Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

ემიგრანტები

Posted by iberiana on October 6, 2011


ნინო ცხოიძე – „ყველაფერი თუ მოგწონს საქართველოში, მაინც უცხოეთში სხვისი მოსამსახურეობა როგორ უნდა გინდოდეს?!.“

ჩემს ბავშვობაში არაერთხელ მიტირია, მონადგაყიდული ქართველების ისტორიებს რომ ვუსმენდი, ან ფილმებში ვუყურებდი. მერე გამოხდა ხანი და სკოლაში საქართველოს წარსულს ფრაგმენტულად გავეცანი. სამაგიეროდ, სხვადასხვა ქვეყნის ისტორიები პირველყოფილი დროიდან შეგვასწავლეს. მოგვიანებით გავიგე, „ჩაგრული ხალხის დიადი მომავალი“ რომ გაბრწყინდა, თურმე, საქართველო ბევრ ქართველს დაუტოვებია, მაგრამ მათი იძულებითი ემიგრაცია მონობას არ უკავშირდებოდა. სახელგანთქმული ქართველების ცხოვრებასაც გავეცანი და გურამ შარაძის დახმარებით ისიც შევიტყვე, რამდენნაირი ემიგრაცია განხორციელდა საქართველოდან საუკუნეების განმავლობაში.

რელიგიური, სამეცნიერო, თუ პოლიტიკური მიგრაციის მაშტაბები ნამდვილად ვერ გაუტოლდება ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოდან გადახვეწილთა რაოდენობას, რომელიც, ძირითადად, სოციალურმა მდგომარეობამ და სახელისუფლებო იერარქიაში მომხდარმა რადიკალურმა ცვლილებებმა, სახელმწიფო გადატრიალებმა, ან ე.წ. „რევოლუციებმა“ განაპირობეს. ამიტომ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კიდევ უფრო გაიზარდა პოლიტემიგრანტთა და ეკონომიკურ მიგრანტთა რაოდენობა. აქედან გამომდინარე, ქართველთა გენის გამრავლებაც საზღვაგარეთ უფრო შეიმჩნევა, ვიდრე სამშობლოში…

 https://iberiana.wordpress.com/saqartvelos-mosaxleobas/emigrants/#2

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s