Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

ქართლ-კახეთი XVIIIს-ის უკანასკნელ მეოთხედსა და XIXს-ის დამდეგს

Posted by iberiana on March 17, 2013


paata-bukhrashvili

 პაატა ბუხრაშვილი –  ქართლ-კახეთი XVIIIს-ის უკანასკნელ მეოთხედსა და XIXს-ის დამდეგს

 XVIIIს-ის 50-იანი წლებიდან ქართლ-კახეთის სამეფო აღორძინების გზას დაადგა. თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის გონივრულმა პოლიტიკამ შესამჩნევად შეამსუბუქა ე.წ. “ოსმალობა-ყიზილბაშობის” მძიმე მემკვიდრეობა. ქართლ-კახეთის სამეფო 1744 წლიდან ფაქტიურად, ხოლო 1762 წლიდან იურიდიულად ერთ სამეფოდ გაერთიანდა.

 ქვეყანაში მატერიალური დოვლათის მწარმოებელთა ძირითადი ნაწილი _ გლეხობა XVIII-ის მეორე ნახევრისათვის მტკიცედ იყო მიმაგრებული მიწაზე, რომელიც მეფის ოჯახის, თავადების, აზნაურებისა და საეკლესიო მფლობელობაში შედიოდა…

 ეკონომიკური ცხოვრების გამოცოცხლებამ, რაც აღმ. საქართველოში XVIIIს-ის 60-იანი წლებიდან შეიმჩნევა, სტიმული მისცა ახალი რიგის მემამულეების _ კერძო საბატონოების მფლობელობის წარმოჩენას. კერძო საბატონო საკუთრება გულისხმობდა მიწაზე კერძო მეურნეთა მფლობელობას, რაც ხელს უწყობდა ინტენსიური მეურნეობის განვითარებას. ამან აამაღლა შრომის ნაყოფიერება, შექმნილი დოვლათი ქალაქების ბაზრებზე გამოვიდა. აღორძინება დაეტყო თბილისს, გორს, თელავს…

 სარწმუნო ცნობით, XVIIIს-ის 80-იანი წლებისათვის ქართლ-კახეთის “სახელმწიფოს მხოლოდ ფულადი შემოსავლები მიწისმხვნელებიდან, ვერცხლის, ოქროს და სპილენძის მაღაროებიდან, ბაჟიდან, წყლისა და თამბაქოს იჯარიდან, ქალაქებიდან _ განჯასა და ერევნიდან, მეზობელი სახანოებიდან მიღებული საჩუქრების ჩათვლით, აღწევდა ოთხასი ათას მანეთს ოქროთი და ვერცხლით.” უფრო ზუსტი ცნობით ქართლ-კახეთის სამეფოს ფულადი შემოსავალი (80-იან წლებში) 713.200 მანეთს შეადგენდა [2, 173]. ყოველივე აღნიშნული მიგვითითებს იმაზე, რომ ამ პერიოდში ქართლ-კახეთის გაერთიანებული სამეფოს მდგომარეობა ნამდვილად არ იყო კატასტროფული და გამოუვალი

1782 წელს რუსეთმა, კერძოდ კი გ.ა. პოტიომკინმა მოლაპარაკება დაიწყო ერეკლე II-სთან ექიმ რეინეგსის მეშვეობით. რეინეგსს უნდა დაერწმუნებინა ერეკლე, რომ თითქოს რუსეთს სხვა არაფერი აქვს მიზნად, თუ არა ერთმორწმუნე საქართველოს დაცვა. სხვათა შორის, ამ გაქნილსა და კავკასიის საქმეებში ერთობ კარგად გარკვეულ ემისარს დავალებული ჰქონდა, რომ “აღეძრა” მეფე, ეთხოვა ფორმალური მფარველობა რუსეთისადმი, რასაც მოჰყვა უმაღლესი ნებართვა. მართლაც, 1782 წლის 21 დეკემბერს ერეკლემ რუსეთის იმპერატორის მფარველობა ითხოვა, რაც წინასწარ იყო შემზადებული რუსეთის რეზიდენტურის მიერ…

იხ. სრულად: http://iberiana2.wordpress.com/georgia/bukhrashvili/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s