Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

მეჩეთიდან ნამღერი მრავალჟამიერი

Posted by iberiana on January 1, 2013


destination-istanbul-ayasofya[1]

 მეჩეთიდან ნამღერი მრავალჟამიერი

 რეზო, 27 წლის: “თურქეთში 3 წლის წინ ჩამოვედი… აია სოფიასთან იმ საღამოს რამდენიმე ქართველი ვნახე… ჩვენს გაჭირვებაზე ვსაუბრობდით. ეს ის დროა, როცა სტამბოლის მეჩეთებში მოლები საღამოს ლოცვაზე იხმობენ მრევლს… ერთ მეჩეთს მეორე აჰყვება, მერე მესამე… და არის ერთი კაკაფონია. შემდეგ ჩუმდებიან და ორიოდე წუთის შემდეგ ისევ იწყებენ.
როდესაც მოლას კივილი შეწყდა, ჩავილაპარაკე, – როდის დამთავრდება-მეთქი. სიჩუმე ცოტა მეტხანს გაგრძელდა და მერე უცებ კუმკაპის მეჩეთიდან კახური “მრავალჟამიერი” გაისმა. თავიდან გონს ვერ მოვედით… როდესაც დავინახე, რომ ჩემი მოსაუბრე სკამიდან წამოიჭრა და მარჯვენა ხელი გულთან მიიტანა, მივხვდი, რომ ეს სიზმარი არ იყო. დიახ, ვიღაცები მეჩეთში კახურ მრავალჟამიერს მღეროდნენ…

… მალე მომღერალი ბიჭების ამბავიც გავიგეთ. თურმე ესპანეთიდან მოდიოდნენ, 10 წელი სამშობლოში არ ყოფილან, აქსარაის ავტოსადგურში ავტობუსის ბილეთები შეუძენიათ (მათი ჩანთები იქვე, ავტობუსთან ეწყო) რადგან გასვლამდე რამდენიმე საათი რჩებოდა, კუმკაპში საქეიფოდ წასულან. უკვე შესაზრხოშებულებს რამდენჯერაც საქართველოს სადღეგრძელოს თქმა დაუპირებიათ, იმდენჯერ მოლას კივილს შეუშლია ხელი. გულმოსულები მეჩეთში შესულან და რუპორთან, არავინ იცის, როგორ, მაგრამ სიმღერაც მოუხერხებიათ… მომდევნო დღეებში გავიგეთ, რომ ბიჭებს ციხეში ქართველები პატივით დახვედრიან. გარედან მუდმივად უგზავნიდნენ მოსაკითხს. სამწუხაროდ, იმ ბიჭების შესახებ მეტი არაფერი ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ მათი სიმღერის ამბავი მთელ სტამბოლს კიდევ დიდი ხანს ეკერა პირზე”…

http://iberiana2.wordpress.com/georgia/mravalzhamieri/

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s