Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

ენა და იდენტობა

Posted by iberiana on April 28, 2012


 ინგა ღუტიძე – ქართული ენისა და იდენტობის მიმართების დისკურსი დასავლურ სამეცნიერო ლიტერატურაში

 ენისა და იდენტობის ურთიერთმიმართების პრობლემა უკანასკნელი პერიოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ურთულესი პრობლემათაგანია, რომელსაც უამრავი გამოკვლევა ეძღვნება. ხანგრძლივი დროის განმავლობაში, სხვადასხვა ობიექტურ მიზეზთა გამო, ქართული მეცნიერება იდენტობასა და ენასთან დაკავშირებულ საკითხებს ირიბად ეხებოდა. მიუხედავად ამისა, ქართველი მეცნიერები (არამხოლოდ ენათმეცნიერები) თავიანთ ნაშრომებში ცდილობდნენ ყველა არსებით ასპექტზე გაემახვილებინათ ყურადღება ისტორიული ვითარების გათვალისწინებით. შესაბამისად, მათ ნაშრომებში ამ საკითხზე საინტერესო და ანგარიშგასაწევი მოსაზრებებია გამოთქმული და საყურადღებო დასკვნებიცაა გამოტანილი. ბევრი რამ მათი ნაღვაწ-ნააზრევიდან ჯერ კიდევ უცნობია, რადგან არაერთი ნაშრომი თუ დოკუმენტი ჯერ კიდევ ელოდება დღის შუქს; შესასწავლია საარქივო მასალაც.

ეს საკითხი მუდმივი ყურადღებისა და ცენზურის ცენტრში იყო რუსეთის ცარისტული პოლიტიკის ეპოქასა და საბჭოთა პერიოდში. უაღრესად აქტუალურია ეს უკანასკნელი პოსტსაბჭოთა პერიოდშიც, რადგანაც პოსტსაბჭოთა პერიოდში კავკასია შიდა ეთნიკური კონფლიქტების მთავარ კერად იქცა, სადაც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი დღემდე ცდილობს თავისი ურთიერთობების ხელახლა გარკვევასა და განსაზღვრას როგორც მეზობლად მცხოვრებ ეთნოსებთან, ასევე ამავე სახელმწიფოში მცხოვრებ ტიტულოვან ეთნოსთან…

http://iberiana2.wordpress.com/georgia/inga-ghutidze/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s