Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

ათეისტური რეჟიმი

Posted by iberiana on April 21, 2012


ათეისტური რეჟიმი და მართლმადიდებლობა

1932 წლის 15 მაისს ი. ბ. სტალინმა ხელი მოაწერა დეკრეტს მეორე ხუთწლედის შესახებ. დეკრეტში ეკონომიკურ მაჩვენებლებთან ერთად  ასახული იყო მიზანი –  1937 წლის 1 მაისისათვის „ქვეყნის ტერიტორიაზე ღმერთის სახელი უნდა იქნას დავიწყებული“

XX საუკუნეში მართლმადიდებლური ქრისტიანობა პირდაპირ შეეჯახა თავისი არსებობის საშიშროებას, ჩაიგდეს რა ხელში ძალაუფლება მართლმადიდებლობის ბურჯში, რუსეთის იმპერიაში, ბოლშევიკებმა იწყეს მებრძოლი ათეისტური პოლიტიკის გატარება, ისინი მართავდნენ ღრეობებს მხეცურ კოსტუმებში, თავიანთ დღესასწაულებს ამთხვევდნენ მართლმადიდებლურს, ისე რომ, მაგალითად, პირველი მაისი ექცეოდა დიდმარხვის ვნების კვირაში, ახალი წელი კი საშობაო მარხვის ბოლო კვირაში. უღმერთობის ყველაზე საშინელი აპოგეა გახდა სტალინის მმართველობის დრო. კვირაც კი ექვსდღიანი გახდა. სსრკ-ში 1929 წლიდან დაწყებული სამუშაო კვირა გახდა „მოძრავი“ … ქრისტიანულმა კვირადღემ შეწყვიტა მორწმუნეთათვის უცვლელი დღესასწაულის არსებობა, რამეთუ გამოსასვლელი დღე შეიძლება ყოფილიყო კვირის ნებისმიერი დღე…

1929 წლის დასაწყისში გავრცელებულ იქნა სრულიად საიდუმლო ცირკულარი „ანტირელიგიური ბრძოლის გაძლიერების შესახებ“. რელიგიასთან ბრძოლა უტოლდებოდა კლასობრივ-პოლიტიკურს. საკუთრივ, ეს კიდეც იყო რელიგიაზე შეტევის ახალი ეტაპი. გაააქტიურა თავისი მორვაწეობა „სსრკ-ს უღმერთოთა კავშირმაც“, რომელიც იყო სახელმწიფოს მიერ ღიად მხარდაჭერილი „საზოგადოებრივი“ ორგანიზაცია… ობსტრუქტანტიზმთან და კლერიკალიზმთან ახალგაზრდა მებრძოლების რიცხვი უნდა გაზრდილიყო 10 მილიონამდე! არ გამოვიდა… ომმა შეაჩერა სსრკ-ს მებრძოლ უღმერთოთა კავშირის მოღვაწეობა

http://iberiana2.wordpress.com/russia/ateisturi-rejimi/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s