Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

რუსეთს მოუწევს…

Posted by iberiana on December 6, 2012


გურამ მარხულია: “რუსეთის ხელისუფლებას მაინც მოუწევს საქართველოსთან დალაპარაკება და ქართველი ხალხისთვის ბოდიშის მოხდა

news_21382[1]ინტერვიუ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ გურამ მარხულიასთან.

– ბატონო გურამ, უპირველეს ყოვლისა, ზოგადად, რომ შეგვიფასოთ ახალი მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადებები და პირველი ნაბიჯები ოკუპირებულ რეგიონებთან და ასევე რუსეთთან ურთიერთობის დარგულირების მიმართულებით?

– რუსეთთან  ურთიერთობის ნორმალიზაციის შესახებ საქართველოს  ახალმა მთავრობამ მზადყოფნა იმთავითვე გამოთქვა. უნდა აღინიშნოს, რომ ამმხრივ, წინგადადგმული ნაბიჯია ისეთი გამოცდილი და  გაწონასწორებული დიპლომატის დანიშვნა, როგორიც ზურაბ აბაშიძეა. ამით საქართველომ პირველი განაცხადი გააკეთა და რუსეთისგან  საპასუხო ადეკვატურ რეაქციას ყველანი უნდა  ველოდოთ,  თუმცა,  სამწუხაროდ, ასეთი რამ ჯერჯერობით არ გაკეთდა. რუსეთის მიერ  ფართოდ პროპაგანდირებული თემა იმის თაობაზე, რომ ის მზად  იქნებოდა დაელაპარაკებოდა საქართველოს ახალ ხელისუფლებას,  ოღონდ  მოლაპარაკების  მაგიდას  “დამნაშავე” სააკაშვილთან ერთად არ მიუჯდებოდა, აშკარა გახდა. რუსეთის სპეკულიაცია “სააკაშვილის   თემით” დასრულდა. თუმცა მომავალში რუსეთის ხელისუფლებას მაინც  მოუწევს საქართველოს ხელისუფლებასთან დალაპარაკება და ქართველი  ხალხისთვის ბოდიშის მოხდა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის  ოკუპაციისა  და  ქართული  რეგიონების  დამოუკიდებელ სახელმწიფოდ  გამოცხადების გამო...

http://iberiana2.wordpress.com/russia/markhulia/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s