Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

ეროვნული იდეოლოგია

Posted by iberiana on August 14, 2012


დოდო ჭუმბურიძე – ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგიური საფუძვლები XX საუკუნის საქართველოში

პოლიტიკური იდეოლოგიების შესწავლას და მათი ზემოქმედება ამა თუ იმ ქვეყნის ცხოვრებაზე დიდ ყურადღებას აქცევენ თანამედროვე ისტორიკოსები,  პოლიტოლოგები,  სოციოლოგები,  ფილოსოფოსები და ეკონომისტები.  განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მყოფი საქართველო საუკუნეების მანძილზე იბრძოდა ეთნიკური იდენტობის,  საკუთარი სახელმწიფოებრიობისა და სულიერების შესანარჩუნებლად.

ამდენად,  ქართველი ხალხისათვის ეროვნულ-განმათავისუფლებელი სულისკვეთება,  ნაციონალიზმი,  მთელი ისტორიის მანძილზე იყო დამახასიათებელი,  მაგრამ ის არ გამიჯვნია ადრეულ თუ გვიანშუასაუკუნეებში მსოფლიოში მიმდინარე დადებით პოლიტიკურ პროცესებს  (გაემიჯნა რელიგიურ სექტანტიზმს, ხატთმებრძოლობას და ა.შ.),  არც ახალ ეპოქაში დაპირისპირებია ლიბერალიზმს,  დემოკრატიას,  თვით კოსმოპოლიტიზმსა და გლობალიზმსაც კი, კარგი გაგებით.

 XX საუკუნის საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა რამდენიმე ეტაპად, რთულ და მეტად თავისებურ ისტორიულ პირობებში წარიმართა.  დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა ორჯერ აღიდგინა ქვეყანამ და ორჯერვე რუსეთის დამპყრობლურ,  ნეოკოლონიურ სულისკვეთებას შეეჯახა.  სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგია,  იდო თუ არა მათ პროგრამაში ქართული ეროვნული ინტერესები,  გარეგნულად მაინც გამოხატავდა მას და ქართველი ერის სამსახურში დგომის პრეტენზიას აცხადებდა.  ჩვენი ნაშრომის მიზანია შევისწავლოთ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგიური საფუძვლები,  ყველა პოლიტიკური პარტიის ან ჯგუფის ნამდვილი თუ ფსევდოინტერესები, მათი როლი ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში,  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო იდეოლოგია,  ასევე ბოლშევიკური ტოტალიტარიზმის 70-წლოვანი ეპოქა,  როდესაც ქართულმა კულტურამ,  მწერლობამ, მეცნიერებამ,  თეატრმა   და სხვა სფეროებმა თავისთავზე აიღო და ღრმად გამოხატა ლიბერალურ-დემოკრატიული თუ ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეები,  რაც ასე იდევნებოდა საბჭოთა სახელმწიფოს ხელისუფლების მიერ…

http://iberiana2.wordpress.com/segm/d-chumburidze/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s