Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

ბედიის ტაძარი

Posted by iberiana on January 30, 2012


ზურაბ პაპასქირი: ბედიის ტაძარი – ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობის სიმბოლო

ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება მთე­­­ლი საქართველოს მასშტაბით პირველად რეალურად მოხერხდა მხო­­­­ლოდ XIს. დამდეგს, როდესაც „აფხაზთა“ მეფე ბაგრატ III ბაგ­რატიონმა თანმიმ­დევრულად დაუქვემდებარა ქუთაისის ტახტს ქარ­­თული მიწების უდიდესი ნაწილი: ბაგრატიონების „ქართველთა“ სამე­ფო (ბიზანტიის მიერ 1001წ. მიტაცებული დავით კურაპალატი­სეული იმიერ-ტაოს გამოკლებით) და კახეთ-ჰერეთი. ბუნებრივია, ახლად­შექ­მ­ნილ ქართულ სახელმწიფოს ესაჭი­როებოდა მისი ძლიერებისა და სი­დი­ადის გამომხატველი სიმბო­ლოები და სწორედ ასეთ სიმბოლოე­ბად მოევლინა ქვეყანას ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ორი უბ­რწყინვალესი ძეგლი: ბაგრატის ტაძარი ქუ­თაისში – სახელმ­წიფოს დედაქალაქში და „საყდარი ბედიისა“ – თანამედ­როვე აფხაზეთის ტე­რი­ტორიაზე, ისტო­რიული ეგრისის ცენტრში.

მიზეზი იმისა, თუ რამ განაპირობა საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წმინდა სალოცავის, რომელიც შემდგომ ერთიანი ქარ­თუ­ლი სახელმწიფოს ფუძემდებლის საძვალედ იქცა, მაინცდამაინც ბე­დი­აში აშე­ნე­ბა, ერთი შეხედვით, თითქოს მარტივია – ძველი ქარ­თუ­ლი საისტო­რიო ტრადიციის მიხედვით სწორედ ბედია ითვლებოდა ის­ტო­რიული ეგრი­სის პოლიტიკურ ცენტრ-სიმბოლოდ. აი, რას წერს ამის შესახებ ქართ­ველი მემატიანე: „ხოლო ეგროსს მისცა ქუეყანა ზღვისყუ­რისა, და უჩინა საზღვარი: აღმოსავლით მთა მცირე, რომელ­საც აწ ჰქვიან ლიხი; დასავ­ლით ზღუა; ჩრდილოთ მდინარე მცირისა ხა­ზარეთისა, სადა წარსწუთების წუერი კავკასისა. ხოლო ამან ეგროს აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თჳისი ეგრისი. აწ მას ადგილსა ჰქჳან ბედი“

http://iberiana2.wordpress.com/abkhazia/papaskiri-2/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s