Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

ეკლესიის საჭეთმპყრობელნი

Posted by iberiana on January 17, 2012


სერგო ვარდოსანიძე – XX საუკუნის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობელნი და მათი ოპონენტები (1918-1927)

 XX საუკუნის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორია თავის თავში მოიცავს როგორც ამაღლებულ, წარმატებულ, ასევე რთულ წინააღმდეგობრივ მოვლენებსაც. საარქივო მასალები, პირად კოლექციებში შემორჩენილი საოცარი ფაქტები ადასტურებს რაოდენ რთული იყო სასულიერო პირობა, ჯერ ავტოკეფალია წართმეულ საქართველოს ეკლესიაში, ხოლო შემდგომ – კომუნისტურ ხანაში, რა ძნელი იყო, დარჩენილიყავი მოუსყიდველი, ზნესრული და სულიერად განსპეტაკებული, როგორც მაგალითი ჭეშმარიტი ქრისტიანისა. განსაცდელები, რეპრესიები, ეკლესიის შიგნიდან რღვევის პოლიტიკა, რომელიც ეკლესიის გარეთ იგეგმებოდა, ბევრ სასულიერო პირს აიძულებდა რაღაც კომპრომისებზე წასვლას… თუმცა, თავის გადარჩენის სურვილი ზოგიერთ სასულიერო პირს მიუღებელ ნაბიჯებს ადგმევინებდა. ბევრს ვფიქრობდი, საზოგადოებისათვის უცნობი ზოგიერთი დოკუმენტის არქივებიდან დღის სინათლეზე გამოტანა რამდენად მართებული იყო, მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტე მათი გამოქვეყნება. წარმოდგენილი ისტორიული ქრონიკები იწერებოდა დიდი გულისტკივილითა და სიფრთხილით. კიდევ ერთხელ ვითხოვთ ჩვენი წინაპრებისგან დიდსულოვან პატიებას, მაგრამ წარსულის ტრაგიკული მოვლენების პირუთვნელად შეფასება აწმყოსა და მომავლის სწორად გააზრების საფუძველი უნდა გახდეს…

http://iberiana2.wordpress.com/georgia/vardosanidze/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s