Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

პასუხი ცილისმწამებლებს

Posted by iberiana on December 17, 2011


ეს ჩვენი საპასუხო წერილი, რომელიც იყო გამოწვეული ცილისმწამებლური, არაკომპენტენტური  წერილების დაბეჭვდით (ავტორი ბ. ამაშუკელი) ”საერთო გაზეთში”  რედაქტორს – ვ. ხარჩილავას მივაწოდეთ თვეზე  მეტია.  ჩვენი მამხილებელი წერილი რედაქტორმა, რომელიც გრანტებს დემოკრატის ნიღბით ღებულობს აშშ საელჩოდან, არ დაბეჭდა, დაარღვია პრესის კანონი და ჟურნალისტიკის ყველა ფუძემდებლური პრინციპი, მოქმედებს ორმაგი სტანდარტებით და გაზეთი გადააქცია ერთი კლანის ანგარიშსწორების ტრიბუნად.

თავად-აზნაურთა საკრებულოს გამგეობა

”გული გონიერი და ხედვა სულიერი . . .”

2011წ. 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების საუფლო დღესასწაულის ჟამს, დავით და ანა ბაგრატიონებს შეეძინათ  შვილი ესპანეთში – გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი. ბაგრატიონთა დინასტიის ორი შტოს გაერთიანებამ დიდად გაახარა სამღვდელოება, საქართველოს თავად-აზნაურობა, მორწმუნე მრევლი, მონარქისტები . . .

29 სექტემბერს ინტერნეტ სივრცეში ”საქინფორმ”-ის მიერ გავრცელდა ”სამეფო კარის კანცელარიის განცხადება”, რომელმაც  ქორწინებების, სიძეების, შვილების, მამების, ბაბუების ისტორიების, ”უფლებების” თუ ”უუფლებობის” ჩამოთვლით, ამბიციურობით, ისტორიული ფაქტების აღრევით, მრავალი მეცნიერის, მოძღვრის, ბაგრატიონის, მონარქისტული იდეის მიმდევართა აღშფოთება გამოიწვია. ამ ე.წ. ”სამეფო” აქტს, რომლის დედააზრს ნუგზარ ბაგრატიონის, მისი ქალიშვილის – ანას, შვილიშვილების (გენეტიკურად მალანიების) ”სამეფო” უფლებების დაცვა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ბატონიშვილის, –  კერძოდ, ბაგრატიონ-მუხრანელების ღირსების შელახვას და დაკნინებას –  ზოგადად, წარმოადგენდა. ამ განცხადებას მოჰყვა ტელეკომპანია ”იმედი”-ს მორიგი ”სერიალი” – ”კვირის რეპორტაჟი”  ავანტურული სვლებით, ფარული კამერებით, სიცრუით, გვირგვინის უარყოფით…

 http://iberiana2.wordpress.com/georgia/tavad-aznaurta-sakrebulo/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s