Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

ემიგრანტული ნაშრომები

Posted by iberiana on January 6, 2013


ექვთიმე თაყაიშვილი – ემიგრანტული ნაშრომები

ზაფხულში, 1910 წელს ჩვენ მოვაწყვეთ არქეოლოგიური ექპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში… ჩვენ დავიარეთ უმეტესი ნაწილი ლეჩხუმის ეკლესიებისა; ვნახეთ თითქმის ყველა ეკლესია როგორც ცხენისწყლის, ისე ენგურის სვანეთისა. არ ვყოფილვართ მხოლოდ ლახამულაში (იქ მაშინ ხოლერა გაჩნდა), ჩუბის-ხევში და ადიშში (იმ დროს იქ თოვლი მოვიდა), მაგრამ ცნობილი ადიშის სახარება იქიდან მოვატანინეთ და მესტიაში გადავიღეთ ფოტოგრაფიულად; საკმაოდ ბევრი და ძვირფასი სამუზეუმო ნივთები შევაგროვეთ…

ყველა საყურადღებო სიძველენი ჩვენ მიერ ნახულ ეკლესიებისა გადმოღებულია ფოტოგრაფიულად. გამონაკლისს შეადგენს მცირე ნაწილი, რომელიც არ გამოვიდა ჯეროვნად. სულ გადაღებული იყო ათას ხუთასზე მეტი სურათი; ამათში შედის, რასაკვირველია, პეიზაჟებიც საუკეთესო ადგილებისა, სოფლებისა და ციხე-კოშკებისა. ფრესკების გადმოღება არ მოხერხდა… ფრესკების გადასაღებად სვანეთში არა ერთი, არამედ რამოდენიმე მხატვართა ექსპედიცია არის საჭირო. საჭიროა არა მარტო ფოტოგრაფიის საშუალებით გადმოღებული ფრესკებისა, არამედ მათი გადმოხატვა ფერადებით ტილოზედ. ზოგი მათგანი განსაკუთრებით საყურადღებოა არა მარტო სიძველით, რიგით, სტილით, არამედ შინაარსითაც. საკმარისია აღვნიშნოთ, რომ ერთს ეკლესიაში წარმოდგენილია დიმიტრი მეფის კურთხევა, ზოგიერთებში კიდევ ზღაპრული ამირანი და მასზე თქმულებანი და სხვა…

მთელი შეგროვილი მასალა ექსპედიციისა ჩვენ დამზადებული გვქონდა გამოსაცემად უკვე 1911 წელს, მაგრამ ომიანობის გამო ეს განზრახვა ჩაიფუშა… ეხლანდელი კრიზისი ჩვენ იმედს აღარ გვაძლევს არც ამ ექსპედიციის ალბომების გამოცემისა, არც სხვა ჩვენი ექსპედიციების მასალებისა, როგორიც არის მაგალითად, ექსპედიცია ოლთისის მხარეში 1907 წელს, ექსპედიცია თორთუმ-ისპირში 1917 წელს, რაჭა-იმერეთში 1918-1920 წლებისა და სხვა. გამოუცემელი რჩება აგრეთვე სამეგრელოს ეკლესიათა სიძველეთა ალბომები, დამზადებული უკვე 1913 წელს…

http://iberiana2.wordpress.com/georgia/takaishvili/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s