Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

რუსული კოლონიალური ცნობიერება

Posted by iberiana on March 17, 2013


paata-bukhrashvili

პაატა ბუხრაშვილი –  რუსული კოლონიალური ცნობიერება და ამიერკავკასიის ეთნოპოლიტიკური რეალობა

უპირველესი და უმთავრესი რასაც ვერ აღწევდა დამპყრობი კავკასიაში და კერძოდ საქართველოში იყო ის, რომ მომხვდურს არ ძალუძდა ათასწლეულების განმავლობაში აქ ჩამოყალიბებული სამეურნეო-კულტურული ტიპების შეცვლა. სწორედ მათ მდგრადობაში იდო ამ ქვეყნის გადარჩენის საიდუმლო. მომხვდურის წინააღმდეგ ერი სულიერად და ფიზიკურად განაგრძობდა წინააღმდეგობას. მისი საუკეთესო შვილები, მებრძოლი ქრისტიანობის მახვილაღმართულნი თავდადებით უპირისპირდებოდნენ მტერს. თუკი იმარჯვებდნენ ხომ კარგი, თუ არა და საკუთარი სიკვდილით, წმინდა იდეისადმი თვითშეწირვით აძლიერებდნენ ერის დვრიტას (ალექსანდრე ბატონიშვილი, ილია, ვაჟა, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, მერაბი, ზვიადი და კიდევ მრავალი ცნობილი თუ უცნობი გმირნი)…

    საქართველოში, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა ძირითადად მიწისმფლობელი იყო და მიწათმოქმედებით იყო დაკავებული. ჩვენში ქალაქები ძირითადად ადმინისტრაციული ცენტრის (მმართველის რეზიდენციის) დანიშნულებას ასრულებდნენ, რომლის უმეტესწილად არაქართული მოსახლეობა სავაჭრო-სამრეწველო საქმიანობით იყო დაკავებული. მართალია აქ ხდებოდა გარკვეული კაპიტალის ბრუნვა-დაგროვება, მაგრამ ამ კაპიტალს არ ძალუძდა გადამწყვეტი როლის თამაში ქართველთა სამკვიდრო-საუფლოს ეკონომიკურ ცხოვრებაში. ეს უკანასკნელი, ძირითადად მოსახლეობის საქმიანობის აგრარულ სფეროს ეფუძნებოდა, რომელშიც წარმმართველი წილი ქართულ ეთნოსს ეკავა.

     ამდენად, ქართველთა სახელმწიფოებრიობისთვის საწარმოო-სავაჭრო კაპიტალს, რომლის წილიც ერონულ შემოსავალში ერთობ მცირე იყო და რომელიც ძირითადად ქალაქელ უცხოტომელთა ხელში იყო მოქცეული, არასდროს შეუქმნია საფრთხე. ამიტომაც ქართველი მეურნე-მიწისმფლობელი (სახელმწიფოს ეკონომიკური ძლიერების დასაყრდენი) მუდამ ლოიალურად იყო განწყობილი უცხოტომელი ჩარჩ-ვაჭარ-ხელოსნის მიმართ, რომელიც ფაქტიურად მისი მომსახურე-მომმარაგებელი იყო…

     რადიკალურად იცვლება ვითარება რუსთმმართველობის დამყარების შემდეგ, როდესაც კოლონიალური ხელისუფლება ქართველთა კუთვნილ მიწებზე მასიურად ასახლებდა უცხოტომელებს _ სომხებს, მალაკნებს, გერმანელებს და ამით ართმევდა ქართველთ ეკონომიკური ძლიერების საფუძველს; ამასთანავე ქმნიდა მოსახლეობის ეთნიკურ სიჭრელეს, რაც მისი კოლონიური პოლიტიკის ერთერთი სტრატეგიული ხაზი იყო…

http://iberiana2.wordpress.com/caucasus/bukhrashvili/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s