Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

სიდიადიდან სასაცილომდე

Posted by iberiana on September 4, 2011


საბა იბერი – ერთი ნაბიჯი სიდიადიდან სასაცილომდე!

 „იბერიანას“ საიტმა ამა წლის 30 მარტს პატივი დამდო და გამომიქვეყნა კრიტიკული ხასიათის წერილი  „რატომ დავმარცხდით ისრაელში (მიზეზები  და  პერსპექტივები)“, სადაც განხილული იყო ისრაელთან საფეხბურთო მატჩის წინარე პერიოდის ვითარება საქართველოს  ნაკრებში –  როდესაც ქეცბაიამ კონფლიქტის ნიადაგზე დაითხოვა გუნდიდან გოგუა, საკუთარი ვოლუნტარისტული საქციელი არ განმარტა და, როგორც შედეგი (ეს იყო წერილის ავტორის თვალსაზრისი) – სამარცხვინო მარცხი იწვნია თელ ავივში. აი, როგორი დასკვნებით მთავრდებოდა  ეს წერილი:

„1. ქეცბაია არის შესანიშნავი საფეხბურთო სტრატეგი, მაგრამ ის არ არის ფსიქოლოგი – მან არ იცის, რომ,  როდესაც კამათის შემდეგ ნაკრების მიღმა ტოვებ ფეხბურთელს, ამით მის 22 თანაგუნდელსაც აყენებ გამოუსწორებელ ტრავმას; თითოეული მათგანი  ფიქრობს, რომ ნებისმიერს შეიძლება იგივე  დაემართოს საკუთარი აზრის ხმამაღლა გამოთქმის შემდეგ და, ცალკე თანაგუნდელის მიმართ სოლიდარობისა და ცალკე საკუთარი ფსიქოლოგიური თავდაცვითი მექანიზმების  მეოხებით, მოტივირებულობა ნულამდე ეცემა…

https://iberiana.wordpress.com/iberiana/gdx/#14 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s