Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

მესხეთიდან დეპორტირებულთა თვითაღქმა

Posted by iberiana on April 24, 2013


ტარიელ ფუტკარაძე – მესხეთიდან დეპორტირებულთა თვითაღქმა

tp[1]მესხეთის მიწაზე ადრეც ბევრი სისხლი დაღვრილა, მაგრამ ათვლას საქართველოს ოქროს ხანიდან ვიწყებთ: XVI-XVII საუკუნეებში ისტორიული მესხეთი სპარსელებისა და თურქების ბრძოლის ეპიცენტრი იყო; საქართველოს ერთიანობას დიდად ავნო მესხეთის მმართველების – ჯაყელების – სეპარატიზმმაც. XVI საუკუნის მეორე ნახევარში ოსმალოებმა კონტროლი დაამყარეს სამცხე-საათაბაგოს სამთავროზე და საქართველოს ამ ისტორიულ მიწა-წყალს “გურჯისტანის ვილაეთი“ დაარქვეს; დაპყრობილი რეგიონის ზუსტი აღწერაც ჩაატარეს: 1595 წელს შედგენილი “გურჯისტანის ვილაეთის დიდი დავთარი“ საყურადღებო დოკუმენტია მეცნიერებისათვის; კერძოდ, “დავთრის“ მიხედვით, ირკვევა, რომ 1595 წელს სამცხე-საათაბაგოში 12738 კომლია, ამათგან 12339 არის ქართველი ქრისტიანი…

დასუსტებული საქართველო ვერ ახერხებს მესხეთის დაბრუნებას, მაგრამ სპარსეთიც ამაოდ ცდილობს, თურქეთს წაართვას ქართველთა ეს ტერიტორია:

სოფელ ზოჰაბში 1639 წლის 18 მაისს ირანსა და თურქეთს შორის დადებული ზავით, მესხეთი თურქეთს დარჩა; მესხეთმა, როგორც “საქართველოს ყველაზე მოწინავე კუთხემ, არსებობა შეწყვიტა“ (მ.რეხვიაშვილი). ამის შემდეგ დამპყრობლები უფრო წარმატებით ავიწროებენ, დევნიან, კლავენ ერთიანი საქართველოსთვის მებრძოლ თავად-აზნაურებსა და გლეხებს. ქართველების ხანგრძლივი წინააღმდეგობით გამწარებული ოსმალოები განსაკუთრებული სისასტიკით მართლმადიდებლებს ანადგურებენ…

სრულად: http://iberiana2.wordpress.com/georgia/putkaradze/

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s