Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

ბალტინის ნაამბობი შევარდნაძეზე

Posted by iberiana on November 13, 2011


ბალტინის ნაამბობი შევარდნაძეზე, ანუ როგორ გადარჩა ფოთი რუსებისთვის ჩუქებას

მამუკა არეშიძის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების თემის გახმიანებას იმდენი გაღიზიანება არ გამოუწვევია, რამდენიც ედუარდ შევარდნაძის მხრიდან ამ განცხადებაზე რეაქციამ გამოიწვია. თითქოს ამას ელოდებოდაო, ექსპრეზიდენტმა მაშინვე აიტაცა თემა და არც საკუთარი ინტერპრეტაცია დაუშურებია მის გასავრცობად: „აფხაზეთი ვერასდროს გახდება საქართველოს ჩვეულებრივი რეგიონი და ვერ დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში, ორი რესპუბლიკის ხალხებს კი შანსი აქვთ, რომ მშვიდობიან თანაცხოვრებას მაინც მიაღწიონ“ – ასე გამოიყურება ედუარდ–გიორგი შევარდნაძის „ბრძნული ვერდიქტი“.

რასაკვირველია, ედუარდ შევარდნაძის გამოთქმული მოსაზრებების ასე მტკივნეულად აღქმა მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ეს მოსაზრებები ეკუთვნის ადამიანს, რომელსაც აფხაზეთის ომის დაწყება, მოგვიანებით, კაპიტულანტური ხელშეკრულება–შეთანხმების გაფორმება და ამ ომში დამარცხება უკავშირდება…

http://iberiana2.wordpress.com/segm/baltin/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s