Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

სტალინი და ეკლესია

Posted by iberiana on აპრილი 28, 2012


დიმიტრი პოსპელოვსკი – როგორ აღორძინებდა სტალინი ეკლესიას

მართლმადიდებლური ტაძრების უმრავლესობა აღდგენილ იქნა არა საბჭოთა ხელისუფლების მიერ, არამედ გერმანელების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის წინ თავიანთ საეკლესიო თანამდებობებზე მხოლოდ ოთხი არქიელი იყო – მიტროპოლიტები: საპატრიარქო ტახტის თანამესაყდრე სერგი (სტრაგოროდსკი), ლენინგრადელი ალექსეი (სიმანსკი), ექსარხოსი უკრაინაში ნიკოლოზი (იარუშევიჩი) და ბალტიისპირეთში ექსარხოსად წარგზავნილი სერგი (ვოსკრესენსკი) ან სერგი უმცროსი. სხვა დანარჩენი რუსული ეპისკოპატი ან დახვრიტეს ან იმყოფებოდნენ ბანაკებში, ციხეებსა და გადასახლებებში. ეკლესიის სხვა არალიტურგიული მოღვაწეობა (ქველმოქმედება, პატიმართა და მათ ოჯახებზე დახმარება, სულიერი აღზრდა) საეკლესიო იატაკქვეშეთს წარმოადგენდა…

ომის პირველსავე დღეებში, როდესაც ხელისუფალნი დაიკარგნენ, გაზეთები ომის დაწყების შესახებ სდუმდნენ, პანიკაში ჩავარდნილი სტალინი კი გაიქცა თავის კუზნეცევსკის აგარაკზე, მიტროპოლიტმა სერგიმ თავის საკვირაო ქადაგებაში განაცხადა, რომ ომი დაიწყო, რომ 1941 წლის 22 ივნისის თავდასხმა დაემთხვა არა მარტო კვირას, არამედ ყოვლაწმინდის დღესასწაულს რუს წმიდანთა  მიწაზე, მათ შორის ახალმოწამეთა, ასე რომ მორწმუნეთათვის ეს რაღაც მისტიური მომენტი იყო. მიტროპოლიტმა სერგიმ იმავ დღეს თავის ქადაგებაში მართლმადიდებელ მორწმუნეთ მოუწოდა დამდგარიყვნენ სამშობლოს დასაცავად და ბრძანა გადაეგზავნათ ეს ქადაგება-მოწოდება ყველა იმ მცირე ტაძარში, რომლებიც ჯერ კიდევ მოქმედებდნენ და წაეკითხათ ის ამბიონიდან. ეს ყველაფერი საბჭოთა კანონის დარღვევა იყო, რომელიც ეკლესიას უკრძალავდა საზოგადოებრივ, მით უმეტეს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევას. სტალინმა კი, როგორც ეტყობა, წამსვე შეაფასა ეკლესიის ასეთი პოზიციიის სარგებლობა თავდაცვის საქმეში…

http://iberiana2.wordpress.com/russia/stalin-and-church/

დატოვე კომენტარი