Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

“უსაზღვრო” საქართველო

Posted by iberiana on October 11, 2011


 სიმონ კილაძე – “უსაზღვრო” საქართველო

საქართველოს სახელმწიფო საზღვრები… პირველად ამ თემაზე საუბარი 1980-იანი წლების მიწურულში, ეროვნული მოძრაობის გააქტიურების ჟამს დაიწყო – ალბათ, ბევრს ახსოვს იმ პერიოდში მოარული რუკა “საქართველო ერთა ლიგის მიერ ცნობილ საზღვრებში”, რომელზეც შტრიხებით იყო მონიშნული 1921 წლის შემდგომ დაკარგული (უფრო ზუსტად, ჩვენი მეზობლებისათვის გადაცემული) ტერიტორიები… საბჭოთა ხელისუფლების დროს საქართველოს ტერიტორიის ფართობი რამდენჯერმე მნიშვნელოვნად შეიცვალა, თანამედროვე სახე კი ძირითადად გასული საუკუნის 50-იანი წლების მეორე ნახევარში მიიღო. ასეთი მდგომარეობა შენარჩუნდა 90-იანი წლების დასაწყისამდე, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლამდე.

დღეს, როცა საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და საზღვრების ურღვევობაზე ვსაუბრობთ, ხშირად ხაზს ვუსვამთ ხოლმე – “1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით” და იქვე ვუმატებთ: “საქართველო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”. პირველი გულისხმობს საქართველოს ტერიტორიის მდგომარეობას საბჭოთა კავშირის დაშლის იურიდიულად დადასტურების ჟამს (როცა შეიქმნა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა), მეორე კი – საერთაშორისო ორგანიზაციების, უპირველესად კი გაეროს მიერ აღიარებულ საქართველოს საზღვრებს, რომელიც სსრ კავშირის დაშლის მომენტში არსებობდა…

http://iberiana2.wordpress.com/teritory-2/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s