Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

პუტჩი

Posted by iberiana on January 6, 2013


პუტჩი – საბჭოთა არმიის უკანასკნელი ოპერაცია

ai-ia-putchi-uzenaesi-sabch[1]“ეს სამარცხვინო ომი ორ კვირას გაგრძელდა. ერთხანს მთავრობის სახლის დამცველმა მებრძოლებმა შესძლეს ბანდიტების მოგერიება, დაამარცხეს ისინი და განდევნეს სასტუმრო „ივერიამდე“. მაგრამ ამ დროს რუსეთი, რომელიც მანამდე სცენის მიღმა იდგა და ისე წარმართავდა მოვლენებს, რომ თითქოს საქართველოში ომი თვით ქართველთა შორის მიმდინარეობდა და თავის როლს კი ამ ომში საგულდაგულოდ ნიღბავდა, მაგრამ აი, უკვე, როცა ნახა, რომ მის მიერ შექმნილი და იარაღით მომარაგებული მე-5 კოლონა მარცხებოდა, ჩამოიხადა ნიღაბი და უკვე აშკარად ჩაერია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში საბრძოლო ტექნიკითაც და ცოცხალი ძალითაც.

 ვაზიანის სამხედრო ბაზიდან აფრენილმა თვითმფრინავებმა რამოდენიმეჯერ დაბომბეს მთავრობის სახლი. ოპერაციას უშუალოდ გენერალი ბეპაევი ედგა სათავეში.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, როცა ნათლად დაინახა საქართველოს პრეზიდენტმა, რომ მის ხელისუფლებას უპირისპირდებოდა არა მარტო ქართველთა კრიმინალური ძალა, არამედ რუსეთის უძლიერესი სამხედრო მანქანა, ზედმეტი მსხვერპლის გაღება უაზროდ ჩათვალა და გადაწყვიტა მთავრობის სახლის დატოვება. 1992 წლის 6-იანვარს, გამთენიისას, პრეზიდენტთან ერთად მთელმა მთავრობამ დატოვა სასახლე”.

მიხეილ მჭედლიშვილი – “იმპერიის მარწუხებში”

“1991 წლის 24-28 დეკემბერს, როცა შეიარაღებული ოპოზიცია კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი იარაღით და ცოცხალი ძალით დაეხმარა გადატრიალების ორგანიზატორებს”.
სუფიან ბეპაევი, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, “მოსკოვსკიე ნოვოსტი”,
1992 წლის 15 დეკემბერი

“28 დეკემბერს კიტოვანს ამიერკავკასიის სამხედრო შტაბიდან დაეხმარნენ, ამჯერად ტელეანძის ასაღებად. ბრძოლაში მონაწილეობდა რამდენიმე ათეული საბჭოთა ჯარისკაცი. საერთოდ, თბილისის ომი შეიძლება ჩაითვალოს საბჭოთა არმიის უკანასკნელ ოპერაციად, რადგან 31 დეკემბერს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საბჭოთა ჯარები რუსეთის ჯარებად გადაკეთდა.”
სპარტაკ ჟიდკოვი,

“მცირე იმპერიის ნახტომი”

One Response to “პუტჩი”

  1. nunu56 said

    — დიდება ,მოთმინებასა შენსა უ ფ ა ლ ო ი ე ს ო !❤

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s