Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

გურამ შარაძე – 72

Posted by iberiana on October 17, 2012


აკადემიკოს გურამ შარაძეს დღეს 72 წელი შეუსრულდებოდა

აკადემიკოს გურამ შარაძეს  დღეს  72 წელი შეუსრულდებოდა

From.ge

აკადემიკოსი და საზოგადო მოღვაწე გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს, მელიქიშვილის გამზირზე, რომ არ მოეკლათ, დღეს, 17 ოქტომბერს დაბადებიდან 72 წელი შეუსრულდებოდა. გთავაზობთ გურამ შარაძის ბიოგრაფიულ დეტალებს, რომელიც ოჯახისა და მისივე სახელობის საზოგადოების ძალისხმევით შექმნილი ვებგვერდიდან http://guramsharadze.wordpress.com/  გადმოვიწერეთ:

გურამ შარაძე დაიბადა 1940 წლის 17 ოქტომბერს ოზურგეთის (ყოფილი მახარაძის) რაიონის სოფელ გურიანთაში. 1958 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა მახარაძის N3 საშუალო სკოლა და იმავე წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იგივე თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ 1963 წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში ძველი ქართული მწერლობისა და რუსთველოლოგიის სპეციალობით. 1966 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, ხოლო 1975 წელს გახდა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი…

მრავალფეროვანია გურამ შარაძის მეცნიერულ-პედაგოგიური მოღვაწეობის სფერო:

ძველი ქართული მწერლობა და რუსთველოლოგია, ახალი ქართული მწერლობა, ქართული ემიგრანტული მწერლობა, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკა, კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობანი (ქართულ-უნგრული, ქართულ-ინგლისური, ქართულ-ფრანგული, ქართულ-რუსული), ბიბლიოგრაფია, რედაქტორულ-საგამომცემლო, პედაგოგიური (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სალექციო კურსი, ასპირანტების ხელმძღვანელობა – მისი ხელმძღავნელობით და მეცნიერული კონსულტანტობით მომზადდა ათეულობით სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაცია), იყო მრავალი სამეცნიერო საბჭოს წევრი.

სრულად: http://www.for.ge/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s