Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

აგრარულ-კორუფციული ტრილერი

Posted by iberiana on March 17, 2013


გიორგი კვიტაშვილი – აგრარულ-კორუფციული ტრილერი

 ელიტური კორუფცია სხვა სახის კორუფციისგან იმით განსხვავდება, რომ  ყველაფერი დოკუმენტურადაა “გაპრავებული”. გარკვეული პერიოდის განმავლობაში,   ეს დოკუმენტები ალიბის ფუნქციას ასრულებს, შემდეგ კი, თუ სამართალდამცველები დაინტერესდებიან,  სამხილის. ეს მას შემდეგ გამახსენდა, რაც ხელში ჩამივარდა დოკუმენტები, რომლებიც სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ქონების გარშემო განვითარებულ მოვლენებს ასახავს. ჩემი პირადი აზრით, საქმე გვაქვს აგრარულ-კორუფციულ ტრილერთან, რომელიც ალბათ, იმსახურებს, რომ იურიდიულ სახელმძღვანელოებში მოხვდეს. სამართალდამცველებმა კი უნდა გადაწყვიტონ აღნიშნული დოკუმენტები ალიბია თუ სამხილი.

მოკლედ, 2011 წელს მაშინდელმა მთავრობამ საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის რეორგანიზაციისთვის “მოიცალა”.  იმავე წლის მარტში “აგრარული განათლებისა და მეცნიერების” ფონდმა, კანცელარიულ ენაზე რომ ვთქვათ, გამოხატა ინტერესი ყოფილიყო უნივერსიტეტის ერთპიროვნული დამფუძნებელი. სურვილი სურვილია, ასე ამ სტატიის ავტორსაც შეუძლია გამოხატოს სურვილ-ინტერესი, რომ მაგალითად, იყოს ოპერისა და ბალეტის თეატრის დამფუძნებელი.

გაგიკვირდებათ და, მთავრობისთვის ეს ცარიელი ინტერესი  მისაღები აღმოჩნდა და განაცხადა თანხმობა, რომ აგრარული უნივერსიტეტის ერთპიროვნული დამფუძნებელი ყოფილიყო “აგრარული განათლებისა და მეცნიერების” ფონდი. საკვირველია, ისეთი რა წონიანი არგუმენტები მოუყვანა ფონდმა მთავრობას, რომ 2011 წლის 30 მარტს სახელმწიფო მთლიანად გამოვიდა უნივერსიტეტის დამფუძნებლობიდან…

 საბოლოოდ, ბენდუქიძის ფონდის ფონდი აღმოჩნდა უზარმაზარი ქონების პატრონი. მას გადაეცა ათასობით ჰექტარი მიწა და შენობა-ნაგებობები… მისი კაპიტალის შემადგენელი იყო  ქონება, რომელსაც ფლობდა ყოფილი  სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი და მისი კვლევითი ინსტიტუტები – ქარსაცავი ზოლებით დაწყებული და მარნებითა თუ ლაბორატორიებით დამთავრებული…

2012 წლის 15 თებერვლის პრეზიდენტის განკარგულებით, “აგრომეტის” (100 მილიონიანი)  ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით 4 150 000 დოლარად გადაეცა აგრარულ უნივერსიტეტს. მყიდველმა დადგენილ ვადაში საპრივატიზაციო თანხა ვერ გადაიხადა. სამაგიეროდ, პრეზიდენტმა მორიგი მოწყალება მოიღო და 2012 წლის 24 ოქტომბრის განკარგულებით, მყიდველს 24 თვით გაუგრძელა აღებული ვალდებულებების შესრულება…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s