Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

ედპ-ს რექვიემი

Posted by iberiana on January 11, 2012


გიტირეთ მაძინი!

ხანდახან (ხშირად!) აფიქსირებ ადამიანი, რა ზედაპირული და ზერელეა თანამედროვე ქართული პოლიტიკის, ჟურნალისტიკის… და ა. შ. “ბაგაჟი”.

დავბრუნდეთ 20… არა, 22 წლით უკან. თბილისის ქუჩებში მანიფესტაციები და მიტინგები ქუხდა. მიტინგებზე ხშირად გამოდიოდა ახალგაზრდა მგზნებარე პოლიტიკოსი, რომელიც არ უშვებდა ხელიდან თავისი პარტიის პიარის შემთხვევას, მათ შორის – საჭირო ადგილას თუ უადგილოდ ჩაურთავდა ხოლმე მათი პოლიტიკური კერპის სახელს. ამ დროს მარჯვენა ხელი წინ და მაღლა იყო შემართული და პოლიტიკოსი თითქოსდა ვიღაცას ემუქრებოდა საჩვენებელი თითის ქნევით: “მაძინი ამბობდა!..” “ჩვენ, ქართველი მაძინისტები!”

საერთოდ, ეს პარტია, შემდგარი მეტად მიზანსწრაფული ადამიანებისაგან, ძალიან ხშირად იმუქრებოდა. შეადარეთ ერთმანეთს ზვიადისტების სახელგანთქმული (და მათი მოწინააღმდეგეების მიერ ყბად აღებული) შეძახილი “იუდა!”, და “ედეპეშნიკების” “ჩა-უ-შეს-კუ!” რუსთაველზე. ყველა – ახალგაზრდა, აგრესიული და ცხოვრებაში წარმატების მიღწევის სურვილით მოცული; “ყველა როგორც ერთი”, მომუშტული ხელის ქნევის საოცარი სინქრონიზაციით, თავი ფაშისტურ გერმანიაში რომ გეგონებოდათ ჰიტლერელთა პარადებზე; და, რაც მთავარია, იმ მძაფრი შთაბეჭდილების შექმნით, რომ ისინი არ ხუმრობენ, და ოღონდ მიეცი მათ ზვიად გამსახურდია – ახლავე, თვითონ აღასრულებენ ლინჩის წესს…

 http://iberiana2.wordpress.com/segm/edp/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s