Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

20 წლის წინ

Posted by iberiana on January 6, 2012


https://i1.wp.com/a2.sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc7/400060_248610181875355_100001791250026_605371_1555305743_n.jpg1992 წლის 6 იანვარს კრემლის საოკუპაციო რეჟიმიდან შეიარაღებულ- დაფინანსებულმა ხუნტამ (შევარდნაძე-სიგუა-კიტოვანი-იოსელიანი-ყარყარაშვილი-ადამია) და აგენტურულმა წითელმა ინტელიგენციამ (გიგა და მარიკა ლორთქიფანიძეებმა, ვახტანგ კიკაბიძემ, ვახუშტი კოტეტიშვილმა, ნიკო ჭავჭავაძემ, ლალი ჯავახიშვილმა, ჭაბუა ამირეჯიბმა, გურამ ფანჯიკიძემ, მურმან ლებანიძემ, იზა ორჯონიკიძემ, გოგი დოლიძემ და სხვებმა) ორკვირიანი ბრძოლების შედეგად დაამხეს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი და ეროვნული მთავრობა.პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, სისხლისღვრის შეწყვეტის მიზნით მიიღო იძულებითი გადაწყვეტილება მთავრობის სასახლისა და ქვეყნის დატოვების შესახებ და ოჯახითა და მთავრობის თანმხლები პირებით სომხეთს გაემგზავრა.

დევნილ პრეზიდენტსა და მის მთავრობას, დაჭერის მიზნით “წითელ ხიდამდე” იარაღით სდიეს: გიორგი შენგელაიამ, ვახტანგ კიკაბიძემ და გიორგი (გოგა) ხაინდრავამ. ვინაიდან, შეიარაღებულ მდევრებს გამსახურდიამ სომხეთს გადაასწრო, სამხედრო საბჭომ (სიგუა, იოსელიანი, კიტოვანი, ვახტანგ რაზმაძე- ხუნტის პროკურორი), სომხეთის პრეზიდენტთან 1992 წლის 13 იანვარს წარგზავნა 5-კაციანი დელეგაცია გამსახურდიას გადმოცემის მოთხოვნით. ხუნტის ნდობით აღჭურვილ დელეგაციას წარმოადგენდნენ: ჭაბუა ამირეჯიბი, გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გიორგი (გოგა) ხაინდრავა, ვახტანგ კიკაბიძე, რევაზ ყიფიანი (ქალაქის პროკურორი). სომხეთის პრეზიდენტმა ლევონ ტერ პეტროსიანმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ბაბკენ არარკციანმა, ქართველეთა დელეგაციას გამსახურდიას გადაცემის ულტიმატუმზე, მართალია უარით უპასუხეს, მაგრამ იმავე დღეს დევნილ გამსახურდიასა და მის მთავრობას სომხეთის დატოვების წინადადება მისცეს.

დევნილი პრეზიდენტი და მისი მთავრობა იჩქერიის პრეზიდენტმა ჯოხარ დუდაევმა შეიფარა.

ლეილა ცომაია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s