Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

პაატა ზაქარეიშვილი

Posted by iberiana on ნოემბერი 6, 2012


საქართველოს მოსახლეობას!

რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილის სახელმწიფო მინისტრობა მიუღებელია!

საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აპირებს  აფხაზური და ოსური პასპორტების აღიარებისა და სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის გახსნის საკითხების განხილვას.

ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული აშკარა აქცია  – საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი!

საქართველოს ახლადმოვლენილი დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მრავალჯერ დაამუნათა საქართველოს ეროვნული ხელისუფლება და კანონიერი პრეზიდენტი კადრების  და მართვის გამოცდილების არქონის გამო.

ჩვენს უკიდურეს აღშფოთებას იწვევს დეფაქტო  პრემიერ-მინისტრის საეჭვო საკადრო პოლიტიკა.

ყოვლად დაუშვებელია ამ სამინისტროს მართავდეს  ისეთი პიროვნება, რომელსაც საქართული საზოგადოება იცნობს, როგორც ეროვნული ცნობიერების არ მქონესა და საქართველოს ეროვნული ინტერესების უგულველმყოფელს.

აუცილებელია, ქართველმა ხალხმა ხმა აიმაღლოს ამ მოღალატური ქმედების წინააღმდეგ!

 რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი დაუყოვნებლივ დასტოვოს პაატა ზაქარეიშვილმა და ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაინიშნოს ეროვნული ცნობიერების მქონე და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის მტკიცე გამტარებელი და დამცველი პიროვნება!

თუ ეს არ მოხდება, სამუდამოდ დაიკარგება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები და ეს იქნება  საქართველოს  შეუქცევადი რღვევის დასაწყისი, რაზეც პირადი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამჟამინდელ დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს.

3 Responses to “პაატა ზაქარეიშვილი”

  1. diaokh said

    ეს კაცი არის ქართველთმოძულე, თავის ანტიქართულ ქმედებებს ის არც კი მალავს! მონაწილეობას ღებულობს ანტიქართულ ფილმში, რომელიც ჩეხეთში გაუშვეს, იმ ფილმში ეს კაცი საუბრობს ქართველთა დანაშაულზე “აფხაზების” წინაშე! აფხაზეთის ომზე და ზოგადად აფხაზეთზე საუბრისას ის არც კი ახსენებს ქართველთა ეთნოწმენდას, ქართველების წინააღმდეგ შუასაუკუნეობრივი მეთოდებით განხორციელებულ არნახულ ხოცვა-ჟლეტას, უამრავი, ასიათასობით ქართველის გამოძევებას, ანუ გენოციდს! საერთოდ არ ახსენებს რუსულ მხარეს როგორც კონფლიქტის მონაწილეს!

    იხ. ვიდეო: http://www.myvideo.ge/?video_id=1815020

    პაატა ზაქარეიშვილი არის საქართველოს მტერი! მისი გვერდში დაყენება და მით უმეტეს მისი ასეთ თანამდებობაზე დანიშვნა უკვე დიდი დანაშაულია და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეპატიოს ბიძინა ივანიშვილს! როგორც ჩანს გრძელდება სააკაშვილის ქართველთმოძულე პოლიტიკა და ქართველი “ერი” კი ისევ და ისევ მარტივად ტყუვდება და მესიად აღიქვამს დამნაშავეებს!

    ჩეხეთში მცხოვრები ქართველების სამართლიან და სრულიად კორექტულ თხოვნაზე, მიეღოთ პასუხი ზაქარეიშვილისგან იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავდა მისი ქმედება (იმ ფილმზეა საუბარი) და ხომ არ ჰქონდა ადგილი რუსეთის ინტერესების გამტარებელი რეჟისორის, პეტრუშკა შუსტროვასგან ზაქარეიშვილის საუბრის მათი ინტერპრეტაციით გაშვებას, გაღიზიანებული ზაქარეიშვილისგან მიიღეს პასუხი, რომ, ციტირებას ვახდენ: “მას სულ სირზე კიდია თუ რას გაუშვებენ ევროპაში, მას მხოლოდ ქართველებსა და “აფხაზებს” შორის ხიდის გადება უნდა”. ბოდიშს გიხდით ამ გამოთქმისთვის, თუმცა ეს ზუსტად ის სიტყვებია, რომელიც პაატა ზაქარეიშვილმა უთხრა იმ ხალხს.. ახლა კი თავად განსაზღვრეთ, თუ რას წარმოადგენს ეს კაცი.

    Like

  2. jaba said

    bizinas, am mason yles da tavis sazmadnaficos movutyan kremlis kanalizaciis mwmendavi dedis jilagi! sakartvelo, geyofa arkipo seturis brbod cxovreba!

    Like

  3. jaba melkadze said

    paata, shens ojaxs rom she…., ra, sheni sagvareulo konebaa mag samachablo da afxazeti, kremls ro ukanonebt shen da sheni ebraeli … premieri?

    Like

დატოვე კომენტარი