Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

იბერიის თემი

Posted by iberiana on April 29, 2012


მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე –  იბერიის თემის ქართული სამამამთავრო

(ლაზიკის ეპარქიის საზღვრების ზრდა იბერიის თემის დაარსების შემდეგ)

 არაბთა შემოსევების შემდეგ ბიზანტიის იმპერიამ მიატოვა მცირე აზიის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ სახალიფოსმოუძლურებისას IX-X საუკუნეებში კვლავ განაცხადა პრეტენზიები თავისი ყოფილი ტერიტორიების მიმართ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგჯერ ბიზანტიას არ ყოფნიდა ძალები მუსლიმანების წინააღმდეგ საბრძოლველად, ასეთ დროს ის ჯერ კიდევ მტრის ხელქვეშ მყოფ ტერიტორიებს დროებითი სარგებლობის სახით აძლევდა ქართულ სამეფო სამთავროებს. მაგალითად, სამხრეთ ტაოს მეფეს დავით კურაპალატს ბარდა სკლიაროსის აჯანყებისას დახმარების სანაცვლოდ გადასცა ვრცელი მიწა-წყალი, რომელიც განფენილი იყო ოლთისიდან თითქმის ვანის ტბამდე. ამ მიწა-წყლით დაინტერესებული იყვნენ ქართული სამეფო სამთავროებიც, რადგანაც მიაჩნდათ რომ იქ ეთნიკური ქართველობა ცხოვრობდა კომპაქტურად. საუბარია ტერიტორიებზე სადაც ქსენოფონტემ ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე V საუკუნეში აღწერა მრავალი ქართული ტომი, მათ შორის ფასიანებისა. შემდგომში ფასიანების საცხოვრის ადგილზე, როგორც ფიქრობენ, ჩამოყალიბებულა პროვინცია ბასიანი. სომეხი ავტორის ლასტივერტეცის ცნობით ბასიანი X საუკუნისათვის ჯერ კიდევ ქართველებით იყო დასახლებული.

ბასიანი და თორთომი ძირითადი ტერიტორიები იყო სამხრეთ ტაოს ქართული სახელმწიფოსი, რომელსაც X საუკუნის 60-იანი წლებიდან დავით მესამე კურაპალატი მართავდა. ამ სახელმწიფოს უცხოელები, მათ შორის ბერძენი და სომეხი ავტორები, უწოდებდნენ “იბერიას (ივერიას)”, ქართველები კი “ტაოს სამეფოს”. მისი დედაქალაქი იყო ოლთისი…

http://iberiana2.wordpress.com/georgia/anania-jafaridze/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s