Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

რატომ ისჯება „ქართუ“

Posted by iberiana on November 17, 2011


ნინო ცხოიძე – რატომ ისჯება „შავი ფულის“ გამოტანისთვის „ქართუ“ და არა „საქართველოს ბანკი“?!

„ქართუ“ ბანკის ცეტრალურ ოფისსა და ფილიალებში ხალხის ნაკადი არ წყდება. გასულ კვირას ამ ბანკში ანაბრის გახსნის მსურველთა რაოდენობამ შვიდ ათასს მიაღწია. ძირითადად ასაკოვანი ადამიანები აქტიურობდნენ, რომლებმაც საკუთარ ანაბარზე პენსიიდან 1,5 ან 10 ლარს დადეს. თუმცა, ისეთებიც ვნახე, 100 დოლარი რომ შეიტანა. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ დიდი იმედი ჩაუსახა, ამ ფაქტს მსოფლიოში სოლიდარობის უპრეცედენტო შემთხვევად აღიქვამს. ასეთი მოსაზრებისაა თავად ბანკის გენერალური მენეჯერიც, ნოდარ ჯავახიშვილიც, რომელმაც ამ თანამდებობის დაკავების შემდეგ ეროვნული ფორუმი დატოვა.

მისი თქმით, გინესის რეკორდთან გვაქვს საქმე, როცა 4 დღეში ბანკში ანაბარს ხსნის 6 ათასზე მეტი ადამიანი. ეს არა მარტო ბანკისა და ბიძინა ივანიშვილისადმი გამოხატული მხარდაჭერაა, არამედ ქართული საზოგადოების ინერტულობის და ნიჰილიზმის სტერეოტიპის რღვევის დასაწყისი.

მასთან საუბარი, ბუნებრივია, იმ ინციდენტის შეფასებით დავიწყეთ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური განცხადების შემდგომ საქართველოს ბანკიდან თანხის გამოტანისას ჰქონდა ადგილი…

http://iberiana2.wordpress.com/georgia/ivanishvili/#2

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s