Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

კავკასიური ზოდიაქო

Posted by iberiana on March 26, 2012


ქეთევან სოხაძე – “კავკასიური ზოდიაქოს” განსახლების პრინციპები

 ქართული წარმართული კალენდრის (წელიწადის დროები, თვეები, კვირის დღეები..) სალექსიკონო მასალის კვლევამ საინტერესო დასკვნები მოგვცა: ეს არის კარგად გააზრებული და ძირითადი საკულტო ღვთაებების დღესასწაულებზე დაფუძნებული სისტემა. ამიტომ ისიც უნდა ექვემდებარებოდეს მსოფლიო პრაქტიკაში არსებულ კანონზომიერებებს. კერძოდ, შესაძლებელია, გამოითვალოს ნებისმიერი კალენდრის შექმნის თარიღი. ხოლო შემდეგ მისი მეშვეობით, გარპენდონავტების ფორმულის გამოყენებით მეცნიერები ზუსტად ითვლიან ეგვიპტური პირამიდებისა და შუმერული ზიქურათების არა მარტო მდებარეობას, არამედ მათი მშენებლობის დაწყების თარიღს საათების სიზუსტით. ჩვენც შევამოწმეთ, ჩვენი კალენდარი თუ იზიარებდა ამ კანონზომიერებებს. სათანადო სპეციალისტის ძიებამ კი პროფ. ჰამლეტ წულაისთან მიგვიყვანა, რომელმაც გამოთვლების საწარმოებლად ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ზუსტი რუკა მოითხოვა. ასეთი რუკა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის საქართველოს გეოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომელმა ქ-ნმა რუსუდან ბახიამ შექმნა. მასზე ის ტაძრებია დატანილი, რომლებიც ვახტანგ ორგასალმა აღადგენინა და აღაშენებინა უკვე არსებულთა ნაცვლად. პირველივე მონახაზებმა ცხადყო, რომ ჩვენი წინაპრები ტაძართა მშნებლობისას გარკვეულ ჩარჩოებს იცავდნენ და მსოფლიო ცივილიზაციათა სტანდარტს არ არღვევდნენ. ქრისტინულ ტაძართა 90-95% ხომ ძველი წარმართული ბომონების ადგილასაა აგებული (ოლიმპო_ათონის მთის მონასტერთა კომპლექსი, მარსის მოედანი _ წმ. პეტრეს ტაძარი..). ამიტომ ჩვენს რუკაზე არქეოლოიური ძეგლებიც არის დატანილი…

http://iberiana2.wordpress.com/georgia/zodiaqo/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s