Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

საინფორმაციო ომი

Posted by iberiana on July 13, 2012


თამარ ბელქანია, ტარიელ ფუტკარაძე – საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ

მსოფლიოს გეოპოლიტიკურ სივრცეში ცენტრალური ადგილი უჭირავს ევრაზიას; ევრაზიაში ერთ-ერთი გამორჩეულად სტრატეგიული რეგიონია კავკასია; კავკასიაში კი საქართველო, როგორც თანამედროვე საზღვაო, სახმელეთო და ენერგორესურსების მაგისტრალების თავმოყრის ადგილი.

1801 წლიდან 1990 წლამდე საქართველოს გეოპოლიტიკურ სიმძლავრეებს ფაქტობრივად მართავდა რუსეთი. მე-20 საუკუნის 80-იან წლებში დასავლეთთან გეოპოლიტიკურ ჭიდილში სუსტდება რუსეთის იმპერია (საბჭოთა კავშირი). ამ ფონზე საქართველოში ძლიერდება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით ლეგიტიმური გზით მოდის საქართველოს ხელისუფლებაში. კანონიერად არჩეულმა ხელისუფლებამ 1991 წლის 31 მარტის საერთო-სახალხო რეფერენდუმის საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს აღადგინა საქართველოს დამოუკიდებლობა.

დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშენი დადგნენ ფაქტის წინაშე: საქართველომ დღის წესრიგში დააყენა კავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკური სიტუაციის შეც-ვლის აუცილებლობა. კერძოდ, საქართველოს ყველა კუთხის მოსახლეობამ 1991 წლის 9 აპრილის “დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით” მთელ მსოფლიოს აჩვენა: ერთიან საქართველოს სურს, თავად აკონტროლოს საკუთარი გეოპოლიტიკური სივრცე. პარალელურად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოში მყოფი რუსეთის ჯარი ოკუპანტად გამოაცხადა. რუსეთი არ შეეგუა საქართველოდან წასვლის პერსპექტივას. მიუხედავად წარმატებული რეფერენდუმისა და დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის გამოცხადებისა, 1991-93 წლებში საქართველო აიძულეს მაინც რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეში დარჩენილიყო; კერძოდ, დასავლეთისა და რუსეთის რამდენიმეწლიანი “ჭიდილის” შემდეგ აღმოსავლეთი ევროპა და ბალტიის ქვეყნები მოექცა დასავლეთის გეოპოლიტიკურ ველში, კავკასია, უკრაინა, მოლდოვა და შუა აზია კი დარჩა რუსეთის ფაქტობრივ მფლობელობაში…

 http://iberiana2.wordpress.com/georgia/belkania-putkaradze/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s