Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

საქართველო 1917-1921

Posted by iberiana on December 16, 2011


პეტრე ბორავსკი –  საქართველო 1917-1921 წლებში

ცნობისათვის: პირველ ოფიციალურ კონტაქტებს დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკასა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის ადგილი ჰქონდა 1918 წლის ოქტომბერში, როდესაც თბილისში დაფუძნდა პოლონეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობა კავკასიაში. იოსებ პილსუდსკი, მაშინდელი პოლონეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელი, იმედოვნებდა, რომ საქართველოსთან, ხოლო შემდეგ კავკასიის ყველა სხვა რესპუბლიკასთან, დაამყარებდა მჭიდრო პოლიტიკურსა და სამხედრო კავშირებს. მოგვიანებით, პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ემიგრირებულ მთავრობასთან საფრანგეთშიც არ წყვეტდნენ ურთიერთობას. ცნობილია ისიც, რომ პოლონეთმა მიიღო და სამსახური მისცა ათობით ქართველ სამხედროს. იგი მატერიალურ მხარდაჭერას უწევდა ასევე პარიზში მყოფ საქართველოს ემიგრაციულ მთავრობასაც.

რომანოვების დინასტიის დამხობას 1917 წელს კავკასია საკმაოდ მშვიდად შეხვდა. თებერვლის რევოლუციის შედეგად ქართველმა მენშევიკებმა და ესერებმა დააფუძნეს მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭო, რომელმაც ამიერკავკასიის ,,ნამესტნიკი”, ბრწყინვალე ,,კნიაზი” ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე აიძულა დაეტოვებინა თბილისი. დროებითმა მთავრობამ 1917 წლის მარტში თბილისში შექმნა ამიერკავკასიის კომიტეტი, რომელმაც დაიწყო მეფის ნაცვლის მოვალეობის შესრულება: 1917 წლის მაისში დროებითი მთავრობის მიერ დანიშნული კავკასიის საქმეთა კომისარიატი თბილისის კომიტეტს ცენტრალურ ხელისუფლებასთან პეტერბურგში აკავშირებდა…

http://iberiana2.wordpress.com/georgia/boravsky/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s