლევისა, ფარაონის ნათესავია გერმანიაში კაცების 45%, შვეიცარიაში 50%, საფრანგეთში 60%, ბრიტანეთში 70%, ესპანეთში კი 70-80%. „შესაძლებელია იმის მტკიცება, რომ ტუტანხამონი იყო არა ეგვიპტელი, არამედ ევროპელი“ -ამბობს აღმასრულებელი დირექტორი შოლცი. ფარაონი უფრო დღევანდელ ევროპელებს ენათესავება, ვიდრე ეგვიპტელებს.

უძველესი ძირი კავკასიიდან მოდის

ამ მოდგმის საერთო წინაპარი, გენტესტ-ფირმის თანახმად, ცხოვრობდა კავკასიაში და შავ ზღვაზე 9500 წლის წინ. აქედან ათასწლეულების წინ გენეტიკური მასალა მოვიდა არა მხოლოდ დასავლეთში. სულ ცოტა ერთი ხაზი მიდის სამხრეთით და ასე გადავიდა ეგვიპტეში.

გენეტიკოსებმა უფრო მოშორებითაც იპოვნეს ტუტანხამონის მამრი ნათესავი „შვილთაშვილები“და იკვლევენ მათ. მაგრამ რა მოუვიდათ ფარაონის ქალ „შვილთაშვილებს“? შვეიცარიელები ტუტანხამონის შემთხვევაში იკვლევენ მხოლოდ Y ქრომოსომებს, რომელიც უშუალოდ გადადის მამიდან ძეზე. იგი მცირედ იცვლება X-ქრომოსომისაგან განსხვავებით. X- ქრომოსომის შემთხვევაში კი ხდება კაცისა და ქალის გენეტიკური მონაცემების არევა ყოველ ახლად წარმოქმნილ სიცოცხლეში.

„ამიტომ X-ქრომოსომებზე შეიძლება მხოლოდ 2-3 თაობის ნათესაობის კვალის ნახვა და არა ათასწლეულების“ – ხსნის შოლცი. ქალებს შეუძლიათ ეძებონ წინაპრები მიტოქონდრიებში არსებული გენეტიკური ინფორმაციით.

“focus.de” თარგმნა ალ. სანდუხაძემ

One Response to “სამეფო გენები”

  1. iberiana said

    რაღა გიჭირთ?!

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s